კატეგორია: #ForzaAzzurri



#ForzaAzzurri | ბარძალის მატჩისშემდგომი კომენტარი

გთავაზობთ ანდრეა ბარძალის მატჩისშემდგომ კომენტარს.. ვიდეო ვერსიას, რომელიც ძალიან ემოციურია და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმ საოცარი ტკივილში, რაც ახლა სუფევს იტალიელეთა გულებში:

გაგრძელება »

#ForzaLive #ForzaAzzurri (1/7/2016)

#ForzaAzzurri ბუფონის წინასამატჩო პრესსკონფერენცია (ვიდეო-ვერსია)

გთავაზობთ ჯანლუიჯი ბუფონის წინასამატჩო პრესსკონფერენციის ვიდეო-ვერსიას: გაგრძელება »

#ForzaAzzurri | კონტეს წინასამატჩო პრესსკონფერენცია (ვიდეო)

გთავაზობთ ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესსკონფერენციის ვიდეო-ვერსიას:

გაგრძელება »

#ForzaAzzurri ბუფონი : “შეუძლებელია, გამარჯვებაზე არ ვიფიქროთ”

ანტონიო კონტესთან ერთად ჟურნალისტების წინაშე ჯანლუიჯი ბუფონიც წარსდგა.გთავაზობთ იტალიის ეროვნული ნაკრების კაპიტნის ინტერვიუს : “ბევრჯერ მითქვამს, რომ ნოიერი ჩემზე უკეთესია, გერმენელებს უმაღლესი დონის მეკარე ჰყავთ.პირადად ჩემთვის, უმთავრესია მომავალი ორი წლის მაღალ დონეზე ჩატარება, მანუელს მთელი კარიერა წინ აქვს.ვფიქრობ, არც ისე სწორია 38 წლის მოთამაშის ნოიერთან შედარება, მხოლოდ მისი შექება შემიძლია, შეუდარებელია.ევრო 2016 ? – იტალიამ ყველა თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა, ბოლომდე ვიბრძოლეთ და მოვიპოვეთ კიდევ გამარჯვებები, მაგრამ მომატება ისევ საჭიროა, ოცნებას ვაგრძელებთ.ხვალ ველი ფიზიკურად რთულ, დაძაბულ და ტაქტიკურად მაღალი დონის შეხვედრას, ჩვენ მზად ვართ.გომესი ? – გერმანელთა წინახაზი ისეთივე მრისხანეა, როგორც ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ალვარო მორატა, დაცვაში დიდი ყურადღება გვმართებს.”

გაგრძელება »

#ForzaAzzurri კონტე : “საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ”

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე გერმანიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტებს ჯიჯი ბუფონთან ერთად შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა : “უპირველეს ყოვლისა, დე როსის ჯანმრთელობის მდგომარეობას მოგახსენებთ.ჩვენი ექიმები მუშაობენ და სიტუაცია ფასდება, რისკზე ვერ წავალთ, ისეთი თამაში გველის, რომელშიც ფიზიკურ მომზადებას დიდი მნიშვნელობა ექნება.კარგი ფიზიკური მომზადება თამაშს ვერ მოიგებს, საჭიროა იდეალურად ბრძოლა და ასპარეზობა.ვეთამაშებით, პირადად ჩემთვის, ყველაზე დაკომპლექტებულ გუნდს, მსოფლიო ჩემპიონებს, გერმანიის ნაკრებს, ისინი ესპანელებზე ძლიერები არიან.იოჰამ ლიოვის გუნდს აქვს ყველაფერი, ტექნიკა, ინდივიდუალიზმი, ძლიერი ფიზიკურობა, მათთან თამაში არავისთვის არაა მარტივი.ბოლო დღეების მანძილზე ყველანაირად ვცდილობდით, შეგვესწავლა ბუნდესგუნდი, გვენახა მათი ძლიერი თუ სუსტი მხარეები.მინდა ვთქვა, რომ ესპანეთის განსხვავებულ თამაშს ველი , სკუადრა აძურა გერმანელებს ტურნირის მთავარ ფავორიტად თვლის.”

გაგრძელება »

#ForzaAzzurri | ინფორმაცია აძურის ლაზარეთიდან..

ინფორმაცია აძურის ლაზარეთიდან:

გაგრძელება »

#ForzaAzzurri | რანიერიმ იტალიელთა ასპარეზობა შეაფასა

ლესტერის თავკაცი იტალიელთა ევრო 2016-ზე გამოსვლას შეეხო:

გაგრძელება »

#ForzaAzzurri | ტონი:”გერმანელებს კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ..”

“გერმანელებს ძლიერი გუნდი ჰყავთ, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ იტალიელებს არაერთხელ დაგვიმარცხებია ისინი.. სტატისტიკა იმდენად თვალშისაცემია, რომ თუ ამჯერადაც დამარცხდნენ ეს მათ ტრავმას სამუდამოდ მიაყენებს. ფავორიტები არასოდეს ვყოფილვართ და ამჯერად ვართ მაგრამ ნუთუ აძურისთვის ეს პრობლემას წარმოადგენს? მახსოვს 2006-ში ყველა “ლუზერს” გვეძახდა, მაგრამ კრიტიკოსებს საკადრისი პასუხი მოედანზე გავეცით.. ეს სისხლში გვაქვს და ამას ვერავინ წაგვართმევს. კონტემ დაიწყო მშვიდად, მაგრამ აგრძნობინა ეტაპობრივად ბიჭებს რომ მათ შეუძლიათ წარმატების მიღწევა”.

#ForzaAzzurri | ტოტი:”ბალაკი? მისი ცრემლები არასოდეს დამავიწყდება”

ვნებათაღელვა პიკს აღწევს, ხოლო ორივე მხარის მიერ გაკეთებული კომენტარები კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას სძენს მოახლოებულ დაპირისპირებას.. ბალაკს პასუხი ძამპარინის გარდა ფრანჩესკო ტოტიმაც გასცა.. ჟურნალისტმა იგი ერთ-ერთ ღონისძიებაზე შესვლისას გამოიჭირა და მცირე კომენტარი ჩაიწერა:
გაგრძელება »