კუალიარელა ძირითადში, მარკიზიო გარემარბად ?

დაძაბულობა სან სიროზე პიკს აღწევს.ლუიჯი დელ ნერიმ უკვე აირჩია ის 11 ფეხბურთელი, რომლებიც მილანის “ინტერის” წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში შევლენ.

უკანასკნელი ჭორებით, რომლებსაც იტალიური ვებ-გვერდი Tuttojuve.com ავრცელებს, კარს მარკო სტორარი იცავს.მარჯვენა ფლანგზეა მარკო მოტა, ახლახან ტრავმამოშუშებული პაოლო დე ჩელიე სათადარიგოთა სკამზეა, მარცხენა ფლანგზე ზდენეკ გრიგერა ითამაშებს.ცენტრში ტრადიციულად ლეონარდო ბონუჩისა და ჯორჯო კიელინის წყვილი.

სიტისთან მატჩისგან განსხვავებით ძირითადშია ფელიპე მელო, მის მეწყვილედ კი ალბერტო აკუილანი თამაშობს,  ძირითადშია კლაუდიო მარკიზიოც, თუმცა სიმონე პეპეს ნაცვლად, გარემარბის პოზიციაზე.მარჯვენა ფლანგზე კი მილოშ კრასიჩი გაირჯება.

ჭორების თანახმად პირველ თერთმეტეულში არ არის ალესანდრო დელ პიერო, მის ნაცვლად მოედანზე დასვენებული ფაბიო კუალიარელა გამოვა, ცენტ-ფორვარდის ფუნქციებს კი ვინჩენცო იაკინტა შეითვისებს.ალესანდრო დელ პიერო კი, ამაურისთან ერთად სათადარიგოთა სკამზე იქნება.

წყარო : Tuttojuve

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

19 კომენტარი

  1. lexo_delpi says:

    უნდა მოვიგოთ რა დღეს ყველა პოტში! ამ ინერის დამარცხება ნამდვილად შეიძლება!

  2. lexo_delpi says:

    ამ თამაშში გადამწყვეტი სიტყვა ალექსმა და კრასიჩმა უნდა თქვან, ახლა ეგენი არიან ყველაზე კარგ ფორმაში. ორივე ძირითადში უნდა იყვნენ.

  3. გიო დარჯანია Darja says:

    არა ოფიციალური არ არის, უბრალოდ ეს ჭორები წამოვიდა და დავდე სასწრაფოდ :))

  4. ინტერი უნდა დავლეწოთ ნიჩიაც დიდი საქმეა მოგება ხო საერთოდ !

  5. lexo_delpi says:

    იმედია ჭორია და კაპიტანი ძირითადში დაიწყებს და ბოლომდე
    ჩაამთავრებს თამაშს! მითუმეტეს ბრწყინვალე ფორმაშია

  6. lexo_delpi says:

    როგორ შეიძლება ასეთ პრინციპულ თამაშში ალექსის სათადარიგოთა სკამზე დატოვება?!! დელ პიერომ მშვენივრად იცის როგორ უნდა დაამწუხროს ინტერი, რაც არაერთხელ გაუკეთებია და ინტერის წინააღმდეგ კუალიარელა ალექსივით ვერ ითამაშებს! მითუმეტეს პინტურიჩიო ბრწყინვალე ფორმაშია! რაღა ინტერთან მოუნდა დელ ნერის კაპიტნის დასვენება! ასეთ თამაშებში გადამწყვეტ როლს დელპისნაირი ფეხბურთელები ხშირად თამაშობენ! აი ნახეთ თუ არ ინანებს დელ ნერი დელ პიეროს მაგივრად კუალიარელას დაყენებას! საერთოდაც ამაური დელ პიერო უნდა დაეყენებინა

  7. გიო დარჯანია Darja says:

    შეილება ვინმემ ცუდად გამიგოთ ბიჭებო, მაგრამ ჩემი აზრით დელ ნერიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო როცა კუალიარელა ძირითადში დააყენა, იგი დელ პიეროზე გაცილებით სწრაფია და ინტერთან სისწრაფე აუცილებელია, სანდრო მეორეში შემოვა და საკუთარი გამოცდილებით მის სიტყვას იტყვის.. :!:

    მარკიზიოს გარემარბად დაყენება კი იდეალური აზრია, უკანაც ითამაშებს, სწრაფიცაა და ტექნიკაც არ აკლია
    :-)

    • zura zura says:

      გეტანხმები ოტიდო! მარა მარკიზიოს დაყენება გარემარბად?? ალბატ მარცხნიდან დადგება მარა მასჰინ ცენტრში მელო სისოკო უნდა იყოს! თორე მელო აკვილანი ვერ დაიჭერს კამბიასო, სნაიდერს+ სტანკოვიჩი. ამათი დაჭერაა პრობლემა (სნაიდერის პირველ რიგში) მელო სისოკო უნდა დააყენო დასისოკოს ცენტრს იქეტ გადასვლა აუკრძალო!

  8. MAFIOZ MAFIOZ says:

    აუუ დელპიერო აუცილებელია ასეთ თამაშში

დატოვეთ კომენტარი

კომენტარის დასატოვებლად საჭიროა სისტემაში შესვლა .