რავანელი ბედნიერია ტურინში დაბრუნებით

მიმდინარე ზაფხულში , ტურინში არაერთი ყოფილი ” იუვენტინო ” დაბრუნდა . მაშინ როდესაც ანტონიო კონტე და ანჟელო ალესიო , ბიანკონერისთვის  ძველი დიდების დაბრუნებას შეეცდებიან , ახალგაზრდულ სექტორს ,  ფაბრიციო რავანელი უხელმძღვანელებს : ” მიუხედავად იმისა , რომ საქმე 12 წლის მოზარდებთან მექნება , აუცილებლად ავუხსნი მათ თუ რას ნიშნავს ატარებდე იუვენტუსის მაისურს , უნდა ესმოდეთ კლუბის სტატუსი , რომელსაც მომავალში წარადგენენ  . როდესაც იუვენტუსის ნაწილი ხდები , აუცილებელია მოედანზე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენო “ . წიგნი , რომელიც 15 წლის წინ დაიხურა , კვლავ გაიღო : ” დიდი იმედი მაქვს , რომ ისეთივე სიამოვნებას მივიღებ ტურინში , როგორიც ფეხბურთელობისას განვიცადე . კლუბში გამოჩენისთავანე , 1992 წელს , მაშინვე გამარჯვებები დავისახე მიზნად და შედეგად უეფას თასი დავისაკუთრეთ . ვიმედოვნებ ,  წარმატებას ჩემს 12 წლის ფეხბურთელებთან ერთადაც მივაღწევ  ” .

წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. Don zoLa Don zoLa says:

    მაგარი კაცი :love: :forza:

    წარმატებებს გისურვებ ფაბრიციო, ჯიგრიანი პატრიოტები აგეზარდოს იუვესთვის :kenwvla: :forza:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »