” კატანია ” 1-1 ” იუვენტუსი ” ( ტაქტიკური ანალიზი )

გთავაზობთ , ” კატანია ” – ” იუვენტუსის ” შეხვედრის , ტაქტიკურ ანალიზს …

გუნდების ტაქტიკური სქემები

წინა მატჩებთან შედარებით , ბიანკონერის თავკაცმა საკმაოდ სერიოზული ცვლილებები განახორციელა . საქმე არ ეხება იმას , რომ მარცხენა ფლანგზე დაცვის ხაზში დე ჩელიეს ნაცვლად ფაბიო გროსო გამოჩნდა და არც იმას , რომ ნახევარდაცვის ხაზში ელჯერო ელია და არტურო ვიდალი პირველსავე წუთებზე გამოჩნდნენ მოედანზე . რევოლუციური ხასიათის გადაწყვეტილება უშუალოდ ტაქტიკურ სქემას ეხება , რომელიც 4-3-3 სა და 4-2-3-1 შორის იყო . ამაზე ოდნავ მოგვიანებით .

მონტელას სქემა თავის მხრივ 4-3-3 იყო .

ანტონიო კონტეს ახალ სათამაშო მოდულში , საინტერესო პოზიცია ეკავა არტურო ვიდალს , რომელიც მოქმედებდა პირლო – მარკიზიოს ტანდემის ოდნავ ზემოთ .

ჩილელის პოზიცია მინდორზე , სრულებითაც არ ჰგავდა იმ ფეხბურთელისას , რომელიც 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში , ცენტრიდან უნდა ეხმარებოდეს ცენტრ ფორვარდს , ანუ ამ შემთხვევაში ალესანდრო მატრის . ბაიერის ექს ფეხბურთელი , უფრო მეტად მარცხენა ფლანგზე ინაცვლებდა , ხოლმე სადაც ბელუშიზე ახორციელებდა ზეწოლას . განსაკუთრებით მაშინ როდესაც ბიანკონერი უბურთოდ იყო .

მაშინ როდესაც უკვე თავის მხრივ , ბურთს იუვენტუსი ფლობდა , ვიდალი რჩებოდა მარცხენა ფლანგზე და ვერტიკალურად აგრძელებდა მოძრაობას . მარკიზიო კი ასე ტიპიურად არ გადაადგილდებოდა , როგორსაც საერთოდ უნდა აკეთებდეს შუა ხაზელი 4-2-3-1 ტაქტიკურ მონახაზში . მისი გადაადგილებები , ჰგავდა უფრო მეტად 4-3-3 ტიპის ნახევარმცველისას . ის ნაკლებად იღებდა მონაწილეობას შემტევ კომბინაციაში , რითაც აძლევდა მანევრირების საშუალებას პირლოს , უტოვებდა რა ცენტრალურ ზონას . პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში როდესაც ბურთს იუვე ფლობდა , მარკიზიო და პირლო საკმაო მოშორებით იმყოფებოდნენ წინა ხაზთან .

ზემოთ დადებულ სურათებზე , ჩანს არა მარტო ის თუ რა სქემით თამაშობდა გუნდი , არამედ ის , რომ დელვეკიო – პერსონალურად ასპარეზობდა პირლოს წინააღმდეგ . მაგრამ ასეთი ჩანაფიქრი ხშირად არ ხორციელებდა მარკიზიოსა და ვიდალის შესრულებით . როდესაც გუნდი უახლოვდებოდა მეტოქის საჯარიმოს , ვიდალი ყოველთვის წინ იწევდა და პირველი უახლოვდებოდა ხოლმე თავდასხმის ხაზს , მარკიზიო პირიქით , როგორც უკვე განხილული იყო , პირლოსთან ერთად იმყოფებოდა ერთ ხაზზე . ისე კი , ვიდალი საკმაოდ სწრაფად აღწევდა მეტოქის საჯარიმომდე და ხშირ შემთხვევაში ზურგით უხდებოდა ასპარეზობა , შედეგად მას უწევდა ცენტრში ჩამოსვლა ბურთის მისაღებად , რის გამოც კატანიას დაცვის ხაზი ზეწოლის გარეშე რჩებოდა . ასეთი ასპარეზობა ორი აზრი არაა , ხელს უშლიდა ბიანკონერის მხრიდან ბურთის ცირკულაციას .

ზემოთხსენებული ფაქტების გათვალისწინებით , იუვენტუსი ვერ ახორციელებს ბურთის ცირკულაციას და პლიუს ამასთან პირლო , საიმედოდ არის ჩაკეტილი დელვეკიოს მხრიდან . მონტელამ როგორც ჩანს გადაწყვიტა , პირლო იმ დროს გადაეკეტა , როდესაც ბიანკონერი შეტევის ორგანიზებას დაიწყებდა .  ამის გამო , შეტევის იუვენტუსის ცენტრალური მცველები ხდებოდნენ იძულებულნი , მიეღოთ მონაწილეობა შემტევ ფაზაში – ბარძალი და უფრო მეტად კიელინი .

შემდეგ სურათი ამისი ნათელი დადასტურებაა . შეხედეთ სად იმყოფება პირლო , რომლის წინ დელვეკიოა . შეტევის ორგანიზება კი ბარძალის უწევს და ასევე დააკვირდით , ბიანკონერის ორი შუა ხაზელის პოზიციას ! საუბარია ვიდალსა და მარკიზიოზე .

შედეგად კიელინის უწევს მოედნის ცენტრამდე ასვლაც კი , რის გამოც დიდ სივრცეს ტოვებს უკან .

ასეთი სახის პრობლემას , გუნდი გადააწყა ფეხბურთელების უფუნქციობის გამო . მას შემდეგ რაც პირლო თამაშიდან გათიშეს , ცენტრალური მცველები ვერ ახერხებდნენ შეტევების ზუსტად დაწყებას , ამიტომ გრძელი საჰაერო გადაცემებით , ბურთი სწრაფად მიდიოდა თავდასხმის ხაზამდე , რომელიც აგრესიული პრესინგის ქვეშ , საბოლოო ჯამში კარგავდა ბურთს . არც მარკიზიოს და არც ვიდალს არაფერი გაუკეთებია იმისთვის , რომ გაცილებით კომბინაციური გაეხადათ გუნდის ასპარეზობა . მაშინაც კი , როდესაც პირლო იღებდა ბურთს , რომელსაც ფეხ და ფეხ დელვეკიო დაჰყვებოდა , მას ძალზედ უჭირდა გაგრძელების პოვნა . ასეთ შემთხვევაში დანარჩენ ნახევარმცველებს უფრო აქტიურად უნდა ეთამაშათ რათა თავი დაეღწიათ მეტოქის პრესინგისგან . ბურთის ცუდმა ცირკულაციამ , რომელმაც ცუდმა ტაქტიკურმა ჩანაფიქრებმა განახორციელა , ფაქტიურად დისბალანსი შეიტანა იუვენტუსის ასპარეზობაში . სწორედ ბურთის ცირკულაციამ გახადა იუვენტუსი ნაკლებად სახიფათო და პირიქით , კატანია ძალზედ აგრესიული კონტრ შეტევებში .

წინა მატჩებიდან განსხვავებით , მცველებს უჭირდათ ზეწოლის განხორციელება კატანიას ფორვარდებზე , რადგან ამ შეხვედრაში მათ ჰქონდათ იმის დრო , რომ როდესაც იღებდნენ ბურთს აეწიათ თავი და ეპოვნათ შემდეგი ადრესატი . შემდეგ სურათზე კარგად ჩანს , რომ როდესაც კატელანი იღებს ბურთს , რომლის ზურგს უკან ლიხშტაინერი იმყოფება , ითამაშებს პატარა კომბინაციას კაპუანოსთან და პრაქტიკულად საქმის გარეშე ტოვებს ბიანკონერის დაცვის ხაზს .

შემდეგ სურათზე , იგივეს აკეთებს ბერგესიო ალმირონის დახმარებით .

მონტელას ჩანაფიქრი იუვენტუსის დახმარებით იყო გამართლებული . შეტევაში ახალგაზრდა თავკაცმა ფსონი სწრაფ ტრიოზე გააკეთა : გომესი , კატელანი და ბერგესიო . მათი დახმარებით , ბიანკონერის დაცვის ხაზი სივრცეებს შორის თავისუფალ ზონებს ტოვებდა , ამიტომაც სიცილიელი ფეხბურთელები თავისუფლად იღებდნენ ბურთს . მოედნის ცენტრში დელვეკიო პირლოს მყარად იჭერდა , ლოდი ვიდალს აკონტროლებდა , ხოლო როდესაც არტურო იღებდა ბურთს მის წინააღმდეგ უკვე ბელუში ასპარეზობდა . მარკიზიოს ზონაში ალმირონი თამაშობდა . კატელანის და გომეს კი ნამდვილად ჰქონდათ იმის ძალა და ენერგია , რომ მხარი დაეჭირათ საკუთარი გუნდის ფლანგელი მცველებისთვის , რომლებიც აქტიურად ერთვებოდნენ ხოლმე შეტევებში . კატანია მხოლოდ მაშინ ახორციელებდა ზეწოლას , როდესაც ჩამოდიოდა საკუთარ ნახევარზე , რითაც თავისუფალ სირვცეს უტოვებდა საკუთარ სწრაფ ფორვარდებს .

ასეთ ტაქტიკურ ჭიდილში გაუშვა იუვემ გოლი .

გაშვებული ბურთი

შეტევა ხორციელდება 4-4 ზე . დელვეკიო თავისუფალ ზონაში , გომეს უკეთებს გადაცემას . ამასობაში გროსომ , ვერ წაიკითხა ელემენტარული ეპიზოდი . ცენტრალურ ზონაში ამასობაში ბარძალის და კიელინის უნდა ემოქმედათ დელვეკიოსა და ბერგესიოს წინააღმდეგ . სიცილიელთა ორმა ფეხბურთელმა შეიცვალეს პოზიციები , შედეგად დელვეკიომ გაზარდა სივრცე , ხოლო ბერგასიო ამ ეტაპზე ემზადება ბურთის მისაღებად . კიელინი კარგავს თვალთახედვის არენდა დელვეკიოს და ფორვარდის დაკეტვაზე ერთვება . ბარძალი კი სავარაუდოდ მოწყდა წუთით სიტუციას მეტოქის გადაადგილებების გამო , შედეგად ბერგესიოს დაკეტვა ვერ მოასწრო , რომელიც კიელინის ზურგს უკან გაჩნდა და გაიტანა გოლი . სამწუხარო იყო რა თქმა უნდა ბიანკონერის ორი მცველის სუსტი ასპარეზობა , რომლებმაც ზონურადაც და პერსონალურადაც უხეში შეცდომა დაუშვა . ეს ეპიზოდი ორი აზრი არაა , რომ არა ერთხელ იქნება განხილული და შესაბამისი სვლებიც მოჰყვება .

მეორე ტაიმი

პირველ ნახევარში , გუნდის უმთავრესი პრობლემა ბურთის ცირკულაცია იყო  , რაც გუნდს ნაკლებად ეფექტურს ხდიდა . კონტემ მყისვე მოახდინა რეაგირება და ძირეულად შეცვალა გუნდის ასპარეზობა . პეპემ ელია შეცვალა , ვიდალმა და მარკიზიომ კი პოზიციები გაცვალეს  . დაიკავა რა , მარკიზიოს პოზიცია ჩილელმა , პირლოს მოედნის ცენტრში სერიოზული დამხმარე გამოუჩნდა . არტურო უკვე თავად ცდილობდა გუნდის შემტევი ასპარეზობის ორგანიზებას .

ბურთის ცირკულაციამ , გააუმჯობესა გუნდის ასპარეზობა და შეუნარჩუნა ბალანსი . შემდეგ სურათზე უკვე კარგად ჩანს , რომ ვიდალი არ რჩება მარკიზიოსთან ერთად ერთ ხაზზე ( როგორც ეს პირველ ნახევარში იყო ) და საკუთარი  ახალი პოზიციის ხარჯზე , მას შეუძლია კატანიას უკან დახევის გადაკეტვა .

შემდეგ სურათზეც , ვიდალი მარკიზიოს უკან იმყოფება და ჭრის ლოდის გადაცემას .

უკეთეს მანევრირებას , ხელს მარკიზიოს ახალი როლიც უწყობს . კლაუდიო სწრაფ ტემპში გადადის ხოლმე წინა ხაზში და ცდილობს მატრისთან აქტიურ კომბინირებას .

პოზიციების შეცვლამ , მნიშვნელოვნად გამოასწორა იუვენტუსის ასპარეზობა . გუნდმა მეტ ნაკლებად გამოსწორა ასპარეზობა , თუმცა რიგ ეპიზოდებში მაინც რისკავდა კონტრ შეტევებზე . შეცვლა რომელიც მეორე ნახევარში განხორციელდა , საუბარია მატრის ნაცვლად დელ პიეროს შემოსვლაზე , მისცა გუნდს წინა ხაზში გაცილებით მეტი ფანტაზია და ტექნიკა . კუალიარელას გამოსვლასთან ერთად კი გუნდი ისევ დაუბრუნდა 4-4-2 ( 4-2-4 ) ტაქტიკურ სქემას . ბოლოს და ბოლოს ეს ყველაფერი აძლევს გუნდს ტემპს , რომელიც დაღლილობის დროსაც კი უნარჩუნებს იუვენტუსის სისწრაფეს და ტოვებს მას სახიფათოს მეტოქის კართან .

წყარო : uccellinodidelpiero.com

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

4 კომენტარი

  1. აკაკი მეტრეველი nedvednedvednedved says:

    პირველ ტაიმში კონტემ ახალი ტაქტიკა გამოსცადა

    სამწუხაროდ არ გაამართლა, მაგრამ როცა ცოტა დროს ითხოვს კაცი, ამას გულისხმობს. ჯერ მიმდინარეობს გადარჩევის პროცესი, ჩამოყალიბების პროცესშია ის რაღაც დიდი, რასაც ყველანი ველოდებით

    რაც შეეხება ვიდალს, ვთვლი, რომ მარკიზიოს მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, პირლო – ვიდალი არის ცენტრში საუკეთესო წყვილი

    ძალიან ძლიერი საყრდენია ვიდალი და არ ღირს მემგონი მისი სხვადასხვა პოზიციებზე დაყენება

  2. OMAR SIVORI OMAR SIVORI says:

    ბუფონი
    ლიხტა, კიელნი, ბარძალი, დე ჩელიე,
    პირლო, მარკიზიო,
    კრასიჩი, ვიდალი,
    დელ პიერო, კვალიარელა

    მილანთან უნდა მოვიგოთ-ეს პრინციპულია ერთით და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მისწრება წამალია !! :up:

    მარად და ყველგან ფორცა იუვეე!!
    :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

  3. d a v i d juve-dato-juve says:

    ჩემი აზრით კონტეს ერთი თავდამსხმელით არ უნდა ეთამაშა და ბოლო წუთებზე ტონი რო გამოეყვანა უფრო პროდუქტიული ქინებოდა, იმიტო რო ბოლო წუთებზე ბევრი კუტხურები მოვაწოდეთ>>> :forza:

  4. მაგარია საღოლ :)))
    პირველი ტაიმი იყო რაღაც საშინელება ალბათ არასწორი ტაქტიკის ბრალი იყო რავი:)))
    მილანთან დელ პიერო მინდა სასტავში თავიდანვე !

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »