კატეგორია: ავტორთა ბლოგი



იტალიის ჩემპიონები 2011/12 !!! მარონე !!!

ლუკა მარონემ ზუსტად იგივე გზა გაიარა , რაც თავის დროზე პაოლო დე ჩელიემ და კლაუდიო მარკიზიომ , ანუ საკუთარი საფეხბურთო ცხოვრება ბიანკონერის ახალგაზრდული სექტორიდან განავითარა . ბიანკონერის ნახევარმცველი ანტონიო კონტემ ” სიენაში ” მუშაობის პერიოდში გაიცნო . მიუხედავად იმისა , რომ აწ უკვე გასრულებულ სეზონში , ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი არც თუ ისე რეგულურად გამოდიოდა მოედანზე , მაინც დატოვა საკუთარი კვალი გუნდის წარმატებულ ასპარეზობაში . დებიუტი შესდგა ” ლეჩესთან ” დაპირისპირებაში , მინდორზე იგი მეორე ტაიმის 42 წუთზე გამოჩნდა . თუმცა , შემდგომ ორ შეხვედრაში , მან ყველას დაუმტკიცა , რომ პროფესიონალურად საკმაოდ გაიზარდა . ბერგამოში ასევე შეცვლას შესულმა , ალია პირლოს სტილში გოლი გაატანინა ემანუელე ჯიაკერინის . ხოლო ბოლო ტურში , სხვათაშორის იმავე ” ატალანტას ” წინააღმდეგ ულამაზესი გოლი გაიტანა . საერთო ჯამში , უნიჭიერესმა იტალიელმა ნახევარმცველმა , მოედანზე 124 წუთი დაჰყო …

გაგრძელება »

იტალიის ჩემპიონები 2011/12 !!! დე ჩელიე !!!

როდესაც კონტეს გასული სეზონის დასაწყისში ჰკითხეს , ესაჭიროებოდა თუ არა კლუბს მარცხენა ფლანგზე გაძლიერება , ანტონიომ უარი თქვა , რომელიც შემდეგი სიტყვებით ახსნა : ” ჩემს განკარგულებაში ხომ პაოლო იქნება ” . ახალგაზრდა ფეხბურთელს , მხოლოდ ორი რამ ესაჭიროებოდა : პირველი რა თქმა უნდა რწმენა და მეორე , ხშირი პრაქტიკა , რომელიც აუცილებელი იყო სათამაშო კონდიციების აღსადგენად , ხანგრძლივი შესვენების შემდეგ , რომელიც ტრავმამ გამოიწვია . მიმდინარე სეზონში გულშემატკივარმა იხილა სრულიად ახალი დე ჩელიე , რომელიც გარდა იმისა , რომ კარგად ასპარეზობდა 4-4-2 სქემაში მარცხენა მცველად , ასევე იდელურად ირჯება 3-5-2 მოდულში , სადაც მთლიანად აკონტროლებდა საკუთარ ფლანგს . პაოლომ წლევანდელ გათამაშებაში სერია ა-ში , 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მატჩიდან მატჩამდე პროგრესირებდა . ერთი ერთზე მას გასცდენოდე და რაიმე მოგეფიქრებინა , რომ ხელი შეგეშალა მისთვის ჩაწოდებების დროს , მეტოქისთვის დიდი თავსატეხი იყო . 25 წლის ფეხბურთელმა საერთო ჯამში 1678 წუთი გაატარა მინდორზე , გაიტანა ერთი ბურთი და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა .

გაგრძელება »

იტალიის ჩემპიონები 2011/12 !!! მარკიზიო !!!

უდაოა , რომ კლაუდიო მარკიზიოსთვის აწ უკვე გასრულებული სეზონი ჯერ ჯერობით საუკეთესო იყო მის ტურინულ კარიერაში . საიმედო ასპარეზობის გარდა , იუვეს აკადემიის აზღრდილმა საკმაო რაოდენობის გოლებიც გაიტანა . აღსანიშნავია , რომ სტაბილურობა ანდრეა პირლოს მოსვლამაც შესძინა . ფეხბურთელი უფრო თამამად და აქტიურად ერთვებოდა შეტევებში და შიშის ზარს სცემდა მეტოქეს . სამ ფორმაციან ნახევარდაცვაში მარკიზიო მოედანზე 36 – ჯერ გამოჩნდა . 2083 შეხება , 588 სწორი მანევრი , 33 შედეგიანი დრიბლინგი , 31 დარტყმა მეტოქე კარის მიმართულებით . ოთხი საგოლე გადაცემა და რა თქმა უნდა 9 გატანილი ბურთი . პირველივე მათგანი , იუვეს ახალ არენაზე საკმაოდ ეფექტური იყო , როდესაც ანდრეა პირლომ გამაოგნებელი გადაცემა გაუკეთა . მნიშვნელოვანი იყო , როსონერის წინააღმდეგ გაფორმებული დუბლი და ინტერთან , ” სან სიროზე ” გაკეთებული უზუსტესი დარტყმა .

გაგრძელება »

იტალიის ჩემპიონები 2011/12 !!! კიელინი !!!

ჯორჯო კიელინიმ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას , რომ ” იუვენტუსის ” უკანა ხაზის სული და გულია . მან კვლავინდებურად უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საკუთარი გუნდის ასპარეზობაში , რამაც საბოლოოდ ბებერი ქალბატონი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ იტალიის ჩემპიონი  გახადა . მიმდინარე სეზონში , ჯორჯო ხან ცენტრში , ხან ფლანგზე ასპარეზობდა , როდესაც კონტეს 4 კაციანი დაცვითი სქემა გამოჰყავდა მოედანზე . კიელინის ადაპტაცია არც 3 მცველიან ტაქტიკაზე გასჭირვებია . იგი მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ხისტი უკანახაზელია . თუმცა , შვიდი ყვითელი ბარათი მიანიშნებს იმაზე , რომ ჯორჯო ყოველგვარი უხეში შეჯახებების თავიდან აცილებით იგებს ორთაბრძოლებს და არ აგდებს ფეხბურთელს მძიმე სიტუაციაში , ტრავმების კუთხით . პლიუს ამასთან , კონტე აფასებს მის ასპარეზობას მეტოქის საჯარიმოში და ხშირად უშვებს წინ სტანდარტული სიტუაციების დროს . ნდობისთვის , მცველმა სამაგიერო ორი გატანილი გოლით გადაუხადა : ” რომასთან ” და ” კატანიასთან ” . ” პალერმოსთან ” შეხვედრაში პეპეზე აკეთებს საგოლე გადაცემას . საერთოდ გადაცემებით კი , მხოლოდ და მხოლოდ პირლოს ჩამორჩება ( 2004 ზუსტი პასი ) . მიმდინარე სეზონში , ჯორჯო კიელინიმ 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა . მოედანზე მან 3.197 წუთი დაჰყო .

გაგრძელება »

იტალიის ჩემპიონები 2011/12 !!! ბონუჩი !!!

ლეონარდო ბონუჩი არის ნათელი მაგალითი იმისა , რომ ზოგჯერ ადამიანმა წინასწარი დასკვნებისგან თავი უნდა შეიკავოს . მიმდინარე სეზონში , ლეო თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებდა . სწორედ მისმა საიმედო ასპარეზობამ გადააწყვეტინა ანტონიო კონტეს სამ კაციან დაცვაზე გადასულიყო . 25 წლის მცველმა , ერთ ერთი მთავარი როლი ითამაშა იუვეს წლევანდელ გაუვალი დაცვის შექმნაში . მასში თავი მოიყარა ელეგანტურობამ , საიმედოობამ და გადამწყვეტ ეპიზოდში გოლების გატანამაც . მისმა ზუსტმა დარტმებმა ” ფიორენტინასთან ” და ” ალერმოსთან ” , გუნდს სამი ქულა მოუტანა . რაც ყველაზე მთავარია , ” კალიარისთან ” მატჩში , როდესაც ვუჩინიჩმა გაიტანა სკუდეტოს მომტანი გოლი , იერიში სწორედ ლეონარდო ბონუჩიმ დაიწყო . სტატისიკას რომ შევხედოთ , კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით ლეოს პროგრესში . მან 545 დაპირისპირებაში იმარჯვა და 340 ჩაჭრა განახორციელა .

გაგრძელება »

იტალიის ჩემპიონები 2011/12 ! ემანუელე ჯიაკერინი !!!

ნამდვილად კარგი ფეხბურთელია ემანუელე ჯიაკერინი ! ეს თავად კონტემაც მშვენივრად დაინახა . ერთ ერთ ინტერვიუში მან შემდეგი რამ განაცხადა : ” ემანუელეს გვარი ჯიაკერინიო რომ ყოფილიყო , ალბათ გაცილებით პოპულარული იქნებოდა ” .  ორი აზრი არაა , რომ ” ჩეზენას ” ექს ფეხბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა გუნდის ჩემპიონობაში . მოედანზე გამოჩენისთავანე მას სიახლე და ბურთის ფლობის საკმაოდ კარგი უნარი მმატებდა . სტატისტიკას რომ შევხედოთ , მივხვდებით რომ ეს მართლაც ასეა . 27 წარმატებული დრიბლინგი და 17 ზუსტი ჩაწოდება . ორივე სიაში , მას მეოთხე პოზიცია უჭირავს ” იუვეს ” ფეხბურთელებს შორის . პლიუს ამასთან ორი საგოლე გადაცემა და მშვენიერი ბურთი ” ატალანტას ” კარში ალამაზებს ამ ყოველივეს . ემანუელე ყოველთვის იპოვნის საკუთარ ადგილს მოედანზე . 4-4-2 ში იგი ან ფლანგელი ფორვარდია ან შემტევი ნახევარმცველი , 3-5-2 ში ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ყოველთვის ხარისხიან და პროდუქტიულ თამაშს ანახებდა . თავის პირველ ტურინულ სეზონში მან 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საერთო ჯამში მინდორზე 1290 წუთი დაჰყო ! მშვენიერი მაჩვენებელია !!!

გაგრძელება »

27 წელი საშინელი ტრაგედიიდან

1985 წლის 29 მაისს, “ჩემპიონთა ლიგის” ფინალში, “ლივერპულისა” და “იუვენტუსის” თამაშამდე საშინელმა არეულობამ 39 ადამიანი იმსხვერპლა, 400 კი მძიმედ დაშავდა. 100 მილიონამდე მაყურებელი ბრიუსელში მომხდარი ტრაგედიის ყურებისას თვალებს ვერ უჯერებდა. ფეხბურთის არსებობის ისტორიაში, ეს ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ტრაგედია იყო, შედეგად კი ინგლისელ გულშემატკივრებს ევროპულ ტურნირებზე დასწრება აეკრძალათ… გაგრძელება »

იტალიის ჩემპიონები 2011/12 !!! მარკო ბორიელო !

30-ე სკუდეტოსთვის ბრძოლაში მარკო ბორიელომ თავისი როლი ითამაშა, მან 2 გოლის გატანა შეძლო. უმნიშვნელოვანესი და პირველი გოლი მან “ჩეზენას” გაუტანა გასვლით მატჩში, აღსანიშნავია რომ ფეხბურთელი ცვლილებაზე შევიდა. მეორე გოლი კი “ნოვარას” კარში გაიტანა ასევე გასვლით მატჩში. იტალიელი თავდამსხმელი გუნდში 2012 წლის ზამთრის სატრანსფერო ფერიოდის დროს მოვიდა არენდის წესით “რომადან”. მან თავიდანვე დაიწყო გულმოდგინედ მუშაობა, რაც ანტონიო კონტეს არ გამოპარვია და ფეხბურთელს შანსს აძლევდა. საერთო ჯამში ბორიელომ იტალიის ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა “იუვეს” მაისურით, სულ 617 წუთი იყო მოედანზე და 2 გოლთან ერთად ერთი ბრწყინვალე საგოლე პასი გააკეთა ლუკა მარონეს მისამართით “ატალანტასთან” მატჩში.  გაგრძელება »

იტალიის ჩემპიონები 2011/12 !!! სიმონე პეპე !

2011 წლის 29 ნოემბერი . ბიანკონერი ნეაპოლიტანურ კლუბთან სტუმრად მარცხდება ანგარიშით  3-2  … მიმდინარეობს შეხვედრის 83 წუთი … პეპე ბურთს იგდებს მოედნის ცენტრში და მიემართება დე სანტისის კარისკენ . საჯარიმოსთან ახლოს ის გადაცემის გაკეთებას ცდილობს მარცხნივ , თუმცა ბურთი მცირე რიკოშეტის შემდეგ ისევ მას უბრუნდება ,  რის გამოც , მომენტალურად დარტყმას ახორციელებს და ანგარიში 3-3 ხდება ! ფეხბურთელის მთავარი ღირსება არის , ბრძოლა ბოლო წამამდე . სან პაოლოზე გატანილი გოლი , ნამდვილად არ ყოფილა მისთვის ყველაზე ლამაზი ( საკმარისია გავიხსენოთ ლაციოსთან აკრობატულ ნახტომში შესრულებული დარტყმა ) . გარდა იმისა , რომ მშვენიერი ბურთები გააქვს , მას ასისტიც კარგად გამოსდის და ეხმარება პარტნიორებს თავის გამოჩენაში : ოთხი საგოლე პასი და 27 ზუსტი ჩაწოდება საჯარიმოში თავის თავად მეტყველებს ყველაფერზე . პეპეს ასევე კარგი უნარი აქვს ადაპტირება მოახდინოს , მოედნის ნებისმიერ წერტილზე და შეითავსოს ხან ფორვარდის , ხან ნახევარმცველის და ხანაც სულაც მცველის ამპლუაც . 33 მატჩი –  2383 წუთი სერია ა-ში . დიახ , ამ სკუდეტოში მან მართლაც შეიტანა საკუთარი წვლილი .

გაგრძელება »

2011/12 სეზონის ჩემპიონები !!! Numero Uno !!!

568 წუთი შეინახა კარი მშრალად . დაწყებული დი ვაიოს ( ბოლონია )  გოლიდან , დასრულებული მაურის ( მაური )  გოლით ” იუვე არენაზე ” . ერთ თვეზე ოდნავ მეტია . ექვსი მატჩი გაშვებული ბურთის გარეშე , სასტვენიდან სასტვენამდე. მხოლოდ ამის გამო დარწმუნდება ადამიანი , თუ რა ფანტასტიური სეზონი ჰქონდა ჯიჯის . მაგრამ არ შეიძლება ასეთ სტატისტიკაზე გავჩერდეთ . ბუფონი , განუმეორებელი მეკარე , წელსაც მოწოდების სიმაღლეზე იყოს . ვინმე სხვა ფიგურაზე , რომ გვქონდეს საუბარი წლევანდელი სეზონის მიხედვით ვიტყოდით , რომ მისი საუკეთესო პერიოდი იყო . მაგრამ ბუფონზე იგივეს თქმა წარმოუდგენელია ! როდესაც წლის საუკეთესო სეივზე მიდგა საქმე , ჯიჯიმ ბოატენგის დარტყმული დაასახელა ( 2-0 იუვეს გამარჯვება ) .  2011/12 სეზონში , ბუფონმა 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საერთო ჯამში 3.329 წუთი გაატარა მოედანზე და სულ რაღაც 16 ბურთი გაუშვა . ამ შეხვედრებიდან , მას არც ერთხელ არ მიუღია გაფრთხილება და არ დაუტოვებია მოედანი ვადაზე ადრე . ერთი დამატებითი და საკმაოდ სიმბოლური სტატისტიკური მონაცემი : ყველაფერთან ერთად , ჯიჯის ზუსტი პასების პროცენტული მაჩვენებელი გახლავთ 76.9 % . ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს , თუ რას წარმოადგენს კონტესთვის პირველი ნომერი . ლეჩესთან დაშვებული შეცდომა კი იმას ადასტურებს , რომ ბუფონი ჩვეულებრივი ადამიანია . სავარაუდოდ …

გაგრძელება »