ნედვედი : “კრასიჩი კარგი ფეხბურთელია”

ლეგენდარული ჩეხი გარემარბი, პაველ ნედვედი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა გასულ წელს დაასრულა, გუშინ დერბი დ’იტალიაზე იმყოფებოდა და შესვენების დროს ბიანკონერების გასახდელსაც ესტუმრა, სადაც თანაგუნდელებს საკუთარი გამოცდილება და ნააზრევი გაანდო.

“იუვენტუსის” პრეზიდენტი, ანდრე ანიელი ნედვედის ახლო მეგობარია, სწორედ ანიელის თხოვნით ჩავიდა იგი ფეხბურთელებთან და გარკვეული მითითებებიც მისცა.

Sky Italia – ს მიერ დასმულ კითხვაზე პაველის როლის შესახებ ჩეხმა ასე უპასუხა : “არ ვიცი, ეს როდის მოხდება.ანდრეა ჩემი მეგობარია.ამ მომენტისთვის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მესიამოვნა, როცა ბიანკონერების პრეზიდენტისგან ასეთ დონის მატჩზე მიწვევა მივიღე.”

37 წლის აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, მილოშ კრასიჩზეც ისაუბრა, რომელსაც საფეხბურთო ექსპერტები სწორედ ნედვედს ადარებენ : “არ ვიცი მგავს თუ არა კრასიჩი.თვითონ განსაჯეთ.შემიძლია ვთქვა, რომ ის კარგი ფეხბურთელია და მისი თამაში გუნდისთვის აუცილებელია.

წყარო : Football Italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

8 კომენტარი

  1. საბა შიოშვილი MeMBeR says:

    მიყვარსსსს ჩემი ლეგენდა :D

  2. Vaxooo Vaxooo says:

    კრასიჩი არის გუნდის ახალი მატორი ძველი ვარცხნილობით :mrgreen:

  3. აკაკი მეტრეველი nedvednedvednedved says:

    გენაცვალე პავლიკ

  4. Khubu Khubu says:

    lexo_delpi

    ლეგენდებს მთლად ცაში ნუ ავიყვანთ ახლა… არ არის მთლად მასეც…

  5. lexo_delpi says:

    კრასიჩის შედარება ფეხბურთის ამ ლეგენდასთან იგივეა დელ პიეროს უჩა ლობჟანიძე რომ შევადაროთ

  6. გიო დარჯანია Darja says:

    რა მაგარი კაციაა :smile:

  7. pavel nedved11 says:

    ნედვეეეედ… აუ მაგარი კაცია რა.!!!

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »