კატეგორია: ოფიციალური განცხადება



ოფიციალურად : ფედერიკო პელუზო “იუვენტუსის” ფეხბურთელია

“საფეხბურთო კლუბი ტურინის “იუვენტუსი” ოფიციალურად ადასტურებს, რომ 4,8 მილიონ ევროდ “ატალანტადან” გამოსყიდულ იქნა ფედერიკო პელუზოს უფლებათა სრული პაკეტი.კონტრაქტს, რომელიც ფეხბურთელმა კლუბთან გააფორმა, 2017 წლის 30 ივნისამდე ექნება ძალა. “

გაგრძელება »

ადმინისტრაციის განცხადება

‘ბაიერნის” საიტზე უკვე აშკარად იკვეთება ”იუვეს” რამდენი ტიფოზის გამომწვევი კომენტარი, რაც, ზოგადად, ყველას აზარალებს. ჩემი სუბიექტური აზრით, ამაში უფრო დამნაშავეები იუვენტინოები არიან. პატივი ვცეთ მეტოქეს. საკუთარ საიტზე ისინი დაწერენ იმას, რაც მოუნდებათ და არ ღირს უზარო პოლემიკაში შესვლა, რაც პირად შეურაცხყოფაში იზრდება . იყო ” იუვენტუსის ” გულშემატკივარი ერთია და მეორეა უკვე საკუთარი საქციელითაც ადასტურებდე ამას . ერთ კითხვას დაგისვამთ ყოველ თქვენთაგანს . რატომ მოგწონთ ” იუვენტუსი ” ? იმიტომ რომ მას უდიდესი ისტორია გააჩნია ? მათ რიგებში ლეგენდარული ფიგურები ირიცხებოდნენ ? თუ რატომ ? ჩვენ ყველაზე მეტად ის გვიზიდავს შავ თეთრ ფორმაში და ამ გუნდში , რომ მის ღირსებას , ღირსეულად იცავენ ღირსეული ადამიანები და ამიტომ ჩვენც ღირსეულად უნდა ვუგულშემატკივროთ და სიამოვნება მივიღოთ ამისგან . სხვის ნერვებზე თამაში კიდევ ნამდვილად არ არის ჩემი პირადი მოსაზრებით ღირსეული საქციელი და მითუმეტეს როცა საქმე ორ უტიტულოვანეს კლუბს ეხება . ” ბაიერნი ” ნამდვილად იმსახურებს დიდისგან თუ პატარისგან პატივისცემას და ტყუილად არ ადარებენ ამ ორ კლუბს ერთმანეთს . ამიტომ პატივი ვცეთ ერთმანეთს და დავაფასოთ ერთმანეთი ღირსეულად . არის რა თქმა უნდა რამდენიმე აქტიური რადიკალისტი გულშემატკივარი თუმცა ეს იმას არ ნიშნავს , რომ ყველა ” ერთ ქვაბში ” მოხარშო . მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ForzaJuve.Ge – ს სახელით განვაცხადო , რომ ჩვენი ვებ გვერდის ადმინისტრაცია ნეგატიურად არის დამოკიდებული იმ მოვლენებთან რაც სხვა კლუბის ვებ გვერდებზე ხდება და ასეთ საქციელთან ჩვენ არანაირი კავშირი არა გვაქვს . პატივს ვცემთ ყველა ვებ გვერდს , რა თქმა უნდა ” ბაიერნის ” ქართულ ფან კლუბსაც და ვუსურვებთ წარმატებებს და წინსვლას !!!

ForzaJuve.Ge – ს ადმინისტრაცია …

დავით ჯიშკარიანი & Juve_alex

ოფიციალურად : ანელკა ” იუვენტუსის ” ფეხბურთელია

დღეს , პირველ თებერვალს ოფიციალურად გაფორმდა ნიკოლა ანელკასა და ტურინის ” იუვენტუსს ” შორის ნახევარ წლიანი კონტრაქტი . ხელშეკრულებაში ასევე დევს პუნქტი , რომლის მიხედვითაც სეზონის ბოლოს მხარეებს შეეძლებთ კიდევ ერთი წლით თანამშრომლობის გახანგრძლივება .

გაგრძელება »

იანვრის სატრანსფერო ფანჯარა

მიუხედავად იმისა , რომ ბიანკონერიმ ვერ მოახერხა ანელკას გარდა სხვა ფორვარდის დამატება , რომელიც ასე სურდა , მაროტამ და კომპანიამ მაინც განახორციელეს სხვადასხვა სვლები : რეტო ციგლერი , რომელიც მოსკოვის ” ლოკომოტივში ” ასპარეზობდა არენდის წესით , კარიერას ასევე არენდით ” ფენერბახჩეში ” განაგრძობს . მანუელ ჯიანდონატო , რომელსაც ასევე დაუსრულდა არენდა ” ვინჩენცაში ” , სეზონის ბოლომდე ” ჩეზენაში ” ითამაშებს და ყველაფერთან ერთად მოკრძალებულ კლუბს აქვს უფლება გამოისყიდოს იგი . სალვატორე დ’ელია , ახალგაზრდა მცველი , რომლის კონტრაქტი სრულად გამოისყიდა ” ვენეციამ ” . ნიკოლო კორტიკიას კონტრაქტი კი ” ვიჩენცამ ” შეიძინა . რაფაელ ალჩიბიადე – იგი ” იუვენტუსსში ” დაბრუნდა . პრო ვერჩელიში არენდით გაემგზავრა ხანდრიე ინგრასია . პეპეიჩის თაობაზე გუშინაც შეიტყობდით ჩვენი საიტის მეშვეობით , იგი დრეზდენის დინამოდან არენდით აიყვანა მაროტამ . კიდევ ერთი შენაძენი გახლავთ მიკელე კავოინი , რომელიც ” ვიჩენცას ” ეკუთვნოდა . ნახევარმცველი 2013 წლის ივნისამდე ” კარეზეს ” ღირსებას დაიცავს ” .

გაგრძელება »

ოფიციალურად : სევალოსი ” იუვენტუსის ” ფეხბურთელია

ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი აქვეყნებს ინფორმაციას , რომლის თანახმადაც ხოსე ფრანსისკო სევალოს ენრიკე , რომელიც 1995 წელს არის დაბადებული კარიერას ბიანკონერის რიგებში განაგრძობს მინიმუმ სეზონის ბოლომდე . იტალიელებმა მიაღწიეს შეთანხმებას მის ყოფილ კლუბთან არენდაზე , სრულად გამოსყიდვის უფლებით . სევალოსი ერთ ერთი ყველაზე ნიჭიერი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელია , რომელიც ამპლუით ნახევარმცველი გახლავთ . მიუხედავად მისი ასაკია , სევალოსი უკვე ასპარეზობს ეკვადორის 20 წლამდელთა ნაკრებში .

გაგრძელება »

ოფიციალურად: ფერნანდო ლორენტე “იუვენტუსის” ფეხბურთელია!

“იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს: ფერნანდო ლორენტე “იუვენტუსის” ფეხბურთელია. ესპანელი ფორვარდი ანტონიო კონტეს გუნდს პირველ ივლისს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ბასკმა უკვე მოაწერა ოთხწლიან კონტრაქტს ხელი!”სან მამესზე” გატარებული ცხრა სეზონის მანძილზე ჩატარებულ 334 შეხვედრაში ლორენტემ 104 -ჯერ შეძლო თავის გამოჩენა. წარმატებები ვუსურვოთ ფერნანდოს! გაგრძელება »

ოფიციალურად : ფედერიკო პელუზო “იუვენტუსის” ფეხბურთელია

2012/13 სეზონის მეორე ნახევარს ფედერიკო პელუზო ტურინის “იუვენტუსის” შემადგენლობაში ჩაატარებს.ბიანკონერებმა ბერგამოს “ატალანტას” წარმომადგენლებთან შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და იტალიელი მცველი ტურინულ გრანდში არენდის წესით, გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით 2013 წლის 30 ივნისამდე იასპარეზებს.

გაგრძელება »

ოფიციალურად : ლუსიო “საო პაოლოს” ფეხბურთელია

ტურინის “იუვენტუსის” აწ უკვე ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ლუსიმარ პერეირა და სილვამ დღეს “საო პაოლოსთან” ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ 34 წლის თავისუფალი აგენტი ოფიციალურად შეუერთდა ბრაზილიურ კლუბს.შეგახსენებთ, რომ სელესაოს ყოფილმა კაპიტანმა ტურინელთა მაისური სულ ოთხჯერ მოირგო, პეკინში იტალიის სუპერთასი მოიგო და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კლუბთან კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა.

გაგრძელება »

ოფიციალურად : ლუსიომ კონტრაქტი გაწყვიტა

დღეს ლუსიოს შავ თეთრი თავგადასავლი დასრულდა . ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტურინულ მხარესთან შეთანხმებით , გაწყვიტა საკუთარი კონტრაქტი .

ლუსიო ზაფხულში შეუერთდა კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით და მხოლოდ ოთხ მატჩში მოახერხა მოედანზე გასვლა , ერთხელ სერია ა-ში , ორჯერ ჩემპიონთა ლიგაზე და გამარჯვება იზეიმა პეკინში გამართულ სუპერ თასსზე ” ნაპოლის ” წინააღმდეგ .

გაგრძელება »

ოფიციალურად : მარტინესი ” კლუჟის ” ფეხბურთელია

 2012/13 სეზონს , ხორხე მარტინესი რუმინეთში გაატარებს . საფეხბურთო კლუბი ” კლუჟი ” შეუთანხმდა ბიანკონერის ურუგვაელის არენდით აყვანაზე . ამ ინფორმაციას ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი აქვეყნებს .

გაგრძელება »