მოჯის დაახლოებით ექვს წლიანი ციხე ემუქრება

ლუჩიანო მოჯის დაახლოებით 6 წლიანი პატიმრტობა ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ეგრედ წოდებული კალჩიოპოლი 2-ის პროცესი „იუვენტუსის“ ყოფილი დირექტორის გამტყუნებით დასრულდება.

როგორც ცნობილია სასამრთლო პროცესი ნეაპოლში მიმდინარეობს უკვე რამდენიმე თვეა. ახალი მტკიცებულებების შესაბამისად ლუჩიანო მოჯი ახალ სკანდალში ეხვევა, რომელიც დაკავშირებულია 2006 წლის კორუფციულ გარიგებებთან. პროკურატურა ითხოვოს ლუჩიანოს ხუთი წლისა და რვა თვით პატიმრობას. სასამართლო კორპუსის ყოფილი ხელმძღვანელი პირები პიერლუიჯი პაირეტო და პაოლო ბერგამო შესაბამისად ოთხნახევარი და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას უნდა ელოდნონ.

თქვენს ყურადრებას შევაჩერებთ დანარჩენ თანამდებობებზე, იმ სახელებზე და ვადებზე, რა ვადითაც მოუწევს პატიმრობა იმ ხალხს ვისი ბრალიც დამტკიცებულ იქნება.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი – ინიკენტცო მაძინი (4 წელი).
ყოფილი მსაჯები – მასიმო დე სანტისი (3 წელი), პაოლო ბერტინი (2 წელი და 4 თვე), სალვატორე რაკალბუტო (2 წელი და 2 თვე), ანტონიო დატილო (1 წელი და 8 თვე), პასკუალე როდომონტი (1 წელი).
„ფიორენტინას“ მფლობელები – ანდრეა დელა ვალე (1 წელი და 10 თვე) და დიეგო დელა ვალე (ორი წელი).
„მესინას“ ყოფილი სპორტული დირექტორი – მარიანო ფაბიანი (3 წელი და 8 თვე).
„რეჯინას“ პრეზიდენტი – ლილო ფოტი (2 წელი).
„ლაციოს“ პრეზიდენტი – კლაუდიო ლოტიტო (1 წელი და 10 თვე).
„მილანის“ ყოფილი დირექტორი – ლეონარდო მეანი (1 წელი და 6 თვე).
ჟურნალისტი – იგნასიო სკარდინა (1 წელი და 2 თვე).

სასამართლო სხდომა დაიწყება 7 ივნისს. თუ მოსამართლის მიერ არ იქნება დაკმაყოფილებული ადვოკატთა შესაგებელი საქმის გამოძიებაში დაბრუნების თაობაზე, მაშინ საბოლოო გადაწყვეტილება 19 ივლისამდე უნდა იქნას გამოტანილი. თუ მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მაშინ ყველაფერი დაიწყება ნულიდან.

წყარო: Football-Italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

20 კომენტარი

  1. maik-lee maik-lee says:

    მოჯის ქურდობა უნდა :mrgreen:

  2. Juventini Juventini says:

    მოჯი მაინც მაგარი კაცია, რათქმა უნდა ჩაწყობას არ მივესალმები, მაგრამ მაინც ზრუნავდა იუვეზე და მაგას ნუ დავუკარგავთ თუ რა სერიზული ფეხბურთელები შესძინა იუვეს.

  3. აკაკი მეტრეველი nedvednedvednedved says:

    DELPIERO

    ცენზურა დაიცავი!!

  4. pintu-ricchio pintu-ricchio says:

    ცენზურაა

  5. shot10 shot10 says:

    მისაღები ყველამ უნდა მიიღოს!!!

  6. sandrinho sandrinho says:

    ღირსი კი არის ისე

  7. Don zoLa Don zoLa says:

    დემოკრატია ყვავის იტალიაში….

    პ.ს. ლოტიტო გამისწორდა მაგ სიაში :mrgreen:

  8. I love juveee I love juveee says:

    მოჯი მაინც მაგარიიიაააააა კაცი ლეგენდააააააააა, მაროტა სანამ არ დაითრევს აგუეროს მანამდე არ ვაღიარებბბ მაგ უნიჭოსსს

  9. pintu-ricchio pintu-ricchio says:

    არ მგონია ეს სტატია მართალი იყოს… როგორც წესი, სააპელაციო სარჩელის დროს მოსამართლე პასუხისმგებლობას არ ამძიმებს… რა ახლად აღმოჩენილი გარემოებებია ნეტა ისეთი, მათ მიერ შეტანილი სარჩელით რომ იმძიმებენ პასუხისმგებლობას, სულელები იყვნენ რომ ასაჩივრებდნენ?
    შეიძლება მოჯიმ იფიქრა მე მაინც განწირული ვარო და ჩაითრია ყველა

  10. Vaxooo Vaxooo says:

    მართლა ვინ დასაჭერებია ის დაიჭირონ. იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში ვინც იყვნენ დასაჭერები კი არა დასახვრეტებია, მათი ბრალია იტალიური ფეხბურთი ასეთ დღეში რომაა

  11. NEDVEDA11.. NEDVEDA11.. says:

    სამართალმა არ იზეიმა იტალიაში და ჩემპიონატს დედა ეტირა მერამდენე წელია!!!

    ყველა ერთად დასახვრეტები არიან

  12. NEDVEDA11.. NEDVEDA11.. says:

    ვინც დასაჭერია იმას არ იჭერენ და თუ დაჭერაა
    მოჯი,მორატი და ბერლუსკონი ერთად დაიჭირონ :)

    • pintu-ricchio pintu-ricchio says:

      მოჯი არაფერი არაა მორატისთან და მითუმეტეს ბერლუსკონისთან შედარებით… მოჯი ნულია მაგ ფიგურებთან შედარებით… მოჯი აკეთებდა იმას რასაც ავალებდნენ…
      ჯანი ანიელის სიკვდილის მერე საბოლოოდ დაიკიდეს იუვე…

  13. pintu-ricchio pintu-ricchio says:

    ვამბობდი მე – თუ ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ ეწურება კალჩიოპოლის, ჯობს რომ გვიან შეიტანონ სარჩელი და მერე გამოიძიონ ძველი ამბები…
    ეხლა ბერლუსკონის და მორატის ხანაა იტალიაში…
    არცერთ ინტერელს არ ითხოვს პროკურატურა და ერთი მილანელია, ისიც სავარაუდოდ ყველაზე დაბალი ღობე ნახეს და ამ მომენტში გამოუსადეგარი და გაწირეს…

  14. iosi iosi says:

    Juve FC მართალი ხარ

  15. Juve FC Juve FC says:

    იმდენს იზავენ სანამ იტალიურ ფეხბურთს მიწასთან არ გაასწორებენ…

  16. Juventus_10 Juventus_10 says:

    რამდენი წლისაა ტო ეს კიდე 6 წელი სროკი დახვრეტის ტოლფასია ამისთვის ))))))))

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »