ჯოვანი (ჯანი) ანიელი – ან უბრალოდ „ავოკატო“

იტალიელი მეწარმე, კომპანია „ფიატის“ მთავარი აქციონერი და აღმასრულებელი დირექტორი, ტურინის „იუვენტუსის“ მფლობელი – დაიბადა ქალაქ ტურინში 1921 წლის 12 მარტს და გარდაიცვალა 2003 წლის 24 იანვარს 82 წლის ასაკში.

ბიოგრაფია

ჯანი ანიელი იყო იტალიელი მეწარმის ედოარდო ანიელისა და პრინცესა ვირჯინია ბურბონ დელ მონტეს (სან ფაუსტინოს პრინცის ქალიშვილი) ვაჟი. 1935 წლის 14 ივლისს, ჯანის მამა – ედოარდო  ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ხოლო მანამდე (1928 წელს) გარდაიცვალა ედოარდოს და, რაც საკმაოდ მძიმე დარტყმა იყო ანიელების ოჯახისთვის და კონკრეტულად ჯანის ბაბუა – ჯოვანი ანიელისთვის („ფიატის“ დამაარსებელი). ორი შვილის გარადაცვალების შემდეგ ბაბუის მთავარი საზრუნავი გახდა შვილიშვილები. განსაკუთრებული დამოკიდებულება ბაბუას ჯანის მიმართ გააჩნდა. 14 წლის ჯანი მან  „იუვენტუსის“ დირექტორთა საბჭოში შეიყვანა და ანიელების ქონების მემკვიდრედაც გამოაცხადა.

ახალგაზრდობა

ჯანი ანიელიმ 1938 წელს ტურინში დაამთავრა მასიმო აძელოს სახელობის  კლასიკური ლიცეუმი, ხოლო შემდგეგ ტურინის უნივერსიტეტში განაგრძნო სამართლის სწავლა, თუმცა ბოლომდე არ დაუსრულებია, რადგან 1940 წელს მე-2 მსოფლიო ომში წასვლა მოუხდა და ჩაირიცხა სატანკო ბატალიონში. თავდაპირველად ის მონაწილეობას იღებდა უშუალო ბრძოლებში მუსოლინის ჯარებში. ორჯერ მოუწია საბჭოთა ფრონტზე ბრძოლა, სადაც დაიჭრა კიდეც, ხოლო მოგვიანებით გადაგზავნეს აფრიკაში, სადაც „ფიატის“ ქარხნები იმ დროისათვის ჯავშან მანქანების გამოშვებით იყვნენ დაკავებულნი. აფრიკაში მას ქალის გამო ჩხუბი მოუვიდა გერმანელ ოფიცერთან, რომელმაც მკლავში დაჭრა ჯანი, რის გამოც 1941 წელს ის დაბრუნდა იტალიაში და განაგრძო სწავლა.  1943 წელს მან იურისტის დიპლომიც აიღო (თუმცა პროფესიით არასოდეს უმუშავია). ამ პერიოდში (8 სექტემბერს) იტალიამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რის შემდეგაც იტალია გამოეთიშა მეორე მსოფლიო ომს და ჩაბარდა. ომიანობის დროს ჯანი ავტოავარიის შედეგად მოხვდა ფლორენციის საავადმყოფოში ფეხის მოტეხილობით. გამოჯანმრთელების შემდეგ ის  გადავიდა რომში, ინგლისური ენის ცოდნის გამო დანიშნეს იტალიის ე.წ. განმანთავისუფლებელი კორპუსის ერთ ერთი ოფიცერად, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საოკუპაციო ჯარებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ომის პერიოდში ბაბუა ჯოვანი ანიელი იძულებული შეიქმნა დაეთმო კომპანია „ფიატი“, რადგან მას კავშირები ჰქონდა მუსოლინის ფაშისტურ მმართველობასთან, თუმცა იმ პირობით, რომ ვიტორიო ვალლეტა უხელმძღვანელებდა კომპანიას. 1945 წლის 30 ნოემბერს პიზასთან ახლოს ავტოავარიაში დაიღუპა ვირჯინია ბურბონ დელ მონტე, ჯანის დედა, ხოლო 1945 წლის 16 დეკემბერს გარდაიცვალა ბაბუა ჯოვანი ანიელი. ამავე წელს ჯანი გახდა კომპანია „RIV“-ის პრეზიდენტი, რომელიც დაარსა დიდმა ჯოვანი ანიელიმ და ინჟინერმა რობერტო ინჩერტიმ. ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, ჯანი ხდება ოჯახის უფროსი და ქონების მემკვიდრე. მას მოუწია მოლაპარაკებების წარმოება იტალიის ეროვნულ განმათავისუფელებელ კომიტეტთან (Comitato di Liberazione Nazionale), რომელიც ეხებოდა კომპანია „ფიატს“. 1946 წლის 23 თებერვალს მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლითაც „ფიატის“ მმართველობა კვლავ კერძო საკუთრებაში გადადიოდა. პრეზიდენტის პოსტზე – ვიტორიო ვალლეტა, რომელსაც ბრალად ფაშისტებთან თანამშრომლობა ედებოდა (გარკვეული პერიოდი კომპანია იძულების წესით გადასული იყო სახელმწიფო საკუთრებაში).

„ფიატამდე”

ჯანი ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოს მასშტაბით და ურთიერთობები ჰქონდა საკმაოდ მნიშვნელოვან პიროვნებებთან (მეგობრობდა ჯონ კენედისთან). მის სახელს უკავშირდება სასიყვარულო რომანები რიტა ჰეივორტთან, დანიელა დეროსთან, ანიტა ეკბერგთან და სხვა საკმაოდ ცნობილ მანდილოსნებთან.  სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა ასევე პამელა დიგბისთან, რომელიც იყო ყოფილი მეუღლე რენდოლფ ჩერჩილისა  (ვაჟი უინსტონ ჩერჩილის – დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი). ეს რომანი 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ 1952 წელს წყვილს შორის სერიოზული უთანხმოება მოხდა და ისინი დაშორდნენ. სწორედ ამ პერიოდში ჯანი საკმაოდ სახიფათო ავტოავარიაში მოხვდა ტურინი-მონაკოს გზაზე. მისი მანქანა სატვირთო მანქანას შეეჯეხა. ჯანის დაუზიანდა მარჯვენა კიდური, რომელიც მანამდე მონატეხი ჰქონდა. თითქოს ამპუტაციისათვის განწირული კიდური, ექიმებმა დიდი ძალისხმევით შეუნარჩუნეს, თუმცა ჯანი ავარიის შედეგად ოდნავ კოჭლობდა. (მაგრამ 1987 წლამდე იგი მაინც ახერხებდა თხილამურებზე დგომას).

1953 წლის 19 ნოემბერს კი სტრასბურგში შედგა ჯვრისწერა ჯანი ანიელისა და მარელა კარაჩიოლო დი კასტანეტოს შორის. (ნახევრად ამერიკელი და ნახევრად ნეაპოლიტანელი დიდგვაროვანი ქალბატონი დაიბადა ფლორენციაში 1927 წლის 4 მაისს. იგი იყო ქსოვილების დიზაინერი). მიუხედავად ჯანის სასიყვარულო ურთიერთობებისა  სუსტი სქესის წარმომადგენლებთან, ის მეუღლის ერთგული დარჩა და ოჯახი არ დაუნგრევია სიცოცხლის ბოლმდე, ვიდრე 2003 წელს პროსტატის სიმსივნით არ გარდაიცვალა.

ქორწინებიდან 7თვის შემდეგ 1954 წელს წყვილს შეეძინათ ვაჟი – ედოარდო, რომელმაც სიცოცხლე 2000 წელს თვითმკვლელობით დაასრულა. იგი ოფიციალურად არ დაქორწინებულა, ხოლო მისი უკანონო შვილი კი ჯანი ანიელიმ მემკვიდრედ არ აღიარა, (იხილეთ სტატია: „ჯანი ანიელის ვაჟი – ედოარდო ანიელი“) 1955 წელს კი ჯანის შეეძინა ქალიშვილი – მარგარიტა (ჯონ ელკანის დედა).

ამავდროულად ჯანი განაგრძობდა ბიზნეს საქმიანობას. 1959 წელს ჯანი გახდა კომპანია IFI-ის პრეზიდენტი (დღევანდელი EXOR-ი), ხოლო 1963 წელს გახდა FIAT-ის მმართველი დირექტორი.

„ფიატი“

 

1966 წელს 30 ივლისს „ფიატის“ პრეზიდენტი ვიტორიო ვალლეტას ნაცვლად ხდება ჯანი ანიელი. მისი პირველი მიზანი იყო მოეხდინა კომპანიის პრივატიზაცია და ამავე წელს ჯანი ახერხებს იმას, რომ „ფიატი“ კვლავ უბრუნდება პირვანდელ მფლობელს, ანუ ანიელების ოჯახს. ამავდროულად იტალიურ ბაზარზე შემოვიდა ფრანგული და იაპონური მარკის ავტომანქანები, რამაც „ფიატის“ აქციების დაცემა გამოიწვია. მაგრამ კრიტიკულ მომენტში, ჯანი ანიელი ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებებით გამოირჩეოდა.  1966 წლის 15 აგვისტოს მან ხელი მოაწერა კონტრაქტს საბჭოთა კავშირის საავტომობილო მრეწველობის მინისტრთან ალექსანდრე ტარასოვთან, საავტომობილო ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით ქალაქ ტოლიატიში. ჯანი თავად აკონტროლებდა მშენებლობის პროცესს ყოფილ სსსრ-ში.  1970 წელს, როდესაც ნავთობზე მსოფლიო კრიზისი დაიწყო, საჭიროებიდან გამომდინარე, ჯანიმ თავისი აქციების წილი მიჰყიდა ლიბიურ კომპანია Lafico-ს, რომელიც ეკუთვნოდა პოლკოვნიკ მოამარ კადაფის. რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა „ფიატის“ აქციები იმდორისათვის, ლიბიის ნავთობმფლობელობიდან გამომდინარე. თუმცა მოგვიანებით მან თავისი წილი უკან გამოისყიდა. ამის შემდეგ ჯანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ავტომატიზაციის პროცესს ფიატის ქარხნებში, რომელიც უკვე სხვადასხვა ადგილას იხსნებოდა, მათ შორის ყოფილ საბჭოთა კავშირში და სამხრეთ ამერიკაში. ჯანის ოცნება იყო მოეხდინა კომპანია „ფიატის“ ინტერნაციონალიზაცია. ორი წლის შემდეგ რაც გახდა კომპანიის პრეზიდენტი, მან ფრანგულ საავტომობილო კომპანია „სიტროენის“ პრეზიდენტთან ფრანსუა მიშლენთან მიაღწია შეთანხმებას აქციების შეძენის თაობაზე, სამომავლოდ საკონტროლო პაკეტის შეძენის უფლებით, ვინაიდან იმ დროისათვის „სიტროენი“ საკმაოდ პრესტიჟულ და მაღალი კლასის ავტომანქანებს აწარმოებდა. თუმცა ჯანის ოცნებას ახდენა არ ეწერა, საფრანგეთის რესპუბლიკის იმ დროინდელმა პრეზიდენტმა – შარლ დე გოლმა აუკრძალა ფრანგულ კომპანიას გაეყიდა საკონტროლო პაკეტი. ამის გამო ოთხი წლის შემდეგ „ფიატს“ მოუწია მის საკუთრებაში არსებული „სიტროენის“ აქციები გადაეყიდა „პეჟოზე“. ამავდროულად იქმნებოდა საერთაშორისო ალიანსები და ერთობლივი საწარმოები, რომლებითაც ახალი ინდუსტრიული მენტალიტეტი ყალიბდებოდა.   კერძოდ: ჯანი ანიელი ჩეზარე რომიტისთან ერთად ატარებს „ფიატის“ რესტრუქტურიზაციას, რომელიც 5 წელი გრძელდებოდა. საავტომობილო სამრეწველო კომპანიის ნაცვლად „ფიატი“ გახდა ჰოლდინგური კომპანია და როგორც ერთობლივი საწარმო ამერიკის შეერთებული შტატების კომპანია „Allis-Chalmers“-თან ერთად 1974 ჩამოყალიბდა ფირმად  „FIAT-ALLIS“, რომლიც აწარმოედბა სასოფლო სამეურნეო ტექნიკას, (Iveco), სხვადასხვა სამრეწველო სატრანსპორტო საშუალებებს (Teksid) და ასევე მსუბუქ  კომერციულ ავტომანქანებს (Fiat-auto).

ამავდროულად, ჯანი ანიელის და მის „ფიატს“ საკმაო დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა იტალიის ე.წ. პროფკავშირებთან (პროფესიული კავშირების გაერთიანება), რომელიც ხშირად ახდენდა „ფიატის“ ქარხნების პიკეტირებას, მუშებს უკრძალვდნენ მუშაობას, და ანიელის ადანაშაულებდნენ პირად ამბიციებში და უკანონო გამდიდრებაში, მაშინ როცა ქვეყანას ძალიან უჭირდა. ე.წ. „წითელი ბრიგადების“ მიერ კომპანიის წარმომადგენლებზე ხდებოდა თავდასხმები, რამდენიმე მათგანი მოკლულიც კი იქნა. ასეთი პიკეტირებისას, ანიელიმ გააერთიანა თავისი საწარმოების მუშა ხელი, დაახლოებით 40 000 ადამიანი და მათი მოთხოვნების საფუძველზე და პროფკავშირების წარმომადგენლებთან შეტაკების შედეგად დაიბრუნეს „ფიატის“ ფაბრიკა-ქარხნები. ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად  შეასუსტა და ფაქტიურად დაშალა იმ დროისათვის საკმაოდ გავლენიანი იტალიის პროფკავშირები.

ამ ყველაფრისა და სხვა ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ეტაპობრივად კომპანიაში ფინანსური პრობლემები ქრებოდა და 80-იანი წლების ბოლოსათვის კომპანიის ჯამური აქტივების 60% საზღვარგარეთ გაყიდულ პროდუქციაზე მოდიოდა.

ფორმულა 1

60-იანი წლების ბოლოს იტალიის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სახელოვან საავტომობილო კომპანია „ფერარის“ სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა. კომპანიის დამაარსებლის და მფლობელის – ენცო ფერარის მთავარი ინტერესი ფორმულა 1 იყო. ენცომ სცადა გაეყიდა კომპანია „ფერარი“ და მხოლოდ ფორმულა1-ის გუნდი შეენარჩუნებინა, რის თაობაზე ის ჰენრი ფორდსაც კი შეხვდა, თუმცა ამერიკელმა ისურვა „ფერარის“ საკონტროლო პაკეტი შეძენა და ფორმულა 1-ის გუნდის სამომავლოდ დაშალა. ჯანი ანიელიმ ამ მოლაპარაკებების შესახებ შეიტყო და მაშინვე დაინტერესდა გარიგების დეტალებით. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ ორმა დიდებულმა იტალიელმა – ჯანი ანიელიმ და ენცო ფერარიმ საერთო ენა გამონახეს. ენცომ ჯანის მიჰყიდა აქციების 40%, იმ პირობით, რომ სიკვდილის შემდეგ 50%-მდე გაიზრდებოდა ანიელის აქციების წილი. შეთანხმების შედეგად, გუნდის თავი გახდა ლუკა კორდერო დი მონტეზემოლო, რომელსაც იტალიაში არც თუ ისე ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ჯანი ანიელის უკანონო შვილს (ქორწინების გარეშე).

მოგვიანებით, ჯანი ანიელის საპატივსაცემოდ, მისი სიკვდილის შემდეგ 2003 წელს ფორმულა 1-ის ერთ-ერთ ბოლიდს ეწოდა Ferrari F2003-GA (ინიციალები GA ნიშნავს Gianni Agnelli).

არამხოლოდ „ფიატი“…   „იუვენტუსი“

მიუხედავად იმისა, რომ „ფიატი“ საკმაო ძალისხმევასა და დიდ დროს მოითხოვდა, ჯანი ანიელის არასოდეს დაუტოვებია უყურადღებოდ მისი ოჯახის მფლობელობაში არსებული ისეთი მნიშვნელოვანი კაპიტალი, როგორიც საფეხბურთო კლუბი ტურინის „იუვენტუსია“.  1947 წელს ჯანი ანიელი გახდა „იუვენტუსის“ პრეზიდენტი. იმ პერიოდში, მასთან ერთად გუნდმა მოიპოვა ორი სკუდეტო, ორჯერ გახდა ვიცე ჩემპიონი და ორჯერაც მესამე ადგილოსანი. ეს ის პერიოდია, როცა გუნდში თამაშობდნენ ჯონ ჰანსენი, მარტინო, პრესტი და რათქმაუნდა ჯანპიერო ბონიპერტი.  ცოტა უფრო მოგვიანებით კი, სწორედ ჯანპიერო ბონიპერტი დანიშნა კლუბის პრეზიდენტად, რასაც გუნდის აღმასვლა მოჰყვა. 1984-85 წლებში კლუბი გახდა ჩემპიონთა თასის მფლობელი. გუნდში თამაშობდნენ მიშელ პლატინი, დინო ძოფი და ა.შ.  ხოლო 80-იანი წლების ბოლოს, მაშინ როდესაც სილვიო ბერლუსკონიმ შეიძინა საფეხბურთო კლუბი „მილანი“, ჯანიმ გრანდიოზული ცვლილებები განახორციელა გუნდში, მან იმ დროისათვის კოლოსალური თანხა 48 მილიონი დახარჯა, გუნდის პრეზიდენტად კი დაინიშნა ზემოთ ხსენებული ლუკა კორდერო დი მონტეზემოლო  (2004 წელს ლუკა კორდერო დი მონტეზემოლო შევიდა მსოფლიოს საუკეთესო მენეჯერების ორმოცდაათეულში), მთავარ მწვრთვნელად ჯოვანი ტრაპატონი. უკანასკნელი ცვლილებები, რომელიც ჯანი ანიელიმ გუნდში განახორციელა, იყო 90-იან წლებში, როდესაც კლუბი ე.წ. „ტრიუმვირატის“ (მოჯი-ჯირაუდო-ბეტეგა) მმართველობის ხელში გადავიდა, ხოლო მთავარ მწვრთნელად მარჩელო ლიპი იქნა დანიშნული.

ჯანი ანიელისთვის „იუვენტუსი“ არასოდეს ყოფილა მხოლოდ ფინანსური ინტერესის საგანი. იგი გუნდის შეჭმარიტი გულშემატკივარი გახლდათ. „იუვენტუსის“ თითქმის ყველა ყოფილი ფეხბურთელი იხსენებს, თუ როგორ ურეკავდა მობილურ ტელეფონზე ყოველ დილით 6 საათზე ჯანი თავის ფეხბურთელებს და ამხნევებდა მათ, ზოგჯერ იუმორით, ზოგჯერ საინტერესო მითითებებით და დარიგებებით.

ზედმეტსახელი „ავოკატო“ (ადვოკატი) იმიტომ დაერქვა, რომ მას ჰქონდა იურისტის დიპლომი. თუმცა არასოდეს უმუშავია პროფესიით. ანიელი მე -20 საუკუნის მეორე ნახევარში წარმოადგენდა იტალიის ეკონომიკის საკმაოდ მნიშვნელოვან ფიგურას, კაპიტალიზმის სიმბოლოს. ბევრი მას მოიხსენიებდა როგორც „იტალიის მეფეს“, საკმაოდ ძლიერი პიროვნებას მკვეთრი გადაწყვეტილებების უნარით, იუმორის საოცარი გრძნობით. ის იყო ყველაზე უფრო ცნობილი იტალიელი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა საერთაშორისო პოლიტიკოსებთან და ბიზნესმენებთან. 1958 წლიდან ის თითქმის ყოველთვის იყო ბილდერბერგის კონფერენციის წევრი (ყოველწლიურად ტარდება ე.წ. ბილდერბერგის ჯგუფის არაოფიციალური კონფერენცია, რომლის მონაწილეც არის დაახლოებით 140-მდე მსოფლიოში ცნობილი ადამიანი და რომელთაც გავლენა აქვთ როგორც პოლიტიკის, ასევე ბიზნესის, საბანკო საქმისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე). სწორედ აქ დაუმეგობრდა ჯანი ჰენრი კისინჯერს და დევიდ როკფელერს, რომელმაც ჯანი მიიწვია საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტში Manhattan Bank-ში და 30 წლის განმავლობაში ითვლებოდა მის წევრად. ამავდროულად იგი Rockefeller Center-ის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.

თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ჯანი ანიელის კრიტიკოსებიც არ აკლდა. მას ადანაშაულებდნენ, რომ მისი საქმიანობა ძირითადად ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარეობდა, მისთვის ქვეყნის (იტალიის) ინტერესი თითქოს მეორე პლანზე იდგა. მათი მტკიცებით „ფიატი“ იტალიის ხელისუფლებების მიერ მიიჩნეოდა როგორც „ვალდებულებებისგან თავისუფლად“ და ქვეყნის შრომითი და საგადასახადო კანონმდებლობა ყოველთვის კომპანია „ფიატის“ ინტერესებს იყო მორგებული. ანიელი მაშინ მდიდრდებოდა, როცა ქვეყანა ეკონომიკურად უკან მიიწევდა და ა.შ. თუმცა აღსანიაშნავია რომ კონკრეტულად ჯანი ანიელის სახელი  არასოდეს ამოტივტივებულა პოლიტიკურ სკანდალებში ანდა რაიმე კავშირებში სხვადასხვა ინტერესების გასატარებლად. მაშინაც კი, როდესაც პრემიერ ბეტინო კრაქსის მმართველობის პერიოდში ბევრი მითქმა მოთქმა და სკანდალი არსებობდა ქვეყანაში არსებულ კორუფციულ მახინაციებზე, ანიელი მაინც ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე უფრო სანდო ადმინისტრატორად, რომელიც 25 წელზე მეტი მართავდა კომპანიას.

1961 წელს, როდესაც იტალია გაერთიანების 100 წლისთავს აღნიშნავდა, ანიელი არჩეულ იქნა საერთაშორისო გამოფენის პრეზიდენტად და ორგანიზატორად.

1991 წელს დაინიშნა სამუდამო სენატორად სიკვდილის ბოლომდე, პრეზიდენტ ფრანჩესკო კოსიგას მიერ.

2000 წელს, ანიელი მიიღეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში. და კომიტეტის წევრი იყო სიკვდილის ბოლომდე. მას ახლო მეგობრობა ჰქონდა კომიტეტის თავმჯდომარესთან ლეგენდარულ ხუან ანტონიო სამარანჩისთან. სწორედ ანიელის სახელთან არის დაკავშირებული 2006 წელს ტურინში ოლიმპიადის გამართვა.

2001 წლის 28 თებერვალს, ჯანი ანიელი გახდა „ფიატის“ საპატიო პრეზიდენტი, რის შემდეგაც მის სახელი უკვდავყოფილია ევროპული ავტომობილების დიდების მსოფლიო საგამოფენო დარბაზში პალექსპოს სასახლეში.

2002 წელს ჯანი ანიელიმ ტურინის სამხატვრო გალერიას 25 შედევრი უსახსოვრა. ეს იყო მისი ბოლო გამოჩენა საზოგადოების წრეებში.

სხვა სტატიები:

კომენტარები გამორთულია.