კატეგორია: #ForzaAzzurri



#ForzaAzzurri:”მატჩის ტაქტიკური განხილვა” (ვიდეო)

დაპირებისამებრ გთავაზობთ საკმაოდ საინტერესო გადაცემის ნაწილს, სადაც გარი ლინეკერმა, ვინსენტ კომპანიმ, ტიერი ანრიმ და ჯანლუკა ვიალიმ იტალიასა და ესპანეთს შორის გამართული მატჩის ტაქტიკურ ნიუანსებზე ისაუბრეს:

გაგრძელება »

#ForzaAzzurri | ფლორენცი:”მოედანზე მაქსიმუმს დავდებთ”

ფლორენცის ემოციური სიტყვით გამოსვლა მოახლოებულ მატჩზე:“თუ ვინმე იმას ფიქრობს, რომ გერმანიამ ჩვენზე ერთი დღით უფრო მეტი დაისვენა, ნამდვილი “ლუზერია” (დამარცხებული).. მიზეზების პოვნა დამარცხებულთა ხვედრია, რომლებიც არ ურიგდებიან სიტუაციას. მთავარია ჩვენ საკუთარი ძალა ბოლომდე გავაანალიზოთ და მინდორზე მაქსიმუმი დავდოთ. ჩვენ პიკზე ვართ და ამ ეტაპზე ევერესტს მივადექით.. გვსურს დავიპყროთ და ამისთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგმა გვმართებს. თქვენ გგონიათ, რომ ესპანეთის შემდეგ დავისვენეთ? ცდებით.. მიმენტალურად შევუდექით საქმის კეთებას.. წარმატებისთვის არცერთი წამი არ უნდა დავკარგოთ.. სწორედ ასე ხდებიან გამარჯვებულები. კონტე? მან თავისი საუკეთესო თვისებები მოგვცა.. როგორც ტექნიკური ასევე პიროვნულიც.. ვცდილობთ მოედანზე მისი იდეები ზედმიწევნით კარგად გადავიტანოთ.. ზოგჯერ გამოდის, ზოგჯერ ნაკლებად, მაგრამ ერთმანეთის დასახმარებლად ყველაფერს ვიღონებთ”.

#ForzaAzzurri | ინსინიე:”ჩვენი ძალა ორგანიზებულობაში არის”

“იტალიის ნაკრების მაისურისთვის მაქსიმუმს ვიღებთ.. ჩვენთან სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელი არავინ არის.. ყველანი ერთად ვართ.. ეს არის ერთიანი მექანიზმი, რომელსაც საუცხოო ორგანიზება გააჩნია კონტეს დამსახურებით. გოლები? როდესაც მოედანზე ვარ თანაგუნდელებისთვის ყველაფერს გავიღებ.. იქნება ეს გოლი, საგოლე გადაცემა თუ პრესინგი.. მთავარი გამარჯვებაა”

#ForzaAzzurri | კონტე დე როსის სტურაროთი ჩაანაცვლებს

ანტონიო კონტემ როგორც ჩანს გადაწყვეტილება მიიღო.. დე როსის გერმანიასთან ასპარეზობა, პრაქტიკულად გამორიცხულია.. როგორც ჩანს ბიანკონერის ექს თავკაცი რომაელის იუვენტინოთი ჩანაცვლებას გეგმავს.. სტურარო იქნება ის ფეხბურთელი რომელიც 3-5-2 სქემაში ცენტრალური ნახევარმცველების ტრიოს შეავსებს. სავარაუდოდ მცველების წინ პაროლო გაირჯება, ხოლო მისგან მარჯვენა ზონაში იუვეს შუახაზელი იასპარეზებს. სტეფანო ძალიან კარგია დაცვით მანევრირებებში, მაგრამ ბურთის კონტროლის თვალსაზრისით აწ უკვე გასრულებულ სეზონში არაერთხელ მოხვდა კრიტიკის ქარცეცხლში.

#ForzaAzzurri | “გართობა იტალიურად”

#ForzaAzzurri | კონტე და მისი ემოციები ესპანელთა წინააღმდეგ

#ForzaLive (27/06/16)

#ForzaAzzurri | ჯიაკერინი:”ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ”

ემანუელე ჯაკერინიმ ისაუბრა ესპანეთთან მატჩისა და მისთვის მზადების თაობაზე:

გაგრძელება »

#ForzaAzzurri | ბონუჩი:”ჩვენი გუნდი 23 ნამდვილი მამაკაცისგან შედგება!”

“ჩვენს წინააღმდეგ მსოფლიოს ყოფილი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ასპარეზობდა და გამარჯვება ორმაგად სასიხარულოა.. ამასთანავე საგულისხმოა, რომ მათი ტოლი არაფერში დავუდეთ და საკუთარი ფეხბურთის დემონსტრირება მოვახდინეთ. ჩვენ 23 მამაკაცი ვართ და ამასთანავე 23 მეოცნებე! როდესაც გვიტევდნენ ერთიანი ძალები ვიცავდით თავს.. ჩვენ გუნდი ვართ! დავიმსახურეთ მომდევნო ეტაპზე ასპარეზობა.. ახლა კი დროა მცირე განვტვირთვა მოვახდინოთ, ძალები აღვიდგინოთ და გერმანიის წინააღმდეგ მოვემზადოთ”.

#ForzaAzzurri | კონტე:”ხავიმ ჩვენი ნაკრები ყველაზე ზუსტად დაასახელა”

“ვიცოდი, რომ ბიჭებს შინაგანად ჰქონდათ ის რაღაც, რაც ესპანეთთან თავს აუცილებლად გამოიჩენდა.. და მათ ჩემთვის იმედები არ გაუცრუებიათ! აპლოდისმენტებს იმსახურებენ, მაგრამ უმჯობესია დავმშვიდეთ და მომდევნო შეხვედრისთვის მოვემზადოთ. წინ კიდევ ერთი ხისტი შეხვედრა გველის გერმანიის წინააღმდეგ… იტალიამ ყველას დაუმტკიცა, რომ კატენაჩოს არ თამაშობს.. მსურს ხავის მადლობა გადავუხადო, რადგან მან ჩვენი თამაში ბარსელონასა და ატლეტიკოს ნაზავს შეადარა და ვფიქრობ, იგი აბსოლიტურად მართალი იყო”.

გაგრძელება »