კატეგორია: #ForzaAzzurri



#ForzaAzzurri – დე როსი : “იტალიის დაცვა მსოფლიოში საუკეთესოა”

როგორც უკვე გითხარით, სიმონე ძაძასთან ერთად ჟურნალისტების წინაშე დანიელე დე როსიც წარსდგა.სკუადრა აძურას ნახევარმცველმა საკუთარი გუნდი შეაქო და თბილი სიტყები არც ანტონიო კონტეს მიმართ დაიშურა : “მართალია, იტალიის ნაკრებს არ ჰყავს ისეთი ინდივიდუალისტები, როგორებიც ედენ აზარი ან ზლატან იბრაჰიმოვიჩი არიან, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის, რითაც ბევრი გუნდი ვერ დაიკვეხნის.სკუადრა აძურა ერთი დიდი ოჯახია, თითოეული წევრი მზადაა ერთმანეთს დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს.ბევრ სხვა გუნდში ტოპ კლასის ვარსკვლავები სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელებს თითქმის არც ესაუბრებიან, ჩვენთან ასეთი რამ არასდროს მოხდება.აქ მწვრთნელი წყვეტს, ვინ დაიწყებს მატჩს მინდორზე და ვინ სკამზე, ფეხბურთელი ვალდებულია ბოლომდე დაიხარჯოს.კონტე ? – როცა იტალიას ვაქებ, ამ ადამიანის ხსენების გარეშე ფასი ყველაფერს ეკარგება.ორგანიზატორი, ლიდერი და ნამდვილი პროფესიონალი, სამაგალითო ადამიანია.არავინ ფიქრობს იმაზე, რომ კონტე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩელსიში მიდის, დიახ, ანტონიო არ შედის იმ მწვრთნელთა რიცხვში, რომლებსაც შეუძლიათ წლების განმავლობაში ერთ გუნდში იმუშაონ, იგი მუდამ მოძრაობისკენაა მიმართული.”

გაგრძელება »

#ForzaAzzuri: მორიგ 3 ქულასთან ერთად ხარვეზებიც სახეზეა

ევროპის ჩემპიონატზე იტალიის მიერ ჩატარებული მორიგი მატჩი პირველი ტურისგან განსხვავებული სცენარით წარიმართა. საკმაოდ მძიმე შეხვედრის მიწურულს, მატჩში, სადაც ორივე გუნდს ბურთის დაჭერასთან დაკავშირებით ერთი და იგივე პრობლემები ჰქონდა, აძურის გამარჯვება ედერის ინდივიდუალურმა თამაშმა მოუტანა. ForzaJuve.Ge გთავაზობთ აღნიშნული შეხვედრის ანალიზს… გაგრძელება »

#ForzaAzzuri – პაროლო : “იტალიის ნაკრები ერთი დიდი ოჯახია”

მას შემდეგ, რაც იტალიის ეროვნული ნაკრები ანტონიო კონტემ ჩაიბარა, მარკო პაროლო სკუადრა აძურას შეუცვლელი წევრია.”ლაციოს” ნახევარმცველი თითქმის ყველა შეკრებაზე იმყოფებოდა და ევროპის ჩემპიონატზე, ძირითად შემადგენლობაშიც თამაშობს.დღეს იგი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა : “ეროვნულ ნაკრებზე ყველა მწვრთნელს საკუთარი შეხედულება აქვს, ზოგი გამოცდილ ფეხბურთელებს ანიჭებს უპირატესობას, ზოგიც ახალგაზრდას, მაგრამ ამ მომენტისთვის იტალია ის გუნდია, რომელშიც ერთგვარი მიქსია ზემოთნახსენები მოთამაშეებისა, ვფიქრობ, სწორედ ამას მოაქვს წარმატება.ედერის მსგავსი გოლი ლეო მესის ან კრიშტიანუ რონალდუს რომ გაეტანა, მთელი მსოფლიო მათზე ილაპარაკებდა, ბევრი ტურნირის საუკეთესო გოლადაც კი დაასახელებდა.”

გაგრძელება »

#ForzaAzzurri:”ბუფონმა, კანდრევამ და ჯიაკერინიმ ვარჯიში გამოტოვეს”

იტალიის ნაკრებს მცირედი პრობლემები ექმნება შემადგენლობის თვალსაზრისით. ანტონიო კანდრევამ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა.. მიზეზი მარჯვენა ბარძაყზე არსებული პრობლემაა.. ჯერჯერობით უცნობია რა პერიოდი გაუცდება ლაციოს ნახევარმცველს და მოასწრებს თუ არა მომდევნო მატჩისთვის მომჯობინებას. ინფორმაცია გავრცელდა ბუფონთან დაკავშირებითაც.. მართალია იგი ჯერ გუნდთთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა შემდგომ დარბაზში გადაინაცვლა მცირედი დისკომფორტის გამო. ვარჯიშის მეორე ნახევარი გაუცდა ასევე ემანუელე ჯიაკერინისაც.

#ForzaAzzurri – ედერი : “ბოლომდე მწამდა, რომ მოვიგებდით”

შვედეთთან შეხვედრის მთავარი გმირი იტალიის ნაკრების ფორვარდი, ედერ მარტინსი გახდა, რომელმაც მშვენიერი გოლი გაიტანა და სკუადრა აძურას 1/8 ფინალის საგზური მოუპოვა : “ევროპის ჩემპიონატზე იოლი თამაშები არ არსებობს, ეს ესპანეთის, საფრანგეთის და გერმანიის მეტოქეებმა უკვე დაამტკიცეს.ბოლომდე გვწამდა და გვჯეროდა, რომ გოლის გატანას და გამარჯვებას მოვახერხებდით.ვნახოთ, როგორ დასრულდება ჯგუფური ეტაპი.მთავარი სიძლიერე ? – ჩვენი გუნდურობა, ხომ ხედავთ, როგორ აღნიშნავს გოლს 23 მოთამაშე.ფეხბურთი საინტერესო სპორტი იმიტომაა, რმ ცუდ მომენტებს კარგები ცვლიან.ინტერის შემადგენლობაში იდეალური სეზონის დასასრული არ მქონდა, მაგრამ ფიზიკურად ვემზადებოდი და ევროპის ჩემპიონატის საგზურიც მოვიპოვე.”

გაგრძელება »

#ForzaAzzurri | ბუფონი:”ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა, მაგრამ..”

“განსაკურებულად მადლიერი ჩემი მცველების ვარ, რომლებიც მართლა საოცარნი არიან.. არასოდეს დავიღლები მათი ქებით, რადგან დღეს უაღრესად ბევრი პრობლემა ამაცილეს თავიდან. ორი აზრი არაა უაღრესად რთული დაპირისპირება იყო და ფრე ალბათ ლოგიკური შედეგი იქნებოდა.. მაგრამ როდესაც გწამს, არ არის გამორიცხული დაჯილდოვდე კიდევაც. მოხარული ვარ მიღწეული კვალიფიკაციით, რომელიც მოგვცემს საშუალებას 10 დღის განმავლობაში მშვიდ გარემოში მოვემზადოთ”.

#ForzaAzzurri | ჯიაკერინი:”ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა ამას ჩვენგან”

“1/8 ფინალში გასვლა ძალების დაზოგვით გვსურდა და ალბათ ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ ამას შევძლებდით. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მტკიცე ხასიათის პატრონები ვართ. წინასწარვე ვიცოდით, რომ მძიმე მატჩი გველოდა.. მეტოქე არ მოგვცემდა მათ ნახევარზე ბურთის მშვიდად გაკონტროლების საშუალებას. პირველ ტაიმში ფსიქოლოგიური კუთხით დიდ ზეწოლას ვგრძნობდით, მაგრამ საბედნიეროთ გავუმკლავდით ნერვოზულ წუთებს.. შემდეგ კი მოგვეცა შანსი და იგი მაქსიმალურად კარგად გამოვიყენეთ”.

#ForzaAzzurri | იტალია 1-0 შვედეთი (ედერის გოლი)

გთავაზობთ იტალია შვედეთის შეხვედრაში გატანილ ერთადერთ გოლს:

გაგრძელება »

#ForzaAzzurri | იტალია 1-0 შვედეთი

მატჩი ისე მიმდინარეობდა, გოლს კი არა ქომაგი კარში ხეირიან დარტყმას ნატრობდა, თუმცა კონტეს გუნდმა მსგავსად ფრანგების ორივე მატჩში იმარჯვა და ქვე ჯგუფში 6 ქულით, მომდევნო ეტაპის საგზური გაინაღდა. თითქოს განწირულები ჩემპიონატის დაწყებამდე, უკვე მშვიდად მოემზადებიან შემდეგი ნაბიჯისთვის. საგულისხმოა, რომ გოლი ძალზედ ეფექტურად ედერმა გაიტანა, რომელსაც იუვეს ტიფოზერია და მეც მათ შორის უმოწყალოდ ვაკრიტიკებდით.. დაე, ჩვენ გავაგრძელებთ კრიტიკას მან კი კიდევ გაიტანოს რამდენიმე გოლი! ფორცა იტალია! გილოცავთ <3

#ForzaAzzurri | ბუფონის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

დაპირებისამებრ გთავაზობთ სპეციალურად შვედებთან მატჩისთვის მოწყობილ პრესსკონფერენციას ჯანლუიჯი ბუფონის მონაწილეობით:

გაგრძელება »