კატეგორია: #ForzaAzzurri



#ForzaAzzurri | პელე:”დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს”

“კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ როდესაც არის ნება, სურვილი და თავდადება ჩვენ ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია.. დაივიწყეთ თავდასხმა, ნახევარდაცვა და ასე შემდეგ.. ეს არის გუნდი რომელიც საკუთარი ერთიანობით აღწევს შედეგს.. დე ხეამ პირველ ტაიმში საოცრება გააკეთა.. მსგავსი იყო როდესაც პრემიერ ლიგაში ურთულესი დარტყმული ამიღო.. გოლის შემდეგ კი ყველაფერს მიხვდა და გავიცინეთ. მსურს ტიფოზებს უდიდესი მადლობა გადავუხადო იმ სიყვარულისთვის, რაც ჩვენს მიმართ არსებობს.. ეს ჩემი პირველი დიდი ტურნირია და ემოციებით ვართ დატვირთული. შესაძლოა ამას ვერ გრძნობენ დისტანციიდან, მაგრამ გასახდელში მათზე მუდმივად ვსაუბრობთ და ვგრძნობთ იმ სიყვარულს რასაც ჩვენს მიმართ იჩენენ.. თითოეულ თქვენთაგანს უდიდესი მადლობა!”.

#ForzaAzzurri | კიელინი:”ჩვენი თავგადასავალი ახლა დაიწყო”

“გვქონდა შანსები რომელიც ეფექტურად გამოვიყენეთ, თუმცა უკანასკნელმა 15 წუთმა ჩვენი გეგმები ოდნავ აურია. მეტოქემ წნეხი გააძლიერა, მაგრამ საბედნიეროდ პელეს გოლმა ყველაფერს წერტილი დაუსვა. უახლოესი რამდენიმე საათი დავტკბებით ამ მომენტით, ხოლო შემდეგ მომდევნო მატჩზე ვიფიქრებთ. გერმანია? დიდებული გუნდია.. უკანასკნელ ამხანაგურში მათ ჩვენს წინააღმდეგ რეალური ძალა წარმოადგენს და კარგად ვიცით თუ ვის წინააღმდეგ გვიწევს დაპირისპირება.. თუმცა, ჩვენი თავგადასავალი სულ ახლახანს დაიწყო”.

#ForzaAzzurri “იტალია” – “ესპანეთი” (პირდაპირი ტრანსლიაცია)

1. იტალია – ესპანეთი (მთავარი ბმული — LiveTv.Ge — დააკლიკე)

2. იტალია – ესპანეთი (პირდაპირი ტრანსლიაცია — ბმული 2 — დააკლიკე)

3. იტალია – ესპანეთი (პირდაპირი ტრანსლიაცია — ბმული 3 — დააკლიკე)

#ForzaAzzurri | კონტე:”ჩვენი მთავარი პლიუსი ორგანიზებულობაა”

გთავაზობთ ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესსკონფერენციის როგორც ტექსტურ ასევე ვიდეო მიმოხილვას: გაგრძელება »

#ForzaAzzurri | ბუფონი:”ესპანეთი მხოლოდ მორატა არაა”

გთავაზობთ ჯანლუიჯის წინასამატჩო პრესსკონფერენციის როგორც ტექსტურ ასევე ვიდეო მიმოხილვას:

გაგრძელება »

#ForzaAzzurri – ბონუჩი : “საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ”

იტალიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად კაპიტნის რანგში მინდორზე ლეონარდო ბონუჩიმ გაიყვანა.ბიანკონერების მცველი თავიდან დამაჯერებლად ასპარეზობდა, თუმცა შემდეგ უხეში შეცდომა დაუშვა და მისი გუნდი კინაღამ დაისაჯა : “ვფიქრობ, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ უკმაყოფილოები ვართ, დადებითი შედეგის დაფიქსირება გვსურდა.მინდა ირლანდიელები შევაქო, ბოლომდე იბრძოლეს, ფიზიკურად კარგად იყვნენ მომზადებულნი და ჩვენი შეცდომებით ისარგებლეს.მეტოქეს საკუთარი თამაში ვერაფრით მოვახვიეთ თავს, მათ კი მომენტი იდეალურად გამოიყენეს.ამ მატჩმა სწორ გზაზე უნდა დაგვაბრუნოს, ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე და გავიაზროთ, რომ ზოგჯერ წაგებაც შესაძლებელია.”

გაგრძელება »

#ForzaAzzurri: იტალია 0-0 ირლანდია (1 ტაიმი)

იტალიელები 1/8 ფინალში ესპანეთს შეხვდებიან და შესაძლოა ფიქრებით უკვე იმ მატჩზე არიან გადართულნი.. სხვაგვარად მათი ასპარეზობა ვერ აიხსნება.. რა თქმა უნდა აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კონტემ ძირითადი შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადაახალისა და თავის გამოჩენის საშუალება სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელებს მისცა. ჯერჯერობით ირლანდიელები უფრო ახლოს იყვნენ გოლის გატანასთან ვიდრე აძური.. რომელიც ძირითადათ ტაქტიკურ ასპექტზე აკეთებს აქცენტს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მეორე ტაიმში.

#ForzaAzzurri იტალია – ირლანდია (სავარაუდო შემადგენლობები)

სატრანსფერო აურზაურიდან დროებით გადავერთოთ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც იტალიის ნაკრები დღეს თბილისის დროით 23:00-ზე ირლანდიას დაუპირისპირდება. ეს მატჩი ყოველგვარ ინტრიგას არის მოკლებული, რადგან აძურიმ 1/8 ფინალური საგზური და თან პირველი ადგილით უკვე მეორე ტურში გაინაღდა. თუმცა, ანტონიო კონტე რეზერვს აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას და ამ მხრივ ეს დაპირისპირება ფრიად მნიშვნელოვანია. გთავაზობთ სავარაუდო შემადგენლობებს:

გაგრძელება »

#ForzaAzzurri | კონტე:”ვგეგმავ თუ არა როტაციას? დიახ, აუცილებლად”

“ბევრი იწერება იტალიის ჩემპიონობაზე.. უმჯობესია მსგავსი სახის განცხადებების ტემპმა იკლოს.. ჩვენ არაფრისთვის არ მიგვიღწევია და უფრო მეტი.. ვრჩებით ისევ იმ გუნდათ, რომელიც საზოგადოების მოსაზრებით განწირული იყო ევრო 2016-ზე.. მთავარია გვახსოვდეს ძლიერი და სუსტი მხარეები.. კვალიფიკაცია უკვე გავიარე, მაგრამ წინ ირლანდიასთან კარგი ტესტი გველის.. მათი ფიზიკური კონდიციები აპოლიდისმენტებს იმსახურებს.. რთული და მძიმე შეხვედრა იქნება. როტაცია? 7 ან 9 ახალი სახე გამოჩნდება.. დანარჩენს ერთად ვიხილავთ. ჩემს ხელში ერთიანი მექანიზმია, ასე რომ ფეხბურთელებს რომლებიც მინდორზე იქნებიან თვალდახუჭული ვენდობი. თითოეული ჩემი გადაწყვეტილება კარგად აწონ დაწონილია და ირლანდიელებს, სერიოზულად ვუდგებით.. შვედებთან მატჩის შემდეგ გარკვეული აზრები გამიჩნდა და მათ დემონსტრირებას აუცილებლად მოვახდენ..ბერნანდესკი? ერთი-ერთზე თამაშის კუთხით დაგვჭირდება ფეხბურთელი, რომელიც უპირატესობას მოგვცემს.. მსგავსად ელ შარავის, კანდრევასი და ფლორენცისა. ირლანდიელებთან ველი გუნდის ერთიან ასპარეზობას.. ჩემი მიზანი ცალკეული სახეების გამორჩევა არ არის”..

#ForzaAzzurri | ბუფონი:”უცნაურია.. მესამე მატჩს ყოველთვის ნერვოზულად ვხვდებოდით”

“პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის კარგი ეპიზოდი, როდესაც მესამე მატჩისთვის მოსამზადებლად რამდენიმე მშვიდი დღე გვქონდა.. ჩვენს წარსულს რომ გადავხედოთ, ყოველთვის ნერვოზულად ვემზადებოდით ბოლო დაპირისპირებისთვის. ეს პრივილეგია ჯეროვნად უნდა გამოვიყენოთ, რადგან 8-9 დღე ფიტნესისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის არის. საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა? უკეთ ვარ.. 3-4 დღე ნამდვილად არ ვგრძნობდი თავს კარგად, მაგრამ ახლა სიტუცია ბევრად გაუმჯობესდა, თუმცა ვეჭვობ ხვალ ძირითად შემადგენლობაში სხვას იხილავთ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ წლევანდელი შეკრება და პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. კონტე შესაშური მოტივაციით შეუდგა საქმის კეთებას.. მან ფსონი გუნდის ერთიანობაზე გააკეთა.. სწორედ ამაში იმალება ჩვენი ძალა.. ჩვენ ერმანეთისთვის ყველაფერს გავიღებთ. როდესაც ბოლომდე იწამებ წარმატებისთვის, რომელსაც მუხლჩაუხრელი შრომის ფასად გეუფლება, მაშინ ყველაფერი შეიძლება მოხდეს”.