კატეგორია: ოფიციალური განცხადება



ოფიციალურად : ლემინა “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მარსელის “ოლიმპიკიდან” მარიო ლემინას არენდა დაადასტურა.იჯარის საფასურს 0,5 მილიონ ევროს ბიანკონერები ფრანგული კლუბის ანგარიშზე 30 სექტემბრამდე ჩარიცხავენ, გამოსყიდვის სურვილის შემთხვევაში კი გადახდილ იქნება დარჩენილი 9,5 მილიონიც.წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში ლემინას ექს-გუნდი ბონუსების სახით ერთ მილიონ ევროს მიიღებს.მარიოს ტრანსფერის საპასუხოდ “მარსელმა” მაურისიო ისლასა და პაოლო დე ჩელიეს არენდები განახორციელა.

გაგრძელება »

ოფიციალურად : ერნანეში “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მილანის “ინტერიდან” ანდერსონ ერნანეშის ტრანსფერი დაადასტურა.ბიანკონერებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 11 მილიონი ევრო გადაიხადეს, თანხა ნერიაძურის ანგარიშზე უახლოესი სამი წლის განმავლობაში ჩაირიცხება.რაც შეეხება ბონუსებს, წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში ბებერი ქალბატონი კიდევ ორ მილიონს გადაიხდის.30 წლის ტრეკუარტისტამ შავ-თეთრებთან 2018 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება.

გაგრძელება »

ოფიციალურად : ისლა და დე ჩელიე “ოლიმპიკში” ჩაირიცხნენ

მარსელის “ოლიმპიკის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ტურინის “იუვენტუსიდან” მაურისიო ისლასა და პაოლო დე ჩელიეს ტრანსფერები დაადასტურა.იტალიელი და ჩილელი მოთამაშეები ფრანგულ კლუბს მარიო ლემინას ბიანკონერების გადმობარგების სანაცვლოდ შეუერთდნენ.მარსელის ოფიციალური ტვიტერის გვერდზე უკვე გავრცელდა ფოტოები, რომლებშიც ისლა და დე ჩელიე ახალი გუნდის მაისურებით არიან ხელდამშვენებულნი.ორივე ტრანსფერს არენდის სახე აქვს, გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით.

გაგრძელება »

ოფიციალურად : კომანი “ბავარიას” ფეხბურთელია

ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კინგსლი კომანის მიუნხენის “ბავარიაში” ორწლიანი არენდა დაადასტურა, გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით 28 მილიონ ევროდ : “ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მიუნხენურ კლუბს შევუერთდი.მინდა კარიერაში ახალი ნაბიჯი გადავდგა და უახლოეს ორ წელიწადში წარმატებას მივაღწიო”. უახლოეს ხუთ დღეში ბიანკონერების ანგარიშზე ხუთი მილიონი ევრო ჩაირიცხება, 2016 წლის პირველ ივლისს კი არენდის ღირებულების მეორე ნაწილი, ორი მილიონი ევრო.2017 წლის 30 აპრილამდე რეკორდმაისტერებს კომანის გამოსყიდვა 21 მილიონი ევრო დაუჯდებათ, საერთო ჯამში ღირებულება 28 მილიონს შეადგენს.კინგსლი 29 ნომრით იასპარეზებს.

გაგრძელება »

ოფიციალურად : ლიორენტე “სევილიას” ფეხბურთელია

ფერნანდო ლიორენტე “სევილიას” ფეხბურთელია, ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ანდალუსიური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა : “საფეხბურთო კლუბმა სევილიამ თავისუფალი აგენტის სტატუსით ფერნანდო ლიორენტე დაიმატა, რომელმაც გუშინ კონტრაქტი ტურინის იუვენტუსთან გაწყვიტა.ესპანელი ფორვარდი კლუბის ღირსებას სამი წლის განმავლობაში დაიცავს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 20 მილიონი ევრო იქნება.30 წლის ასაკში ტანმაღალი წინახაზელის მთავარი მიზანი კარგი სეზონის ჩატარება და მოახლოვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაა”. ბასკი ტურინში 2013 წლიდან ასპარეზობდა, მის ანგარიშზე 91 ჩატარებული მატჩი და 27 გატანილი გოლია.

გაგრძელება »

ოფიციალურად:”კუადრადო იუვენტუსის ფეხბურთელია”

ტურინის “იუვენტუსი” ოფიციალურად ადასტურებს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას ლონდონის ჩელსისთან ხუან გილერმე კუადრადოს ტრანსფერის თაობაზე. ფეხბურთელმა უკვე მოაწერა კონტრაქტს ხელი, რომლის თანახმადაც უახლოესი ერთი წლის მანძილზე არენდის წესით იასპარეზებს იტალიის მოქმედი ჩემპიონების რიგებში.

გაგრძელება »

ოფიციალურად:”ჩერი კალიარში არენდის წესით იასპარეზებს”

ტურინის “იუვენტუსი” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც ეხება ალბერტო ჩერის. ახალგაზრდა ფორვარდი, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაიფორმა იუვემ პარმადან, შემდეგ სეზონს არენდის წესით “კალიარი”-ში გაატარებს.

გაგრძელება »

ოფიციალურად: ალექს სანდრო “იუვენტუსის” ფეხბურთელია

” “პორტომ” და “იუვენტუსმა” ალექს სანდროს 26 მილიონი ევროს ოდენობის თანხის სანაცვლოდ ტრანსფერის თაობაზე ორმხრივ შეთანხმებას მიაღწიეს. 24 წლის მარცხენა მცველი “დრაკონებს” 2011 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მაისური ექვსჯერ მოირგო. სანდრომ ლურჯ და თეთრ ფერებში 137 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ორ-ორჯერ პორტუგალიის ჩემპიონის ტიტულსა და პორტუგალიის სუპერთასსაც დაეუფლა. ” -ნათქვამია “პორტოს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გაგრძელება »

ოფიციალურად : სპინაცოლა “პერუჯას” ფეხბურთელია

ტურინის “იუვენტუსის” აკადემიის აღზრდილი, ლეონარდო სპინაცოლა მომავალ სეზონს არენდის წესით სერია ბ-ს ბინადარ “პერუჯაში” გააგრძელებს, ინფორმაცია გრიფონის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა : “საფეხბურთო კლუბი პერუჯა ადასტურებს 1993 წელს დაბადებული ლეონარდო სპინაცოლას არენდის წესით ტრანსფერს, შესაძლო გამოსყიდვისა და კონტრგამოსყიდვის უფლებებით”. შეგახსენებთ, რომ აქამდე ლეონარდო ჯერ “ატალანტაში”, შემდეგ კი “ვიჩენცაში”გამოდიოდა.

გაგრძელება »

ოფიციალურად: ალბერტო ჩერი “იუვენტუსის” ფეხბურთელია

“პარმას” ახალგაზრდული გუნდის იმედისმომცემი ფორვარდი ალბერტო ჩერი ოფიციალურად შეუერთდა ტურინის “იუვენტუსს”. გაბანკროტების შემდეგ, “დუკალის” ყველა ფეხბურთელი ავტომატურად თავისუფალი აგენტი გახდა. ჩერი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ფიგურა იყო პარმელებისთვის, 19 წლის ალბერტოს, სავარაუდოდ, წელს იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებშიც ექნება დებიუტი. 1.94 მეტრის სიმაღლის თინეიჯერმა გასული სეზონი “სერია ბ”-ში “ვირტუს ლანჩიანოში” გაატარა.
გაგრძელება »