კატეგორია: ავტორთა ბლოგი



ეპოქის დასასრული

დელ პიერო მხატვარია – პატარა პინტურიკიო, ფეხბურთელი, რომელიც უკვე მცხრამეტე წელია, იუვენტუსში ხატავს. გაგრძელება »

Juve, Storia Di Un Grande Amore!

ერთი ქართველი „იუვენტინოს“ „დიდი სიყავარულის“ დაწყების  ისტორია (Gvasa). გაგრძელება »

და როცა აგებ, მე მაინც მიყვარხარ !

კონტინენტზე ისევ წითელი ბურთი დაგორავს, იტალიელებმა ევროპა ლურჯ ფერებში ვერ შეღებეს, მაგრამ არაუშავს, ერთი ეტაპის დასრულება მიანიშნებს იმას, რომ იწყება მეორე.

გაგრძელება »

იტალიის ჩემპიონები 2011/12 !!! შტეფან ლიხტშტაინერი !!!

რომის ” ლაციოდან ” გასულ ზაფხულს გაფორმებულმა , სტეფან ლიხტშტაინერმა პირველსავე ტურინულ სეზონში , არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა . მან მალევე მოახერხა ტიფოზების გულების დაპყრობა  . შევხედოთ მის სტატისტიკურ მონაგარს : 31 ჩაწოდება მეტოქის საჯარიმოში , ეს ციფრი მას პირველ პოზიციაზე ანთავსებს თანაგუნდელებს შორის ; 288 ჩაჭრა და 1556 ზუსტი გადაცემა . თუმცა , მისი მთავარი ღირსება გახლავთ ის , რომ კონტეს შეუძლია ლიხტშტაინერი როგორც მარჯვენა მცველად , ასევე მარჯვენა ნახევარმცველადაც გამოიყენოს ანალოგიური წარმატებით . 28 წლის ფეხბურთელმა , რომელსაც ზედმეტსახელად ” შვეიცარიული ექსპრესი ” შეარქვეს , საბოლოო ჯამში , სერია ა-ს 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა , ანუ მან მოედანზე 3.123 წუთი დაჰყო .

გაგრძელება »

იტალიის ჩემპიონები 2011/12 !!! ანდრეა ბარძალი !!!

მიუხედავად იმისა , რომ ბარძალიმ საკუთარი კარიერის მანძილზე გერმანიაში მოასწრო ასპარეზობა და პლიუს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 2006 წელს , ის პერიოდი მის კარიერაში საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა . თუმცა , მიმდინარე სეზონში მისი თამაშის შემხვედვარე , გულშემატკივრებს ეგონათ , რომ ბიანკონერის რიგებში ბეკებაუერი ირჯებოდა . განუმეორებელი იყო ანდრეა ! ის თამაშიდან თამაშამდე შეცდომებს პრაქტიკულად არ უშვებდა და თანაგუნდელებს მშვიდად ყოფნის საშუალებას აძლევდა . ბარძალი ნამდვილი თილისმა გახდა დაცვითი ხაზის . 35 შეხვედრა , 3192 წუთი მოედანზე , 651 გამოტანა  , 378 ჩაჭრა , 59 ართმევა – ციფრები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებენ . მაგრამ , განსაკუთრებულია სხვა სტატისტიკური მონაცემები , მხოლოდ სამი ყვითელი ბარათი სეზონის მანძილზე . ცენტრალური მცველისთვის ეს ფაქტიურად ყოველგვარი დარღვევის გარეშე ასპარეზობას ნიშნავს . მას არცერთხელ არ გამოუტოვებია მატჩი დისკვალიფიციკაციის გამო . დაცვის მოთამაშეს ერთი ამოცანა აქვს – შეაჩეროს მეტოქის თავდასხმა . მისი ციფრები კი ორ რამეს უნდა ნიშნავდეს , ან არაფერი არ გამოსდის , ანაც პირიქით , ყველაფერი მართლაც რომ იდეალურია . ბიანკონერის უკანა ხაზს მხოლოდ 20 გოლი აქვს გაშვებული . დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია …

გაგრძელება »

იტალიის ჩემპიონები 2011/12 !!! მარონე !!!

ლუკა მარონემ ზუსტად იგივე გზა გაიარა , რაც თავის დროზე პაოლო დე ჩელიემ და კლაუდიო მარკიზიომ , ანუ საკუთარი საფეხბურთო ცხოვრება ბიანკონერის ახალგაზრდული სექტორიდან განავითარა . ბიანკონერის ნახევარმცველი ანტონიო კონტემ ” სიენაში ” მუშაობის პერიოდში გაიცნო . მიუხედავად იმისა , რომ აწ უკვე გასრულებულ სეზონში , ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი არც თუ ისე რეგულურად გამოდიოდა მოედანზე , მაინც დატოვა საკუთარი კვალი გუნდის წარმატებულ ასპარეზობაში . დებიუტი შესდგა ” ლეჩესთან ” დაპირისპირებაში , მინდორზე იგი მეორე ტაიმის 42 წუთზე გამოჩნდა . თუმცა , შემდგომ ორ შეხვედრაში , მან ყველას დაუმტკიცა , რომ პროფესიონალურად საკმაოდ გაიზარდა . ბერგამოში ასევე შეცვლას შესულმა , ალია პირლოს სტილში გოლი გაატანინა ემანუელე ჯიაკერინის . ხოლო ბოლო ტურში , სხვათაშორის იმავე ” ატალანტას ” წინააღმდეგ ულამაზესი გოლი გაიტანა . საერთო ჯამში , უნიჭიერესმა იტალიელმა ნახევარმცველმა , მოედანზე 124 წუთი დაჰყო …

გაგრძელება »

იტალიის ჩემპიონები 2011/12 !!! დე ჩელიე !!!

როდესაც კონტეს გასული სეზონის დასაწყისში ჰკითხეს , ესაჭიროებოდა თუ არა კლუბს მარცხენა ფლანგზე გაძლიერება , ანტონიომ უარი თქვა , რომელიც შემდეგი სიტყვებით ახსნა : ” ჩემს განკარგულებაში ხომ პაოლო იქნება ” . ახალგაზრდა ფეხბურთელს , მხოლოდ ორი რამ ესაჭიროებოდა : პირველი რა თქმა უნდა რწმენა და მეორე , ხშირი პრაქტიკა , რომელიც აუცილებელი იყო სათამაშო კონდიციების აღსადგენად , ხანგრძლივი შესვენების შემდეგ , რომელიც ტრავმამ გამოიწვია . მიმდინარე სეზონში გულშემატკივარმა იხილა სრულიად ახალი დე ჩელიე , რომელიც გარდა იმისა , რომ კარგად ასპარეზობდა 4-4-2 სქემაში მარცხენა მცველად , ასევე იდელურად ირჯება 3-5-2 მოდულში , სადაც მთლიანად აკონტროლებდა საკუთარ ფლანგს . პაოლომ წლევანდელ გათამაშებაში სერია ა-ში , 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მატჩიდან მატჩამდე პროგრესირებდა . ერთი ერთზე მას გასცდენოდე და რაიმე მოგეფიქრებინა , რომ ხელი შეგეშალა მისთვის ჩაწოდებების დროს , მეტოქისთვის დიდი თავსატეხი იყო . 25 წლის ფეხბურთელმა საერთო ჯამში 1678 წუთი გაატარა მინდორზე , გაიტანა ერთი ბურთი და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა .

გაგრძელება »

იტალიის ჩემპიონები 2011/12 !!! მარკიზიო !!!

უდაოა , რომ კლაუდიო მარკიზიოსთვის აწ უკვე გასრულებული სეზონი ჯერ ჯერობით საუკეთესო იყო მის ტურინულ კარიერაში . საიმედო ასპარეზობის გარდა , იუვეს აკადემიის აზღრდილმა საკმაო რაოდენობის გოლებიც გაიტანა . აღსანიშნავია , რომ სტაბილურობა ანდრეა პირლოს მოსვლამაც შესძინა . ფეხბურთელი უფრო თამამად და აქტიურად ერთვებოდა შეტევებში და შიშის ზარს სცემდა მეტოქეს . სამ ფორმაციან ნახევარდაცვაში მარკიზიო მოედანზე 36 – ჯერ გამოჩნდა . 2083 შეხება , 588 სწორი მანევრი , 33 შედეგიანი დრიბლინგი , 31 დარტყმა მეტოქე კარის მიმართულებით . ოთხი საგოლე გადაცემა და რა თქმა უნდა 9 გატანილი ბურთი . პირველივე მათგანი , იუვეს ახალ არენაზე საკმაოდ ეფექტური იყო , როდესაც ანდრეა პირლომ გამაოგნებელი გადაცემა გაუკეთა . მნიშვნელოვანი იყო , როსონერის წინააღმდეგ გაფორმებული დუბლი და ინტერთან , ” სან სიროზე ” გაკეთებული უზუსტესი დარტყმა .

გაგრძელება »

იტალიის ჩემპიონები 2011/12 !!! კიელინი !!!

ჯორჯო კიელინიმ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას , რომ ” იუვენტუსის ” უკანა ხაზის სული და გულია . მან კვლავინდებურად უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საკუთარი გუნდის ასპარეზობაში , რამაც საბოლოოდ ბებერი ქალბატონი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ იტალიის ჩემპიონი  გახადა . მიმდინარე სეზონში , ჯორჯო ხან ცენტრში , ხან ფლანგზე ასპარეზობდა , როდესაც კონტეს 4 კაციანი დაცვითი სქემა გამოჰყავდა მოედანზე . კიელინის ადაპტაცია არც 3 მცველიან ტაქტიკაზე გასჭირვებია . იგი მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ხისტი უკანახაზელია . თუმცა , შვიდი ყვითელი ბარათი მიანიშნებს იმაზე , რომ ჯორჯო ყოველგვარი უხეში შეჯახებების თავიდან აცილებით იგებს ორთაბრძოლებს და არ აგდებს ფეხბურთელს მძიმე სიტუაციაში , ტრავმების კუთხით . პლიუს ამასთან , კონტე აფასებს მის ასპარეზობას მეტოქის საჯარიმოში და ხშირად უშვებს წინ სტანდარტული სიტუაციების დროს . ნდობისთვის , მცველმა სამაგიერო ორი გატანილი გოლით გადაუხადა : ” რომასთან ” და ” კატანიასთან ” . ” პალერმოსთან ” შეხვედრაში პეპეზე აკეთებს საგოლე გადაცემას . საერთოდ გადაცემებით კი , მხოლოდ და მხოლოდ პირლოს ჩამორჩება ( 2004 ზუსტი პასი ) . მიმდინარე სეზონში , ჯორჯო კიელინიმ 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა . მოედანზე მან 3.197 წუთი დაჰყო .

გაგრძელება »

იტალიის ჩემპიონები 2011/12 !!! ბონუჩი !!!

ლეონარდო ბონუჩი არის ნათელი მაგალითი იმისა , რომ ზოგჯერ ადამიანმა წინასწარი დასკვნებისგან თავი უნდა შეიკავოს . მიმდინარე სეზონში , ლეო თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებდა . სწორედ მისმა საიმედო ასპარეზობამ გადააწყვეტინა ანტონიო კონტეს სამ კაციან დაცვაზე გადასულიყო . 25 წლის მცველმა , ერთ ერთი მთავარი როლი ითამაშა იუვეს წლევანდელ გაუვალი დაცვის შექმნაში . მასში თავი მოიყარა ელეგანტურობამ , საიმედოობამ და გადამწყვეტ ეპიზოდში გოლების გატანამაც . მისმა ზუსტმა დარტმებმა ” ფიორენტინასთან ” და ” ალერმოსთან ” , გუნდს სამი ქულა მოუტანა . რაც ყველაზე მთავარია , ” კალიარისთან ” მატჩში , როდესაც ვუჩინიჩმა გაიტანა სკუდეტოს მომტანი გოლი , იერიში სწორედ ლეონარდო ბონუჩიმ დაიწყო . სტატისიკას რომ შევხედოთ , კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით ლეოს პროგრესში . მან 545 დაპირისპირებაში იმარჯვა და 340 ჩაჭრა განახორციელა .

გაგრძელება »