კატეგორია: ლეგენდები



მარკო ტარდელი

ახლაც კი, ბევრი თვლის, რომ იტალიაში ჯერაც არ გამოჩენილა ფეხბურთელი, რომელიც იქნებოდა სრულფასოვანი შემცვლელი ტარდელისა. მისი უკანასკნელი გამოსვლა სკუადრა აძურაში იყო, საშინაო მატჩში ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ 1985 წლის სექტემბერში, რომელიც დასრულდა იტალიელთა მარცხით 1-2. ნაკრებთან დამშვიდობება ნაღვლიანი აღმოჩნდა. ტარდელი აერთიანებდა თავის თავში თვისებებს, რომელიც უნდა ჰქონოდა შუა ხაზის მოთამაშეს და  ეს იყო პასუხი იტალიელებისა იოჰან ნეესკენსისთვის, რომელიც იყო ერთერთი ნათელი წარმომადგენელი 70-იანების „ჰოლანდიური ფეხბურთისა“.

გაგრძელება »

ანტონიო კონტე

ანტონიო კონტე დაიბადა 1969 წლის 31 ივლისს ლეჩეში. თავდაპირველად ის თამაშობდა ადგილობრივი კლუბის ახალგაზრდულ გუნდში. 1985 წლიდან ის უკვე სერია ა-ში იწყებს თამაშს. 1991 წელს მის კარიერაში მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, მან შეთავაზება ტურინის „იუვენტუსისგან“ მიიღო და ანტონიო კონტეს დღემდე იუვენტინოდ და გუნდის უცვლელ თილისმად მოიხსენიებს გულშემატკივარი, კლუბში გატარებული დაუვიწყარი 13 სეზონის გამო, რა პერიოდშიც მან ფაქტიურად ყველა ტიტული მოიგო გუნდთან ერთად, რაც კი შეიძლებოდა თანამედროვე საკლუბო ფეხბურთის დონეზე ფეხბურთელს მოეგო.

გაგრძელება »

ლუჩიანო მოჯი – „დიდი ლუჩიანო“

ლუჩიანო მოჯი დაიბადა 1937 წლის 10 ივლისს სიენის ერთ ერთ პროვინციაში – მონტიჩიანოში. 1970-იანი წლების დასაწყისამდე, ის მუშაობდა რკინიგზის სადგურში მეთვალყურედ, რა დროსაც მან გაიცნო ვინმე იტალო ალოდი, რომელსაც იმ დროისათვის ეკავა ტურინის იუვენტუსის ერთ-ერთი მმართველი დირექტორის თანამდებობა. სწორედ ალოდის უკავშირდება ლუჩიანოს მოიყვანა საფეხბურთო სამყაროში, დანიშნა რა ის კლუბში თავდაპირველად არც თუ ისე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. 1994 წლამდე, სანამ ლუჩიანო მოჯი გახდებოდა ბოლო დროინდელი დიდი იუვენტუსის წარმატებების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი და მმართველი დირექტორი, ის მუშაობდა და თანამშრომლობდა სხვადასხვა იტალიურ გუნდთან, კერძოდ: რომა (1979-1980; 1993-1994), ლაციო (1980-1982) ტორინო (1982-1987;1991-1993), ნაპოლი (1987-1991). გაგრძელება »

50 ლეგენდა

ტურინის “იუვენტუსის” ახალი პროექტის ფარგლებში კლუბის ოფიციალური მხარისა და გულშემატკივართა თანამშრომლობის შემდეგ იმ 50 ფეხბურთელის სახელები დადგინდა, რომელთაც “ბებერი ქალბატონის” რიგებში ყველაზე დიდი კვალი დატოვეს. ახალ სტადიონზე მათი სახელები “დიდების დერეფანს” შექმნის, ეს 50 ადამიანი სამუდამოდ დარჩება “ბიანკონერის” ისტორიაში. გაგრძელება »

დინო ძოფი

იტალიაში არ არსებობს უფრო ტიტულოვანი მეკარე, ვიდრე დინო ძოფია. ბევრი ოცნებობდა ისეთ სათამაშო კარიერაზე, როგორიც ძოფს ჰქონდა.
უკვე 15 წლის ასაკში, დინოს უამრავი შემოთავაზებები ჰქონდა, ისეთი კლუბებიდანაც კი, როგორებიც იყო “იუვენტუსი” და “ინტერი”.
გუნდი სადაც თავისი პროფესიონალური კარიერა დაიწყო, უდინეზე იყო. პირველი თამაში მან სერია A-ში 1961 წლის 24 თებერვალს ითამაშა “ფიორენტინას” წინააღმდეგ და 5 ბურთიც მიიღო საკუთარ კარში.მან ვერაფრით მოახერხა გუნდის დახმარება და გუნდმა სერია B-ში გადაინაცვლა. გაგრძელება »

პაველ ნედვედი

ბავშვობის წლები პაველ ნედვედი ჩეხეთის პატარა ქალაქ ხებში შავი მუშის ღარიბ ოჯახში დაიბადა. იმ დროისთვის ჩეხოსლოვაკაიში ჰოკეი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა იყო, პაშკამაც პირველად ჰოკეის თამაში გადაწყვიტა, თუმცა 1976 წელს ჩეხოსლოვაკებმა ევროპის ჩემპიონატის მოგება შეძლეს და ამ ქვეყანაში ფეხბურთის ნამდვილი ბუმი დაიწყო. როგორც ყველა პატარა ბიჭი, პაველიც სწორედ ამიტომ შეიყვანეს ადგილობრივ საფეხბურთო სკოლაში. მომავალი ვარსკვალავი თავიდან დაიწუნეს, რადგან მწვრთნელებს საკმაოდ ზანტი და მოუხეშავი ეჩვენეთ. მაგრამ გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში, ნედვედმა მათი გაოცება შეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ პაშკა აქტიური სპორტით იყო დაკავებული, სკოლაში კარგად სწალობდა, განსაკუთრებით მათემამტიკას და თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ ბუღალტერი გამოვიდოდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფეხბურთით მილიონების შოვნას შეძლებდა, ამიტომ სიღარიბიდან თავის დაღწევის ერთადერთ საშუალებად პეშკას ბუღალტრობა ეჩვენებოდათ, თუმცა მალე გადაწყვეტილება შეცვალა და საფეხბურთო სკოლის დასრულების შემდეგ პაველი ქალაქ პლზენის საფეხბურთო კლუბ ვიქტორიაში აღმოჩნდა. პატარა ფეხბურთელი აქ სიძნელეების წინაშე აღმოჩნდა, მას არც ძირითად შემადგენლობაში უთამაშია და არაც არაფერი მოუგია, ოცნებებით სავსე ბიჭს რეალობა სულ სხვანაირი დახვდა, როგორც შემდეგ თვითონ იხსენებდა, ამ კლუბში თამაშისას მიხვდა, რომ ნიჭი არაფერია თუ შრომისმოყვარეობაც თან არ ახლავს.

გაგრძელება »

“იუვენტუსის” ლეგენდები (ჩირო ფერარა)

“იუვენტუსის” ლეგენდები – ჩირო ფერარა… გაგრძელება »

ჯანლუიჯი ბუფონი

იტალიის ნაკრების კარის დარაჯი, ჯანლუიჯი ბუფონი 1978 წლის 28 იანვარს იტალიის პატარა ქალაქ კარარაში დაიბადა. როგორც მისი მშობლები აღნიშნავენ, „ჯიჯი“ ძალიან დაბნეული და მოუწესრიგებელი ბავშვი იყო, არასდროს იცოდა, რა უნდა ეკეთებინა და ყველანაირად ცდილობდა, მეგობრებსა და თანაკლასელ გოგონებს მისთვის არ დაეცინათ. გაგრძელება »

რობერტო ბეტეგა

რობნერტო ბეტეგა დაიბადა ტურინში 1950 წლის 27 დეკემბერს . ახალგაზრდობა გაატარა იუვეს პრიმავერაში , 19 წლის ასაკში კი არენდის წესით 1 სეზონი მოკრძალებულ კლუბში დაჰყო რომელსაც ვარეზე ეწოდებოდა . ეს გუნდი სერია ბ-ში თამაშობდა იმ ხანობას . იქ რობერტო შეხვდა ეხლა უკვე ლეგენდარულ მწვრთნელ ნილსონ ლინდჰოლმს . იმ დროს ლინდჰოლმა ბეტეგაზე შემდეგი განაცხადა :
იგი აერთიანებს ბრწყინვალე ფიზიკურ აღნაგობასა და ტექნიკას , ბრწყინვალედ თამაშობს მეორე სართულზე და ორივე ფეხს ერთნაირად ძლიერად ფლობს . მას ახლა ცოტა გამოცდილება აკლია და უკვე ამის შემდეგ ის ნებისმიერი დაცვის რისხვა გახდება . გაგრძელება »

პაოლო როსი

პაოლო როსი – მეოცე საუკუნის ერთ ერთი საუკეთესო ფორვარდი , ფეხბურთისადმი სიყვარულმა მამისმა გაუჩინა , ვიტორიომ – რომელიც ფლორენციული ფიორენტინის თავგადაკლული გულშემატკივარი იყო . სწორედ მან შეიყვანა 10 წლის ბიჭუნა ჯერ „ ამბროზიანა „ -ში ადგილობრივ საფეხბურთო კლუბში , ხოლო შემდეგ „ კათოლიკა ვირტუსში „ . გაგრძელება »