დელ ნერი : “შედეგი, რომელიც ძალას გვმატებს”

თუ “იუვეს” მთავარი მწვრთნელი საკუთარ კითხვებზე პასუხებს ეძებდა, ლუიჯი დელ ნერიმ ისინი უკვე იპოვა.3 დღის განმავლობაში ბიანკონერებმა ჩაატარეს ორი ურთულესი გასვლითი მატჩი მანჩესტერსა და მილანში.ორივე მათგანში შავ-თეთრებს გამარჯვების შანსი ჰქონდათ.

ჯუზეპე მეაცაზე დასრულებული მატჩის შემდეგ, ლუიჯი დელ ნერიმ მცირე კომენტარი გააკეთა : “შევცვალეთ ტაქტიკა, მაგრამ შედეგიანად.გავაკეთეთ ორი ძალიან კარგი შეტევა, ვიყავით სტაბილურები დაცვაში.რაც მთავარია გუნდი მაღალ ფსიქოლოგიურ დონეზე იმყოფება.არსებობს ასპექტები, რომლებიც მიუხედავათ ბევრი შრომისა ჩვენს სუსტ წერტილებად რჩებიან.გუნდი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, ისინი მზად არიან ერთმანეთს დაეხმარონ.ატმოსფერო ? – დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვძილია წინააღმდეგობა გავუწიოთ ჩვენი დონის გუნდებს, ჩვენ დავივიწყეთ წარსული.ფეხბურთელებმა ძალიან ჭკვიანურად ითამაშეს, ისინი მსაჯს თამაშის კონტროლირებაში დაეხმარნენ.”

წყარო : Juventus.com

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

5 კომენტარი

  1. საბა შიოშვილი MeMBeR says:

    მაგარი კაციაა ამან გააკეთა ისე ამდენი წლის განმავლობაში რო ჩვენ ჯუზეპე მეაცაზე არ წავაგეთ :D

  2. lexo_delpi says:

    შემადგენლობის შერჩევისას მთლად სწორი არ ყოფილა ჩემი აზრით

  3. pavel nedved11 says:

    ხოო. კაი ბიჭი ხარ ჯიჯი შენ :D

  4. MAFIOZ MAFIOZ says:

    ამართლებს რა ეს 4-2-2

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »