ლეგა კალჩომ სერია ა-ს კალენდარი დაანონსა
ცნობილი გახდა თარიღი თუ როდის იწყება სერია ა.. ჩვენი პირველი მეტოქის ვინაობაც გარკვეულია:
ცნობილი გახდა თარიღი თუ როდის იწყება სერია ა.. ჩვენი პირველი მეტოქის ვინაობაც გარკვეულია:
იტალია საფეხბურთო კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მომთხოვნი ქვეყანაა და ამიტომაც არის, რომ აპენინებზე მწვრთნელები ისეთივე სისწრაფით იცვლებიან, როგორც საქართველოში ქვეყნის პირველი პირები. იტალიური ფეხბურთის ექსპერტის ლუკა მარკეტის მტკიცებით აპრილის თვე გახდება საკმაოდ მნიშვნელოვანი კალჩოს გუნდებისთვის. სწორედ ამ პერიოდში იწყება მომავალი სეზონისთვის მზადება. კონტურები თანდათანობით უფრო მკვეთრად ისახება. საკმაოდ ბუნდოვნად გამოიყურება სამპდორიას, ფიორენტინას და მილანის მთავარ მწვრთნელთა მომავალი. ცალკე სალაპარაკო თემაა ნეაპოლი, მაგრამ მათზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ.
”მოხარული ვარ, რომ ჩემი თავგადასავალი ”იუვენტუსში” გრძელდება. ტურინში ყოფნისას მე ორი სუპერ თასი და ერთი სკუდეტო მოვიგე, რითაც უზომოდ ბედნიერი ვარ. გუნდში იდეალური ატმოსფეროა, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. გვაქვს მაღალი მიზნები და ამბიციები, რის მისაღწევადაც თავდაუზოგავად ვშრომობთ. ჩვენ ვიზრდებით. კლუბში არიან ახალი მოთამაშეები, რომლებიც საკუთარი გამოცდილებითა და გამარჯვების წყურვილით დასახული მიზნის ასრულებაში დაგვეხმარებიან. ვიცით, რომ ეს წელი უფრო რთული იქნება, ვიდრე წინა, თუმცა ეს არ გვაშინებს.”ინტერი” ? – ეს არის ძლიერი კლუბი, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და ძლიერი მწვრთნელი ჰყავს. პირველ რიგში, ლამაზი ფეხბურთის ხილვის იმედი მაქვს, თუმცა მთავარი მაინც შედეგია”.
გაგრძელება »
გთავაზობთ “სერია ა”-ს 33-ე ტურის შეხვედრის,”იუვენტუსი” – “მილანის” სავარაუდო შემადგენლობებს, “sky”–ის მიხედვით. შეგახსენებთ, რომ თამაში 21 აპრილს, თბილისის დროით, 22.35 წუთზე გაიმართება
კლაუდიო მარკიზიო თვლის, რომ ტურინელებმა 30 მარტს “ინტერთან” მატჩზე უნდა იფიქრონ და არა “ჩემპიონთა ლიგის” მომავალ მეტოქეზე – “ბაიერნზე”. “მაქსიმალურად ვცდილობთ არ ვიფიქროთ “ჩემპიონთა ლიგაზე”, “ინტერთან” მატჩი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენ რევანში და სკუდეტო გვსურს. “ინტერთან” წაგება საშინელი შეგრძნება იყო, მით უმეტეს საკუთარ სტადიონზე. ცხრილში “ნაპოლი” და “მილანი” ახლოს არიან, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით 9 ქულიანი ჰანდიკაპი გამოვიყენოთ და სკუდეტო მოვიპოვოთ. 1-3-ის შემდეგ იდეალური დროა რევანშისთვის!”-აცხადებს კლაუდიო მარკიზიო.
ტურინის “იუვენტუსისთვის” აპრილი ძალიან რთული თვე იქნება, ამას მომავალი მეტოქეებიც ამტკიცებენ, “ინტერი” 30 მარტი, ამას მოჰყვება “ბაიერნიც”, რომელსაც “იუვენტუსი “ჩემპიონთა ლიგის” 1/4 ფინალის პირველ მატჩში დაუპირისპირდება, ეს მატჩი “ალიანს არენაზე” იქნება. “პესკარა” – შედარებით სუსტი გუნდი, თუმცა მის შემდეგ მოდის “ლაციო”, რომელიც საკმაოდ კარგ ფორმაშია და უხერხული მეტოქეა ნებისმიერი გუნდისთვის.
ანტონიო კონტემ თავის მოთამაშეებს დასვენების უფლება მისცა, ტურინელების დასვენება 3 დღეს გასტანს. “იუვენტუსი” ურთულეს მატჩს “ჯუზეპე მეაცაზე” “ინტერის” წინააღმდეგ გამართავს. 2 და 10 აპრილს ამას მოჰყვება “ბაიერნიც”, “ჩემპიონთა ლიგის” 1/4 ფინალში. შემდეგი კი “ლაციო” იქნება, რომელსაც 15 აპრილს შეერკინება “ბიანკონერი”. სწორედ ასეთი რთული ცხრილის გამო ანტონიო კონტე ცდილობს დაასვენოს თავისი ფეხბურთელები.
გთავაზობთ ტურინის “იუვენტუსის” მომავალი მატჩის ანონსს
სიმონე ძაძამ , რომელიც “სერიე ბ”-ს ბომბარდირია შესაზლოა ზაფხულში “იუვენტუსის” მაისური მოირგოს. ახალგაზრდა ტალანტით ტურინელები უკვე დიდი ხანია ინტერესდებიან. Gazzetta dello Sport იტყობინება, რომ “ასკოლის” 21 წლის თავდამსხმელში ბებერი ქალბატონი 5 მილიონს გადაიხდიან. ძაძამ “სერიე ბ”-ში 16 გოლი გაიტანა. საქმე არც ისე იოლადაა როგორც ჩანს, სიმონე “ასკოლიში” არენდით იმყოფება, ის “სამპდორიას” ეკუთვნის. ფორვარდი კონტრაქტს აღარ ახანგრძლივებს, რადგან მას მეტი ხელფასი სურდა. მასმედიის წარმომადგენლებია თვლიან , რომ “იუვენტუსს” შეუძლია ტალანტის ყიდვა.