კალჩიოპოლი : დელ პიერო სასამართლოს წინაშე წარსდგა

დღეს ნეაპოლურ სასამართლოში სადაც კალჩიოპოლის საქმის გადახედვა მიმდინარეობს ალესანდრო  დელ პიერო გამოჩნდა . ბიანკონერის კაპიტანი დაცვის მხარის – ლუჩიანო მოჯის ადვოკატების მიერ იქნა გამოძახებული ამ სხდომაზე .
” მე გახლავართ ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელი , რომლის რიგებს უკვე 16 წელია ვიცავ . რამდენი ტიტული მომიგია ? არიან ადამიანები რომლებიც ამბობენ 15-ს თუმცა ვთვლი რომ ეს რიცხვი 17 – ს უტოლდება “ – განაცხადა პინტურიჩიომ , რომელიც ორ წართმეულ სკუდეტოს შეეხო .

დე სანტისის ადვოკატმა ალეს , 2004 წლის შეხვედრის შესახებ კითხა ლეჩეს წინააღმდეგ , რომელიც თითქოს რამდენიმე პასუხ გაუცემელ კითხვებს ბადებს ..

” მახსოვს ეს მატჩი , გოლიც კი გავიტანე . მოედნის საზიზღარი მდგომარეობა დიდ პრობლემებს გვიქმნიდა . ვფიქრობ დე სანტისი უპირველეს ყოვლისა მოედნის საფარს აქცევდა ყურადღებას რადგან მატჩის დაწყების წინ ჩვენ ამაზე ბევრს ვსაუბრობდით . გვქონდა თათბირი ლეჩეს კაპიტანთან და რეფერისთან ერთად რის შემდეგ გადაწყდა მოედანზე გამოსვლა . იმ პერიოდში ჩვენი გუნდი არნახულად ძლიერი იყო უკლებლივ ყველა სათამაშო პოზიციაზე , მაგრამ მოედნის ასეთი მდგომარეობა არ მოგვცემდა ნამდვილად იმის საშუალებას რომ მაქსიმალურად გამოგვემჟღავნებინა საკუთარი შესაძლებლობები . დე სანტისი კი ყოველთვის მშვიდად უძღვებოდა მატჩებს და ფეხბურთელებთანაც ძალიან უშუალო და მეგობრული იყო ” .

ვეტერანმა ასევე თქვა რომ მხოლოდ და მხოლოდ ორჯერ იქნა გაძევებული მოედნიდან საკუთარი საფეხბურთო კარიერის მანძილზე . ერთ ერთი წითელი ბარათი კი მან სწორედ დე სანტისისგან მიიღო უდინეში . პინტურიჩიოს ასევე ინტერთან შეხვედრის შესახებაც ჰკითხეს რომელიც 2004/05 სეზონში ჩატარდა . ზლატან იბრაჰიმოვიჩს დისკვალიფიკაცია ვიდეო გამეორების ნახვის შემდეგ მისცეს მეორე დღეს .

” დიახ ეს სიმართლეა რომ დე სანტისმა არ აჩვენა გაფრთხილება ზლატანს , თუმცა ვიდეო გამეორების შემდეგ შვედმა გამოტოვა მატჩი მილანთან სკუდეტოსათვის ბრძოლაში . ეს იყო მტკივნეული დარტყმა ჩვენთვის . იგი თავის დროზე რომ დაეჯარიმებინათ მაშინ დისკვალიფიკაციას აღარ მიცემდნენ  ” .

ალემ საკუთარი გამოსვლა სასამართლოზე ,  დაასრულა კალჩიოპოლიზე პირადი მოსაზრების გამოხატვით …

” ვფიქრობ იმ გუნდებმა რომლებმაც მოახერხეს იმ წლებში სკუდეტოს მოპოვება ამას 100 % იმსახურებდნენ , ისევე როგორც იუვენტუსი . 2006 წელს ჩვენ სატურნირო ცხრილში 91 ქულით , პირველ პოზიციაზე დავასრულეთ გათამაშება . საკმაოდ ბევრი გოლები გავიტანეთ მეც , ზლატანმაც და ტრეზეგემაც . ჩვენ შედევრების შექმნა არამარტო პენალტიდან შეგვეძლო და სტატისტიკა ამ ყველაფერს ადასტურებს . არ დაგავიწყდეთ რომ იმ წლების იუვეში უამრავი უმაღლესი დონის ფეხბურთელი ირიცხებოდა , ხოლო 10 – მა მათგანმა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში მივიღეთ მონაწილეობა ” .

წყარო : Football Italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

13 კომენტარი

  1. McCa1N says:

    იტალია – ბუფონი, კანავარო, ძამბროტა, კამორანეზი, დელ პიერო, იაკინტა.
    საფრანგეთი – ტურამი, ბუმსონგი, ვიეირა, ტრეზეგე.

    ამ 10 დან 9 მ ითამაშა, 6 ასნავნოიში იყო , 3 კი ზამენაზე შემოვიდა …

  2. tifoza tifoza says:

    აუ პერუცი როგორ გამოგვრჩა ხალხნოოოოო

  3. tifoza tifoza says:

    და პლიუს მაგას თუ გაინტერესებთ პეროტა იუვეს აღზრდილია :)

  4. tsotne tsotne says:

    რაც გვეკუთნის ის დაგვიბრუნეთ და იმ დაკარგული წლის გამო რომელიც სერია ბეში გავატარეთ ინტერს დაადეთ სანქციები :D:D:D “ვოტ ტაკ”

  5. zura zura says:

    არის!!! კ ა მ ო რ ა ნ ე ზ ი!!!! როგორ გამომრჩა :D

  6. zura zura says:

    მე 10 ეს რომელი გაიხსენებთ აბა??? თუ ბებერ ალექსას აერია რამე? :D

  7. zura zura says:

    ისე ეხლა ვითვლიდი და 2006 მუნდიალის ფინალში მთელი იუვე თამაშობდა :D ჩამოვთვალოთ აბა.. ბუფონი, ალექსა, კანავარო, გროსო, ზამროტა, მერე იქეთ წურამი, ვიეირა, ტრეზეგე, ზიზუ, მომეხმარეთ აღარ მახსოვს 4 წელი გავიდა…..

  8. საბა შიოშვილი MeMBeR says:

    შე გენაცვალეეე

    სკუდეტოები დაგვიბრუნეთ უნდა მოიგო რა მოჯიიი :* სასამართლო და 2 სკუდეტოს რო დაგვიბრუნებენ მერე ნახონ მაგათმააა ვინ ილაპარაკებს 2006 წელზეე ????

  9. გიო დარჯანია Darja says:

    სანდრო რა კაცია სურათზე :D

    დაგვიბრუნეთ სკუდეტო, რომელიც მოედანზე მოვიგეთ…

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .