კატეგორია: ოფიციალური განცხადება



ოფიციალურად : ლეალი “ფროსინონეს” არენდით შეუერთდება

ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ნიკოლა ლეალის “ფროსინონეში” არენდის წესით გადაბარგება დაადასტურა.22 წლის ფეხბურთელი, რომელმაც გასული სეზონი “ჩეზენას” შემადგენლობაში გაატარა, სერია ა-ს ახალწვეულებს იჯარით შეუერთდება, თუმცა ჯიალოაძურის მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

გაგრძელება »

ოფიციალურად : ტევესი “ბოკა ხუნიორსის” ფეხბურთელია

ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კარლოს ტევესის “ბოკა ხუნიორსში” დაბრუნება დაადასტურა.ორი შესანიშნავად ჩატარებული სეზონის შემდეგ არგენტინელი ფორვარდი ბებერ ქალბატონსა და მთლიანად ევროპას დაემშვიდობა.მისი ბიანკონერებში ტრანსფერი განსაკუთრებული მოვლენა იყო, ტურინის აეროპორტში აპაჩეს უამრავი გულშემატკივარი დახვდა, ხელმძღვანელობამ კი მას ალესანდრო დელ პიეროს ათიანი უბოძა.31 წლის ფეხბურთელი გამორჩეული იყო მისი ბრძოლისუნარიანობით, კლასითა და ლიდერის ხასიათით, იგი ჩემპიონთა ლიგის ფინალის უკანასკნელ წუთებამდე ღირსეულად იცავდა შავ-თეთრ ფერებს.ტევესის დებიუტი ტურინელთა რიგებში საოცარი აღმოჩნდა : გოლი, გამარჯვება და იტალიის სუპერთასი ოლიმპიკოზე, ეს იყო 2013 წელს.მას შემდეგ კარლიტომ 96 მატჩი ჩაატარა და 50-ჯერ მოახერხა მეტოქე გუნდების დამწუხრება.აპაჩე სერია A – ში ყველაზე მეტი გამარჯვების მქონე ფეხბურთელია ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, მან 53 შეხვედრის მისი გუნდის სასარგებლოდ დასრულება შეძლო.ევროიუვეშიც გამორჩეული ადგილი ეჭირა ტევესს, 13 შეხვედრაში მან 7-ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა, იქამდე კი, სხვადასხვა გუნდების შემადგენლობაში, 33 მატჩი მხოლოდ 6 გოლი ჰქონდა ანგარიშზე.ახლა არგენტინელი ფეხბურთელი მშობლიურ კლუბში ბრუნდება, მან ბოკას ღირსება უნდა დაიცვას, კარიერაში უკვე მეორედ.ასეთი დონის, კლასისა და გამოცდილების მქონე ფეხბურთელი ყოველთვის ემახსოვრებათ არგენტინაშიც, ბრაზილიაშიც, ინგლისშიც და იტალიაშიც, ეს იმ ქვეყანათა ჩამონათვალია, სადაც აპაჩეს უთამაშია.დიდი მადლობა კარლიტოს, წარმატებებს გისურვებთ !

გაგრძელება »

ოფიციალურად : სორენსენი “კიოლნის” ფეხბურთელია

ტურინის “იუვენტუსის” აწ უკვე ყოფილი წევრი, ფრედერიკ სორენსენი კარიერას გერმანულ “კიოლნში” გააგრძელებს, ინფორმაცია ბებერი ქალბატონის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა უკვე დაადასტურა : “საფეხბურთო კლუბი იუვენტუსი ადასტურებს ფრედერიკ სორნესენის ტრანსფერს ბუნდესლიგის ბინადარ კიოლნში, მადლობას ვუხდით დანიელს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ გერმანულ კლუბში”. შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფეხბურთელი ბიანკონერების საკუთრება 2010 წლიდანაა, ამ პერიოდის მანძილზე იგი არენდის წესით ჯერ “ბოლონიაში”, შემდეგ კი “ვერონაში” ასპარეზობდა.

გაგრძელება »

ოფიციალურად : ოგბონა “ვესტ ჰემის” ფეხბურთელია

ლონდონური “ვესტ ჰემის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ტურინის “იუვენტუსიდან” ანჯელო ოგბონას ტრანსფერი დაადასტურა.ჩაქუჩებს იტალიელი მცველის ტრანსფერი დაახლოებით 7.9 მილიონი ფუნტ-სტერლინგი, ანუ 11-12 მილიონი ევრო დაუჯდათ.მოთამაშემ უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და ოფიციალურ ვებ-გვერდს მცირე ინტერვიუც მისცა : “გახარებული ვარ, პრემიერ ლიგაში თამაში ყოველთვის მსურდა, ლონდონი შესანიშნავი ქალაქია.ვფიქრობ, ვესტ ჰემში ტრანსფერი მართებული გადაწყვეტილებაა ჩემი მხრიდან.მისტერ ბილიჩთან და ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრას მოუთმენლად ველი, მზად ვარ გამოწვევისთვის”. შეგახსენებთ, რომ ოგბონა ბებერ ქალბატონში 2013 წლიდან თამაშობდა, იგი ტურინულ გრანდში ტორინოდან ჩაირიცხა, 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

გაგრძელება »

ოფიციალურად : ძაძა “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა “სასოულოდან” სიმონე ძაძას ტრანსფერი დაადასტურა.ტურინულ და ემილიურ კლუბებს შორის შეთანხმება დღეს შედგა, იტალიელი ფორვარდი ბებერ ქალბატონს 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერდთდება, ეს თანხა სამი წლის განმავლობაში იქნება გადახდილი.24 წლის ფორვარდი ბიანკონერებთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

გაგრძელება »

ოფიციალურად : ალეგრიმ კონტრაქტი 2017 წლამდე გაახანგრძლივა

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.47 წლის სპეციალისტმა, რომელიც გუნდში გასულ ზაფხულს მოვიდა, რიგით 33 სკუდეტოსა და კოპა იტალიას მოგება შეძლო, ასევე გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.ინფორმაცია ოფიციალურად ბებერი ქალბატონის პრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ დაადასტურა კლაუდიო მარკიზიოსთან ერთად გამართულ პრესს-კონფერენციაზე : “ალეგრი ჩვენი ლიდერია, მან გუნდთან ერთად შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და მომავალში შეუძლია მეტ წარმატებას მიაღწიოს.”

გაგრძელება »

ოფიციალურად : მარკიზიო “იუვენტუსში” 2020 წლამდე !

 ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, კლაუდიო მარკიზიომ კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა : “ემოციებით სავსე ულამაზესი დღეა.1993 წელი მახსენდება, როცა პირველი ვარჯიში ჩავატარე ამ გუნდის შემადგენლობაში, ამ წლების განმავლობაში ყოველთვის მსურდა, ბიანკონერების რიგებში მეთამაშა და უბედნიერესი ვარ, რადგან კიდევ ხუთი წელი ჩემი მომავალი მხოლოდ ტურინია.ტიტულების მოგება იუვესთან ერთად მსურს, ეს იყო ჩემი მიზანი და იგივე სამიზნე მაქვს ახლაც, ეს ლეგენდარული გუნდია, უდიდესი ისტორიით.მომავალი სეზონი ? – როგორც ყოველთვის, რთულ წელს ველით ჩემპიონთა ლიგაზე, რადგან ამ ტურნირზე ადვილი თამაშები არ არსებობს.გასულ სეზონში ფინალს მივაღწიეთ, თუმცა დავმარცხდით, მაგრამ ბრძოლა გრძელდება და დანებებას არ ვაპირებთ.ჩვენი მიზანი საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრაა, შემდეგ ვნახოთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.ყოველთვის ვამბობდი, რომ იუვენტუსის გულშემატკივარი ვარ, სერია ბ- ში თამაში მტკივნეული მოვლენა იყო, თუმცა ძალიან დამეხმარა, უნდა ვაღიარო.რომელი მწვრთნელიც არ უნდა მოვიდეს სათავეში, მე მზად ვარ, ბოლომდე დავიხარჯო და ვიბრძოლო შავ-თეთრი ფერებისთვის.როცა გულით გიყვარს ეს გუნდი, დამატებითი ენერგია და მოტივაცია გაქვს, ეს ეხება ნებისმიერ თამაშს, ვარჯიშებსაც კი.მინდა ეს ემოციები ჩემს თანაგუნდელებს გავუზიარო, განსაკუთრებით ახალწვეულებს, ერთი იდეით ყველაფერია შესაძლებელი.” გაგრძელება »

ოფიციალურად : პირლო “ნიუ-იორკ სიტის” ფეხბურთელია

ტურინის “იუვენტუსი” იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთმა ლეგენდამ, ანდრეა პირლომ დატოვა.36 წლის ნახევარმცველმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო და ამერიკულ “ნიუ იორკ სიტის” შეუერთდა.ტრანსფერი რამდენიმე წუთის წინ ბებერი ქალბატონის ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა : “დასრულდა ანდრეა პირლოს საოცარი ოთხწლიანი ასპარეზობა იუვეში, ფეხბურთელი ნიუ-იორკ სიტიში გადაბარგდა.ის, რომ ტურინული გრანდი ახლა ევროპულ ელიტაშია, სწორედ მაესტროს დამსახურებაა, მისმა გოლებმა, საოცარმა ასისტებმა მოუტანეს შავ-თეთრებს ზედიზედ ოთხი სკუდეტო, იტალიის თასი, იტალიის ორი სუპერთასი და ბოლოს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი.ანდრეა გუნდში 2011 წელს მოვიდა, მის მოსვლას მოჰყვა ულამაზესი გამარჯვებები, ტიტულები, თასები.ახალი სტადიონის გახსნიდან ზუსტად სამ დღეში, 11 სექტემბერს პირლოს საოცარი პასით იუვენტუს სტედიუმზე შტეფან ლიხტშტაინერმა პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა, ეს იყო პარმას კარში.შუახაზელის სადებიუტო გოლი შავ-თეთრი მაისურით 2012 წლის თებერვალში გავიდა, კატანიას კარში საჯარიმო დარტყმით.”

გაგრძელება »

ოფიციალურად : მატიელო არენდის წესით “კიევოში” რჩება

ვერონული “კიევოს” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ფედერიკო მატიელოსთან არენდის გახანგრძლივება დაადასტურა : “საფეხბურთო კლუბი კიევო ოფიციალურად ადასტურებს, რომ ტურინის იუვენტუსიდან არენდის წესით გამოსყიდვის შესაძლო პერსპექტივით დამატებულ იქნა მარცხენა მცველი, ფედერიკო მატიელო”. შეგახსენებთ, რომ 19 წლის მცველმა გასული სეზონის მეორე ნახევარიც “მფრინავი ცხენების” შემადგენლობაში გაატარა, თუმცა “რომასთან” მატჩში უმძიმესი ტრავმა მიიღო და ამ დრომდე რეაბილიტაციის კურსს გადის.

გაგრძელება »

ოფიციალურად : სტორარი “კალიარიში” გადავიდა

ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მარკო სტორარის “კალიარიში” ტრანსფერი დაადასტურა.2010 წელს “მილანიდან” გაფორმებულმა მეკარემ მალე გაიარა ადაპტაცია ახალ გუნდში და შეაყვარა გულშემატკივრებს თავი დამაჯერებელი თამაშით, იგი არც მეტი არც ნაკლები თვით ჯანლუიჯი ბუფონის შემცვლელი იყო მთელი სეზონის განმავლობაში.ბებერ ქალბატონთან ერთად მარკომ 4 სკუდეტო მოიგო ზედიზედ, ასევე გახდა კოპა იტალიას ერთგზის და იტალიის სუპერთასის ორგზის გამარჯვებული.ახლა 38 წლის ვეტერანი იმ კლუბში ბრუნდება, სადაც 2007/08 წლების სეზონში ასპარეზობდა.კლუბი წარმატებას უსურვებს ფეხბურთელს როგორც პროფესიონალურ, ისე პირად ცხოვრებაში.

გაგრძელება »