კონტე : “კვალიარელა ფორვარდად ითამაშებს”

ანტონიო კონტეს სადებიუტო მატჩში ტურინის “იუვენტუსმა” ვალ დე სუსა 12-1 დაამარცხა.მატჩის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იტალიურ პრესას ინტერვიუ მისცა : “ვცდილობდით ის გვეჩვენებინა, რაზეც ვარჯიშებზე ვმუშაობდით.ეს ჩვენი საფეხბურთო სტილის სტარტია, თამაშის ხარისხი უნდა განვითარდეს.დღეს 4-4-2 ტაქტიკა გამოვიყენე, ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებმა ჩემი დავალებები შეასრულეს.კვალიარელა ? – ის ტიპიური ფორვარდია და სწორედ ამ პოზიციაზე ითამაშებს.შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ფაბიოს ვინგერად თამაშს არ ვაპირებ, ის ფიზიკურ ფორმას აღიდგენს, რაც დღეს კარგად გამოჩნდა.ჯუზეპე როსი ? – ახლა ამაზე საუბარს აზრი არ აქვს, ჯერ ტრანსფერი უნდა მოგვარდეს.მე მხოლოდ ჩემს ფეხბურთელებზე ვფიქრობ, მე ვალდებული ვარ ძლიერი გუნდი ჩამოვაყალიბო.”

წყარო : Football Italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

4 კომენტარი

  1. alessandro10 says:

    აბა მცველად როდის თამაშობდა?

    მარა თუ სულ ძირითადში იქნება მერე გვერდზე მატრი იქნება და …..(დელ პიერო???????)

  2. valojuve valojuve says:

    აბა რაა კონტე იუვეს ძველ დიდებას დაუბრუნებს

  3. BIANCO bakomo says:

    მიდი კონტე. ჩვენ გვჯერა შენი :achuu: :achuu: :achuu:

    :forza: :forza:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »