კატეგორია: ანიელების დინასტია



ჯოვანი (ჯანი) ანიელი – ან უბრალოდ „ავოკატო“

იტალიელი მეწარმე, კომპანია „ფიატის“ მთავარი აქციონერი და აღმასრულებელი დირექტორი, ტურინის „იუვენტუსის“ მფლობელი – დაიბადა ქალაქ ტურინში 1921 წლის 12 მარტს და გარდაიცვალა 2003 წლის 24 იანვარს 82 წლის ასაკში. გაგრძელება »

ანდრეა ანიელი – 2010 წლიდან იუვეს პრეზიდენტი

ანდრეა ანიელი დაიბადა 1975 წლის 6 დეკემბერს, ქალაქ ტურინში. ის არის იტალიელი ბიზნესმენი, დღესდღეობით საფეხბურთო კლუბ ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი. ასევე კომპანია „FIAT”-ის და „EXOR“-ის გუნდის წევრი. ანდრეა „იუვენტუსის“ ყოფილი პრეზიდენტის, ჯანი ანიელის ძმის – უმბერტო ანიელის – ვაჟი და ანიელების გვარის უკანასკნელი მამრობითი სქესის წარმომადგენელი, შესაბამისად კი მემკვიდრეა.

გაგრძელება »

ჯანი ანიელის ვაჟი – ედოარდო ანიელი

1997 წლის 13 დეკემბერს გარდაიცვალა ჯანი ანიელის ძმიშვილი – უმბერტო ანიელის ვაჟი – ჯოვანი, ფიატის იმპერიის მომავალი მემკვიდრე, ის 33 წლისა იმსხვერპლა კიბომ. 2000 წლის 15 ნოემბერს კი ჯანი ანიელის შვილი, ედოარდო იპოვეს მკვდარი ტურინ-სავონას გზაზე, 80 მეტრი სიმაღლის ხიდის ძირში.

გაგრძელება »

ანიელების დინასტია: ჯოვანი ანიელი

ჯოვანი ანიელი – (13 აგვისტო 1866წ – 16 დეკემბერი 1945წ)  XX საუკუნის პირველი ნახევრის იტალიელი მრეწველი და მეწარმე. მის სახელს უკავშირდება დაფუძნება საავტომობილო კონცერნ FIAT-ის (Fabbrica Italiana Automobili Torino. ანუ – იტალიური ავტომობილების ტურინული ფაბრიკა. ). XX საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანი… გაგრძელება »

ანიელების დინასტია : ჯონ ელკანი

(დაბ. 1 აპრილი, 1976წ.) ანიელების ოჯახის ქონების  მემკვიდრედ აღიარებულ იქნა  მისი ბაბუა – ჯოვანი (ჯანი) ანიელის მიერ. იგი აკონტროლებს ანიელების ოჯახის მფლობელობაში არსებულ ავტომწარმოებელ ფირმა FIAT-ს, რომელიც ასევე მოიცავს Alfa Romeo, Maserati, Ferrari, და Lancia მარკებს. ამჟამად ელკანი არის თავმჯდომარე სააქციო საზოგადოება FIAT-ის და საინვესტიციო კომპანია EXOR-ის. EXOR-ი წარმოადგენს იტალიისა და ევროპის უდიდეს სამრეწველო ჰოლდინგურ კომპანიას, რომლის ჯამური აქტივების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 9 მილიარდ ევროს.  ანიელების ოჯახის საკუთრებაა ასევე ტურინული საფეხბურთო კლუბი – „იუვენტუსი”.
გაგრძელება »