კატეგორია: ავტორთა ბლოგი



თამაში რჩება სიღარიბეში ‪(ავტორთა ბლოგი‬)

ფრენკ დარაბონტის საკულტო ფილში „გაქცევა შოუშენკიდან“ არის ერთი პატარა სცენა, სადაც მაგარი კაცი ბრუკსი, ციხის ბიბლიოთეკაში შემოსულ მთავარ გმირს მეორე ოთახიდან გამოეგებება და ეტყვის – ფეხის ხმაზე გიცანი, განსაკუთრებული სიარული გაქვს და მივხვდი შენ რომ იყავიო. ერთი შეხედვით საოცარი არაფერია, მაგრამ როგორ გინდა ამხელა ციხეში, სადაც უამრავი პატიმარია და სადაც ყველას ერთნაირი ფეხსაცმელი აცვია, ფეხის ხმაზე მიხვდე ვინ შემოვიდა ოთახში… მაგრამ ხვდება, უფრო სწორად, ბრუკსი გრძნობს მთავარი გმირის განსაკუთრებულობას!
გაგრძელება »

„იუვე“, იტალია და 2015-16 წლების ევროსეზონი (ბლოგი)

განვლილი 2014–15 წლების ევრობატალიები ისტორიის საკუთრებაა. მართალია, უზომოდ დაგვწყვიტა გული გადამწყვეტ მატჩში კატალონიელებთან მარცხმა, მაგრამ წარსულს არაფერი ეშველება. ერთი კი ცხადია, „იუვე“ დაბრუნდა და ქამბექიც ისეთი გამოუვიდა, როგორიც მხოლოდ იტალიელებს ხელეწიფებათ. „ბებერი კონტინენტი“ ცოტას დაისვენებს და მცირე ხანში 2015–16 წლების სეზონიც გახსნილად გამოცხადდება. მანამდე კი, უპრიანი იქნება მიმოვიხილოთ უეფას რეიტინგებში(საკლუბო და ეროვნული ჩემპიონატების) სრულიად იტალიის და ტურინული გრანდის საამსეზონო ევროპული მონაგარი და ის კონტურები წარმოვისახოთ, რაც მომდევნო წელს გველოდება… გაგრძელება »

ოცნება დუმილში ‪ (ბლოგი‬)

უნდა ვაღიარო, გამიჭირდა ამ წერილის დაწერა. თან ისე გამიძნელდა, როგორც არასდროს. ვერაფერი მოვისაზრე ისეთი, რაც გამორჩევით მექნებოდა სათქმელი თქვენთვის. არადა, ადრეც მითქვამს და გავიმეორებ – ყალბიც ვერ ვიქნებოდი და იმას ვერ გეტყოდით, რაც არ მიფიქრია და რაც არ განმიცდია. ამ დღეებში კი, ფიქრის თავი ნაღდად არ მქონდა. ფიქრს სიმშვიდე და ემოციისგან თავისუფლება სჭირდება. მე კიდევ, ეს ბოლო პერიოდია ემოციას ვერ ვუმკლავდები. რაც უფრო ახლოვდება ის მომენტი, როცა უნდა გაისმეს ჩაქირის სასტვენის ხმა, შინაგანი დუღილის ტემპერატურაც მატულობს და ნერვებიც თანდათან წვრილდება. ასეთ დროს დუმილი მშველის, მაგრამ ეს დუმილი ჩვეულებრივი არაა. ეს დუმილი ხმაურობს!!! გაგრძელება »

ასეთი ადამიანებისგან იღებენ მაგალითს

კარლოს ტევესი დაიბადა ღარიბ ოჯახში, ბუენოს აირესის პატარა უბანში, ფუერტე აპაჩეში, რომელიც ძალადობასა და ნარკოტიკებში იყო ჩაძირული. ფუერტე აპაჩე დღესაც ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილია არგენტინაში..

გაგრძელება »

12 წელი ბერლინამდე

შორეულ 1997-ში, როდესაც „იუვენტუსმა“ ფინალი წააგო მოულოდნელად „ბორუსიასთან“, ერთი სული მქონდა როდის გავიდოდა ერთი წელი, რომ ისევ ფინალში მენახა შავ-თეთრები. რატომღაც ვიცოდი, რომ ისევ მოხვდებოდნენ იქ და მართლაც, ერთი წლის შემდეგ ისევ ფინალში აღმოჩნდნენ და ისევ ფავორიტებად, ამჯერად „რეალის“ პირისპირ. სამწუხაროდ, ისეთი თამაში იყო, როგორსაც არ ველოდი. ბავშვურად მოგების მჯეროდა და შედეგმა იმედი გამიცრუა. გაგრძელება »

იუვენტუსმა ვარსკვლავები მოწყვიტა, ანუ დეზდემონამ ოტელო დაახრჩო

მოახლოვდა იმ რანგის მატჩი, რომელსაც ყველა იუვენტინო, აგერ უკვე 12 წელია ელის. ელის მხურვალე გულით და დიდი იმედებით. ყოფილა დრო, იუვესთვის ლიგის ნახევარფინალი დილის საუზმე იყო, მაგრამ მუხთალმა ჟამმა ეს თორმეტწლიანი წყვეტა მოგვცა. ამადაცაა, ასე გულისფანცქალით რომ ველით ორრაუნდიანი შერკინების პირველ დუელს.   გაგრძელება »

“მონაკო” – “თავადები” “შავ-თეთრების” წინააღმდეგ

მოახლოვდა უგამორჩეულესი საფეხბურთო ტურნირის – უეფას ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩები და ჩვენც – “შავ-თეთრსისხლიანები”,  დიდი ინტერესით ველით ჩვენი “ქალბატონის” მორიგ წარმოდგენას… გაგრძელება »

როცა სიყვარულით აშენებ…

18.03.2015.
გერმანია.

დორტმუნდი.

გადაჭედილი „სიგნალ იდუნა პარკი“.

გავაგრძელო? მგონი, რომ არ უნდა ღირდეს… ისედაც ნათელია ყველაფერი. უბრალოდ, ერთი უნდა აღინიშნოს და თან აუცილებლად – ნამატჩევს ჩახედავდი იუვენტინოების ბედნიერ სახეებს და დიდ სიხარულთან ერთად, დიდი იმედი იკითხებოდა აწყლიანებულ თვალებში.
გაგრძელება »

„BVB“: „ბიანკონერის“ ძველი–ახალი მეტოქე

წინა კვირიდან მოყოლებული, ევროპის სტადიონებზე კვლავინდებურად აჟღერდა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი. მოვიდა დრო, ეს სულის ამფორიაქებელი მელოდია, რომელიც გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის ნაწარმოების – „მღვდელი ცადოკის“ არანჟირებული(არანჟირება შესრულებულია კომპოზიტორ ტონი ბრიტენის მიერ. ტექსტიც მასვე ეკუთვნის) ვარიანტია, ჩვენს „იუვენტუს სთედიუმზეც“ დაუკრან… გაგრძელება »

წარსულის პირისპირ…

”წარსულის” ხსენებაზე იუვეტუსის ურიცხვ ტიფოზერიას ყოველთვის ის დიდებული წლები გაახსენდება, როდესაც ტურინული გრანდი ერთნაირი წარმატებით გამოდიოდა შიდა და ევრო ასპარეზზე. ამ სტატიაში მსურს მხოლოდ იმ წარსულზე და დროზე ვილაპარაკო, რომელიც 1 წლის წინ, დააახლოებით ამ დროს მომხდარ ამბავს გაგახსენებთ და ვშიშობ, არც თუ კარგ ხასიათზე დაგაყენებთ…
გაგრძელება »