კატეგორია: ავტორთა ბლოგი



როცა სიყვარულით აშენებ…

18.03.2015.
გერმანია.

დორტმუნდი.

გადაჭედილი „სიგნალ იდუნა პარკი“.

გავაგრძელო? მგონი, რომ არ უნდა ღირდეს… ისედაც ნათელია ყველაფერი. უბრალოდ, ერთი უნდა აღინიშნოს და თან აუცილებლად – ნამატჩევს ჩახედავდი იუვენტინოების ბედნიერ სახეებს და დიდ სიხარულთან ერთად, დიდი იმედი იკითხებოდა აწყლიანებულ თვალებში.
გაგრძელება »

„BVB“: „ბიანკონერის“ ძველი–ახალი მეტოქე

წინა კვირიდან მოყოლებული, ევროპის სტადიონებზე კვლავინდებურად აჟღერდა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი. მოვიდა დრო, ეს სულის ამფორიაქებელი მელოდია, რომელიც გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის ნაწარმოების – „მღვდელი ცადოკის“ არანჟირებული(არანჟირება შესრულებულია კომპოზიტორ ტონი ბრიტენის მიერ. ტექსტიც მასვე ეკუთვნის) ვარიანტია, ჩვენს „იუვენტუს სთედიუმზეც“ დაუკრან… გაგრძელება »

წარსულის პირისპირ…

”წარსულის” ხსენებაზე იუვეტუსის ურიცხვ ტიფოზერიას ყოველთვის ის დიდებული წლები გაახსენდება, როდესაც ტურინული გრანდი ერთნაირი წარმატებით გამოდიოდა შიდა და ევრო ასპარეზზე. ამ სტატიაში მსურს მხოლოდ იმ წარსულზე და დროზე ვილაპარაკო, რომელიც 1 წლის წინ, დააახლოებით ამ დროს მომხდარ ამბავს გაგახსენებთ და ვშიშობ, არც თუ კარგ ხასიათზე დაგაყენებთ…
გაგრძელება »

„იუვე“ – ემოცია მხურვალე გულებიდან

„ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობააო“ – უთქვამს ქართველ გენიოსს ერთგან და ძნელია არ დაეთანხმო ამ აქსიომურ ჭეშმარიტებას.

არ მინდა სენტიმენტებში გადავიჭრა, მაგრამ მტკიცედ მწამს – ეს სიტყვები ფეხბურთს(ამ შემთხვევაში ფეხბურთს ვაიგივებ „იუვესთან“) რომ ესადაგება, ისე არაფერს… გაგრძელება »

შავ-თეთრი კლუბის შავი და თეთრი პერიოდები

null ყველა იუვენტინოს თავისი ისტორია აქვს იმაზე, თუ რატომ შეუყვარდა შავ-თეთრი კლუბი. ზოგისთვის ეს პლატინი იყო, ბევრისთვის “იუვეს” ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო, ზოგისთვის 1996 წელს ლიგაზე ნათამაშევი ფინალი და მოგებული თასი, ზოგისთვის სულაც ბაჯო და ასე დაუსრულებლად..მე პირადად, “იუვენტუსი” წაგების შემდეგ შემიყვარდა, როცა 1997 წელს იმ სეზონში უძლიერესი კლუბი, რომელიც ყველას და ყველაფერს ანადგურებდა გზად, სენსაციურად გაგრძელება »

ჩვენი მეტოქე: “ოლიმპიაკოსი” – ლეგენდა პირეოსიდან

ჩემპიონთა ლიგის 2014-15 წლების ჯგუფური ეტაპის ორი ტური მიილია და მივუახლოვდით გათამაშების ეკვატორს. კამპანიაში, სადაც ჩვენი “შავ–თეთრები” იმყოფებიან, საკმაოდ საინტერესო ვითარებაა. A ჯგუფში მოპოვებული ქულების თვალსაზრისით სრული თანაფარდობაა და ჩვენი კლუბი პირველ პოზიციაზე, მხოლოდ ბურთების დადებითი ბალანსის წყალობითაა. თითო მოგება–წაგებით ყველას 3–3 ქულა აქვს და ფაქტიურად, ყველაფერი თავიდან იწყება. ამდენად, „იუვეს“ უმნიშვნელოვანესი გასვლითი პაექრობა ელის ელინების ქვეყანაში და დროა, ახლოს გავიცნოთ “დაფნისგვირგვინოსნები.” გაგრძელება »

“როხიბლანკო” – ჩვენი მორიგი ვიზავი

მოახლოვდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი, რომელიც არა მარტო ჩვენს ჯგუფში, არამედ სრულიად ევროპაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.  ინტრიგა მნიშვნელოვნად გაამძაფრა პირეოსულმა მატჩმა, რომელმაც ერთგვარი დისონანსი შეიტანა წინასწარ დაანონსებულ სცენარში და ამით უეჭველია, რომ ფეხბურთის  ის გულშემატკივარი, ვისაც ბოლო ტურამდე დაძაბულობა სურს, ნამდვილად მოგებული დატოვა. გაგრძელება »

“მალმიო” – ტურინელთა პირველი მეტოქე

ჩემპიონთა ლიგის 2014-2015 წლების გათამაშება ხვალ აიღებს სტარტს. ჯგუფურ ეტაპზე “ბებერ სინიორას” დაუპირისპირდებიან: შვედური “მალმე”, ესპანური “ატლეტიკო მადრიდი” და ბერძნული “ოლიმპიაკოსი”.  სათამაშო ბადის თანახმად, იტალიელთა პირველი ვიზავი შვედური კლუბი იქნება.  წინამდებარე სტატიაში ახლოს გავიცნოთ ტურინელთა სკანდინავიელი მეტოქე. საფეხბურთო კლუბი “მალმიო” წარმოადგენს ამავე დასახელების შვედურ ქალაქს, რომელიც ნახევარკუნძულოვანი ქვეყნის უკიდურეს სამხრეთში მდებარეობს და არის პროვინცია სკონეს ადმინისტრაციული ცენტრი. ურბანული სიდიდის მიხედვით, აღნიშნული ქალაქი შვედეთში მესამეა   და 2013 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 300 000 შეადგენს. ეს მხარე განთქმულია იმითაც, რომ ევროპის უდიდესი ხიდი(“ერესუნის” ხიდი, რომლის სიგრძე დაახლოებით 8 კილომეტრამდეა), სწორედ აქ მდებარეობს და ორ ქალაქს – მალმეს და დანიის კოპენჰაგენს აკავშირებს ერთმანეთთან.
გაგრძელება »

ნაზაფხულევს…

აჰა, გავიდა კიდევ ერთი ცხელი(ყველანაირი გაგებით) ზაფხული და მეც დაგიბრუნდით…
ქართველი იუვენტინოებისთვის, ვინც „ბებერ სინორაზე“ და იტალიაზე ვართ შეყვარებულები, მაინცდამაინც პოზიტიური პერიოდი არ იყო. უფრო პირდაპირები თუ ვიქნებით,იმის თქმაც შეიძლება, რომ ნეგატიური სჭარბობდა დადებითს.

გაგრძელება »

იწყება !

აბა, როგორ ხართ ძმებო?
ხომ ხართ ფორმაში?
ემზადებით და ელოდებით კბილების კაწკაწით მოახლოებულ საღამოებს, სადაც კათხა ლუდით და თავისი მისაყოლებლის თანხლებით შემოიკრებთ თქვენი ჭკუისებს, მოკალათდებით სავარძლებში, მოიმარჯვებთ პულტს და წავიდაა ხო?!
გაგრძელება »