კატეგორია: ავტორთა ბლოგი



2015/16 შეფასება – მასიმილიანო ალეგრი

2015 წლის მაისში, როცა მასიმილიანო ალეგრიმ “იუვენტუსთან” ერთად სკუდეტო და იტალიის თასი მოიპოვა, “იუვენტუსის” დირექტორმა, ბეპე მაროტამ, გაიხსენა შემთხვევა, რომელიც გუნდში ალეგრის მოსვლისას მოხდა: “მანქანით მივდიოდი მასიმიალიანოსთან ერთად, განრისხებული გულშემატკივრები კი მანქანას კვერცხებს ესროდნენ და ახალ მწვრთნელის მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იშურებდნენ”. ძალიან მალე, როცა გუნდმა სკუდეტოც მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც იასპარეზა, გულშემატკივრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის ძალა ირწმუნეს და უკვე მისი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დატოვებისკენ მოუწოდებდნენ გუნდის ხელმძღვანელობას, რომელიც ამ მოწოდებების გარეშეც ამზადებდა ახალ შეთავაზებებს მაქსისთვის. გაგრძელება »

2015/16 სეზონის შეფასება – ნახევარმცველები

ცხელი სატრანსფერო ნიუსების მხარდამხარ ვაგრძელებთ განვლილი სეზონის განხილვას და ამჯერად საუბარი გვექნება გუნდის ნახევარმცველებზე, ფეხბურთელებზე, რომლებიც მუდამ თამაშის გულში იმყოფიებიან და განუწყვეტლივ აკავშირებენ ერთმანეთს დაცვისა და თავდასხმის ზონებს. გაგრძელება »

გიორგი ქასრაშვილის ბლოგი:”სიგიჟე და სიყვარული სახელად სკუადრა აძური”

იუვეს მაისურებს ვალაგებ, სათუთად ვეხები და მახსენედება თითოეული სიხარული, წარმატება და სამწუხაროდ გულისწყვეტაც. იმედია არ იეჭვიანებს და ღალატში არ ჩამითვლის ერთი თვით სხვა მაისურის ჩაცმას. ოხ მაინც რა ვართ ეს კაცები, ერთგულებას ვითხოვთ, თავად კიდევ ორ გულსა და ორ სიყვარულს ვეტრფით. მაგრამ რა ვქნა, ვერ ვიტყვი უარს დასვენებაზე საყვარელთან ერთად, რომელიც ჩვეულებისამებრ ყოველ ორ წელიწადიში ჩემთან ერთად ატარებს საზაფხულო არდადეგებს. ან როგორ ვუთხრა უარი, როდესაც უკვე მე-16 წელია ერთად ვართ, მას შემდეგ:’ გაგრძელება »

2015/16 სეზონის შეფასება – განაპირა მცველები

ვაგრძელებთ “იუვენტუსის” გასული სეზონის შეფასებას და დღეს საუბარი გვექნება გუნდის დაუღალავ მორბენლებზე, ფეხბურთელები, რომლებსაც მთელი 90 წუთის განმავლობაში უწევთ თამაში განაპირა მცველების, ნახევარმცველებისა და რიგ შემთხვევებში თავდამსხმელის პოზიციაზეც კი. რას ვიზამთ ასეთია თანამედროვე ფეხბურთი…

ისინი გუნდის ნამდვილი ლოკომოტივები არიან… მთელი სეზონის განმავლობაში გარდაიქმნებოდნენ თავდადებული მცველებიდან აგრესიულ თავდამსხმელებად და პირიქით. სწორედ მათმა დაუღალავმა შრომამ და ენთუზიაზმა ბევრი მატჩის ბედი “იუვენტუსის” სასარგებლოდ გადაწყვიტა. გაგრძელება »

2015/16 სეზონის შეფასება – ცენტრალური მცველები

მოგესალმებით იუვენტინოებო! უკანასკნელი დღეები საკმაოდ დაძაბული და ნიუსებით დახუნძლული გამოდგა. პირველ რიგში ყველას მინდა მივულოცო პიანიჩის თითქმის გაოფიციალურებული ტრანსფერი. იუვენტუსისთვის დიდი წარმატებების და გამარჯვებების მომტანი ყოფილიყოს ეს გადადგმული ნაბიჯი! ახლა კი მსურს გავაგრძელო განვლილი წარმატებული სეზონის განხილვა და მეკარეების შემდეგ დღეს ვისაუბრებთ ბებერი ქალბატონის ყველაზე ძლიერ რგოლზე, დაცვაზე და კონკტრეტულად ცენტრალურ მცველებზე. გაგრძელება »

2015/16 სეზონის შეფასება – მეკარეები

უკვე მერამდენე წელია, როდესაც საუბარს ვიწყებთ “იუვენტუსის” მეკარეებზე, პირველ რიგში, ჯანლუიჯი ბუფონი გვახსენდება. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგია მისი დუბლიორი, ბუფონი მაინც ნომერ პირველია – როგორც შემადგენლობაში – ისევე ჩვენს გულებში. გაგრძელება »

ახალწვეული ნომერი 1: “როლანდო მანდრაგორა”

ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ 15/16 სეზონი იუვესთვის წარუმატებელი გახდებოდა. ბიანკონერიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კალჩოში უძლიერესია და დამსახურებულად გახდა ზედიზედ მეორედ ორივე შიდა ტიტულის მფლობელი..

გაგრძელება »

15/16 სეზონის შეფასება: მასიმილიანო ალეგრი

ადამ დიგბიმ, რომელიც წიგნის “იუვენტუსი – შავი და თეთრი ისტორია”-ს ავტორია, Bleacher Report-ის საიტზე ძალიან საინტერესოდ შეაფასა მასიმილიანო ალეგრის მუშაობა განვლილ 2015/16 წლების სეზონში..  წარმოგიდგენთ მის ბლოგ-პოსტს:

გაგრძელება »

“მწვანე ტილოზე, შავ-თეთრი კალმით ნახატი 291 გოლი”..

სალამი იუვენტინოებო….
უახლოეს მომავალში გამოვცემ წიგნს ბროშურის სახით, სახელწოდებით ,,მწვანე ტილოზე, შავ-თეთრი კალმით ნახატი 291 გოლი”..
განხილული იქნება დელ პიეროს მიერ გატანილი ყველა გოლი, თითო სეზონში გოლები სხვადასხვა ჩემპიონატებში. ვის გაუტანა, როდის გაიტანა, რომელ წუთზე… ბროშურას ერთვის ფოტო მასალა და მცირე ტექსტური მიმოხილვა….
მჭირდება თქვენი დახმარება:
1. დაახასიათეთ დელპიერო (მოკლედ)
2. დაწერეთ თქვენი პირველი მატჩი, რომელსაც უყურეთ მისი მონაწილეობით
3. დაწერეთ მის მიერ გატანილი გოლი, რომელიც თქვენ პირველად იხილეთ
4. რომ შეგეძლოთ მასთან შეხვედრა რას ეტყოდით?
# გთხოვთ დაწეროთ ქართული შრიპტით და მიაწერეთ თქვენი სახელი და გვარი და დაწერეთ სატიის კომენტარში…
მჭირდება სიმბოლურად 19 კომენტარი smile ემოცია და გთხოვთ მომაწოდეთ კვირის ბოლომდე…
მადლობა წინასწარ…

გაგრძელება »

#თამაშგარეში

მოგება და წაგება ძმები არიანო, ამბობენ. მაგრამ წაგება ზოგადად ყოველთვის მწყინს. და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირადი ბევრი საქმე მაქვს და ფეხბურთი უბრალოდ გასართობი სპორტია, მაინც ყოველთვის განვიცდი, როდესაც აგებს “იუვენტუსი”. ალბათ იმიტომ, რომ “იუვე” ჩემთვის და ბევრი აქაურისთვის ფეხბურთზე და სპორტზე მეტია. გაგრძელება »