კრასიჩი : “იუვენტუსი – ეს პრესტიჟია”

მილოშ კრასიჩი მილანის “ინტერის” წინააღმდეგ პრინციპული მატჩისთვის ემზადება და ხსნის, რატომ თქვა უარი ნერიაძურიში თამაშზე.სერბს შემოთავაზებები ჰქონდა რამდენიმე კლუბიდან, მაგრამ მან ტურინი აირჩია.

“დიახ, ინტერი ჩემით დაინტერესებული იყო.მსოფლიო ჩემპიონატზე დეიან სტანკოვიჩმა სან სიროზე თამაში მირჩია მასთან ერთად.იუვენტუსიდან კონკრეტული წინადადება მივიღე თუ არა, დიდხანს არ დავფიქრებულვარ.იუვენტუსი – ეს რაღაც საოცარი და უნიკალურია.როცა ტურინელთა დირექტორი ჩემთან მოვიდა, მაშინ მივხვდი, რომ ოცნება ამიხდა.არასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთ მაღალ მიზნებს მივაღწევდი.

კრასიჩმა უკვე შეაყვარა თავი ბიანკონერების ტიფოზებს და ჰეტ-ტრიკის შესრულებას ახლა უკვე “ინტერის” წინააღმდეგ შეეცდება : “მოუთმენლად ველი იტალიის დერბის დაწყებას.ეს უდიდესი გამოწვევაა, რაც კი იტალიურ ფეხბურთში თამაშისას შეიძლება შეგემთხვეს.ჩემს კარიერაში დღევანდელი თამაში შემიძლია უეფას თასის ფინალს შევადარო, მაშინ ჯერ კიდევ ცსკას რიგებში გამოვდიოდი.2005 წელს სწორედ მოსკოვურ გუნდთან ერთად მოვიგე ჩემი პირველი ევროტურნირი.

წყარო : Football – Italia.net


სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

13 კომენტარი

  1. საბა შიოშვილი MeMBeR says:

    ძაან მაგარი კაცია სულ იუვეს ქებაშია :D

  2. zura zura says:

    დღეს კვინტა უტანს ინტერს! მაგარ ფორმაში ჩადგა ჩვენი კვინტა 2 წლის უკანდელ იაკინტას მაგონებს რომელიც ტანკივით იყო მეტოქის საჯარიმოში და ნებისმიერ მცველთან ნებისმიერ ორთაბრძოლას იგებდა! ფორმას იბრუნებს და დღეს რო გაიტანოს თავის თავში დარწმუნდება და წაგვადგება გუნდს. კრასიჩმაც რო გაიტანოს ვაფშე აიკრეფს! ალექსა კიდე თუ ფორმაშია მაგას თვითრწმენა არასოდეს აკლდა და გასატანს ვეჩნად იტანს ჩვენი კაპიტანი

  3. marchisio8 beqa says:

    racxa ise vgrdznob tavs dges krasicma da alessam unda gamaxaros

  4. jorg80 says:

    ავტორიზაციაზე რამდენი ვიწვალე რას გვერჩოდი ადმინ? იმედია ინტერს მაიც მოვუგებთ და ამდაენი ტყუილა არ ვიწვალე:lol:

  5. lexo_delpi says:

    ბიჭებო სიტისთან ვიდეოს რატო არ ადიდებს?

  6. abby.condilac says:

    ჰე, რა ხდება ???! ვანგრევთ დღეს ინტერს?:mrgreen:

  7. ilo777 says:

    უეჭველი ვიგებთ

  8. barona says:

    gushin torbedoze raambavi iyoo dinamos ro goli gautanet da iq warmomidgenia raiqneba juve inters ro gautans

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »