კატეგორია: #ForzaCalcio



#ForzaCalcio | პიერპაოლო მარიანი:”სტროოტმანი მინდორს მომდევნო სეზონში დაუბრუნდება”

ერთ დროს ბიანკონერის სატრანსფერო სიაში მყოფი კევინ სტროოტმანი ძალზედ ნეგატიურ პერიოდს გადის დედაქალაქურ რომაში.. ფეხბურთელი გამუდმებულმა ტრავმებმა დატანჯა და ქირურგების მტკიცებით, მისი დაბრუნება მხოლოდ მომდევნო სეზონში თუ მოხდება..

გაგრძელება »

#ForzaCalcio | მილანი და ინტერი ახალი არენისთვის ერთიანდებიან

ინტერის და მილანის კრიზისი სრულიად იტალიური ფეხბურთის პრობლემაა.. როგორც ჩანს მხარეებმა მისი დაძლევა ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვიტეს..

გაგრძელება »

#ForzaCalcio | სოუზა:”იმედგაცრუებული ვარ”

პაულო სოუზა ფრიად იმედგაცრუებული იყო ტოტენჰემთან მარცხით, თუმცა ექს იუვენტინოს სიტყვებით:”ჩვენ გვწამს საკუთარი პროექტის”..

გაგრძელება »

“იუვენტუსი” – “ინტერი” სტატისტიკური ანალიზი

გთავაზობთ იტალიის თასის ნახევარფინალური დაპირისპირების ანალიზს, რომელიც “იუვენტუსის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა. გაგრძელება »

Calio-მიმოხილვა:”6 ქულიან რადიუსში მყოფნი”..

სერია ა-ს მე-15 ტურს სტადიო ოლიმპიკოზე დაგეგმილი მატჩი ხსნიდა.. იუვენტუსის ცუდმა სტარტმა ჩვენი მდგომარეობა “მდევრის” როლში აღმოაჩინა და შედეგად კონცენტრირებას არა მხოლოდ საკუთარ მატჩებზე ვახდენთ.. მითუმეტეს, როდესაც წლევანდელი სეზონი ასეთი დაბალანსებული გვაქვს. იუვესთვის საბედნიეროდ, გუნდმა დასძლია კრიზისი და ზედიზედ ხუთი გამარჯვებით იწონებს თავს. ბუნებრივია შედეგი სატურნირო ცხრილზეც პოზიტიურად აისახა და ლიდერები ტურინულ სუნთქვას სულ უფრო და ახლოს და მკაფიოდ გრძნობენ. საინტერესოა რომელი მათგანი გაუძლებს ასეთ ზეწოლას? აგერ მაგალითად რომამ ვერ გაუძლო და ტურინში, ტორინოსთან ბოლო წამებზე გაუშვა ხელიდან გამარჯვება..

გაგრძელება »

Calcio-მიმოხილვა:”მე-11 ტური და კონკურენტებთან შემცირებული სხვაობა”

სიურპრიზების გარეშე არც მე-11 ტურს ჩაუვლია.. მთავარი მოულოდნელობა რა თქმა უნდა ნეაპოლიტანური კლუბის მშრალი ფრე იყო სტუმრად ჯენოასთან.. არადა სარის გუნდს ერთპიროვნულად შეეძლო სატურნირო ცხრილს ჩადგომოდა.. სხვა მხრივ კი ლიდერები და ჩვენი კონკურენტები ერთმანეთს ეპაექრებოდნენ.. ლაცო მილანს მასპინძლობდა, ხოლო ინტერი რომას..

გაგრძელება »

Calcio-მიმოხილვა:”სერია ა-ს მე-11 ტურის ანონსი”

სერია ა მე-11 ტური ერთბაშად რამდენიმე ძალზედ საინტერესო და სატურნირო კუთხით მნიშვნელოვან დაპირისპირებას გვთავაზობს.. ტური ხვალ თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება და მას ტურინული დერბი გახსნის.. ჩვენთვის თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ დაპირისპირების ფსიქოლოგიური კუთხით თავადაც კარგად მოგეხსენებათ და ამ რუბრიკაში ნამდვილად არ შეგაწყენთ ზედმეტად თავს.. უმჯობესია თუ უმალვე გადავერთვებით კონკურენტებზე და დავიწყოთ შაბათის რიგით მეორე სუპერ მატჩით, რომელიც მილანში გაიმართება..

გაგრძელება »

Calcio-მიმოხილვა:”მე-10 ტური და კონკურენტთა ზეიმი”

სერია ა-ს მე-10 ტურმა ჩვენთვის საკმაოდ ცუდად ჩაიარა.. გარდა იმისა, რომ სრულიად უსახურ შეხვედრაში დავმარცხდით სტუმრად სასუოლოსთან, ფაქტიურად ყველა კონკურენტმა ვინც კი სატურნირო ცხრილის სათავეშია მოქცეული უდანაკარგოდ გაიარეს.. ერთადერთი ვისაც ფეხი დაუცდა იყო ლაციო, რომელზეც ვიწინასწარმეტყველეთ კიდევაც წინა “Calcio მიმოხილვაში”.. რომამ ყოველგვარი დაძაბვის გარეშე გაიმარჯვა, ისევე როგორც ნაპოლიმ და ფიორენტინამ.. მილანის კონკურენტობა კი თქვენთვის მომინდია.. უბრალოდ უნდა აღინიშნოს, რომ მეორე მატჩში ზედიზედ იმარჯვეს რაც იუვენტუსისთვის მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით აუხდენელი ოცნებაა.. კარგით მოდით ეტაპობრივად მივუყვეთ რომას, ნაპოლის, ლაციოს და ფიორენტინას მატჩებს:

გაგრძელება »

Calcio-მიმოხილვა..

დიდი ხანია მდევრის როლში აღარ ვყოფილვართ, თუმცა ვითარება იცვლება და დროა ჩვენც შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ. მაქს ალეგრის წინასამატჩო პრესკონფერენციის შემდეგ ნათელი ხდება, რომ იუვე გრძელ და რთულ მარათონში ებმევა.. ტურინელები ბოლო წამამდე იბრძოლებენ მეხუთე სკუდეტოსთვის და ადვილად არაფერს დათმობენ. ამიტომაც ყოველი ტურის წინ და მის შემდეგ ჩვენ ერთად მიმოვიხილავთ “კონკურენტების” შედეგებს.. ეს ის პერიოდია, როცა ერთბაშად რამდენიმე გუნდის შედეგს უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება. ერთია როცა საკუთარს მოიგებ, მაგრამ როდესაც ჩამორჩენა 5-6-7 და მეტი ქულაა უკვე მასაც უნდა დაუკვირდე ვინც პირველ პოზიციებზეა.. დავიწყოთ გუშინდელი შეხვედრიდან..

გაგრძელება »