კატეგორია: Forza-ფაქტები



Forza-ფაქტები:”სერია ა-ს 21-ე ტური”

სერია ა-ს 21-ე ტური: შეუჩერებელი დიბალა და იგუაინი, “იუვენტუსის” მე-11 გამარჯვება და მანჩინის მე-200 მატჩი. გაგრძელება »

Forza-ფაქტები:”სერია ა-ს მე-20 ტური”

სერია ა-ს მე-20 ტურში “ნაპოლი” ლიდერობას გაანგრძობს, იგუაინი – გატანილი გოლების რეკორდის გამყარებას და “იუვენტუსი” ზედიზედ გამარჯვებას. გაგრძელება »

Forza-ფაქტები:”სერია ა-ს მე-19 ტური”

სერია ა-ს მე-19 ტურით სეზონის პირველი წრე დასრულდა და ზამთრის ჩემპიონის ტიტული “ნაპოლიმ” ხელიდან გამოგლიჯა “ინტერს”, ხოლო “იუვენტუსმა” ეს ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა. საინტერესოა, რომ 2004/05 წლების შემდეგ, როდესაც სერია ა 20 კლუბით ასპარეზობაზე გადავიდა, ზამთრის ჩემპიონი ყოველთვის სკუდეტოს მფლობელი ხდებოდა. გაგრძელება »

Forza-ფაქტები:”სერია ა-ს მე-18 ტური”

2016 წელი სერია ა-ს მე-18 ტურით დაიწყო. “იუვენტუსმა” გამარჯვებით გახსნა წელი და სატურნირო ცხრილში ერთი საფეხურით ზემოთ გადაინაცვლა. გაგრძელება »

Forza-ფაქტები:”სერია ა-ს მე-17 ტური”

სერია ა-ს მე-17 ტურში ტურინულმა გრანდმა მე-7 გამარჯვება იზეიმა სერია ა-ში და “ინტერთან” სხვაობა შეამცირა, თუმცა ჩემპიონატის მიმდინარე ლიდერებმაც მოახერხეს მაქსიმალური ქულების აღება და ცხრილში სტატუს ქვო შენარჩუნდა. გაგრძელება »

Forza-ფაქტები:”სერია ა-ს მე-16 ტური”

სერია ა-ს მე-16 ტური ძალიან საინტერესო იყო “იუვენტუსის”ქომაგებისთვის: შავ-თეთრების მნიშვნელოვანი გამარჯვება და დაბრუნება, ასევე “რომა” – “ნაპოლის” დაპირისპირება და “ბოლონიას” მორიგი გამარჯვება. გაგრძელება »

Forza-ფაქტები:”სერია ა-ს მე-15 ტური”

სერია ა-ს მე-15 ტური საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა “იუვენტუსისთვის”. მან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სტადიო ოლიმპიკოზე რომში და ასევე, ქულები დაკარგეს კონკურენტებმა. “ნაპოლის” წაუგებელი სერია “ბოლონიამ” შეწყვიტა და ნეაპოლელები ჩამოქვეითდნენ სატურნირო ცხრილში, ხოლო “რომამ” დრამატულად, ბოლო წუთებზე დაკარგა სამი ქულის აღების შანსი “ტორინოსთან”. გაგრძელება »

Forza-ფაქტები:”სერია ა-ს მე-13 ტური”: 21-21-21!

სერია ა-ს მე-13 ტურის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება იტალიის კლასიკა იყო: “იუვენტუსი” – “მილანი”, რომელიც შავ-თეთრების გამარჯვებით დასრულდა. 21-21-21: 21 ნოემბერს “იუვეს” 21 ნომერმა მოაგებინა თავის გუნდს, რომელმაც ამ ტურში 21 ქულა დააგროვა; აღსანიშნავი იყო ჯიჯის 20 წლის იუბილე სერია ა-ში, ბერარდის წითელი ბარათი და “ფიორენტინასა” და “ინტერის” კოჰაბიტაციის დასასრული. გაგრძელება »

Forza-ფაქტები:”სერია ა-ს მე-12 ტური”

სერია ა-ს მე-12 ტური ლიდერების გამარჯვებით აღინიშნა: თამაშები მოიგეს “ინტერმა”, “ფიორენტინამ”, “ნაპოლიმ” და “რომამ” რომაულ დერბიში; “იუვენტუსმა” წინა ტურთან შედარებით ნაკლებ დრამატული, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. შავ-თეთრებმა ცხრილში მე-7 ადგილს მიაღწიეს და ახლა 9 ქულით ჩამორჩებიან ლიდერს. გაგრძელება »

Forza-ფაქტები:”სერია ა-ს მე-11 ტური”

სერია ა-ს მე-11 ტური საკმაოდ დაძაბული და ამაღელვებელი გამოდგა “იუვენტუსის” გულშემატკივრებისთვის, რადგან ბებერმა ქალბატონმა დერბი დელა მოლეში თანაქალაქელებს ბოლო წამებზე გამოსტაცა გამარჯვება ხელიდან. ქულები დაკარგა “ნაპოლიმ”. ასევე აღსანიშნავია “რომა”-ს მარცხი და  “ფიორენტინას” გალიდერება. ძალიან საინტერესო დაკვირვება მოწმობს, რომ 2004-05 სეზონიდან მოყოლებული, ის გუნდი, რომელიც მე-11 ტურის შემდეგ ლიდერობდა ცხრილს, სკუდეტოს მფლობელი ხდებოდა, მხოლოდ ერთხელ იყო გამონაკლისი შემთხვევა და ეს იყო “რომა” 2013-14 წლებში. მოცემულ მომენტში ცხრილს ლიდერობს “ფიორენტინა” (“ინტერთან” პირადი შეხვედრის უპირატესობის ხარჯზე). გაგრძელება »