პაველ ნედვედი “ჩემი ნორმალური ცხოვრება”

პაველ ნედვედი


«ჩემი ნორმალური ცხოვრება»

(ნაწილი VI)


ეძღვნება ივანას და ბავშვებს


ბარხატის რევოლუცია და ჩემი პრაღა

ერთი წლის შემდეგ „პლზენში“ ნელნელა მიმიშვეს ძირითად გუნდთან. გამხდარი ვიყავი  სხვებთან შედარებით, მაგრამ მათზე უფრო გამძლე . მქონდა უკეთესი დარტყმა. ჩვენ ხშირად ვვარჯიშობდით ძირითადი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად და რაღაც მომენტში შევნიშნე, რომ მწვრთნელი განსაკუთრებით მაკვირდებოდა. მას ერქვა ირჟი ოპატა, კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ჩემ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, მასაც სურდა გაეზიარებინა ჩემთან თავისი გამოცდილება და დამეხმარა პროგრესირებაში.

ეს იყო მოვლენებით სავსე პერიოდი და მიუხედავად ჩემი ჩაფლობისა თამაშში და გუნდის ცხოვრებაში, ვაკვირდებოდი იმასაც, რომ გარშემო სერიოზული ცვლილებები მიდიოდა.

ჩვენ შორს ვიყავით პრაღიდან და მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები პარტიის კონტროლის ქვეშ იყო, შეიმჩნეოდა ნიშნები იმისა, რომ მსოფლიოში ხდებოდა შეუქცევადი ცვლილებები, რაღაც უხილავი, დადებითი ენერგია გვეუფლებოდა ჩვენ ყველას.

როდესაც იზრდები ჩეხოსლოვაკიის მსგავს ქვეყანაში, ეჩვევი აზრს, რომ რეჟიმი არ უშვებს შეცდომებს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის საკეთლიდღეოდ, და რომ პარტიის ნდობა ყოველთვის შეიძლება. რა თქმა უნდა, საჭიროა თავისუფლების სხვადასხვა სახით შეზღუდვები, მაგრამ ეს უფრო უსაფრთხოების მიზნით ხდება. ასე ფიქრობდა ყველა, დიდებიც და პატარებიც. და მიამიტად ჯეროდათ რეჟიმის გადაწყვეტილებების, როგროც ერთადერთი სიმართლისა.

თუმცაღა, რაღაც მომენტიდან დაიწყო უცნაური მოვლენები, საბჭოთა კავშირიდან მოდიოდა გასაკვირი ინფორმაციები ადამიანზე, რომელმაც გადაწყვიტა შეცვალოს სამყარო და გაჭრას საზღვარი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, გადაწყვიტა დაამყაროს დემოკრატია იმ ადგილებში, სადაც ის დიდი ხანია დაავიწყდათ, და ნელ ნელა შეზღუდოს, სრულ შეცვლამდე, სახელმწიფოს კონტროლი მოქალაქეებზე. მოდიოდა ინფორმაცია ადამიანზე, რომელიც საუბრობდა გარდაქმნაზე.

ჩვენ ვიცოდით, რომ გორბაჩოვმა განიზრახა რაღაც ასეთი, მაგრამ როგორც წესი, ყველა ხმა უარყოფილი იყო ხოლმე, ყველა მცდელობა მიმდინარე მოვლენების გაგებისა ისჯებოდა და სიტუაცია კიდევ უფრო იძაბებოდა. ჩვენთვის, ახალგაზრდებისათვის, ეს ყველაფერი უფრო რთული იყო. ასეთ ასაკში პროტესტის სული თამაშობს დიდ როლს, ძალიან ბევრი რამ მიდიოდა სხვაგვარად, ბევრი ჩუმდებოდა და ბევრი ხუჭავდა თვალს. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ინფორმაციის მიღება, შეხვედრები, კამათი… ჩვენ სინამდვილეში არ შეგვეძლო დასავლეთში გადასვლა, მხოლოდ ძალიან ცოტა თუ ახერხებდა ამას. საქმის ვითარება ცოტათი თუ განსხვავდებოდა სხვა ქვეყნების მდგომარეობისაგან აღმოსავლეთ ევროპის. ჩვენ ვიცოდით, რომ მარტონი არ ვიყავით, ხმები მრავლდებოდა და ვრცელდებოდა ძალიან სწრაფად.

დაიწყო საუბრები პროტესტის მარშებზე და როდესაც დადგა 1989 წელი მოვლენები უსწრაფესად განვითარდა.

1989 წელი იყო ჩვენი ბარხატის რევოლუციის წელი, რომელმაც ბოლო მოუღო კომუნისტურ რეჟიმს ძალადობისა და სისხლისღვრის გარეშე, რაც, სამწუხაროდ, ბევრმა ქვეყანამ ვერ მოახერხა.

პროტესტი ღრმავდებოდა ერთი წელი. იანვარში, ჩერემონიის დროს, რომელიც ეძღვნებოდა წლისთავს იან პალახას გარდაცვალებისა (სტუდენტი პატრიოტი, რომელიც გახდა სიმბოლო ანტისაბჭოური მოძრაობისა და რომელიც 20 წლის წინ დაიღუპა იმ მომენტისათვის. მან დაიწვა თავი ვაცლავის მოედანზე დემონსტრაციულად), დაიჭირეს ვაცლავ ჰაველი, რომელიც დეკემბრის ბოლოს ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი გახდა. ჰაველი იყო უკანასკნელი პრეზიდენტი ჩეხოსლოვაკიისა და პირველი პრეზიდენტი ჩეხეთის რესპუბლიკისა.

ამავე დროს მანიფესტაციებმა მიიღეს მასიური ხასიათი და16 ნემბერს ბრატისლავაში სტუდენტების მიტინგმა, რომელიც გაიმართა დემოკრატიის მხარდასაჭერად, ჩაიარა აბსოლიტურად მშვიდობიან გარემოებაში.

მომდევნო დღეს, 17 ნოემბერს, პრაღაში პოლიციამ ცემა და დააპატიმრა მანიფესტანტები და ეს იყო საბედისწერო შეცდომა, რამეთუ ამ მოქმედებამ გამოიწვია ახალი სერია ეროვნული ღელვისა. მშვიდობიანი დემონსტრანტები შეიკრიბნენ პრაღაში, დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი – მთელი ქვეყანა ადგა, და ხელისუფლებას ამის არდანახვა აღარ შეეძლო.

იან პალახას მემორიალი

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

2 კომენტარი

  1. NEDVEDA11.. NEDVEDA11.. says:

    :juvee:

    კიდევ 1-ხელ გიხდი მადლობას :love:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »