” სიენა ” 0-1 ” იუვენტუსი ” ( ტაქტიკური ანალიზი )

გთავაზობთ , ” სიენა ” – ” იუვენტუსის ” შეხვედრის , ტაქტიკურ ანალიზს …

შემადგენლობები და სათამო სქემები :

” იუვენტუსი ” : 4-4-2 ( 4-2-4 ) – კარებში ჯანლუიჯი ბუფონი . დაცვის ცენტრალურ ზონაში ბარძალი და კიელინი მოქმედებდნენ , ხოლო ფლანგებზე ლიხშტაინერი და გროსო . ნახევარდაცვაში პირლო – მარკიზიოს წყვილი შუაში მოქმედებდა , ხოლო ფლანგებზე ჯიაკერინი და პეპე . თავდასხმაში ვუჩინიჩი – მატრის დუეტი ირჯებოდა .

” სიენა ” : სანინომ ასევე 4-4-2 სქემით გადაწყვიტა ეასპარეზა . კარში ბრკიჩი , დაცვის ხაზში ფლანგებზე ვიტელო და დელ გროსო მოქმედებდნენ , ცენტრში ტერცი და როსეტინი . ნახევარდაცვაში მარჯვნივ ბრიენცა , მარცხნივ მანინი – ცენტრში გაცი და დ’აგოსტინო . გალაიო და გონსალესი წინა ხაზში მოქმედებდნენ .

პარმასგან განსხვავებით , სიენა საკმაოდ აგრესიულად და კომპაქტურად ასპარეზობა ბიანკონერის წინააღმდეგ . სანინოს გეგმა , საკმაოდ კარგი იყო თეორიულადაც და პრაქტიკულადაც . როდესაც ბურთს იუვენტუსი ფლობდა , სიენა ცდილობდა საკუთარი ზონები ერთმანეთთან ისე მჭიდროდ დაეკავშირებინა , როგორც ამას სიტუაცია მისცემდა ხელს . პლიუს ამასთან მასპინძელი კლუბი , ცდილობდა სწრაფად გადასულიყო დაცვის ხაზიდან თავდასხმაში . სიღრმეში იწევდა გონსალესი , რომელსაც ფლანგებზე ბრიენცა და მანინი ეხმარებოდნენ , შედეგად ეს ტრიო ცდილობდა რაც შეიძლება მალე აეტანათ ბურთი გალაიოზე . მართალია იუვენტუსი საკმაოდ მაღლა იყო აწეული და მეტოქეს უჭირდა ელემენტარულად , საკუთარი ნახევარის გადაკვეთაც კი , თუმცა რიგ ეპიზოდებში , სიენა თავად ახორციელებდა პრესინგს იუვენტუსის ნახევარზე . შემდეგ სურათზე კარგად ჩანს , თუ როგორ ავიწროვებენ ბარძალის , რომელიც სახიფათო ზონაში იმყოფება – ბიანკონერის ცენტრალური მცველი გადაცემას პირლოზე აკეთებს , რომელსაც დ’აგოსტინო ხვდება .

მომდევნო მაგალითი : სიენას ფეხბურთელები ახორციელებენ პრესინგს მეტოქეზე , მისსავე საჯარიმოსთან . ბარძალი ცდილობს მოიშოროს ბურთი საჯარიმოდან , მაგრამ დ’აგოსტინო ხელს უშლის მას , იჭერს ბურთს და აკეთებს გადაცემას მანინიზე , რომლის დარტყმას მისდა სამწუხაროდ ცდება კარს .

მაშინაც კი როდესაც , ბიანკონერი იმყოფება საკუთარ ნახევარზე , სიენას ცენტრალური ნახევარმცველები ავიწრობენ , იუვენტუსის შუა ხაზელებს . გაცი უტევს მარკიზიოს , ხოლო დ’აგოსტინო პირლოს .

როდესაც თავის მხრივ , იუვე ფლობს ბურთს , სიენა თამაშობს კომპაქტურად . მაქსიმალურად ცდილობს ზონებს შორის მანძილი შეამციროს . თავდამსხმელებიც კი ჩამოდიან ნახევარდაცვის დასახმარებლად , რადგან გაკონტროლდნენ ბიანკონერის ფეხბურთელები , რომლებიც ცენტრში ასპარეზობენ . შედეგად , მათ სურდათ , რომ დაენგრიათ შავ თეთრების სათამაშო კონსტრუქცია .

იუვენტუსს სერიოზული პრობლემები ექმნებოდა , სიენას თავდაცვითი ტაქტიკისადმი . ამის თავი და თავი , მეტოქის თავდამსხმელების მოძრაობაა , მოედნის მთელს პერიმეტრზე და მათი კომპაქტურობა .

ყველაფერთან ერთად , მატრი – ვუჩინიჩის დუეტი , მეტოქის უკანასკნელ 30 მეტრში არ არის შედეგიანი . საკმაოდ ხშირად არიან ისინი დაშორებულნი ერთმანეთს . შედეგად , კომბინაციური და შეთამაშებული ასპარეზობა მათ შორის არ არსებობს . იუვენტუსისთვის კი ეს პრობლემაა მანევრირების თვალსაზრისით .

მიუხედავად ამდენი თავსატეხისა , იუვენტუსი განაგებდა მოედანზე საკუთარ რიტმს . ბურთის ცირკულაცია საკმაოდ მშვიდ ტემპში ხორციელდებოდა და რაც მთავარია , თამაში ხმელეთზე მიმდინარეობდა და მოთამაშეები ელოდებოდნენ მომენტს , როდესაც საჭირო იქნებოდა საბოლოო დარტყმის განხორციელება . ისევე როგორც პარმასთან შეხვედრაში , ბურთს ძირითად კონტეს გუნდი ფლობდა და ამის თავი და თავი , გახლავთ ის პრესინგი რასაც ფეხბურთელები , ბურთის დაკარგვის დროს ახორციელებენ მეტოქეზე . შემდეგ სურათზე კარგად ჩანს , რომ როდესაც დ’აგოსტინო იღებს ბურთს , მას პირლო აქცევს წნეხის ქვეშ , ხოლო გაცის მარკიზიო აკონტროლებს .

პირველ ტაიმში , ყველაზე სახიფათო მომენტი სწორედ ასეთ მანევრს მოჰყვა , ოღონდ ეს პრესინგი უკვე სიენას საჯარიმოსთან განხორციელდა . დ’აგოსტინო მოგერიებას ცდილობს , შედეგად პირლო ჩაჭრის ბურთს და სახიფათოდ ურტყავს მეტოქის კარის მიმართულებით .

სხვათაშორის ბურთის სწრაფი ართმევა , იუვენტუსის ცენტრალური მცველების დამსახურებაა , რომელთა ასპარეზობაც ჰქმნის ზუსტად კომპაქტურობას ბებერი ქალბატონისთვის , მოედნის ნებისმიერ პერიმეტრზე . გუნდი ფაქტიურად ანადგურებს სიენას შემტევ ტაქტიკას , ამოდის რა არაჩვეულებრივად უკანა ხაზიდან ნებისმიერ სიტუაციაში . გაცილებით ნაკლებად ეფექტურები იყვნენ ფორვარდები : მატრი და ვუჩინიჩი – ეს ორი საკმაოდ ცუდად ურთიერთქმედებდა მეტოქის საჯარიმოსთან – კრეატიულობის თვალსაზრისითაც საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდნენ ფლანგებზე პეპე და ჯიაკერინი .

თუმცა , საგოლე ეპიზოდი სწორედ პეპესა და ჯიაკერინის შეტევას მოჰყვა . სიენამ ვერ მოასწრო დაცვაში ჩამოსვლა . შემდეგ სურათებზე , სწორედ ამ შეტევის ამსახველი ფოტო მასალებია . პირველ სურათზე კარგად ჩანს , ჯიაკერინის და დელ გროსოს პოზიციები . დ’აგოსტინო ცდილობდა ბრიენცას მიმართულებით ბურთის გადატანას , თუმცა მას გროსო ჭრის , რომელიც პეპეზე აგრძელებს შეტევას .

პეპეს წინ კი თავისუფალი სივრცეა , ის მიიწევს ცენტრამდე , ხოლო შემდეგ გადააქვს ბურთი ჯიაკერინის ფლანგზე . ემანუელე , რომელმაც ჩამოიცილა საკუთარი სისწრაფის ხარჯზე დელ გროსო , ასპარეზობს ტექნიკურად და აკეთებს ზუსტ გადაცემას ვუჩინიჩზე , რომელიც შედეგად საგოლე ასისტს აკეთებს მატრიზე .

გატანილი გოლის შემდეგ , ანტონიო კონტე ცვლის სათამაშო ტაქტიკას . ვუჩინიჩის ნაცვლად , მოედანზე არტურო ვიდალი გამოჩნდა და შედეგად ტაქტიკურ სქემა 4-3-3 ად გარდაიქმნა . ჩილელი კი შედეგად ფლანგელი ფორვარდის პოზიციაზე დადგა მარჯვნივ და ეხმარებოდა მატრისა და მარკიზიოს . 4-3-3 თავის მხრივ ჩუქნის უპირატესობას  მოედნის ცენტრალურ ზონაში იტალიის 29 გზის ჩემპიონს . იუვეს სამი ცენტრალური ნახევარმცველი , დ’აგოსტინო გაცის დუეტი უკეთებს ბლოკირებას . შემდეგ სურათზე კარგად ჩანს ეს უპირატესობა . პირლო აკეთებს გადაცემას მარკიზიოზე , შემდეგ შეტევა ვიდალზე გრძელდება . შედეგად , ბურთი სიენას ნახევარმცველების ზურგს უკან აღმოჩნდა .

მომდევნო სურათებზეც , ანალოგიური სიტუაციაა ასახული .

შედეგი :

მიუხედავად იმისა , რომ სიენამ ძალზედ კარგად დაიწყო თამაში , მათ ვერაფერი მოუხერხეს , იუვენტუსის გააზრებულ ასპარეზობას . გუნდის ტაქტიკური და ფსიქოლოგიური მიდგომა , იყო ზუსტად ისეთი , როგორიც გუნდს ჰქონდა პარმასთან , საშინაო შეხვედრაში . არის შედეგი , მატჩის კონტროლი , საკუთარ კართან სახიფათო მომენტების ნაკლებობა . ერთი სიტყვით , სიენას შესრულებით საკმაოდ კარგი შეხვედრა ვიხილეთ , იმაზე უკეთესი , ვიდრე კალიარისთან , რომელშიც ისინი ასევე დამარცხდნენ . იუვენტუსს კი შესაძლოა პრობლემები შეექმნა , მაგრამ ერთი წამითაც არ გაუშვია თამაშის სადაავები ხელიდან , აკონტროლებდა ტემპს და მუდმივად იგრძნობოდა კლასსში სხვაობა – შედეგად დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს .


სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

10 კომენტარი

  1. რაც გუშინ დე ჩელიემ გააკეთა გროსო მაგას არ იზავდა

  2. რასაც პირლო აკეთებს ამის გაკეთება ბევრს არ შეუძლია ტიპს როცა უსწორდება მაშინ აფინტავებს ფეხბურთელებს მოკლედ მილანისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის

  3. Nachke Immanuel says:

    ბაზარი არაა, რაც ავალია ყველაფერს ხუთიანზე აკეთებს

  4. პირლო ყველაფერს აკეთებს თქო ამაში ის კი არ იგულისხმება მეკარეც ეგაა თავდამსხმელიც და მცველიც, უმთავრესი ფეხბურთელია, ამ სამ მატჩში ეგრე გამოჩნდა !

  5. დათო ჯიშკარიანი დათკა says:

    თავდასხმაში უნდა ანაწილებდეს კიდევაც პირლო ) თავისუფალი სივრცე ექმნება და სიღრმიდან ანაწილებს ) ეს ესეც უნდა ყოფილიყო )

  6. Immanuel თავდამსხმაში ბურთების განაწილება და ეგეთებს ვგულისხმობ მე თორე სხვა კი არაფერს, ყველაფერი კონკრეტულად უნდა ავხსნა გასაგები რო იყოს. დაცვაში ბარძალი კიელინი და ლიხშტაინერი ყველამ კარგად ვიცით მათი დამსახურება როა იუვე ბევრ გოლს რო არ უშვებს.
    დიდი მადლობა ინტერს და მილანს ცუდად ასპარეზობისთვის თორე ისინიც იუვესთან ერთად ზედა ცხრილში იქნებოდნენ და დიდი მადლობა კიევოს ნაპოლის რო მოუგო, ჩემი ნათქვამი როგორც გინდათ ისე მიიღეთ რასაც ვამბობ ეგრეა!

  7. დათო ჯიშკარიანი დათკა says:

    პირლო აკეთებს თავის საქმეს ) მოედნის ცენტრში ბურთის კონტროლი და მომაკვდინებელი გადაცემები პარტნიორებზე ) ამაში ყველაფრის გაკეთება როგორ შედის ერთი ამიხსნით ვინმემ ? მაშინ გვეყოლებოდა ისევ აკუილანი და ეგაა

  8. Nachke Immanuel says:

    ყველაფერს პირლო აკეთებს არასწორი შეფასება არი ყველაფერს არ აკეთებს პირლო. პირლო თავის საქმეს აკეთებს კარგად, კარგად აკეთებს თავის საქმეს ლიხტშტაინერი და ბარძალიც, და ვერც იმას იტყვი რო პირლოს უფრო მნიშვნელოვანი საქმე აბარია ვიდრე ამ ორიდან რომელიმეს. ერთი კაცი ასრულებს 1/11 სამუშაოს

  9. სტადიონზე ყველაფერს პირლო აკეთებს !
    კონტეზე არ ვიცი რა ვთქვა, რავი ნეტა სერია ა მოგვაგებინოს.

  10. გიო დარჯანია Darja says:

    საღოლ დათკა, ძალიან საინტერესოა თავიდან ბოლომდე წავიკითხე..განსაკუთრებით ვიდალის შემოყვანის შემდეგ 4-3-3 ტაქტიკაზე გადასვლა მომეწონა, 1 კაცით მეტი აღმოვჩნდით შუახაზში..

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »