ჯანლუიჯი ბუფონი «ნომერი 1»

“ნომერი 1” ჯიჯი ბუფონის ავტობიოგრაფიული ხასიათის წიგნია. ოფიციალური წარდგენა 2008 წელს მილანში შედგა და იტალიის მასშტაბით დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. წიგნის დაწერაში ლეგენდალური კარის დარაჯის მარჯვენა ხელი იტალიაში ცნობილი ჟურნალისტი და ტელესახე რობერტო პერონე იყო.

პროლოგი

მერლინი არ იყო სწორი

არის მომენტები, როდესაც არ გყოფნის ბრაზი და ჟინი, როდესაც შენ ეძებ მას, როგორც რაღაც მიუღწეველს. ყველაფერი ის, რაც გაქვს აქ და ამ მომენტში, არ გაკმაყოფილებს, ცოტა გეჩვენება, ყველაფერი თითქოს ქრება საკუთარი სულის დინებაში. არის მომენტები, როდესაც ზოგიერთი ფრაზა, რომელსაც ადრე ზიზღით იღებდი, ხდება ჭეშმარიტი, სამჭუხარო სიმართლე. და შენ არ შეგწევს ძალა დაემალო მას. სწორედ ასე ვგრძნობდი თავს 6 თვის მანძილზე, 2003 წლის დეკემბრიდან მაისამდე, არა ივნისამდე 2004 წლისა. დამეწყო დეპრესია, ფსიქოლოგთანაც კი დავდიოდი კონსულტაციებზე. ვერ გავიგე, ვერ ჩავწვდი, თუ რატომ მოხდა ყველაფერი სწორედ იმ დროს, და არა მანამდე, არა უფრო გვიან. შესაძლოა სწორედ ეს მომენტი გახდა ჩემთვის ახალგაზრდობიდან ზრდასრულ ცხოვრებაში გადასვლის დრო, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბიჭუნასაგან უკვე შორს ვიყავი, მას შემდეგ, რაც დავტოვე მშობელთა სახლი გასული იყო უკვე 13 წელი, თუმცა ჩემი კარიერული სვლა არ გაჩერებულა ერთ ადგილზე. ვცხოვრობდი ოჯახისაგან მოშორებით, ურთიერთობა ჩემს გუნდთან, იუვენტუსთან, არ იყო იდეალური. როგორც ამბობენ ასეთ შემთხვევებში, ეს იყო გარდამავალი პერიოდი, მაგრამ ეს ფაქტორიც კი არ გამოდგება იმის ასახსნელად თუ რას ვგრძნოდი მე. რა ხედბოდა ჩემს თავს? ბოლოს და ბოლოს, ეს იყო ბანალური დაუკმაყოფილებლობა ცხოვრებით და ფეხბურთით, ანუ ჩემი სამსახურით. ეს იყო რთული თვეები, რომელთა მონელება არ იყო იოლი. რამეთუ ადამიანს, რომელიც მიჩევულია ბრძოლას მზის ქვეშ კარგი ადგილისათვის, რომელსაც შეუძლია საკუთარ თავში იმ ძალების პოვნა, რომლითაც შეუძლია ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდეს, უფრო უძნელდება საყრდენის პოვნა, იმისათვის, რომ დავარდნის შემდეგ იოლად დადგეს ფეხზე. დავდიოდი ვარჯიშებზე, მაგრამ არაფერი არ გამომდიოდა. მეშინოდა და ეს შიშის გრძნობა – პორტუგალიის ევროპის ჩემპიონატის წინაც, რომლითაც სრულდებოდა სეზონი, – ჩემთვის უცნობი იყო. ამ გრძნობისაგან მეწყებოდა ფეხების კანკალი და თავს ვერ ვგრძნობდი ისე, როგორ ადრე. ეს სიგიჟე გრძელდებოდა პრაქტიკულად თვე. არა, არაფერი ცუდი არ გამიკეთებია, არცერთი დაუფიქრებელი ნაბიჯი არ გადამიდგამს. მაგრამ ჩემი გრძნობები ძალიან უცნაური იყო, თითქოს ჩემი თავი აღარ მიჯერებდა.

საბედნიეროდ, მიუხედავად იმისა, რომ განვეკუთნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც მიჩვეულნი არიან დაეყრდნონ მხოლოდ საკუთარ ძალებს, არასდროს არ მრცხვენოდა ეს სიტუაცია გამეზიარებინა სხვებისათვის, გადამეხსნა გული. მე ვსაუბრობდი იმაზე თუ რას ვგრძნობდი გარშემომყოფებთან. პირველ რიგში ოჯახში, იუვენტუსის ხელმძღვანელობასთან და გუნდის ექიმთან, რიკარდო აგრიკოლასთან. და ყველანი ერთად დამეხმარნენ. მთელი თვე დავდიოდი კონსულტაციებზე ფსიქოლოგთან. ამან კარგი სამსახური გამიწია. საბედნიეროდ, სწრაფად გამოვედი ამ სიტუაციიდან. შიშის გრძნობა და საკუთარი თავისადმი უნდობლობა წავიდა და ეს ყველაფერი მოხდა ზუსტად იმ დროს, რომლისაც მე ძალიან მეშინოდა: ევროპის ჩემპიონატისას პორტუგალიაში. ეს მოხდა იტალია-დანიის მატჩის დროს, რომელიც დასრულდა 0-0. დიახ, ეს მოხდა სწორედ იმ ავადსახსენებელ მატჩში, რომელსაც ყველა იხსენებს ტოტისა და პოულსენის სახელებით და რომელიც ბედის ირონიით ამჟამად არის ჩემი თანაგუნდელი.ეს იყო მოულოდნელი შეგრძნება თავისუფლებისა და განათებისა, შტორმის შემდეგ ზღვის ჩაწყანრებასავით. მე ვიდექი თავსხმა წვიმაში და უცებ აღმოვჩნდი სუფთა და ცისარტყელიანი ცის ქვეშ. ჩვენ შევედით გასახდელში და მე ვიყავი ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც იღიმებოდა. შესაძლოა ზოგ თანაგუნდელს იმ მომენტში გაუელვა ფიქრმა: „რა არის აქ სასაცილო?“, მაგრამ ეს სიტყვები ჩემთვის არავის უთქვამს. დიახ, სწორედ იქ დავფიქრდი საგნებზე, რომლებიც ბანალური, მოძველებული გეჩვენება, თითქოს თავისი დრო უკვე მოჭმული აქვთ და თითქოს ჩვენს სამყაროში ისინი უაზრობაა. «ბედნიერება არ არის ფულში». ეს სიტყვები მიტრიალებდა თავში. და უეცრად მე მივხვდი, თუ რამდენად მართალია ეს ფრაზა. მე მივხვდი, რომ ზოგიერთ სიტუაციაში ფული ცხოვრებაში არანაირ როლს არ თამაშობს, ის უბრალოდ ზედმეტი ხდება შენს ფასეულობებში. ერთხელ მერილინ მონრომ თქვა: „ჯობია იტირო როლს-როისში, ვიდრე მგზავრებით გატენილ ტრამვაიში“. ჩემი აზრით, ის არ იყო სწორი. ადამიანს, რომელიც ტირის მგზვრებით გატენილ ტრამვაიში, თავში მოსდის ფიქრი, რომ ის შეძლებს კრიზისიდან გამოსვლას, გახდეს უკეთესი, შეცვალოს საკუთარი ცხოვრება. ეს შეგრძნება აძლევს მას სტიმულს რთული მომენტების გადატანისა და ასწრაფებს ცრემლის მოწმენდას. ის კი, ვინც ტირის კომფორტულ სკამზე როლს როისისა, დარწმუნებულია, რომ უკვე ყველაფერს მიაღწია, ამიტომ მისთვის უფრო რთული იქნება კრიზისიდან გამოსვლა, რამეთუ ასეთ ადამიანს კონკრეტული მიზანიც კი აღარ აქვს და თუ ის ფსკერზეა დაშვებული, მაშინ სიტუაციას აღარაფერი ეშველება.

იმ დღეს, 2004 წლის ივნისში, გასახდელში გიმარაეშის სტადიონისა, მე ბედნიერი ვიყავი. «მე დავბრუნდი», – ვუთხარი ჩემს თავს, ხოლო ჩემი პარტნიორები მიყურებდნენ გაკვირვებულნი და აქნევდნენ თავს.

თავი I

მე მოვიგე


ეს ხმა გამოდიოდა სახლიდან, რომელიც იყო ქალაქ პერტეგადში. შესაძლოა ეს ხმა ჩადიოდა ერთი სართულით დაბლა, მაღაზიაში, რომელიც ეკუთვნოდა ჩემს ნათესავებს, მაგრამ ის დაკეტილი იყო, რადგან დღეს კვირა საღამოა. ეს ერთ-ერთი იმ კვირა საღამოთაგანია, როდესაც ყველა იტალიელი ზის ეკრანის წინ და უყურებს ფეხბურთს (რომელიც მთავრდება ბავშვებისათვის 90-ე წუთზე მატჩისა, რადგან ისინი უნდა წავიდნენ დასაძინებლად, მანამ სანამ დაიწყება პროგრამა «Domenica sportiva»). ზამთრის თვეებში მალე ბნელდება, მითუმეტეს პერტეგადში. ზამთარი აქ მალე მოდის და დიდხანს გრძელდება, როგორც მატჩი, რომელიც გადადის დამატებით ტაიმებში.

სასტუმრო ოთახში ვარ, ნათესავებთან, იუვენტუსის გულშემატკივრებთან, რომელთაც ხელში უჭირავთ ლატარეა «Totocalcio». ჩემი აზრით, მაშინ 4 ან 5 წლის ვიყავი და წინა დღეს ცხოვრებაში პირველად შევავსე ლატარეის ბილეთი.

«მე მოვიგე», –  ვყვირი . ნათესავები კი იცინიან. ისინი არ დამცინიან, მაგრამ მე მაინც მწყინს. ისინი მოთმინებით მიხსნიან, რომ «Totocalcio»-ში მხედველობაში მიიღება შედეგი, მხოლოდ ერთი სვეტისა და არა ორის ერთად.

იმ საღამოს  ვერ გავხდი გამარჯვებული, მაგრამ წლების შემდეგ, – მე ხომ ყოველ კვირას ვთამაშობდი, –  შევძელი დამედო 1 მილიონი ლირა და მოვიგე 12 მილიონი.  არ მიყვირია, არც კი მახსოვს იმ დროს სად ვიმყოფებოდი. მაგრამ ამ მოვლენამ მომცა  ზღვა დადებითი ემოციებისა. საქმე არ არის მოგებულ თანხაში, არამედ სიხარულში, რომ  შევძელი გამომეცნო მატჩების შედეგები. მთავარი თავად თამაშის პროცესია, რომელიც ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გართობაა. მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა და მასზე მოგვიანებით.

ყველაზე დიდი პრიზი ჩემს ცხოვრებაში კი – ჩემი ცხოვრებაა. მამაჩემი ადრიანო და დედა მარია სტელა.  ზოგჯერ ვუყურებ მათ უკვე ზრდასრული ადამიანის თვალებით და გაოცებული ვრჩები.  ძალიან მინდა, რომ 30 წლის შემდეგ იგივე სურათი ვნახო, მაგრამ ამჯერად უკვე  თვითონ ვიყო მსახიობი: მინდა ვუყურებდე ქალს, რომელიც მიყვარს და მინდა, რომ ის მიყურებდეს  ისე როგორც დედაჩემი უყურებს მამას.

მამაჩემი იყო ბადროს მტყორცნელი, ხოლო დედაჩემი დისკის მტყორცნელი. ისინი იყვნენ ეროვნული ნაკრების წევრები ათლეტიზმში და გაიცნეს ერთმანეთი ქალაქ ფორმიაში,  სპორტულ ტექნიკურ ცენტრში. პირველი შეხვედრისას მათ რაიმე განსაკუთრებული სიმპათიები არ გასჩენიათ ერთმანეთის მიმართ: სწორედ იმ მომენტში, როდესაც მამაჩემი აპირებდა ბადროს ტყორცნას, დედაჩემმა გაიარა გვერდზე, და გამომწვევი გამომეტყველებით უთხრა: „გადი გვერდზე“. ორი გული და ერთი ტყორცნა. არა უფრო სწორედ სამი. ჯერ დაიბადა დვენდალინა (1973წ.) და მერე ვერონიკა (1975წ.), ხოლო შემდეგ 1978 წელს დადგა ჩემი რიგიც ამ ქვეყანაზე გაჩენისა. ყოველთვის ვიყავი ოჯახში ყველაზე პატარა და დღესდღეობითაც ასეთად ვრჩები, მიუხედავად ჩემი ასაკისა და სიმაღლისა. ეს ასეც არის სინამდვილეში.

ყოველთვის ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ დაბადებული ვარ სპორტისათვის: ჩემს ოჯახში ყველანი სპორტსმენები არიან და ამასთან ნაკრების წევრები. თავდაპირველად ჩემი ოჯახის წევრები თვითონ იყვნენ დაკავებული სპორტით, შემდეგ კი უკვე სხვებს ასწავლიდნენ. ჩემი დები გახდნენ ჩემპიონები ფრენბურთში. მშობლები მუშაობენ ფიზკულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ისინი ტოსკანიის ბევრ ქალაქში ავარჯიშებდნენ სპორტსმენებს: ტირენიაში, პიზაში, ფუჩეკიოში.

როდესაც  დავიბადე, ჩემი დები დადიოდნენ საბავშვო ბაღში. იმის გამო, რომ მე ვიყავი პატარა , ძიძას არ შეეძლო მთელი დღე მათთვის მიეხედა. მამაჩემი დაიბადა ქალაქში – ლატიზანა, ფრიულის მიდამოებში,სადაც ამჟამადაც ცხოვრობენ მისი ნათესავები.ამგვარად, აღმოვჩნდი იტალიის ჩრდილოეთში, სადაც ნათესავებს ქონდათ შესაძლებლობა ჩემი მოხედვისა. მანამ სანამ მე შევიდოდი სკოლაში ჩემი ბავშვობა მიდიოდა ორ ადგილას: ზამათარში ვცხოვრობდი მამის ნათესავებთან პერტეგადში, ხოლო ზაფხულს ვატარებდი მშობელბის სახლში ტოსკანაში.

პერტეგადა არის პატარა ქალაქი. სწორედ იქ ცხოვრობდნენ ბიძია ჯანი, ბიცოლა მარია (სწორედ, ისინი ვინც დამცინოდნენ, როდესაც მე ბავშვობაში ვყვიროდი ჩემი მოგების შესახებ «Totocalcio»-ში) და ბებია ლინა, რომელიც მათამამებდა. მე ვიყავი ყველაზე პატარა შვილიშვილი და საერთო ყურადღების ცენტრში ვიყავი. არასდროს არ მიგიქცევიათ ასეთი სიტუაციისთვის ყურადღება? არასდროს არ გიცხოვრიათ სხვა ადამიანებთან ერთად?  პატარა ქალაქებში და სოფლებში ეს ყველაფერი ამგვარად ხდება: თუ იქ ჩნდება ახალი ადამიანი, რომელსაც მანამდე არავინ არ იცნობდა, მას თვალყურს ადევნებენ, და თუ ის მოეწონებათ ადგილობრივ მცხოვრებლებს, მაშინ ყველა ეჩვევა მას.

ზოგჯერ მე ვეკითხები საკუთარ თავს, სხვებიც ასე ფიქრობენ თუ არა, ისე იღებენ სხვებიც ცხოვრებას როგორც მე – მოვლენებისა და ნიშნების მძივივით. სწორედ იქ, პერტეგადში, თოვლში, მე პირველად დავარტყი ბურთს ფეხი. როდესაც  მქონდა დებიუტი ეროვნულ ნაკრებში და დავინახე თოვლი მოედანზე მოსკოვში, მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს: „ეს შეუძლებელია! აქაც არის თოვლი!“ პერტეგადში ყოველ დილას ბიცოლა ალდინასთან ერთად დავდიოდი პროდუქტების საყიდლად მაღაზიაში, რომელიც ოჯახს ეკუთვნის. ეს მაღაზია მიმაჩნდა ზღაპრულ სამყაროდ. და რა ბედნიერი ვიყავი როდესაც დავრბოდი პროდუქტებს შორის, დერეფნებში, რომელიც სავსე იყო საჭმელით. და ჭამა…

ჩემი პირი იყო მუდმივად რაღაცით დაკავებული, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარდა ბუტერბროდი, რომელსაც საოცარი სისწრაფით ვჭამდი. აგრეთვე დიდი სიამოვნებით ვჭამდი  ჟელეიან კანფეტებს და კარამელს. ჩემს ხელში  ყოველთვის იყო რამე ტკბილეული და ასეთ მომენტებში  ბედნიერი ვიყავი. პროდუქტების ვიტრინებს შორის  არ ვუშლიდი ხელს ნათესავებს თავიანთ საქმეში. ვსწავლობდი დამოუკიდებლად ცხოვრებას. ეს ყოველთვის იყო ჩემი თვისება. მაღაზია მდებარეობდა პირველ სართულზე, ხოლო მეორეზე ცხოვრობდნენ ჩემი ნათესავები. მათი ბინა გაყოფილი იყო ორ ნაწილად, ერთ ნაწილში ცხოვრობდნენ ჯანი ა მარია, ხოლო მეორეში ბებია ლინა. სახლში გვქონდა დიდი შეშის ღუმელი, რაზედაც ვაშრობდით სარეცხს, რომელსაც გავიხდიდით ხოლმე თოვლიანი ქუჩიდან შემოსვლისას. ჩვენ დავდიოდით ბიცოლა ალდინასთან, ბად სპენსერის ფილმების საყურებლად. მე ვერთობოდი ფილმების ყურებით და თან ვჭამდი მაკარონს სოუსთან ერთად ან თხელ ფაფას სიმინდისაგან გაკეთებულს, რომელსაც ბიცოლა მიმზადებდა.

ჩვენ მუდმივად ვჭამდით რაღაც ცხელს, იმიტომ რომ გარეთ ძალიან ციოდა. საერთოდ, არ მაწუხებს სიცივე, პირიქით ფრიულის სიცივეებმა  გამაკაჟეს და გამიძლიერეს იმუნიტეტი.  თუმცა სიცივე საერთოდაც არ მიყვარს.  მახსოვს, სადილის შემდეგ,  ამიკრძალეს ქუჩაში გასვლა და თოვლში თამაში. იმ დილას ბიცოლა მარიას მოუწია ჩემთვის გამოეცვალა ტანსაცმელი შვიდჯერ, იმიტომ, რომ ქუჩაში ვეპარებოდი ხოლმე და თოვლზე ვსრიალებდი მეგობრებთან ერთად, ხან კი ვთამაშობდი ფეხბურთს თოვლში. როგორც წესი მალე ვიცმევ, შუა ზამთარშიც კი, მაგრამ როდესაც სიცივეში ცხოვრობ სწავლობ სითბოს დაფასებას. სითბო, რომელსაც გამოყოფდა ჩვენი შეშის ღუმელი არის ერთ-ერთი ჩემი მოგონება ბავშვობიდან.

დღის განრიგი დიდად არის დამოკიდებული ადგილზე სადაც ცხოვრობ. ალბათ, სწორედ ამიტომ მე შემიძლია ვისადილო ნებისმიერ დროს, გარდა ტრადიციულად დაგეგმილისა.  ფრიულიში ჩვენ ვიღვიძებდით დილის 5 საათზე, ვსაუზმობდით 11:30სთ-ზე, ვვახსმობდით 17:30სთ-ზე, საღამოს კი ვსვავდით ცხელ სასმელს 20:30სთ-ზე და ვწვებოდით 21:00სთ-ზე. ეს იყო ჩემი პირველი სახლი და ამიტომ ძალიან მივეჩვიე მას და იმ ხალხს ვინც იქ ცხოვრობდა. იმდენად შემიყვარდა იქაურობა, რომ ჩემდაუნებურად დედასაც კი ვაწყენინებდი ხოლმე. ალბათ, ეს იყო ყველაზე დიდი წყენა რაც  დედას მივანიჭე. ყველაფერი მოხდა რელიგიური დღესასწაულის დღეს, ჩვენს სახლში კარარეში. როდესაც მოვიდა დრო დაძინებისა, ჩავვარდი ისტერიკაში, რადგან მინდოდა დამეძინა ბიძიასა და ბიცოლასთან და არა ჩემს მშობლებთან. დედა ხანდახან ახლაც კი მიყვება ხოლმე ამის შესახებ და ალმაცერად შემომხედავს ხოლმე.

პერტეგადა ჩემთვის გახდა ადგილი, სადაც დარჩა ჩემი ფესვები, ბავშვობის ყველაზე დასამახსოვრებელი მოგონებები. ეს არის ერთ-ერთი იმ ადგილთაგანი, სადაც ბრუნდებიან ჩემი მოგონებები. სწორედ იქ დავიწყე შეგროვება «Panini»-ის მისაწებებელი სურათების. 1983 წელს მე მაჩუქეს პირველი ალბომი. როდესაც მას ვფურცლავ, ახლაც კი მიჩნდება ემოციები, თითქოს ისევ ბავშვი ვიყო, რომელიც ხევს პაკეტს ამ სურათებისა და იქ ხვდება ასკოლის ფეხბურთელები – ანცივიანო და ნიკოლინი. მე ახლაც კი ვაგროვებ პანინის. 1961 წლიდან დაწყებული,  მაქვს ყველა კოლექცია ორის გარდა.

პერტეგადში მივიღე საჩუქრად აგრეთვე ჩემი პირველი ბურთი. მე მაჩუქა ის ბიძამ. მახსოვს როგორ დავდიოდი მასთან ერთად ადგილობრივ საფეხბურთო მოედანზე, რომელიც სახლიდან 50 მეტრში იყო. ამ ბურთზე ეწერა «Super Tele» და ის არასდროს არ მიდიოდა სწორად. მამისგანაც მივიღე ბურთი საჩუქრად, მაგრამ ის საერთოდ არ მომეწონა. მე გამუდმებით დავრბოდი მოედანზე და უფროს ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი ფეხბურთს, მე ყველაზე პატარა ვიყავი მათ შორის. ზაფხულში ვბრუნდებოდი კარარაში. ჩემთვის, ჯერ კიდევ ბავშვისთვის, ზაფხული არანაკლებ ზღაპრული იყო ზამთართან შედარებით. რაღაცაში ერთმანეთსაც კი გავდნენ ზაფხული და ზამთარი, ალბათ მათ აერთიანებდა მოლოდინი იმისა, რასაც გიმზადებს ცხოვრება, და რისი აღება შეიძლება მისგან. ჩემი საყვარელი ადგილი იყო პლიაჟი. მე მთელი დღით ვიკარგებოდი ჩემს დებთან ერთად. მოდიოდნენ ჩვენთან ერთად ბიძაშვილებიც და მათი მეუღლეები. იქაც ყურადღების ცენტრში მე ვიყავი, მაგრამ ხანდახან მე მიყენებდნენ საცდელი კურდღლის როლშიც. საყვარელი გართობა იყო შემდეგი: ისინი მიკრავდნენ ხელებს ზურგს უკან და მე ხტუნვა ხტუნვით უნდა გადამელახა დაბრკოლებები. მე არც ისე ხშირად გამომდიოდა ფეხზე დარჩენა, მაგრამ მიხარია, რომ ამგვარად გადავეჩვიე შიშს მიწაზე დაცემისა, მაშინაც კი როდესაც გარშემო არ არის თოვლი, რომელიც დაცემას არბილებს.

ერთ შემოდგომაზე კი მე აღარ დავბრუნდი პეტრეგადში.

მე ვიყავი 6 წლის და დადგა დრო სკოლაში შესვლის.

ჩემს წინ გაიხსნა ცხოვრებაში პირველი მნიშვნელოვანი კარები.

თავი II

სკოლის სკამი და ხარიხა


ველური დასავლეთის შუაგულში და ემილიას ქუჩებში
“ბახ!”

ან რაღაც ამის მსგავსი ხმა.

ბურთი ხვდება ხარიხას და ბრუნდება უკან მოედანზე. ასეთ მომენტებში, მე, როგორც წესი, ამოვისუნთქავ ხოლმე. მე ამ ბურთს ვერ მოვიგერიებდი, მაგრამ ფეხბურთის ღმერთი დღეს ჩემს მხარეზეა, ის მე დამეხმარა, მან დაახვედრა თავისი ხელი იქ, სადაც ჩემი ხელი არ მიწვდა. მაგრამ იმ დღეს, ჩემდა სამწუხაროდ, ბურთი არ შევიდა კარში. იმიტომ, რომ ეს გოლი უნდა გამეტანა მე და უნდა მომხდარიყო ეს განსაკუთრებულ ადგილას. „სან სირო“ უბრალოდ უზარმაზარია და ვერასდროს ვერ შეეჩვევი ამ გიგანტს. ის აოცებს, თავისი სიდიდით ფეხბურთის გურუებსაც კი.  და ჩემზე პატარა ბიჭუნაზე რა შთაბეჭდიელბას მოახდენდა! მე მქონდა დებიუტი დიდ სტადიონზე, მაგრამ არა მეკარის ამლუაში არამედ ვცდილობდი გოლის გატანას. ამის მაგივრად კი საჯარიმო დარტყმის შედეგად ბურთი გავარტყი ხარიხას.

ბახ! მე მაინც ვერ მოვახერხე  მილანის სტადიონზე გოლის გატანა.

იდგა 1989 წელი, მე ვთამაშობდი ქალაქ მასა კარარის გუნდში.  ჩემთან თამაშობდა „ძანეტინო“, ასე ვეძახდი მე კრისტიანო ძანეტის, რომელმაც ბედმა ისევ შემახვედრა იუვეში, აგრეთვე მარკო როსი, რომელიც ამჟამად ჯენოასი თამაშობს. ეს იყო ერთერთი მატჩი ბიჭუნებისა, რომელიც წინ უძღვის ხოლმე სერია ა-ს. ხოლო იმ დღეს მოედანზე უნდა გამოვიდნენ ინტერი და ვერონა. შედეგად მოიგეს მილანელებმა და ერთადერთი, გამარჯვების, გოლი გაიტანა ბერტიმ.

დიახ, მე ვიწყებდი ფეხბურთის თამაშს. მაგრამ არა პერტეგადის თოვლში და არც პლაჟზე. მე ფეხბურთით დაკავებული ვიყავი უკვე არა გართობისათვის, არამედ ვირიცხებოდი ნამდვილ საფეხბურთო კლუბში. როდესაც მე გავხდი 6 წლის, ჩემი ოჯახი გადავიდა სახლში მარინა დი კარარაში. და თუ პერტეგადში მე ოთახს ვიყოფდი ჩემს ბიძაშვილ სერჯიოსთან, ამჟამად მის როლს ასრულებდნენ ჩემი დები.

სკოლის რვეული და ბურთი. სწორედ ასეთი იყო 6 წლის ბავშვის ცხოვრება. მე კარგად მახსოვს,  თუ როგორ წავედი პირველად სკოლაში. ახალგამომცხვარი მოსწავლეეები შედიოდნენ კლასში მშობლებისა და ნათესავების თანხლებით. მამაჩემმა კი მიმიყვანა დერეფნამდე, გაჩერდა იქ და მითხრა: „შენ უნდა მიხვიდე 1 ბ-ში». შემდეგ გაბრუნდა და წავიდა, მე კი დამტოვა მარტო დერეფანში. ე ჩემით შევედი კლასში, სადაც დავინახე კლასის ხელმძღვანელი, ბაგრიელ ვანელი, რომელიც ჩემს დას გვენდალინასაც ასწავლიდა. მე არასდროს არ მომწონდა საბავშვო ბაღში სიარული. და თუ ბედის ირონიით მე მაინც მოვხვდებოდი ხოლმე იქ, აუცილებლად ვხვდებოდი ხოლმე უაზრო სიტუაციებში. რადგან, ყოველთვის, როდესაც დაგვავალებდნენ ქაღალდისაგან რაიმეს გაკეთებას, მე იმ ქაღალდებს უბრალოდ ვჭამდი.

მთელმა ჩემმა ბავშვობამ გაიარა პერტეგადში, პროდუქტების მაღაზიის ვიტრინებს შორის ჩემს ნათესავებთან, ფეჩთან ახლოს, სადაც შრებოდა ტანსაცმელები, პატარა სამყაროში ნაცნობ სახეებში და საერთო ტრადიციებით. მე არ ვიყავი მიჩვეული ცხოვრებას უცნობებთან ერთად, ეს ჩემთვის რაღაც ახალი იყო. მაგრამ მე მეყო ერთი დღე, რომ მივჩვეულიყავი. მე ასე ვარ მოწყობილი: აზრი რაღაც ჯერ უცნობზე მე მაიძულებს გავჩერდე წამიერად, მაგრამ შემდეგ თავამდე ვეშვები ახალ ცხოვრებაში. საერთო ჯამში მე არ ვყოფილვარ ცუდი მოსწავლე. ერთხელ ჩემი კლასის მასწავლებელმა ჟურნალში ჩაწერა, რომ ჩემგან დადგებოდა კარგი ლიდერი კლასისა.

ქაღალდი, კალამი, სკოლის რვეულები და ფეხბურთის ბურთი. ეხლა დრო შეიცვალა, ადრე კი პირველი რასაც ერთმანეთს ვეკითხებოდით გაცნობისას იყო შემდეგი: „რომელ გუნდს გულშემატკივრობ?“

ყველა ის ბავშვი, რომელიც სწავლობდა ჩემთან ერთად კლასში, გულშემატკივრობდა ან იუვეს ან ინტერს. ძალიან ბანალურია. მე კი მომწონდა ისეთი გუნდები როგორც იყო ჯენოა, პესკარა რომელსაც იმ დროისათვის წვრთნიდა ჯოვანი გალეონე და სადაც თამაშობდნენ რებონატო და სლისკოვიჩი. სწორედ პესკარამ მოიგო პირველი ტურის მატჩი 1987-88 წლების სეზონში სან სიროზე 2-0 ინტერთან.

ფეხბურთი ჩვენთვის იყოფა ორ კატეგორიად: ის რომელსაც გულშეამტკივრობ და ის რომელშიც თამაშობ. მამაჩემი წვრთნიდა გუნდს კანალეტო ლა სპეციიდან. სწორედ მათ რიგებში დავიწყე მე თამაში. თავიდან მე ვერ ვგრძნობდი განსაკუთრებულ სიყვარულს გუნდის მიმართ, და ზოგადად სპორტის მიმართ. ხოლო რაც მე მართლა მომწონდა ეს იყო აზრი იმის შესახებ, რომ მე მექნებოდა საკუთარი ჩანთა, ბუცები, ფორმა. სწორედ ეს იყო ჩემთვის მნიშვენლოვანი. ხოლო სად ვითამაშებდი მე, კანალეტოში თუ მადრიდის რეალში – ეს სულ ერთი იყო. ჩემს ცხოვრებაში პირველი მატჩი იყო კანალეტოს ძირითადი გუნდის წინააღმდეგ 1976 წელს. იმ დღეს მე გავიტანე გამარჯვების გოლი საჯარიმოდან. დებიუტი და გოლი. ცუდი არ არის დამწყებისათვის.

ჩვენ ვვარჯიშობდით კვირაში ორჯერ: სამშაბათობით და ხუთშაბათობით. მე სკოლიდან გამოვდიოდი ჰამბურგერის ჭამით, რომელსაც დედა მიკეთებდა და მივდიოდი ლა სპეციაში. სულ რაღაც 30-40 წუთის გზა, საცობების გათვალისწინებით. კანალეტო იყო გუნდი, შექმნილი რელიგიურ ახალგაზრდულ ჯგუფთან ერთად და ამიტომ ჩვენ ყოველი მატჩის წინ ვლოცულობდით. მე ეს არ მაქუხებდა. მე კანალეტოში ვითამაშე 3 წელი და ეს სამივე წელი მე ვთამაშობდი ნახევარმცველის ამპლუაში.

მე ვფიქრობ, რომ მეკარეობა მე ბედმა მარგუნა.  მე არ დამიწყია თამაში იმ ამპლუაში რაც მე მეწერა. შესაძლოა ქვეცნობიერად ან რაღაც ნიშნებზე დაკვირვების გამო, ერთხელ მოვხვდი კარებში. გუნდს არ ჰყავდა მეკარე და მე ის შევცვალე საკმარისად წარმატებულად. ერთი წლის შემდეგ, როდესაც მე კვლავ ნახევარმცველად ვთამაშობდით, მაგრამ უკვე ძირითადი გუნდის შემადგენლობაში (1977წ.), მე გამომიძახეს 1976 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდში მეკარის ამპლუაში. მწვრთნელს, სენიორ საბატინის,  დავამახსოვრდი იმ მატჩიდან და გამომიძახა სამი გადამწყვეტი მატჩისათვის:  მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი. შედეგად ჩვენ გავხდით რაიონის ჩემპიონები. სეზონის დასრულების შემდეგ მე კვლავ დავუბრუნდი მოედნის ცენტრს, მაგრამ არა კანალეტოში არამედ კარარეში, სადაც წავედი პერტიკატაში სათამაშოდ, რომელიც იყო ინტერის ფანკლუბი. სწორედ ამ გუნდში გაიზარდა ჯანლუკა სორდო, რომელიც შემდეგ თამაშობდა ტორინოში და მილანში.

მე ვგავდი დანარჩენ ბიჭებს, სკოლა, ფეხბურთი, მეგობრები. მეგობრები… მე მახსოვს ჩვენი „ბანდა“ ქუჩიდან კდორნა. მე, მარკო, კლაუდიო, ბუკი და მარანგო. მახსოვს როგორ ვთააშობდით ფრენბურთს, კალათბურთს, დამალობანას. ჩვენ ვცხოვრობდით წყნარი ცხოვრებით, გაზაფხულზე და ზაფხულზე მშობლები მაძლევდნენ უფლებას საღამოობით ფეხბურთის გვიანობამდე თამაშისა. ის ქუჩა იყო ჩემი ველური დასავლეთი, ჩემი პრერია. ჩემი სუპერ გმირები იყვნენ იაპონური ანიმეს პერსონაჟები ჰოლი და ბენჯი. ვისაც ის არ უნახავს, არც არაფერი ეცოდინება მათზე. ხოლო მათ ვისაც ნანახი აქვს ჰოლი და ბენჯი ტელევიზორის ეკრანზე, ისინი ვერასდროს დაივიწყებენ. ისინი დარბოდნენ მინდორზე, რომელსაც არ ქონდა ბოლო, დასასრული.  კიდევ მომწონდა რკინის რობოტი ჯიგი. და, რა თქმა უნდა, ფეხბურთელების მისაწებებელი სურათები, რომელსაც გამუდმებით ვცვლიდით. ხშირად ვიჯექით მარკოსთან სახლში, რომელსაც პირველს ყიდულობდნენ სიახლეებს. იმ პერიოდში გამოჩნდა პირველი ვიდეო-სათამაშო მოწყობილობები: Vic 20, Commodore 64, Amiga.

ჩვენს სამეგობროში იყვნენ გოგოებიც. ემანუელა, ვალენტინა და კლაუდია. მახსოვს, მეხუთე კლასში, ჩვენ ერთად ვჭამდით პიცას და ვთამაშობდით ბოთლებით. მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ ჩერდებოდა ეს ბოთლი სულ ერთიდაიგივე ადამიანებთან. მე სულ ვაგებდი. ვფიქრობ, ვიღაც რაღაცას ჩალიჩობდა.

მილიონების თამაში იჭრებოდა ჩემს ცხოვრებაში ყველა შესაძლო ხერხით. დიდი დამსახურება იყო ტელევიზიისა. 90 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მე აღმოვაჩინე კამერუნის ნაკრები და მისი შესანიშნავი მეკარე ტომას ნკონო, რომელიც ეხლაც კი ჩემი კუმირია, მე ის ნანახი მყავდა მანამდეც, ესპანიოლის კარში, რომელმაც გამოაგდო მილანი ერთ-ერთი ტურნირიდან 1987 წელს, მილანი, არიგო საკის მილანი. მე უფრო და უფრო მომეწონა კამერუნის ნაკრები, იმიტომ, რომ ალბომში, რომელიც მიძღვნილი იყო მსოფლიო ჩემპიონატისადმი, კამერუნის გვერდზე თითო სურათზე 2 ფეხბურთელი ეხატა, ისე, როგორც სერია ბ-ს ალბომში. და ეს მეჩვენებოდა უსამართლოდ. და კიდევ, როდესაც მე ვხედავდი კამერუნელთა შავ სახეებს და მათ თბილ სპორტულ კოსტუმებს და თან იმ სიცხეში, მე ისინი კიდევ უფრო მეცოდებოდნენ. და დავიწყე მათი გულშემატკივრობა. რაც შეეხება ჯენოას, მე ეს გუნდი შემიყვარდა ბიძია ჯამპიეროს და დეიდა კორეს გამო, რომლებიც ცხოვრობდნენ გენუაში. ისინი ნამდვილი ტიფოზები იყვნენ. როდესაც მე მივდიოდი მათთან სტუმრად ყოველთვის განცვიფრებული ვუყურებდი ამ გუნდის სიმბოლოებს – რომელიც მათ მანქანაზე იყო მიკრული. მე მახსოვს მატჩი, რომელიც ჩატარდა 1983-84 წლების სეზონის დასაწყისში ჯენოასა და უდინეზეს შორის, და რომელიც დასრულდა გენუელთათვის ძალიან ცუდად, 0-5, ბიძაჩემი თმებს იგლეჯდა. ეს იყო ნამდვილი გულშემატკივრობა, თუმცა მარცხის გამო ხელები არასდროს არ ჩამომიყრია.

მე გადავწყვიტე გავმხდარიყავი მეკარე 1990 წელს. სწორედ მამაჩემმა მირჩია ამპლუის შეცვლა. ეს იყო ნაბიჯი უკან. ნაბიჯი კარისაკენ. მამა მაძლევდა რჩევებს, მაგრამ ის განეკუთვნებოდა იმ მამების რიცხვს, რომელთა გამო ბიჭებს რცხვენიათ ხოლმე, როდესაც ისინი თამაშის დროს დგანან მოედანთან ახლოს და იქედან უყვირიან როგორც თავის შვილებს ისე მთელ გუნდს.

სრულიად არა.  მამაჩემის ხასიათი არ აძლევდა მას უფლებას ასე მოქცევისა. ის წყნარად ადევნებდა თვალს ჩემს თამაშს, როდესაც მე ვთამაშობდი ნახევარდაცვაში, ისევე როგორც ტარდელი და ბერტი, ანუ გამქონდა ბევრი გოლი. მამა უყურებდა მატჩებს, სადაც მე ვთამაშობდი, მოედნის მიყუჩებული ადგილებიდან. მე კი ვხედავდი მას სრულიად მარტო. როდესაც მატჩის შემდეგ მივდიოდი მასთან, ის მაძლევდა რჩევებს. მაგრამ არასდროს არ გადადიოდა ზედმეტებში.

«მოდი აბა

მე მეჩვენება, რომ მამაჩემმა შესძლო დაენახა ჩემში მეკარის პოტენციალი იმ მატჩებში, როდესაც მე ვიდექი კარში. მე ვიყავი 13 წლის, როდესაც გადავწყვიტე გავმხდარიყავი მეკარე. მაგრამ პერტიკარაში ჩემგან უნდოდათ მხოლოდ ნახევარმცველობა. ამგვარად, მე გადავედი სხვა კლუბში. ჩემი ნამდვილი კარიერა დაიწყო გუნდში „ბონასკოლა“. მე მაშინვე განვაცხადე, რომ მინდოდა მეკარეობა, რაზეც მივიღე თანხმობა, მაგრამ რამოდენიმე მატჩის შემდეგ მთხოვდნენ გადავსულიყავი მოედნის ცენტრში. მაგრამ მე ჯიუტად ჩემსაზე ვიდექი. მეკარეების მწრვთნელს ერქვა ავიო მენკონი, რომელიც თავის დროზე სერია ც1-შიც კი თამაშობდა. სეზონის ფინალურ მონაკვეთში მე ისევ ვითამაშე 1976 წელს დაბადებულ ბიჭებთან ერთად. ტურნირში «მაესტრელი» ჩვენ მოვუგეთ ტორინოს 1-0 და ჩავატარეთ მატჩი უმაღლეს დონეზე. მე კმაყოფილი ვიყავი ჩემი თამაშით.

დადგა 1991 წლის გაზაფხული. მე მაღალი და გამხდარი ვარ. მე მეკარე ვიყავი. და ამისათვის დამჭირდა 9 თვე. დიახ მე ვიყავი მეკარე და არც თუ ურიგო. ამას მე კი არ ვამბობდი, არამედ სხვები საუბრობდნენ ჩემზე. მე მომაქცია ყურადღება რამოდენიმე კლუბმა. მაგრამ კონკრეტულ ქმედებებზე წამოვიდა სამი: ბოლონია, მილანი და პარმა.

ბოლონიას ურჩიეს ჩემთვის ყურადღების მოპყრობა ბონასკნოლის წარმომადგენლებმა, გუნდისა, სადაც მე ვთამაშობდი. მე ორჯერ ვიმგზავრე კასტელდებოლეში, ბოლონიას საწვრთნელ ბაზაზე, რომ მეჩვენებინა ჩემი შესაძლებლობები. ერთ-ერთი ასეთი ჩვენების დროს, მეკარეთა მწვრთნელმა პერსიკომ, მიუთითა ჩემზე პრიმავერას ფეხბურთელს და უთხრა: „თუ შენ იმის ნახევარს მაინც შეძლებ, მაშინ ძლიერი მეკარე გამოხვალ“. იმ ბიჭს ერქვა პილატო და მას სერია ა-შიც კი ქონდა მატჩები ნათამაშები.

მილანის წარმომადგენლები პირადად ჩამოვიდნენ ჩემს სანახავად: მე უნდა მეთამაშა მატჩი და პლუს 11 მეტრიანების სერია. ჩემი თამაშის სანახავად ჩამოვიდნენ აგრეთვე პარმას სელექციონერებიც, რომელმაც ნახეს ვარჯიში, და პენალტების სერია ჩემი მონაწილეობით.

სამივე შემთხვევაში მამაჩემი მახლდა თან. მას არ სურდა, რომ მე დაძაბული ვყოფილიყავი, უნდოდა, რომ დაწყნარებული ვენახე. მას სურდა, რომ ის მატჩები და ვარჯიში ყოფილიყო არა გამოცდა, არამედ გაგრძელება ყოველდღიური ცხოვრებისა,როდესაც მე ვთამაშობ შიშისა და სხვა ზედმეტი გარემოებების გარეშე. მე ყველაფრისათვის უნდა შემეხედა სერიოზულად, მაგრამ ზედმეტად ახლოსაც არ უნდა მიმეტანა გულთან.

ჩემი თამაში მოეწონათ ბოლონიას სელექციონერებს, მაგრამ ისინი საბოლოო პასუხს არ იძლეოდნენ. მილანის სელექციონერებთან კი საქმე სხვაგვარად იყო. მათ პატარა ეჭვიც კი არ ეპარებოდათ. მათ გადაწყვიტეს ჩემი წაყვანა და გაუგზავნეს ჩემს მშობლებს ბლანკი, რომელიც უნდა შეგვევსო. დედა და მამა წავიდნენ პატარა ქალაქ ლოდში, რომ ენახათ პანსიონარი, რომელშიც მე უნდა გადავსულიყავი. პარმაც დაინტერესდა ჩემით, სელექციონერები  ჩამოვიდნენ მაისის ბოლოს. სპორტულ დირექტორს ეჭვი გაუჩნდა, მაგრამ მწვრთნელი ერმეს ფულონი (2007-2008წ. მუშაობდა რეჯინას სამწვრთნელო შტაბში, მთავარი მწვრთნელი კი იყო ფიკადენტი) თავისას არ იშლიდა: «ჩვენ ნებისმიერ ფასად უნდა გადმოვიყვანოთ ეს ბიჭი». იგივე ფულონი, მაგრამ უკვე როდესაც მე შემისრულდა 16 წელი, წინასწარმეტყველებდა: «20 წლისა შენ ითამაშებ სერია А-ში». რაზეც მე ვპასუხობდი: «მანამდე რა უნდა ვაკეთომე დავიწყე სერია ა-ში თამაში მანამ სანამ მე გავხდებოდა 20 წლის, რადგან მოთმინება არ მეყო.

მე ბევრი ნაკლი მაქვს, მაგრამ მე არ ვთვლი ჩემს თავს ამპარტავნად, რაზე საუბრობს ის გზა, რომელიც მე გავიარე. ასე მოხდა ამჯერადაც, როდესაც მე 13 წლისამ მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც თითქოსდა არ იყო მოდაში.

მე ავირჩიე პარმა. ეს იყო საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობდა სერია ა-ში მხოლოდ ერთი სეზონი. ჩემი მშობლები კმაყოფილები იყვნენ გადაწყვეტილებით, რომელიც მე მივიღე, მაგრამ, როგორც ყოველთვის, დიდად არ გამოუხატავთ ემოციები. «პარმა– კარგი ქალაქია საცხოვრებლად». ეს წინადადება, ისევე, როგორც ყველა სხვა რჩევა მშობლებისაგან მიღებული, იყო ძვირფასი. მე ბედნიერი ვიყავი, რადგან ჩემ ოცნებას ვუახლოვდებოდი. მშობლებმა წამიყვანეს „პარმა“-ში, სადაც უნდა მეთამაშა ყველაზე პატარების გუნდში.  ეს მოხდა 1991 წლის აგვისტოში.

მე მივედი პარმაში ჩუსტებით, ძალიან ძალიან სპორტუალდ ჩაცმული. ყველა ბიუროკრატიული ფორმალობების გავლის შემდეგ მე წავედი სტადიონზე „ენიო ტარდინი“ ეკიპირებისათვის.  მე ცოტა ვნერვიულობდი, მე ხომ  ძალიან ბევრი უცნობი ადამიანი უნდა მენახა, მაგრამ არ მომიწყენია, ისევე როგორც სხვა ბავშვებს, რომელთაც მოვლილი ჰქონდათ მთელი იტალია მშობლებისაგან მოშორებით. ენიო ტარდინის სტადიონიდან ჩვენ სპეციალური მიკროავტობუსებით წაგვიყვანეს პარმას ახალგაზრდული გუნდის საწვრთნელ ბაზაზე. მე დავემშვიდობე მშობლებს, დავუქნიე რა ხელი მანქანის შუშიდან. და წავედი, ისინი კი დარჩნენ მზის ქვეშ მოედანზე სტადიონის წინ.

მე ვიყავი 13 წლის და დავიწყე თამაში ახალგაზრდულ სექტორში გუნდისა, რომელიც მონაწილეობდა სერია ა-ში. მე ჯერ არავისთვის არ მეკოცნა, მე ჯერ გოგო არ მყოლია. მაგრამ ეს მე სრულიად არ მაწუხებდა. მე ვიყავი მეკარე. მე ვიყავი ნომერ 1. მაგრამ ეს ერთიანი ჯერ ჯერობით უბრალოდ ნომერი იყო ჩემს მაისურზე და მეტი არაფერი. ეს იყო დასაწყისი. მრავლისმომასწავლებელი დასაწყისი.

თავი III

თავისუფლების ფრთები

ბენტივოლიო და ბუფონ, იტალია ტაშს გიკრავთ

კონტროლიორი გადავიდა შემდეგ ვაგონში. მე შემიძლია გასვლა. რამდენჯერ დავმალვივარ მას საპირფარეშოში, იმიტომ რომ უბილეთოდ ვმგზავრობდი, ვკარგავდი (როგორც ამჯერად), მე არ მქონდა ფული ან უბრალოდ არ მინდოდა მისი ბილეთში დახარჯვა. მე უნდა დავკავებულიყავი სტატისტიკის თვლით: სეივების რაოდენობა, გოლები რომლებიც გავიდა ჩემს კარში.

ჩვენ ყველანი ვიმყოფებით კუპეში: მე და ჩემი სამი ნაცნობი – მორელო, ფერარინი და მანიანი. საშიშროებამ იკლო. მაგრამ უეცრად იღება კარი. … გადავრჩით ეს არ არის კონტროლიორი, შემოდის ბიჭი გოგოსთან ერთად. სასიამოვნო წყვილია. ჩვენ ვბრუნდებით რომიდან პარმაში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, გვეკითხებიან, ფეხბურთელები ვართ თუ არა. ჩვენ ვიცმევთ სავარჯიშო ფორმას და ვუყვებით დანარჩენ მგზავრებს, რომ ვბრუნდებით ევროპის ჩემპიონატიდან  15 წლამდელებისა, რომელიც ჩატარდა თურქეთში.

«დიახ, მე წავიკითხე ამის შესახებ გაზეთში, ერთი სტატია იყო… იქ ძაიან აქებდნენ მეკარეს. რა ქვია? ბუფონი, თუ სწორად მახსოვს?»

«ეგ მე ვარ».

დღეს თბილი მაისი დღეა 1993 წლისა და მე პირველად მესიამოვნა ის, რომ ნელ-ნელა ვხდები ცნობილი ადამიანი. მე სიამაყის გრძნობა მეუფლება  და ჩემში ჩნდება განცდა იმისა, რომ ჩემში რაღაც შეიცვალა, რომ ჩემს ცხოვრებაში მოხდა რაღაც ახალი. მაგრამ ყველაფერი ამის მიღწევა არ იყო იოლი. ჯერ კიდევ ორი წლის წინ მე დავემშვიდობე მშობლებს მიკროავტობუსის სარკმლიდან. მე ყოველთვის ვშიშობდი, როდესაც მწვრთნელები გამოიძახებდნენ ხოლმე მეკარეებს.  მე ვთამაშობდი მეკარედ უკვე ერთი წელიწადია, მაგრამ ჩემი ტექნიკა აშკარად მოითხოვდა გაუმჯობესებას. ამიტომაც მე შიში ბოლომდე არ მქონდა დაძლეული. ყველაფერი ახალი იყო ჩემთვის, დაწყებული ფეხბურთიდან და დასრულებული ყოველდღიური ცხოვრებით.

მე წავედი ოჯახიდან, დავტოვე მშობლების სახლი, რომ მეცხოვრა საფეხბურთო სკოლაში მარია ლუჯიას პანსიონში, რომელიც პარმას სტადიონის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. პირველივე საღამოს მე გავიცანი ბიჭები, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩემთან ოთახში – ანდრეა ტალიაპიერტა. სტივ ბალანტი, რომელიც ახლაც ჩემი მეგობარია და რომელთანაც ახლაც მაქვს ურთიერთობა, აგრეთვე ანტონიო ვენტურინი. ანტონიოსთან მე ვიცხოვრე ერთ ოთახში 2 თვის მანძილზე, ხოლო შემდეგ ის დაბრუნდა სახლში. მან ვერ გაძლო ოჯახის გარეშე.

თავიდან მეც უკმაყოფილო ვიყავი. თავად სიტყვა „პანსიონი“ უკვე არ იწვევდა სასიამოვნო ემოციებს.  მაგრამ ნელ-ნელა მე ის შევიყვარე, რადგან ვიგრძენი, რომ ვარ ამ სისტემის ნაწილი. ეს გამოთქმა მე მოვისმინე ფილმში «Le ali della libertà» – «თავისუფლების ფრთები» (ჩვენთვის ცნობილია, როგორც «გაქცევა შოუშენკაიდან»), . ფილმი მოგვითხრობს ციხეში ცხოვრების შესახებ. ეს ფილმი სავსებით სხვა რეალობაზეა, რომელშიც ნაჩვენებია, რომ საშინელ პირობებშიც კი, სადაც კანონები წესდება ძალის გამოყენებით, ადამიანს შეუძლია შეინარჩუნოს საკუთარი მთლიანობა და ინდივიდუაურობა.

პანსიონატში ადამიანს შეიძლება შეხვდეს დიდი პრობლემები. სწორედ მათ შეუძლიათ გადასდონ სხვებსაც ეს შიში, მათ ვისაც აქვს თავისი მიზნები. ბევრს არ ყავდა ნორმალური ოჯახი, მამები ციხეში, მარტოხელა დედები. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ვაჭრობდა სიგარეტით და ნარკოტიკით. არსებობდნენ ისეთებიც ვინც ხულიგნობდნენ, მაგრამ ჩემთან მათ ეს არ გასდიოდათ. ზოგს უნდოდა ლიდერობა, ბრძანებების გაცემა და ამგვარად დამტკიცება თავისი უპირატესობისა, რადგან სინამდვილეში მათ არ ყოფნიდათ თავდაჯერებულობა და ცდილობდნენ ამის ხელოვნურად შექმნას. მაგრამ ფიზიკურად მე ვიყავი მაღალი, ძლიერი აღნაგობის და მიუხედავად იმისა, რომ ხასიათით მე წყნარი ვარ და თავშეკავებული, მაინც ვერ ვიტანდი თავხედობას. ამიტომ ასეთ ხალხთან მე არ მქონდა ურთიერთობა.  მე ვიყავი იმავე ასაკის, რამდენისაც დანარჩენები და ყოველთვის ვცდილობდი ცხოვრებისაგან მიმეღო უკეთესი. მე მხედველობაში მაქვს ის, რომ თავის დროზე მეც ვუშვებდი შეცდომებს: მაგალითად, დავიწყე მოწევა 14 წლისამ (ეხლა ეს შეიძლება წვრილმანად მოგეჩვენოთ, მაგრამ რაც უფრო ნაკლებად ვაკონტროლებთ საკუთარ თავს, მით უფრო მეტ სისულელეს ჩავდივართ, თან ისე რომ ამას ვერ ვხვდებით) ან ვუყურებდი ბიჭებს ვინც ეწეოდნენ მარიხუანას და ჰაშიშს. შესაძლოა მაშინ, მრავალი წლის წინად  მეც მიკეთებია სისულელეები. მაგრამ იმდენი არასდროს, რომ დოპინგ კონტროლს დადებითი შედეგი ეჩვენებინა… რადგან ამას ახალგაზრდულ ჩემპიონატებში არ აკეთებენ.

ამასთან ერთად პანსიონატი არის თავისებური სკოლა ცხოვრებისა. არა იმ გაგებით, რომ ადამიანს იქ უწევს ნეგატიური გამოცდილების შეძენა, არამედ პირიქით: შენ სწავლობ ამ ყველაფრისგან შორს დგომას. ასეთ გარემოებებში შენ ხვდები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღზრდა, რომელიც შენ მიიღე. და თუ რამე სისულელე ჩამიდენია ადრე ის აღარ გამიმეორებია.

ზოგჯერ ხელახლა დავფიქრდები ხოლმე ამაზე, და ჩემს მეხსიერებაში ამოტივტივდებიან სახეები, ახალი შეხვედრები… ეს ადამიანები ვერ გახდნენ ფეხბურთელები, მაგრამ 4-5 წლის მანძილზე იქ იყვნენ, ჩემს გევრდით. ამჟამად მათ უკავიათ კარგი თანამდებობები, მაგრამ არ არიან დაკავებული იმით რისთვისაც იმ პერიოდში იბრძოდნენ. როდესაც მე ვფიქრდები ამაზე, ყოველთვის მივდივარ ეთი და იმავე დასკვნამდე: ყველაფერი რაც კი მაქვს ეხლა – ეს არის იმ მსხვერპლის შედეგად, რომელზეც მე წავედი თავის დროზე, და არა იმის შედეგი რასაც მე ეხლა ვაკეთებ.

მოკლედ, მე ვცხოვრობდი უსწრაფეს რიტმში. ადგომა და საუზმე,  13.00სთ-ზე სადილი,  13.45სთ-ზე ავტობუსი, ვარჯიშზე წასასვლელად. მე ჰაერში ვყლაპავიდ საჭმელს. და ასე ვცხოვრობდი დღიდან დღემდე, შაბათის გარდა, როდესაც მე მქონდა თავისუფალი დღის მეორე ნახევარი  და კვირა. ამ დღეებში, სურვილის შემთხვევაში, ჩვენ შეგვეძლო სტადიონზე წასვლა და პარმას საშიანო მატჩების ხილვა.

და პირადი ცხოვრება? ნუ… მე გავიცანი რამოდენიმე გოგონა სკოლაში, მაგრამ ჩემი პრობლემა იყო დროის არქონა. ასეთი იყო ჩემი ცხოვრება. ცხოვრება, სადაც ზღვარი ახალგაზრდულ სისულელეებსა და ზრდასრულობას შორის ძალიან პატარაა, სადაც შეიძლება დარჩე ფეხზე ისე, რომ არ დაეცე, მხოლოდ უმნიშვნელო მოქმედებების დამთხვევის შედეგად. ჩვენ ვთამაშობდით რაიონის ჩემპიონატში, და ეს არ იყო რთული. ჩვენ ვეთამაშებოდით ადგილობრივ საფეხბურთო გუნდებს. ამგვარად საკუთარ თავზე ყურდაღების მიქცევა სხვების მხრიდან რთული იყო. თებერვლამდე ჩვენ უნდა გვეთამაშა ამხანაგური მატჩი, რომელიც თავისებური ტესტი იყო. ეს იყო დაპირისპირება, რომლის მიზანიც იყო ახალი ფეხბურთელების გამოყენება და  ძალიან ჰგავდა იმ მატჩს, რომლის დროსაც სელექციონერები ჩამოდიოდნენ ჩემს სანახავად. მატჩში იყო ჩემი ასაკის მეკარე, აგრეთვე კლუბის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი. მე გადავწყვიტე თავი მომეწონებინა იმით, რომ არ მყავდა ჩემი დონის კონკურენტი და მაშინვე გავუშვი სულელური გოლი საკუთარ კარში.

«შეეცადე შეიცვალო, თორემ მოგიწევს სახლში დაბრუნება».

ეს იყო მხოლოდ გაფრთხილება, მაგრამ ჩემთვის ამან გაიჟღერა როგორც მეხმა სუფთა ცაზე. უეცრად ჩემთვის გასაგები გახდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე პატარა ბიჭი ვარ და ვთამაშობ თამაშს, მასში უკვე არსებობს პროფესიონალური წესები. მე შევედი მუშაობის რიტმში, ისე რომ ბოლომდე ვერც გავიაზრე. მე ვიღებდი მონაწილეობას შეჯიბრებებში. ერთი თვის შემდეგ ჩვენ წავედით ტურნირზე გენუაში, მოლასანაში, სადაც ჩვები მოწინააღმდეგე იყო ჯენოა, სამპდორია და ენტელა ქალაქ კიავარიდან.

ჩვენ მოვიგეთ ტურნირის ფინალი, სადაც ვეთამაშეთ ჯენოას, ხოლო მე ავიღე სამი პენალტი და გავიტანე გოლი: მე ვიყავი გუნდში პირველი შემსრულებელი 11-მეტრიანებისა. მე ვარტყამდი პენალტებს მანამ, სანამ არ გავხდი პროფესიონალი სპორტსმენი. და ამიტომაც 2006 წელს მეც ჩავეწერე პენალტის დასარტყმელად. მე თავი გავანებებე პენლების შესრულებას იმიტომ, რომ ამჯერად ჩემს წინ არის ხალხი, რომლებიც ამას აკეთებენ უმაღლეს დონეზე, მაგრამ თუ მაინც გაჩნდება აუცილებლობა მე ყოველთვის მზად ვარ. იმ დღეს მოლასანაში მე გადმომცეს პრიზი საუკეთესო მეკარისათვის ამ ტურნირისა და ეს გახდა მნიშვნელოვანი მომენტი: დაიწყეს ყურადღების მოქცევა და მწვრთნელების ნდობაც დავიმსახურე. იმ დროს ჩემი მწვრთნელი იყო ერმეს პოლი, პარმას ლეგენდა, რომელსაც ეძახნენ „ფოსტალიონს“: მან ითამაშა პარმას მაისურით 300 მატჩე მეტი. პოლი ორ საქმეს ასრულებდა ერთად: თამაშობდა ფეხბურთს და დაქონდა ფოსტა.

ივნისში მე დავასრულე მერვე კლასი და შევედი ბოდონის კოლეჯში, რომ მიმეღო ბუღალტერის დიპლომი. ჩვენს პანსიონატში იყო ორი განყოფილება; ჰუმანიტარული და სხვა ზუსტი მეცნიერებების, მაგრამ მე ვერ ვწყვეტდი, მიმეღო თუ არა ისინი მხედველობაში. ჩემთვის არ იყო იოლი, მე ხომ უნდა მესწავლა პანსიონატს გარეთ და ჩემი თავისთვის პრაქტიკულად დრო აღარ მრჩებოდა. მაგრამ მე შემეძლო რაღაცის შეცვლა მაინც. ამასთან ერთად მე გავხდი ცნობილი, მე შემიყვანეს 15 წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში, რომელსაც წვრთნიდა სერჯიო ვატა, რომელმაც გამომიძახა მე.

დანიშნულების ადგილი – გლაზგო.  ეს იყო ჩემი მეორე მოგზაურობა და მეორეც – ყველაზე ხანგრძლივი ფრენა თვითმფრინავით, ჩვენ წავედით ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე, რომელიც ტარდებოდა თურქეთში. ჩემმა მოლოდინმა და იმედებმა მიიღეს კონკრეტული სახე, რეალობისკენ მიდიოდნენ, შედეგს იძლეოდნენ. 1993 წლის მაისში ჩვენ თურქეთში მივედით ფინალამდე, და დავთმეთ იგი პოლონეთთან. მაშინ ნაკრებში თამაშობდნენ ფრანჩესკო ტოტი, რომელიც საერთოდ არ შეიცვალა, ვიჯანი, რომელიც ეხლა რეჯინაში თამაშობს, და ჩემი ნაცნობი ბიჭები, რომელთან ერთადაც მივდიოდი მატარებლით.

ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში, ისევე როგორც ნახევარფინალში საქმე მივიდა პენალტების სერიამდე, სადაც მე კარგად წარმოვაჩინე საკუთარი თავი: ესპანეთის ნაკრებთან მე მოვიგერიე 2 პენალტი და გავიტანე ერთი, ხოლო ჩეხეთთან არ მომიწია პენალტის დარტყმამ, მაგრამ მოვიგერიე 3. მაშინ პირველ გვერდზე გაზეთისა «Gazzetta dello Sport» ეწერა შემდეგი სათაური:

«ბენტივოლიო და ბუფონი, იტალია ტაშს გიკრავთ ».

ეს იყო პირველი გამოჩენა ჩემი თავისა გაზეთებში, რომელიც გავიყავი ფრანჩესკო ბენტივოლიოსთან ერთად, ახალგაზრდა ჩოგბურთელთან, რომელიც ერთი წლით არის ჩემზე დიდი (1977), და რომელმაც საკვალიფიკაციო რაუნდის გავლის შემდეგ შეძლო ¼ ფინალში გასვლა რომის საჩოგბურთო ტურნირზე.

რამდენად არის მაინც ერთმანეთთან დაკავშირებული ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში.  როდესაც ჩვენ დავბრუნდით იტალიაში, გავჩერდით რომში მაურო ვლადოვიჩთან, რომელიც ამ მომენტში არის იტალიის საფეხბურთო ფედერაციის მდივანი. მან გვიშოვა ბილეთები რომა-ტორინოს მატჩზე (რომელიც დასრულდა 5-4 და რომელსაც ვერ დავივიწყებ)  და იმ დღეს გავიარე ზუსტად ფორო იტალიკოს გვერდით, სადაც ფრანჩესკომ მიიღო თავისი წილი პოპულარობა.

როგორც წესი,  მე დავდიოდი მატჩების საყურებლად ულტრასებთან ერთად. თუ მე როგორც მეკარემ ახლახანს დავიმსახურე ტაში, ულტრასის როლში მე უკვე დიდი ხანია პროფესიონალი ვიყავი.

სხვა სტატიები:

კომენტარები გამორთულია.