“ინტერი” – “იუვენტუსი” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ გუშინდელ მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს…

სტორარი 7 – იღებს ყველა ბურთს, რისი აღებაც შესაძლებელია.მომენტებში ამჟღავნებს ადამიანი ობობას თვისებებს.მაქსიმალურად საიმედოდ გამოდის მეკარის საჯარიმოს გარეთ.

გრიგერა 6.5 – მატჩის დებიუტში საკუთარ თავზე იღებს ეტო’ოს დარტყმულს, რომელიც უკვე მზად იყო გატანილი გოლი აღენიშნა.მეორე ტაიმში გადადის მარცხნივ და საიმედოდ კეტავს კოუტინიოს.

ბონუჩი 6.5 – ამ მატჩში კარგი იყო დრიბლინგზე და თამაშობდა ძალიან ფრთხილად.კეტავს რგოლებს, რომელიც დაცვის ცენტრში დროდადრო ჩნდებოდა ხოლმე.

კიელინი 6.5 – პირველ ტაიმში მისი უშუალო მოწინააღმდეგე ეტო’ო იყო, მეორეში მილიტო, მაგრამ გლადიტორმა ორივე მათგანი სრულფასოვნად ჩაკეტა.

დე ჩელიე 6.5 – საიმედოდ კეტავს დაცვის მარცხენა ფლანგს.არაფერს აკლებს თვით მაიკონს.სრულიად რთავს თამაშიდან ბიაბიანის.

მოტა 6 – თამაშობს ყურადღებით.კეტავს ეტო’ოს.

კრასიჩი 7 – უბრალოდ თავბრუს ახვევს კივუს საოცარი ტექნიკითა და სისწრაფით.საგოლე გადაცემას უკეთებს იაკვინტას, ამ უკანასკნელს გოლი კი გააქვს, მაგრამ თამაშგარედან.მეორე ტაიმში ურტყავს კარისკენ, მაგრამ სეზარი ბურთს იგერიებს.

მელო 6.5 – მუდმივად თან სდევს სნეიდერს,  ხელმძღვანელობს ცენტრში თამაშს.90 წუთის განმავლობაში თამაშობს უმაღლეს დონეზე.

აკუილანი 6.5 – ითამაშა საოცრად ტალანტურად და ტექნიკურად.მაქსიმალურად აჩქარებს თამაშის ტემპს და სახიფათოს ქმნის შეტევებს.მეორე ტაიმში ტოვებს მოედანს, ამის მიზეზი მხოლოდ დაღლაა.

სისოკო – შეფასების გარეშე.

მარკიზიო 6.5 – ამჯერად ლუიჯი დელ ნერი ახალგაზრდა ფეხბურთელს ფლანგზე, გარემარბად იყენებს.მეორე ტაიმში მარკიზიო ორგანიზებას უკეთებს კონტრშეტევას, რომელიც კუალიარელას სახიფათო დარტყმით სრულდება.

იაკინტა 5 – ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის.თამაშ გარედან გატანილმა გოლმა დიდი ვერაფრით შეცვალა.ჰქონდა ორი კარგი მომენტი, მაგრამ ბურთი ფეხებში აებლანდა.

კუალიარელა 5.5 – მუდმივად ცდილობს გამწვავებას.ვერ გამოიყენა მატჩში ყველაზე სახიფათო მომენტი.

დელ პიერო 6 – უჭირავს ბურთი.

დელ ნერი 7 – ამჯერად მისი გუნდი უმაღლეს კლასსა და ტექნიკას აჩვენებს.

წყარო : La Stampa

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

18 კომენტარი

  1. Dutch datka says:

    არ იყო ალე
    კომენტატორები კიდე ბრმები არიან , მარკიზიომ გააკეთა ეგ პასი დააკვირდით

  2. საბა შიოშვილი MeMBeR says:

    ბრაცი ვიდეოს კარგად უყურეთ პასი დელ პიერომ გააკეთა ;))
    და მელომ გამაგიჟა საღოლ ეს იქნება იუვეს მთავარი ჩამშლელი თუ უკვე არ არი :D

  3. marchisio8 alessa10 says:

    delpis 6.5 dauwerdi tundac im erti pasis gulistvis romeli qualiarelam ver gamoiyena

  4. pavel nedved11 says:

    ხო ხო მარკიზიო იყოო…

  5. გიო დარჯანია Darja says:

    დელ პიეროს არ გაუყვანია კუალიარელა ერთი ერთზე, მარკიზიომ გაიყვანა…

    კუალიარელას დელ პიეროზე მეტი ეკუთვნოდა, ჯერ ერთი იმიტომ რომ უფრო დიდი ხანი ითამაშა, მეორეც მშვენივრად ითამაშა :))

    დელ პიერომ 2 ჯერ დაარტყა კარში და დანარჩენი შეფასება პრესტიჟის გულისთვის დაუწერეს

  6. pavel nedved11 says:

    არა ტო დელპიერო იყო მიმმოხილვა ნახე. აუ სტორარიმ ძაან მაგრად ითამაშა საღოოლ.!!!

  7. lexo_delpi says:

    რა არა ობიექტური შეფასებებია. დელ პიერომ გაიყვანა კუალიარელა ერთიერთზე. მეტი ეკუთვნის

  8. MAFIOZ MAFIOZ says:

    იაკინტას ცოტა მეტი ეკუთვნიდა :smile:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »