10+. ჩემი სამყარო ჩემს ნომერში

“10+. ჩემი სამყარო ჩემს ნომერში” ალესანდრო დელ პიეროს ავტობიოგრაფიული ხასიათის წიგნია, თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, რიგი ასპექტებით მკვეთრად განსხვავდება ამავე ტიპის სხვა ნაწარმოებებისგან. წიგნის პრეზენტაცია 2007 წლის 13 თებერვალს შედგა. მასში ლეგენდალური იტალელი ფორვარდი საკუთარ კარიერას აჯამებს.

პროლოგი

მომენტები

მოედანზე არის მომენტები როდესაც აბსოლიტურად მარტო რჩები. ზოგჯერ ასეთი მომენტები გრძელდება წამები, ზოგჯერ კი – წამიც კი არა. მომენტები, როდესაც არც მოწინააღმდეგემ, არც თანაგუნდელებმა და არც თავად შენ არ იცი, თუ რას გააკეთებ წამის მეასედის შემდეგ. არსებობ მხოლოდ შენ და ბურთი, რომელიც შენ მიიღე. ასეთ მომენტებში მაშინვე ყველაფერი უნდა უგულვებელყო: შენი ფიზიკური მდგომარეობა, შენი მუშაობა ვარჯიშებზე, მწვრთნელის ანდა პარტნიორების შეფასება,  შენი პირადი ცხოვრებაც კი და საკუთარი თავიც. თუ შენში ეს არ მოხდა, მაშინ ასეთ მომენტებში შენ გააკეთებ ყველაზე კონსერვატიულ, ლოგიკურ და იოლად წაკითხვად მოქმედებას, თანაგუნდელებისთვისაც და მოწინააღმდეგისთვისაც.

მაგრამ თუ ყველაფერი კარგადაა, თუ შენ ხარ სამყაროში შენ თავთან, მაშინ ასეთი მომენტები გაძლევენ უპირატესობას, რამეთუ მხოლოდ ასეთ მომენტებში შეგიძლია მისცე სრული თავისუფლება შენს ინსტინქტებს და შეასრულო ისეთი მოქმედებები, რომლებსაც არასდროს არ შეასრულებდი მხოლოდ ტვინით რომ გეხელმძღვანელა.

და სწორედ ასეთი მომენტები არის აბსოლიტური გრაციის შემცველი და სწორედ ასეთი მომენტები არის ნამდვილი ნირვანა ფეხბურთში.

ყველა შესანიშნავი რამ ჩემს კარიერაში მე გავაკეთე სწორედ ასეთ მომენტებში, გაუშვი აზრები და ფსიქოლოგიური წნეხი სქემებისა, წესები, ლოგიკა, რისკი და ჭკუა. მე უბრალოდ ვაკეთებდი იმას, რასაც ვგრძნობდი და მორჩა. ეს მომენტები იმდენად შესანიშნავია, რომ ხანდახან ვერც კი ვიხსენებ ხოლმე. მახსოვს რა ხდებოდა ამ მომენტამდე და რა მოხდა ამ მომენტის შემდეგ. თავად მომენტები კი იფანტება და ვფიქრობ თითქოს ამაზე უკეთესი აღარც იქნება, თითქოს რაღა უნდა იყოს ასეთივე იდუმალი, მიუღწეველი, საოცარი.

 

ჩემი სარეკორდო გოლი და სხვა №10-ის რეკორდი

რასაკვირველია, როდესაც ფეხბურთში მიაღწევ ნიშნულს 200 გოლი, თან იუვენტუსის მაისურით ეს არ არის სახუმარო და ჩემთვისაც ეს ნიშნული ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო შესანიშნავი და ჩემი აზრით იყო რაღაც მშვენიერი იმაში, რომ მე ამ ნიშნულს მივაღწიე ფროსინონეს წინააღმდეგ მატჩში, როდესაც ვთამაშობდი სერია ბ-ში, სადაც ბედის ირონიით გადაიყვანეს იუვენტუსი. მე მახსოვს, თუ როგორ გავიდა ის გოლი, მახსოვს თუ რომელი თანაგუნდელები მონაწილეობდნენ იმ კომბინაციაში.

თუმცაღა, მინდა ავღნიშნო, ამ მეორასე გოლს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ გარშემომყოფნი, განსაკუთრებით პრესა, ვიდრე მე თვითონ. ამას აქვს თავის მიზეზი: საქმე იმაშია, რომ მე არასდროს არ შემშინებია 199 გოლზე გაჩერების, მე ყოველთვის ვიცოდი, რომ გავაგრძელებდი თამაშსაც და გოლების გატანასაც. თუ სიმართლე გაინტერესებთ, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო 183-ე გოლი,რომელიც მე გავიტანე ფიორენტინას კარში იტალიის თასზე, იმიტომ რომ სწორედ მაშინ მოვხსენი ბონიპერტის რეკორდი და გავხდი საუკეთესო ბომბარდირი კლუბის ისტორიაში.

ის გოლები, რომლებიც გავიტანე შემდეგში და რომლებსაც გავიტან კიდევ ეს უკვე არის იმ ბიჭის პრობლემა, რომელიც როდესღაც დაფიქრდება იმაზე, რომ მოხსნას ჩემი რეკორდი. მე არ ვიცი, ის დაბადებულია თუ არა უკვე, მაგრამ როდესღაც ის აუცილებლად გაჩნდება. და მე მინდა ვუთხრა მას ახლავე, რომ მე არ ვაპირებ მიღწეულზე გაჩერებას და არც კლუბის შეცვლას. და რაც უფრო მეტ გოლს გავიტან, მით უფრო გაურთულდება მას საქმე, მაგრამ მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ყველა გოლი მნიშვნელოვანია: არ აქვს მნიშვნელობა ის ჩემპიონთა ლიგაზეა გატანილი თუ სერია ბ-ში, სარეკორდოა ის თუ არა.

მაგალითისათვის, მე გააფთრებით ვიცავდი ჩემს 202-ე გოლს რომელიც გავიტანე ბრეშიას კარში და რომლის ჩათვლაც არ სურდათ მსაჯებს ჩემთვის. შესაძლოა მათ ჰქონდათ ამისათვის რაიმე მიზეზი და თვლიდნენ, რომ ის ავტოგოლი იყო, მაგრამ მე ასე არ ვთვლიდი და დავამტკიცე კიდეც ჩემი სიმართლე. შესაძლოა, ეს გოლი გახდეს კიდევ ერთი პრობლემა იმ ბიჭისათვის, რომელიც მოვა ჩემს შემცვლელად.

და არის კიდევ ერთი რაღაც, რაც მე მინდა ვთქვა რეკორდებთან, სპორტთან და გოლის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.  აზრი, რომელიც დიდი ხანია არ მასვენებს: ეს არის პელე. მე არ მესმის, როგორ, რა ძალებით შეძლო მან 1281 გოლის გატანა?! ანუ რამდენიც გავიტანე მე და კიდევ პლუს ათასზე მეტი გოლი. ეს ადამიანის ძალებს აღემატება! დიახ გეთანხმებით, რომ მაშინ სხვა დრო იყო, შესაძლოა, მაშინ უფრო იოლი იყო გოლის გატანა, მაგრამ ის დრო ხომ ყველასთვის ის დრო იყო და არა მხოლოდ პელესთვის მარტო. არადა 1281 გოლს ახლოსაც კი ვერავინ მიეკარა. პრინციპში, ყველაფერ ამაზე საუბრისას, მე ვხვდები, რომ ჩემი რეკორდი აუცილებლად მოიხსნება და ვხვდები იმასაც, რომ არსებობს რეკორდი, რომელიც არასდროს და ვერავის მიერ  ვერ მოიხსნება. ყველაზე დიდი რეკორდი ყველა დროის და ყველა სპორტის. რეკორდი რომელიც უფრო დიდია ვიდრე ფანხიოსი, სენასი, შუმახერის, ჯორდანის ანდაც ჯონსონის, როდ ლივერის დაროჯერ ფედერერის, მერქსის, ბობ ბიმონის, ნადია კომანეჩის, ინგემარ სტენმარკის, რეინჰოლდ მესნერის და სერგეი ბუბკასი და, შესაძლოა, უფრო დიდიც კია ვიდრე ყველა ესენი ერთად აღებული. რეკორდი რომელიც უფრო დიდია ვიდრე ყველა მისი მეგობრის, მოწინააღმდეგის, წინამორბედი, და შემდეგი თაობის მიღწევები. რეკორდი, რომელიც ეკუთვნის ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს, რომელსაც მსოფლიო იცნობს სახელით: პელე – 1281 გოლი.

რომელიც აგრეთვე იყო ნომერი 10.

10 ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც ყველაზე მეტად ვისურვებდი თამაშს:

1. დევიდ ბექჰემი

2. რონალდო

3. რონალდინიო

4. ლუიშ ფიგო

5. კაკა

6. სტივენ ჯერარდი

7. რაიან გიგზი

8. რაული

9. მარკო ვან ბასტენი

10. დიეგო არმანდო მარადონა

ტრავმა

სამწუხაროდ ფეხბურთში ხშირად ხდება არასასიამოვნო რამ, მაგრამ ნამდვილ უიღბლობას მე ყოველთვის ვეძახდი, მხოლოდ ერთ რამეს ჩემს კარიერაში, რომელმაც ყველაფერი საფრთხის წინაშე დააყენა, რომელმაც ყველაფერი გაყო ორ ნაწილად მანამდე და მას შემდეგ.

ეს იყო ჩემი 24-ე დაბადების დღის წინ. სტადიონი „ფრიული“ უდინეში. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე სატურნირო ცხრილში, ანგარიში 2-1 ჩვენს სასარგებლოდ. ახლა მე ყველაფერს ვხვდები, ვხვდები, რომ არ ყოფილა არანაირი საჭიროება იმ ბურთისათვის ბრძოლაში ჩაბმისა, რამეთუ ამით მატჩის მსვლელობა მაინც არ შეიცვლებოდა. თუმცაღა ფეხის ერთი მოძრაობა და ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. აქვე უნდა ითქვას, რომ მაშინ, როდესაც მე საკაცეთი გავყავდი მოედნიდან, უდინეზემ გაათანაბრა ანგარიში და ამით შეამცირა სხვაობა ფიორენტინასთან, სატურნირო ცხრილში.

შემდეგ კი მრავალი თვის განმავლობაში ვეკითხებოდი ჩემს თავს იმის შესახებ, თუ რატომ ჩავები იმ ბრძოლაში. და უნდა გითხრათ, რომ პასუხს მივაგენი წლების შემდეგ. მე მივხვდი, რომ ის ტრავმა რაღაც დონეზე იყო ბედის ნიშანი. ტრავმა იყო ის, რაც მე უნდა გადამეტანა. გაიხსენეთ, რომ ყველაფერი დაიწყო 5 წლის შეუწყვეტელი წარმატებებით: ჩემპიონატის არაერთხელ მოგება, თასები, პირადი ჯილდოები. შემდეგ კი დაიწყო შავი ზოლი. ეს არის წაგებული ფინალები, უიღბლო მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში, და ზაფხულის პრეტენზიები ზემანისა. ალბათ, ყველაფერმა ამან მიმიყვანა იქამდე, რომ მე ძალიან ვცდილობდი დამემტკიცებინა ჩემი თავისთვის და გარშემომყოფთათვისაც ჩემი ძალა. ხანდახან ვერ ვიკავებდი ემოციებს და აბსულიტურად არასაჭირო მოქმედებებსაც კი ვაკეთებდი. ერთ-ერთი ასეთი ქმედება იყო ბრძოლა ბურთისათვის იმ მატჩში. მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ტრავმის გადატანა, ფსიქოლოგიურად ეს ძალიან შემეხო და გამაძლიერა.

სწორედ ამიტომ მე ვადარებ მას გამყოფ ხაზს, რომელმაც გაყო ჩემი კარიერა ორ ნაწილად. და თუ შევხედავთ მხოლოდ ფაქტებს და ციფრებს მანამდე და მას შემდეგ, მაშინ ჩვენ დავინახავთ საინტერესო რამეს, რომელიც მოწმობს იმას, რომ სუფთა სათამაშო კუთხით მე რაღაცაში უფრო გავძლიერდი კიდეც. ალბათ ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ხანგრძლივი შესვენების დროს, როდესაც მე არ შემეძლო ფეხბურთის თამაში, მე მივხვდი, რომ მე უნდა მემუშავა შეტევის დამასრულებელ ფაზაზე და აგრეთვე იმაზეც, რაც მას წინ უძღვის. სწრაფვა იმისაკენ კი არა, რომ იყო ბინძური თავდამსხმელი, არამედ თავდამსხმელი, რომელიც მუდამ მოძრაობაშია და იყენებს თავის ყველა შესაძლებლობას.

უნდა ვთქვა, რომ ამან მოიტანა თავისი შედეგი და მე უფრო მეტი გამქონდა. სწორედ იმ თვეებში, მე საბოლოოდ მივხდი, რომ სპორტში არ არსებობს იდეალიზმი, რომ ნებისმიერი მოთამაშე გამუდმებით უნდა მუშაობდეს და ვითარდებოდეს. ტრავმამ მაიძულა მე მემუშავა კიდევ უფრო მეტი თავდადებით. და სწორედ ახლა შემიძლია ვთქვა დარწმუნებით, რომ მაშინ, უდინეზესთან მატჩში მე ვიბრძოდი იმ ბურთისათვის მხოლოდ ერთი მიზეზით: იმიტომ რომ მე ვალდებული ვიყავი ასე მოვქცეულიყავი.

10 დღე ტრავმის შემდეგ

1. ტკვილი. ძლიერი.

2. შიში. პარალიზებამდე.

3. იმედი. მუდამ.

4. მგზავრობა.

5. ოპერაცია. ხანგრძლივი.

6. გააზრება.

7. კვლავ ტკივილი.

8. რწმენა, პირველი ნაბიჯები უკეთესობისაკენ.

9. ინტენსიური ვარჯიშები… მე ვხედავ გამოსავალს.

10. დაბრუნება, როგორც იქნა! სინათლე.

2006: დაუვიწყარი წელი

2006 იყო წელი, როდესაც ჩვენ მოვიგეთ მსოფლიო ჩემპიოანტი და რომელიც მე დავასრულე სერია ბ-ში თამაშით. როგორ გიამბოთ ამის შესახებ? რით დავიწყო? მსოფლიო ჩემპიონატით თუ სკანდალით, რომელიც დაკავშირებული იყო იუვენტუსთან. მე არ შემიძლია ავარჩიო, რადგან ჩემთვის ის მსოფლიო ჩემპიონატი და სკანდალი ერთ მთლიანი მოვლენაა უკვე დიდი ხანია.

ნახევარ თვეში, ტურნირისათვის მოსამზადებლად წაყვანილები, მოგვიცვა ნისლმა. ვფიქრობ, რომ უფრო ის ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობდნენ იუვენტუსში, ვიდრე სხვანი, რადგან ჩვები კლუბი იყო ეპიცენტრში ამ მოვლენებისა. ჩვენ ყოველ დღე ვიგებდით ახალ ახალ წვრილმანებს და იძულებულნი ვიყავით კომენტარები გვეკეთებინა ამასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტებმა მაშინ შექმნეს პარადოქსული სიტუაცია. ჩვენ ყველანი ვიყავით ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, რჩებოდა დათვლილი დღეები ჩემპიონატის დაწყებამდე, მაგრამ არავის არ აინტერესებდა არაფერი ამ სკანდალის გარდა. მსოფლიო ჩემპიონატმა სავსებით დაკარგა მნიშვნელობა, შესაძლოა, ამან შეამცირა ის წნეხი რაც უნდა ყოფილიყო ეროვნულ ნაკრებზე. მაგრამ ის დღეები მაინც ძალიან უცნაური იყო. ყოველ დღეს თან ახლდა ახალ-ახალი მტკიცებულებები, განხილვის საგნები, კამათი, რომლის დროსაც თამაში გადადიოდა მეორე პლანზე. დიახ, იტალია ემზადებოდა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისათვის , მაგრამ მთავარი თემა მაინც იყო ის სკანდალი და პრესა ცდილობდა დაწვრილებით განეხილა ის. ზოგჯერ ჩვენ თავს ვადარებდით პატარა ბავშვებს, რომლებიც თამაშობენ ფეხბურთს გასართობად და თან ეზოში, მანამ, სანამ დიდები დაკავებულნი არიან თავიანთი სერიოზული საქმეებით. თამაშის შემდეგ ბრუნდებიან სახლში და იწყებენ საშინაო დავალებების შესრულებას. ჩვენი საშიანაო დავალება კი მაშინ იყო მასმედიისათვის კომენტარების კეთება.

ეს იყო მესამე მსოფლიო ჩემპიონატი და მე შემიძლია ვთქვა, რომ მომზადების პროცესი სავსებით განსხვავებული იყო ვიდრე წინა ორში. მანამდე ყველაფერი იყო შაბლონის მიხედვით, ისმებოდა ერთი და იგივე შეკითხვები: ითამაშებს თუ არა დელ პიერო? თუ ის იჯდება სათადარიგოთა სკამზე? თუ ითამაშებს მაშინ სად იქნება ტოტი? და ასე დღიდან დღემდე. რა თქმა უნდა, ეს წარმოშობდა გარკვეულ ღელვას. 2006 წელს კი ყველაფერი სხვაგვარად იყო, რომელიმე ჩვენგანს ვარჯიშზე კარგადაც რომ მოეხდინა კონცენტრირება, მაინც არ ტოვებდა შეგრძნება იმისა, რომ ყველას აინტერესებდა აბსოლიტურად სხვა საკითხები. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში სკანდალისაგან გვერდზე დგომა არანაირად არ გამოგვდიოდა არცერთ ჩვენგანს.

მაგალითად, ერთერთმა გაზეთმა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაკრებიდან გაუშვებენ მარჩელო ლიპის, და მასთან ერთად ნაკრებს დატოვებენ კანავარო და ბუფონი. დაიწყო საუბრები სხვა მწვრთნელებზე, ჩვენ კი საერთოდ არ ვიცოდით რა გვეფიქრა. გაჩნდა ახალი ჭორი ტრაპატონის დაბრუნების შესახებ, მაგრამ ჩვენ ყველანი ვხვდებოდით, ის ვერ დაბრუნდებოდა, რადგან მისი დაბრუნების შემთხვევაში წავიდოდით ჩვენ. თუმცა ეს ჭორები არ წყდებოდა და ნელ ნელა უფრო ძლიერდებოდა დროთა განმავლობაში.

ყველაფერი ის, რაც იბეჭდებოდა გაზეთებში, უფრო გვაერთიანებდა და გვაახლოვებდა მარჩელო ლიპისთან, მაგრამ არ გვაძლევდა საშუალებას კონცენტრირებისა მსოფლიო ჩემპიონატზე. რაღაც დონეზე ამან შექმნა დამცავი გარსი, რომელმაც მოგვცა საშუალება ჩავსულიყავით მსოფლიო ჩემპიონატზე, ერთის მხრივ უფრო ნაკლები ვალდებულებებით და პასუხისმგებლობით, ხოლო მეორეს მხრივ – კი სრულიად ახალი შეკითხვებით. თითოეული ჩვენგანი გულის სიღრმეში ეკითხებოდა თავის თავს: ღირსია თუ არა ეროვნული ნაკრების მაისურის ტარების? ცვლის თუ არა რაიმეს ის გამოძიება, რომელსაც აწარმოებს სპორტული სასამართლო? იმ ჩემპიონატმა, როგორც არაფერმა სხვამ, გვასწავლა საკუთარი სიტყვების შეფასება: როგორც ნათქვამი სიტყვების ასევე არ თქმულისა. ეს იყო ერთგვარი გამოცდა ყველასათვის.

საბოლოო ჯამში მე შემიძლია ვთქვა ერთი რამ, მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე გრძნობდე იმას რასაც ვგრძნობდით ჩვენ, იყო და არის ძალიან უჩვეულო.

რაც შეეხება თავად მსოფლიო ჩემპიონატს, ძირითად მიზეზად მისი მოგებისა მე მიმაჩნია დაცვის ხაზი. რომ ნახოთ დისკი, რომელიც გაკეთდა სპეციალურად ფეხბურთელებისათვის, რომელზეც ჩაწერილია ის ფინალი, დაჯილდოვების ცერემონია, აღნიშვნა გამარჯვებისა, მაშინ დარწმუნდებით, რომ როდესაც ჩვენ, ფეხბურთელები ვიღებდით მადლობებს და მოლოცვებს, პირველი ხუთეული იყო კანავარო, გროსო, მატერაცი, ბუფონი და ძამბროტა. ეს არ არის შემთხვევითი და თან აბსოლიტურად სწორია, იმიტომ, რომ 7 მატჩში მხოლოდ 2 გოლის გაშვება, რომლიდანაც ერთი საკუთარ კარში გავიტანეთ, ხოლო მეორე პენალტით, არის მიღწევა. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ თუ რა პირობებში მოგვიწია ამ ტურნირამდე მისვლა და რა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვვარდებოდით ყოველ ვარჯიშზე.

ჩვენს შორის იყო ადამიანი, რომელმაც საერთოდ გამაოცა მსოფლიო ჩემპიოანტზე, ეს არის ჯენარო გატუზო: მებრძოლი, ათლეტი, სპორტსმენი, რომელიც მოედნის ცენტრში თამაშობდა სულ და ბოლომდე. და მთელი მსოფლიო ჩემპიონატის მანძილზე მან მიიღო მხოლოდ ერთი გაფრთხილება და ჩემი აზრით ისიც დაუმსახურებლად.

გატუზო ეს არის ადამიანი, რომელიც, სინამდვილეში, მუდმივად ფიქრობს ფეხბურთზე, ის ამაზე ფიქრობს ღამეც და არცერთი წამით არ დუნდება. ზოგჯერ ის ზედმეტადაც ტვირთავს საკუთარ თავს. ამჯერად ის, ისევე როგორც ჩვენ ყველანი, იძულებული იყო ეფიქრა ჟურნალისტების შეკითხვებზეც და პასუხებზეც რომელიც უნდა გაეცა მათთვის. მან შეძლო შეუძლებელი, ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე და მოედანზე იქცეოდა შეუდარებლად. ზოგჯერ ის თამაშობდა სწორედ იმ რაციონალურობით, რომელსაც გულშემატკივრები ელოდნენ ტოტისა და დელ პერიოსგან, მაგრამ არავითარ შემთხვევაშ მისგან. ის შესანიშნავად თამაშობდა ბურთით მთელი ჩემპიონატის მანძილზე. ტურნირის მანძილზე მან თავისთავზე აიღო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც დაკისრებული იყო გუნდზე და აგრეთვე შედეგზე.

ჯენარომ იმ ჩემპიონატზე გამახსენა და დამაფიქრა ფილმზე „სილამაზე ამერიკულად“, რომლის დასასრულსაც მაყურებელი გმირთან ერთად ხვდება, სიმართლე აღმოჩნდა იმის საპირისპირო, რაც ხშირად გვგონია ხოლმე. ის გრძნობს საკუთარ ძალას იმაში, რაც მას სისუსტედ ეჩვენებოდა. გატუზომ მსოფლიო ჩემპიონატზე დაანგრია ყველა სტერეოტიპი. იგივე შეიძლება ითქვას მატერაციზეც.

მე არავითარ შემთხვევაში არ ვაწერ ამ გამარჯვებას მხოლოდ და მხოლოდ ბედს, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით მაგალითები, როდესაც ხალხი აკეთებს ყველაფერს სწორად ხოლო შედეგი კი არ მოდის. აქ ჩვენ უნდა გავიხსენოთ, თუ როგორ დაიწყო ტურნირი და რით დასრულდა ის: ნესტა, რომელიც იყო ტრავმირებული და წავიდა, უთმობს ადგილს მატერაცის, პენალტი უკანასკნელ წუთზე ავსტრალიასთან მატჩში, გოლები გატანილი გერმანიის კარში უკანასკნელ წუთებზე დამატებითი დროისა,საფრანგეთთან ფინალში, ევროპის ჩემპიონატისათვის რევანშის აღებასავით, პენალტების სერია, რომელშიც ჩვენ ძალიან, ძალიან ხშირად ვაგებდით აქამდე. ძალიან ბევრი პატარ-პატარა ნაწილები თითქოს შეერთდა ერთ სრულ სურათად იმ მსოფლიო ჩემპიონaტზე.

რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ფაქტორი იყო საკუთარი ძალების რწმენა და მე მეჩვენება, რომ ჩვენ – ფეხბურთელები და მწვრთნელი – ვიყავით მხოლოდ ის იტალიელები ვისაც დასაწისშივე გულწრფელად ჯეროდა, რომ ჩვენ გამოგვივიდოდა. ჩვენ რომ ეს გვეთქვა ტურნირის დასაწყისში, ალბათ ყველა გაიცინებდა. ამ რწმენამ ასეთ სიტუაციაში და ჩვენს სასარგებლოდ გადმოხრილმა ბედმა მოგვცა შედეგი, რომელიც ჩვენ დავიმსახურეთ.

ავიღოთ მაგალითად გროსო, მან სეზონი გაატარა პალერმოში და ჩამოვიდა მსოფლიო ჩემპიონატზე მთავარი ვარსკვლავის რანგში და როგორ ითამაშა! ავსტრალიასთან უკანასკნელ წუთზე მოპოვებული პენალტი, გრემანიის კარში გატანილი გოლი ნახევარფინალში და რა თქმა უნდა, გადამწყვეტი პენალტი ფრანგების წინააღმდეგ. მე მინდა ვთქვა, რომ ზოგჯერ ფეხბურთში ხდება ისეთი რამ, რაც შესაძლოა მოგვეჩვენოს ძალიან სრულყოფილად, იმისათვის რომ აღვიქვათ რეალობად. ჩემი აზრით, პასუხი ლოცვებზე არის ასრულებული ოცნებები.

ის ჩემპიონატი ჩემთვის იყო დიდი ფსიქოლოგიური შემოწმება, რამეთუ ვგრძნობდი, რომ შემეძლო თამაში, მაგრამ დროის დიდ ნაწილს ვატარებდი სათადარიგოთა სკამზე. რაღაც დონეზე ლიპისთან პრეტენზიებიც კი მქონდა, რადგან ტურნირის დაწყებამდე, მან მითხრა შემდეგ: „ჩვენ ავაგებთ ჩვენს თამაშს ძლიერ მოქმედებებზე შეტევაში და გამოვიყენებთ სამ თავდამსხმელიან სქემას, ისე როგორც ვთამაშობდით წინა 2 წლის მანძილზე. ეს ეფექტური უნდა გამოვიდეს, რამეთუ ჩვენ გვაქვს, შესაძლოა, ყველაზე ძლიერი შეტევის ხაზი, რომელიც მოიცავს 6 ფეხბურთელს“.

თუ ვნახავთ საქმეში, ლუკა ტონიმ დაიწყო მატჩები ძირითად შემადგენლობაში 6-ჯერ თუ 7-ჯერ, ფილიპო ინძაგიმ – არცერთხელ, ალექს დელ პიერომ – თავდამსხმელის პოზიციაზე არცერთხელ, ისევე როგორც ვიჩენცო იაკინტამ. ამის მიღება არ იყო იოლი. მაგრამ მეორე მხრივ, მე ვსაუბრობ მწვრთნელზე, რომელთან ერთადაც მე მოვიგე ყველაფერი: იტალიის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, საკონტინენტთაშორისო თასი და ახლა კი უკვე მსოფლიო ჩემპიონატიც. ეს ყველაფერი არასდროს არ გადავა მეორე პლანზე რაც არ უნდა დიდი პირადი აზრები მაწუხებდეს. ბოლოს და ბოლოს მე მივხვდი, რომ ლიპი მე ვეღარ მხედავს ძირითადში, და ეს ნორმალურია, რომ ფეხბურთელი ამას განიცდის. მე განვიცდიდი ამას ძალიან გერმანელბთა ნახევარფინალის წინ.

მე მადლობელი ვარ ლიპის იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს, მან მომცა შანსი მოედანზე გამოსვლის გერმანიასთან მატჩში და გამატანინა გოლი, ისევე როგორც მომცა შანსი მონაწილეობდა მიმეღო ფინალში პენალტების სერიაში საფრანგეთის წინააღმდეგ. ყველაფერმა ამან მე მომცა შესაძლებლობა, ამეწია თავს ზემოთ მსოფლიო თასი მახანაგებთან ერთად და მეგრძნო, რომ ჩემი წვლილიც არის მის მოპოვებაში შეტანილი, რომ მეც ვითამაშე ჩემი როლი არამხოლოდ გასახდელში, არამედ საფეხბურთო მოედანზეც.

მთავარია კი ის არის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ყველა, როდესაც ვიღებდით ამ თასს, ვიყავით ჩემპიონი გუნდი.

ჩემპიონატის დაწყებამდე ჩემთვის, რომ ეთქვათ, რომ მე გავხდებოდი ჩემპიონი, გავიტანდი გოლს ნახევარფინალში გერმანიასთან და ერთერთ გადამწყვეტ პენალტს ფინალში, მაშინ მე დავეთანხმებოდი იმ აზრს, რომ ეს იქნებოდა – პასუხი ჩემს ლოცვებზე. თუმცაღა, როდესაც შენ ხარ ისეთი გუნდის წევრი როგორიც იუვენტუსია, პრესა ყოველთვის უფრო მეტ ყურადღებას იჩენს შენს მიმართ. მსოფლიო ჩემპიოანტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მხრიდან მრავალი კრიტიკის მოსმენა შეიძლებოდა ჩემი მისამართით.

მე უნდა ვთქვა, რომ ვცდილობდი ჩამედო ჩემს თამაში მთელი ჩემი გრძნობები, რომელიც კი შეიძლება ადამიანს ქონდეს. და მინდა ვაღიარო, რომ ჩემს მიერ თამაშიდან გატანილი ერთადერთი გოლი იყო ჩემთვის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ის გოლი გავიტანე იმავე ქალაქში, იმავე მოედანზე და იმავე კარში, რომელშიც გავიტანე ჩემი პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე. და როგორც მე მეჩვენება 2006 წელს მე გავაკეთე ეს იმავენაირი სიმსუბუქით და გულწრფელობით, როგორც მაშინ.

გასაკვირია, როგორ გაიგო ჩემი ხმა ჯილარდინიომ ათასობით ფანის ყვირილში და ჩემსკენ მოუხედავად მომცა ის პასი, რომლის შემდეგაც მე შევძელი გოლის გატანა. ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი იმ ჯადოსნურ მომენტთაგანი, როდესაც ცხოვრებაში ერევა ბედი და ყველაფერი თავისთავად ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს.

იმავეს ვიტყოდი პენალტების სერიაზეც ფრანგების წინააღმდეგ. საკმარისია კიდევ ერთხელ ნახოთ ის სერია, და მიხვდეთ, რომ ყველა ჩვენი დარტყმული იყო სრულყოფილი. თითქოს ჩვენ უცბად მივხვდით, რომ უბრალოდ არ შეგვეძლო შეცდომის დაშვება იმ დროს, როდესაც ამ კომპონენტში დაგროვილი გვქონდა წინანდელი შეცდომების ძალიან დიდი მარაგი: ნახევარფიბალი 1990 წელს, ფინალი 1994 წელს, მეოთხედფინალი 1998 წელს ამავე საფრანგეთთან…

და ბოლოს მინდა ავღნიშნო, რომ პენალტების სერიაში ფრანგების მხრიდან შეცდა ტრეზეგე, რომელამც გაგვიტანა ოქროს გოლი ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის ფინალში. და მან მოარტყა ხარიხას, ისევე როგორც, 8 წლის წინ ამავე ფრანგების წინააღმდეგ მოუვიდა დი ბიაჯოს.

თუ გევრდზე გადავდებთ რაციონალურობას, მაშინ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვისაუბროთ მრავალ უცნაურ საგანზე და დამთხვევებზე, რომელიც სხვათა შორის პირადად მეც მეხება.

თუ გადავიხედავთ უახლოეს წარსულში, დავინახავთ, რომ 2004 წელს ათენში ჩატარდა ოლიმპიური თამაშები, საბერძნეთის ნაკრები ფეხბურთში გახდა ევროპის ჩემპიონი ამავე წელს. 2006 წელს ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა ქალაქმა, რომელსაც დიდი ხანია ჩემად ვთვლი, ტურინმა და იტალიამ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, რომელიც იტალიისათვის წარმატებული აღმოჩნდა, ტარდებოდა ბერლინში. ქალაქში, რომელშიც მრავალი წლის წინად 9 ნოემბერს დაინგრა კედელი, სწორედ 9 ნოემბერს მაქვს მე დაბადების დღე, ეს თარიღი გარკვეულ წილად მაკავშირებს ამ ქალაქთან. უფრო მეტიც 9 ნომბერი არის 9.11 მათ შორის კი არის ციფრი, რომელიც არის 10 – ჩემი ნომერი. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ტარდება 9 ივლისს 9.07 9 და 7 – ერთადერთი ნომრებია, რომლებიც კი წერებულა ჩემს მაისურზე ეროვნულ ნაკრებში 10-ის გარდა. ამის შემდეგ რა თქმა უნდა მე აღიქვავდი ამ ფინალს როგორც ერთგვარ გამოწვევას ბედისას.

შედარებით პირადული მოგონება მსოფლიო ჩემპიონატიდან არის ნახევარფინალი გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ. რაღაც დონეზე ვაფასებ ამ მატჩს უფრო მეტად ვიდრე ფინალს, იმიტომ, რომ ჩვენ ვაჯობეთ მასპინძელთა გუნდს, იმიტომ რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ პენალტების გარეშე, და იმიტომ, რომ მე აქ გავიტანე გოლი თამაშიდან და კიდევ ბევრი სხვა მიზეზის გამო.

ალბათ, ამ მიზეზებიდან მთავარი უკვე ზემოთ ავღნიშნე, ამ გოლმა მე გამახსენა მომენტი, როდესაც მრავალი წლის წინათ გავხსენი ანგარიში ჩემი გოლებისა ჩემპიონთა ლიგაზე. მაშინაც სწორედ იმ კუთხეში გავიტანე გოლი.

გერმანიის კარში გატანილი გოლის შემდეგ გავიქეცი ტრიბუნებისაკენ, რომელზეც ისხდნენ იტალიელი ფანები. იქ იყო 60 ადამიანი, რომლებიც ჩამოვიდნენ, რომ ეგულშემატკივრათ პირადად ჩემთვის: ჩემი მეგობრები, დედაჩემი, მეუღლე, ჩემი ძმა. შეიძლება ითქვას, რომ ესენი იყვნენ ჩემთვის ყველაზე ახლობელი ხალხი. პირველ რიგში, სწორედ მათთან ერთად მინდოდა ჩემი წარმატების აღნიშვნა იმ მომენტში.

მახსოვს, რომ როდესაც გავიქეცი ჩვენი გულშემატკივრებისაკენ, ძალიან გამირთულდა ტრიბუნამდე მისვლა, ისე რომ ფოტოგრაფებს არ დავჯახებოდი, რომლებიც დიდი რაოდენობით ისხდნენ რეკლამების წინ, კარების უკან, თუმცა უშუალოდ იმ მომენტში მე ამაზე არ მიფიქრია. სიხარული იყო ყველაფრის მომცველი, თავში ძალიან ბევრი სხვადასხვა აზრი მიტრიალებდა. სიმართლე რომ ვთქვა, არ მახსოვს, თუ როდის ვყვიროდი ასეთი სიხარულით გოლის გატანის გამო, ისე როგორც იმ წუთებში. რაღაც დონეზე ამ ერთმა გოლმა თავის თავში შეითვისა ყველა შესაძლო ემოცია იმ მსოფლიო ჩემპიონატზე.

როდესაც მივრბოდი ტრიბუნებისაკენ, ზუსტად წარმოვიდგინე, სად იჯდნენ ჩემი მეგობრები, ეს იყო საკმარისად დაბლა, მინდორთან, კუთხესთან ახლოს. ჩემი ნათესავები, რომელთა შორის იყო ჩემი მეუღლეც შედარებით მაღლა იჯდნენ და უფრო მოედნის ცენტრისკენ და ძალიან მინდოდა იქეთ გაქცევა, რათა ერთად აღგვენიშნა გოლი. თუმცა ეს ვერ შევძელი, რამეთუ მე გამაჩერეს თანაგუნდელებმა, იაკინტამ დამიჭირა მაისურით, ვიღაცა მომეხვია მხრებზე, და გავჩერდი იმ სექტორის წინ საიდანაც შემეძლო ჩემი მეგობრების დანახვა.

ერთადერთი რამ, რაც არ ვიცოდი იმ მომენტში, იყო ის, რომ სონია და მისი ძმა კრისტიანი გადმომჯდარან ჩემს მეგობრებთან შესვენების დროს. ეს გასაკვირი იყო, მაგრამ გოლის აღნიშვნის შემდეგ, როდესაც გავიხედე ტრიბუნისკენ, პირველი ადამიანი, რომელიც დავინახე, იყო ჩემი მეუღლე. გასაოცარია.

სონიას დახვისას, მაშინვე გავიფიქრე, რომ თავად ბედმა მიმიყვანა ამ ადგილამდე და გამაჩერა სწორედ აქ. მე ვფიქრობ, რომ სერიოზულად რომ მეძებნა, სპეციალურად რომ მეძებნა ამდენ ადამიანს შორის, ადგილშეცვილი მეუღლე, ვერ შევძლებდი დანახვას. როგორც ჩანს, რაღაც ზემო ძალები დამეხმარენ და ამისრულეს ჩემი ყველაზე დიდი სურვილი: გამეზიარებინა ჩემი სიხარული საყვარელ ადამიანთან ერთად.

იმ საღამოს უკვე მატჩის შემდეგ, ბევრი ჩემი მეგობარი გუნდიდან, განსაკუთრებით მარკო მატერაცი, გაკვირვებულნი იყვნენ, როგორ მოვახერხე სონიას დანახვა. მე თვითონაც ეს სასწაულად მიმაჩნდა და მადლობელი ვიყავი ამისათვის ყველასი. მან გაირა ჩემთან ერთად ყველა იმ დღეების კოშმარები, მან გაიარა ჩემთან ერთად სკანდალი, მან გადაიტანა საშინელი რამ რომელიც დაკავიშრბეული იყო ჯანლუკა პესოტოსთან. როდესაც მე დავინახე ის, მის თვალებზე ცრემლები იყო, და ეს ცრემლები იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩვენ ერთად ვართ ჩემი ცხოვრების ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში. კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი სიახლოვისა.

ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ჩემს ცხოვრებაში

1. გამარჯვების ფინალი მსოფლიო ჩემპიონატზე 2006 წელს ფრანგების წინააღმდეგ ბერლინში. 9 ივლისს.

2.ნახევარფინალი იტალია-გერმანია 2-0. 4 ივლისი 2006 წელი დორტმუნდი, მსოფლიო ჩემოპიონატი.

3. ჩემპიონთა ლიგის ფინალი. იუვენტუსი – აიაქსი 4-2 პენლებში, 22 მაისი 1996წ. რომი.

4. იუვენტუსი – რივერ პლეიტი 1-0. 26 ნომებერი 1996წ. ტოკიო. 2006 წლის ივნისამდე ეს მატჩი მიმაჩნდა ყველაზე მნიშვნელოვნად ჩემს კარიერაში.

5. იტალია – მექსიკა 1-1, 13 ივნისი 2002 წელი. მსოფლიო ჩემპიონატი იაპონია-კორეაში.

6. ჩემი უკანასკნელი მატჩი სან.ვენდემიანოში რომელიც მოვიგეთ 3-0 და სამივე გოლი მე გავიტანე. მაშნ ვიყავი 12 წლის.

7. იუვენტუსი – რეალ მადრიდი 2-0, 20 მარტი 1996 წელი. ჩემპიონთა ლიგა

8. იუვენტუსი – ფიორენტინა 4-1, 10 ოანვარი 2006 წელი. იტალიის თასი. იმ მატჩი მე შევასრულე ჰეთთრიქი და გადავაჭარბე ბონიპერტის მიღწევას.

9. იუვენტუსი – ფიორენტინა 3-2, 4 დეკემბერი 1994 წელი.

10. ჩემი პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდის ბორუსია – იუვენტუსი 1-3, 13 სექტემბერი 1995 წელი.

ბინძური ფეხბურთი, სუფთა ფეხბურთელები

გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატის შედეგი მაძლევს იმის უფლებას, რომ ვამტკიცო იტალიური ფეხბურთის ფესვების სისუფთავე, იმიტომ რომ ფებხურთელები იტალიის ჩემპიონატში სუფთად ასრულებენ თავიანთ საქმეს. არ შეიძლება მათი დადანაშაულება რამე სიბინძურეში. ჩვენ რომ რაიმეში დამნაშავენი ვყოფილიყავით, მაშინ ბედი არ გაგვიღიმებდა 2006 წელს.

თუ ადამიანი არ არის სუფთა თავის სინდისთან, თუ ის არ გრძნობს საკუთარ დანაშაულს, ადრე თუ გვიან ის შეცდება, არცერთ ჩვენგანს ეს არ მოსვლია.
მე უკვე ვთქვი, რომ ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატი და სერია ა-ში სკანდალი გადაბმულია ერთმანეთზე. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ეს ორი ასპექტი აკომპენსირებდა ერთმანეთს. ერთი მხრივ, მე ვიყავი მსოფლიო თასის მფლობელი, ხოლო მეორე მხრივ – ადამიანი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს იმისათვის, რაც არ გაუკეთებია. რაღაც დონეზე ერთი ამსუბუქებდა მეორეს და ამან იოლად გადამატანინა ჩემი კლუბის კლასში დაქვეითება.

მე მესმის ჩემი თანაგუნდელების მოტივები, რომლებმაც არ ისურვეს დაბალ დივიზიონში თამაში და დატოვეს იუვენტუსი, მიუხედავად იმ ყველაფრისა რაც მათ მისცა იუვენტუსმა. ბოლოს და ბოლოს, ეს სპორტია და მასში ყოველთვის იყო ხალხი, რომელთათვისაც მთავარია რაიმე სერიოზულის მოგება და, ჩემი აზრით, მე არ მაქვს მათი გაკრიტიკების უფლება. თითოეული ჩვენგანი, როდესაც წააწყდება რაიმე უსამართლობას, იმუხტება ენერგიით. და თითოეული თავისებურად წყვეტს თუ საით წავიდეს: ზოგი – ახალი გამარჯვებებისაკენ, ზოგიც კი – მიდის იმაზე, რომ ითამაშოს სერია ბ-ში თავის კლუბთან ერთად. მე ავირჩიე მეორე ვარიანტი.

10 საფუძველი ცხოვრებისა

1. პატივისცემა

2. ძლიერი ნებისყოფა

3. ცოტა ეგოცენტრიზმი

4. ტემპერამენტი

5. მეექვსე გრძნობა

6. რწმენა და ოპტიმიზმი

7. მიზანმიმართულობა

8. ლოგიკა

9. სიჯიუტე

10. სიყვარული

დრო, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება

ახლა მინდა ვისაუბრო იმ დღეებზე, რომლებმაც საფუძვლიანად შეცვალეს ჩემი ცხოვრება. ჩემს კარიერაში იყო ერთადერთი მომენტი, როდესაც მე ვიყავი მზად, დამეტოვებინა იუვენტუსი. ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ გუნდში დარჩებოდა ფაბიო კაპელო. სამწუხაროდ, ჩვენს შორის ვერ ჩამოყალიბდა ის ურთიერთობა, რომელიც მე მომცემდნენ მოტივს გუნდში დარჩენისა. მე ვხვდებოდი, რომ კიდევ ერთი წლით დარჩენას აზრი არ ქონდა, იმის მიუხედავად დარჩებოდა თუ არა გუნდი სერია ა-ში თუ სერია ბ-ში.

პრინციპში, უკვე გადაწყვეტილების მიღებასაც ვაპირებდი და აქედან გამომდინარე ტურინის დატოვებას. გულშემატკივართა პატივისცემის გამო,  იტალიაში სხვა გუნდში ვერ ვითამაშებდი და მითუმეტეს ჩემი გუნდის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო მომიწევდა ყველაფრის შეცვლა: ქვეყნის, ენის, მენტალიტეტის, და ფეხბურთის თამაშის მანერის.

იმ დღეებში  ბევრს ვფიქრობდი იმ გუნდზე, რომელში თამაშსაც  შევძლებდი. რატომღაც  ვერ წარმომედგინა კლუბი-გრანდი, უფრო ხშირად თავში მიტრიალებდა აზრი პატარა კოლექტივზე გარკვეული ამბიციებით, რომელთაც თავშიც კი არ მოუვიდოდათ იუვეს მსგავსი წარმატებები.

იდეა, შემეტანა წვლილი პატარა კლუბის მშენებლობაში, იყო ერთადერთი რაც თავში მომდიოდა, როდესაც ვფიქრობდი იუვენტუსისა და იტალიის დატოვებაზე. ადრე ვთქვი, რომ ჩემი გადაწყვეტილება იყო მტკივნეული, თუმცა ეს სიტყვებად იოლია, სინამდვილეში კი  ვგრძნობდი, რომ ეს იყო ჭეშმარიტი ტრაგედია.
გადაწყვეტილების მიღებისას,  გავიხსენე ჩემი ცხოვრების 13 წელი, რომელიც მოიცავდა ბევრ მშვენიერებას და სხვასაც: ტრავმა, მარცხი, შეცდომები. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ როდესაც მე ვცდებოდი, ყოველთვის ვპოულობდი საკუთარ თავში ძალას წინ წასვლისა და ეს ყოველთვის ხდებოდა ერთი და იმავე მაისურით. თითოეული შეცდომა აღრმავებდა ჩემს კავშირს იუვენტუსთან. საბოლოო ჯამში 13 წლის შემდეგ ვიყავი ერთადერთი ადამიანი, ვინც მოიგო იუვენტუსთან ერთად ყველაფერი, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა. იმ მომენტში ეს ურთიერთობები გადაზრდილი იყო საფეხბურთო ურთიერთობებიდან უფრო ღრმა ურთიერთობებში.  შესანიშნავად ვხვდებოდი, რომ ვერცერთი გუნდი ვერასდროს ვერ მომცემს იმდენს, რამდენიც მომცა იუვენტუსმა. რა თქმა უნდა,  ვფიქრობდი გულშემატკივართან ურთიერთობაზეც, ვგრძნობდი იმის მნიშვნელობასაც, რომ ისინი უკვე დიდი ხანია მეძახდნენ კლუბის სიმბოლოს. ამას ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რამეთუ როდესაც იღებ გადაწყვეტილებას ასეთ სიტუაციაში, შენ ხვდები, რომ ის შეგეხება არა მხოლოდ შენ და შენს ინტერესებს, არამედ კიდევ მრავალ ადამიანს.  ასეთ სიტუაციაში შენ კიდევ უფრო ბევრს ფიქრობ, რომ არ დაუშვა შეცდომა.

ბავშვობიდან იუვენტინო ვიყავი, როდესაც ვთამაშობდი პირველ ფეხბურთს მეგობრებთან ერთად, მე ყოველ კვირას ვინტერესდებოდი შედეგით ჩემი საყვარელი კლუბისა და მიხაროდა წარმატება ისე თითქოს შავ-თეთრ მაისურიანი იუვენტუსის ფეხბურთელი ვიყავი. ჩემი კავშირი კლუბთან კოლოსალური იყო, მაგრამ არანაკლებ კოლოსალური იყო ჩემი კავშირი ტურინთან. მე მივედი ამ ქალაქში, როდესაც ვიყავი 18 წლის. სწორედ აქ გავხდი ისეთი კაცი, როგორიც მსურდა რომ ვყოფილიყავი, აქ შევიძინე მეგობრები აქ ვიყიდე საუთარი სახლი და გავაკეთე ისე, როგორც მე მინდოდა. ტურინში დაიბადა ჩემი მეუღლე. მსოფლიოში იშვიათია ფეხბურთელი, რომელიც ამდენად იქნება დაკავშირებული ქალაქთან, რომლის კლუბშიც ის თამაშობს. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა,  მივიღე გადაწყვეტილება უარი მეთქვა ამ ყველაფერზე და თვითონ შესაძლებლობა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისა უკვე ბევრს ლაპარაკობს ჩემს ურთიერობებზე კაპელოსთან.

ბევრია ადამიანი, რომლებიც ამბობენ, რომ  უნდა ვუმადლოდე კაპელოს იმას, რომ ორწლიანი ერთად მუშაობის მანძილზე მან დამაბრუნა ჩემს დონეზე. თუმცა მე ვერ ვხედავ ამაში დიდ წვლილს, რამეთუ მისი მოსვლის მომენტისთვის მე უკვე ვთამაშობდი მაღალ დონეზე და შეუძლებელია დაუბრუნო ადამიანს ის, რაც უკვე აქვს თავის აქტივში. ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის შემდეგ გასული იყო ძალიან ცოტა დრო, სამწუხაროდ, ის ფინალი წავაგეთ, რეალთან დასამახსოვრებელი ნახევარფინალის შემდეგ, როდესაც ჩემს ანგარიშზე ჩავიწერე გოლი და საგოლე გადაცემა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეხედავ ყველაფერს, მაგრამ არსებობს ობიექტური რეალობა, რომლის უარყოფაც არ შეიძლება.

პრინციპში,  ვერ ვხედავ აუცილებლობას გავიმეორო ის, რაც უკვე ვთქვი ჩემს ინტერვიუებში კაპელოს წასვლის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობების შესახებ, მაგრამ  მინდა განვმარტო, თუ რატომ დაიწერა ეს პრესაში მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ.

საქმე იმაშია, რომ კაპელოს საქვეყნო კრიტიკა, მანამ სანამ ის მუშაობდა იუვენტუსში იქნებოდა დარღვევა ერთ-ერთი მთავარი პრინციპისა, რომელსაც  ვიცავ ჩემს პროფესიაში. მე ვარ – იუვენტუსის კაპიტანი და ფეხბურთი ჩემთვის არ არის მხოლოდ ის რაც ხდება მოედანზე. ჩემი ერთერთი ამოცანა იყო ნორმალური გარემოს შენარჩუნება გუნდში და მის გარშემო. თუ მე მივცემ ჩემს თავს უფლებას და გამოვიტან კლუბის გარეთ ნეგატიურ მომენტებს, ამას მაშინვე გამოიყენებენ სხვა გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც შეეცდებიან ჩვენი გუნდის ერთიანობის დარღვევას. სწორედ ამიტომაც არასდროს არ მივცემ ჩემს თავს უფლებას, ვაკრიტიკო მთავარი მწვრთნელის არჩევანი და მისი მუშაობა კლუბში.

იმ დროს მე ხანდახან მეჩვენებოდა, რომ  მე და კაპელო ვგავდით აგამემნონს და აქილევსს, რომლებიც სხვადასხვა გზებით და საშუალებებით და სხვადასხვა გრძნობებით მიდიოდნენ ერთი მიზნისაკენ.

შესაძლოა, სწორედ ამ აზრებმა გადამატანინეს ის პერიოდი, რომელიც ჩემთვის არ იყო მარტივი გადასატანი.  მუდმივად ვრჩებოდი სკამზე და თითქმის არ ვიღებდი მონაწილეობას მატჩებში და ამის მიუხედავად თითქმის სულ ვიყავი კრიტიკის ქვეშ. ნებისმიერ გუნდში, ისეთშიც კი, რომელიც სულ იგებს, ყოველთვის არსებობს გმირიც და უიღბლოც.  არასდროს არ ვყოფილვარ უიღბლო ჩემი ნატურიდან გამომდინარე და ჩემი კარიერის ამ ნაწილმა მოითხოვა ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური ხარჯები, იმისათვის, რომ მიმეღო შექმნილი სიტუაცია, მაგრამ არ გამეთავისებინა ჩემთვის უჩვეულო როლი.

დიახ, მზად ვიყავი დამეტოვებინა ტურინი, მაგრამ შემდეგ, ერთ მომენტში ყველაფერი 180 გრადუსით შეტრიალდა. წავიდა კაპელო, მე მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში და გადავწყვიტე იუვენტუსში დარჩენა, როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო სასჯელი გუნდისათვის, რომელშიც ის აღმოჩნდა.
აქ მე უნდა ვთქვა, რომ მე მაშინ ვერ ვხვდებოდი და ვერც ვერასდროს მივხვდები შედეგს, რომლამდეც მივიდნენ გამომძიებელი ორგანოები. ვამბობ და ყოველთვის ვიტყვი და მოვითხოვ, რომ ჩვენ ის ორი ტიტული მოვიგეთ, ის ორი ტიტული, რომელიც წაგვართვეს, მოვიგეთ სუფთად და დამსახურებულად.

როდესაც ბარიში ჩვენ გადმოგვცეს თასი იტალიის ჩემპიონატში გამარჯვების აღსანიშნავად, ბევრი ჩვენგანი უკვე წუხდა და განიცდიდა ნიშნებს სკანდალის დაწყებისა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არავინ არ ფიქრობდა იმას თუ რა დონის კატასტროფა მოყვებოდა ამას. ჩვენს ყველა კრიტიკოსს მინდა ვუთხრა მხოლოდ ერთი რამ: სპორტსმენი, როდესაც აღმართავს თასს, ყოველთვის გრძნობს და ხვდება დაიმსახურა ის თუ არა. ასე რომ ის თასი ჩვენ დავიმსახურეთ სეზონის ყველა მატჩში, ჩვენ თანმიმდევრულად მივდიოდით ყველა ტურში და ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონატი სუფთა ბრძოლაში.

თუმცა გადაწყვეტილება ჩვენ სასარგებლოდ აშკარად არ მიუღიათ, და სკუდეტოს ნიშნული გადააქსოვეს სხვა გუნდს, მაგრამ მე არასდროს არ მიფიქრია რომ ის არ არის ჩემი. სერია ბ-ში თამაშმა  კიდევ უფრო დამარწმუნა იმაში, რომ ის ორი სკუდეტო ეკუთვნის იუვენტუსს. ბევრი ამბობს, რომ, მიუხედავად ყველა პროცესისა, იტალიური საფეხბურთო სამყარო დარჩა იგივე, რაც იყო ადრე, თუმცა არსებობს ხალხი, ვისთვისაც იმ რამოდენიმე დღეში შეიცვალა ყველაფერი. ეს ადამიანები არიან ისინი ვინც თამაშობდნენ იუვეში.

მე მაშინ მართლა მეჩვენებოდა, რომ გარშემო ყველა შეიცვალა. ამასთან იმდენად გუნდი არა, ვიდრე თავად ფეხბურთელები, ისინი აღარ იყვნენ ისეთები, როგორებსაც მე მიჩვეული ვიყავი მრავალი წლის მანძილზე. თავად განსაჯეთ, ჩვენ წავაწყდით აუცილებლობას შეგვეცვალა ყველაფერი და სწრაფად. ჩვენ გვყავს ახალი მწვრთნელი,ახალი ტექნიკური შტაბი, ახალი ხელმძღვანელობა, ახალი საშინაო მოედანი, რომელზეც, მე სიმართლე რომ ვთქვათ უკვე წყნარად ვგრძნობდი თავს ვიდრე ძველზე, მე მახსოვდა ჩემი უკანასკნელი მატჩი, რომელიც პრიმავერას შეამდგენლობაში ჩავატარე ამ არენაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს არ იყო დელე ალპი. აგრეთვე ბევრი სტადიონი, რომელზეც გვიწევდა სტუმრად თამაში, იყო ჩვენთვის სრულიად ახალი, ისევე როგორც ქალაქები სადაც ვთამაშობდით. ჩვენ გვყავდა ახალი მოწინააღმდეგეები და ჩვენ გვქონდა ახალი მიზნები. საუბარი იყო უკვე არა იტალიის ჩემპიონატის მოგებაზე ან ჩემპიონთა ლიგის, არამედ უსწრაფეს დაბრუნებაზე სერია ა-ში.

ეს სხვა ქვეყანაში წასვლაზეც კი მეტი იყო, ეს დაახლოებით იგივე იყო რაც სხვა პლანეტაზე გადაფრენა. თითქოს, ჩვენ ვთამაშობდით მარსზე. იმ სამყაროში, რომელშიც, მივეჩვიეთ ცხოვრებას ერთადერთი მიზნით – მხოლოდ გამარჯვება, ახლა კი ეს მიზანი იყო ძირითადი მიზანი, მაგრამ არა ერთადერთი. ჩვენ უნდა დაგვებრუნებინა გუნდისათვის მისი ადგილი, მისი სახელი, მისი მდგომარეობა. ეს ძალიან დიდი სტიმული იყო თამაშის გასაგრძელებლად მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ. ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ ის პატარა კოლექტივი, რომლის მოძებნასაც მე ვაპირებდი ინგლისში ან ესპანეთში, სხვადასხვა მიზეზთა გამო ვიპოვე ჩემთან სამშობლოში.

მეორეს მხრივ, ეს შესაძლოა პარადოქსიც იყოს, მაგრამ რაღაც დონეზე ჩემპიონატი სერია-ბ-ში უფრო კომფორტული იყო, ვიდრე მაღალ დივიზიონში. ჩვენ წყნარად ვემზადებოდით კვირიდან კვირამდე, თითოეული მატჩისათვის, თავისუფლები ვიყავით ჩემპიონთა ლიგისა და თასის მატჩებიდან, ვთამაშობდით თითქმის ყოველთვის დღე, ბუნებრივი განათებით. ცხოვრების რიტმიც კი რაღაც დონეზე უფრო მისაღები იყო, რამეთუ თითქმის ყველა მატჩი სერია ბ-ში ტარდება შაბათ დღეს, და ჩვენ კვირა დღე უქმე გამოგვდიოდა.

მე კონცენტრირებას ვაკეთებ ამ დადებით მომენტებზე, იმიტომ, რომ მაშინ სიტუაცია ამას თხოულობდა. რა თქმა უნდა, სიმართელედ რჩება ის ფაქტი, რომ თითოეულ ფეხბურთელს სურს მიაღწიოს მაქსიმალურ შესაძლებელ დონეს, მიაღწიოს წარმატებას თავის ქვეყანაში და ითამაშოს სამშაბათს ან ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე. იმის მაგივრად, რომ ასეთ დღეებში უყუროს ფილმებს ან მიირთვას სუში. თუმცა მე არ ვნანობ იმ სეზონს: იუვენტუსი დარჩა ჩემს სახლად, იმ ზაფხულს მომხდარმა მოვლენებმა კი სრულიად გაანადგურა ჩემი ფიქრები წასვლასთან დაკავშირებით.

აგვისტოს ბოლოს უკვე ვხვდებოდი, რომ მივიღე სწორი გადაწყვეტილება როდესაც დავრჩი გუნდში. ვარჯიშები კარგად მიდიოდა, მე შესანიშნავ ფორმაში ვიყავი და მოედანზე ისე ვგრძნობდი თავს, როგორც თევზი წყალში. ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ სერია ბ-ში დაბრუნებით  დავბრუნდი ჩემს ახალგაზრდობაში.  უნდა ვთქვა, რომ ფსიქოლოგიურად საკმარისად გაწონასწორებული ვიყავი, რამეთუ ერთი წუთითაც არ დამიშვია ის აზრი, რომ იუვენტუსი შეიძლება ვეღარ დაბრუნებულიყო თავის პოზიციებზე.

ამგვარად, ჩვენ გავხსენით სეზონი რიმინიში და თან ჩავიტანეთ მსოფლიო თასი, ეს იმდენად ფანტასტიური იყო რომ გაზეთ «Times»-ის რეპორტიორებიც კი იყვნენ ჩამოსულნი სანახავად იმისა თუ როგორ ჩაივლიდა ეს ყველაფერი.

სპორტისთვის შეწირული 10 «მსხვერპლი»

1. აუცილებლობა 13 წლის ასაკში დასერიოზულებისა. სწორედ ამ ასაკში დავტოვე ჩემი მშობლები და გადავედი სხვა ქალაქში, სადაც მალევე მომიწია მე სწავლა იმისა თუ როგორ უნდა შექმნა საკუთარი ცხოვრება.

2. არ იცოდე თუ რას ნიშნავს თავისუფალი კვირა დღე. განსაკუთრებით რთულია ამის გადატანა ახალგაზრდობაში. ვინ იცის, შესაძლოა, მე დისკოტეკების მეფეც გამოვსულიყავი!

3. საფეხბურთო სეზონის დროს, რამოდენიმე დღით შვებულების აღების შეუძლებლობა.

4. ანონიმურობის სრული უგულვებელყოფა, რომელიც ყველაზე ხშირად მსხვერპლებს შორის ყველაზე უმთავრესია.

5. შეუძლებლობა ყველა იმ ტკბილეულის ჭამისა, რომელიც მოგესურვება.

6. სერია ბ-ში თამაში. მაგრამ იუვეს მაისურით იქ თამაში მაინც სულ სხვაა.

7. შეუძლებლობა ციგურაობისა, მე არასდროს ცხოვრებაში არ მითხილამურია.

8. აუცილებლობა გაჩუმებისა იმ მომენტებში, როდესაც შენ შეგიძლია ბევრის თქმა.

9. ვფიქრობ, რომ რაც ზემოთ ვთქვი სკმარისია. მეტზე მე არაფერზე არ მწყდება გული.

სხვა სტატიები:

კომენტარები გამორთულია.