ლუჩიანო მოჯის დაცვის მხარის სიტყვით გამოსვლა

ყველას კარგად მოგეხსენებათ , რომ ნეაპოლში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი კალჩიოპოლის საკითხზე . გთავაზობთ ლუჩიანო მოჯის ადვოკატის – მაურილიო პრიორესკის გამოსვლას სასამართლო სხდომაზე …

ლუჩიანო მოჯის ადვოკატმა , ისაუბრა იმ კონკრეტულ მატჩებზე , რომლებშიც ბრალს დებენ ბიანკონერის ექს სპორტულ დირექტორს …

” უდინეზე ” – ” ბრეშია ”

ამ მატჩში ყვითელი ბარათები მუნტარიმ , პინციმ და დი მიკელე მიიღეს . ანუ იმ ფეხბურთელებმა , რომლებსაც არ ემუქრებოდათ მომდევნო შეხვედრის გამოტოვება . არადა იანკულოვსკის ძალზედ უხეში თამაშის შემდეგ , მსაჯს თავისუფლად შეეძლო მისი გაძევება . ეს ყველაფერი გაძეტას იმ დროინდელ ნომერში გამოქვეყნდა , მაგრამ როგორც ჩანს პროკურორმა აურიკიომ , კონკრეტულად ეს ნომერი არ წაიკითხა . ანალიზი კი მოჯისა და ჯირაუდოს სატელეფონო საუბრიდან გააკეთა , სადაც ეს უკანასკნელი შემდეგ რამეს იძახის : ” დატოლოს , რომ უკეთე ემსაჯა მაშინ უდინეზეს შემადგენლობის ნახევრას წითელ ბარათს უჩვენებდა ” . მაგრამ მას არცერთი არ გაუგდია და უფრო მეტიც , ბრეშიაზე მოაწყო ნადირობა . აი სად არის სიმართლე , მაგრამ პროკურორს საერთოდ არ აინტერესებს ეს . მაგრამ ბოლოს და ბოლოს მცირე ნამუსი ხომ უნდა გაგაჩნდეს , რომ ამის გამო კონკრეტულ ადამიანს ბრალი არ დასდო რაღაცაში ? ჩაატარე უბრალოდ შემოწმება და ყველაფერი ნათელი გახდებოდა .

” სიენა ”  0-3 ” იუვენტუსი ”

მოჯი , ფაბიანი და ბერტინი ( მესინას პრეზიდენტი ) , მაფიოზური გაერთიანება . რაიმე ნივთ მტკიცება არსებობს ამ სისულელის ? ერთ ერთ დოკუმენტზე დაყრდნობით ვიგებთ , რომ შვეიცარიული კარტის მეშვეობით ბერტინისთან განხორციელდა 26 სატელეფონო საუბარი 18 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით . მაგრამ პროკურორი მიანიშნებს უტყუარ სამხილზე , რომ საფეხბურთო მატჩის დღეს , განხორციელდა 14 ზარი , გავიმეორებ კიდევ ერთხელ – 14 ზარი ბერტინის , ფაბიანის და მოჯის შორის ! მე ამაზე შემდეგ რამეს ვიტყვი , ბრალდების თანახმად ბერტინი არის მაფიოზური კლანის წევრი და შესაბამისად , ეს ადამიანი უკიდურესი იდიოტია , რომ ასე ღიად საუბრობდა   ტელეფონზე გარკვეული მაქინაციების შესახებ ? მაგრამ პროკურორი ისევ თავისას იძახდა , რომ მატჩის დღეს განხორციელდა 14 სატელეფონო ზარი და აქვე ერთ რამეს დავამატებ : აურიკიომ არა ერთხელ განაცხადა , რომ წარმოდგენა არა აქვს რა მატჩზეა საუბარი ! …

” იუვენტუსი ” 3-0 ” კიევო ”

მოჯი , ფაბიანი და პიერი … კიდევ ერთი ტრიო , რომელიც შეთქმულებაში არიან მხილებულნი … ბრალს ისევ და ისევ სატელეფონო საუბრებიდან სდებენ . ისე კი წარმოიდგინეთ , მატჩის დღეს , არცერთი შეცდომა არ დაფიქსირდა მსაჯის მხრიდან ! მოჯი კი თავის მხრივ , დადებითად არის განწყობილი და მატჩის შემდეგაც აგრძელებს კონტაქტს და მადლიერია ამის გამო . აურიკიო კი , კიდევ ერთხელ გვეუბნება , რომ არაფერი იცის ამ მატჩის შესახებ .

” ლეჩე ” 0-1 ” იუვენტუსი ”

ჯირაუდო და მოჯი . აქ საქმე ეხება თაღლითობას , რომელიც გამოიხატება მსაჯების არჩევაში , რაზეც უკვე ვისაუბრეთ .  ეს საქმე იბადება მორგან დე სანტისის და სტეფანო მარტინოს სატელეფონო საუბრის შემდეგ . აურიკიოს მტკიცებით , ამ საუბრიდან კარგად ჩანს იუვენტუსის და დე სანტისის ძალზედ თბილი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და მსაჯი დარწმუნებულია , რომ მას ვერავინ ვერ შეეხება . იცით საუბარი რაზე მიდიოდა სინამდვილეში ? მაისურებზე ! დე სანტისმა განაცხადა , რომ 23 მაისური მიიღო ბიანკონერისგან და შემდგომ ჩვენ მოვახერხეთ იმის დამტკიცება , რომ მაისურებს აბსოლიტურად ყველა იტალიური კლუბი ჩუქნიდა მსაჯებს ! ეს უკვე კლოუნადაა მეგობრებო !!! მინდა ვკითხო მეორე მხარეს , უყურეთ თუ არა თქვენ უშუალოდ თამაშს ? რა თქმა უნდა არა ! შემდეგ ჩვენ ვუსმენთ დელ პიეროს , ლედესმას , ზემანს და მორგანტის , რომლებიც ამბობენ , რომ მოედანზე ძალზედ ცუდ მდგომარეობაში იყო , მაგრამ მატჩის გადადებაზე საუბარი არ მიდიოდა . საგულისხმოა კიდევ ერთი რამ , მორგანტის მაისურები არა მოჯიმ , არამედ სეკომ მიუტანა , თუმცა ამაზე ხმას არ იღებს მატყუარა აურიკიო . მაგრამ შემდეგ , მოჯი , ეს მონსტრი ! ჩადის გასახდელში მსაჯებთან და ჩენიკოლი ეკითხება , შეუძლია თუ არა მას დაუბრუნდეს და გაუძღვეს იუვენტუსის მატჩებს ” შემიძლია ისევ ვიმსაჯო იუვეს მატჩებზე ? ” პასუხი : ” დიახ , რა თქმა უნდა . შენ ყოველთვის უნდა მსაჯობდე ჩვენს შეხვედრებს ” . იცით , ეს ჩენიკოლისთვის ამ სეზონში იყო უკანასკნელი მატჩი სადაც იუვენტუსის მატჩზე მსაჯობდა . მოჯიმ კი დამატებითი პუნქტი მიიღო ბრალდებისგან . ეს ბოლო მომენტი არ არის . ჩენიკოლი ტრიბუნალზე იმის გამო წავიდა , რომ იბრაჰიმოვიჩის მაისური სურდა , ხოლო მორგანტიმ მას ძამბროტასი მისცა .

” იუვენტუსი ” 2-1 ” ლაციო ”

მორიგი პრობლემა მსაჯების არჩევასთან დაკავშირებით . მეორე მხარეს ,  ნივთ მტკიცებათ სატელეფონო საუბარი მოჰყავს ბალდასთან , რომელიც 2004 წლის სექტემბერში განხორციელდა . თუმცა , სად არის აქ იურიდიული აზრი დღემდე ვერ გამიგია . უმჯობესი იქნება , თუ თავად წარვადგენ სატელეფონო საუბრებს , რომლებიც 5 დეკემბრიდან ხორციელდებოდა და მერე თავად დარწმუნდებით იმ სისუელეში რასაც აურიკიო აცხადებდა თავის დროზე .

” ფიორენტინა ” – ” ბოლონია ”

დანაშაული : კენჭისყრა და გაფრთხილება . ყველაფერი ორი ზარის წყალობით იბადება . თავდაპირველად მოჯისა და გარუფის საუბარი , სადაც ბრალდების აზრით თითქოს საუბარი რაკალბუტოსთან ხორციელდებოდა . მეორე სატელეფონი საუბარი კი მოჯის და დამაშელის შორის განხორციელდა . ჩვენ უკვე წარვადგინეთ ნივთ მტკიცება , რომ ნასტასე და პეტრუცი არ შედიოდნენ ძირთად შემადგენლობაში , რადგან იმ სეზონში ერთმა 7 – ჯერ იასპარეზა , ხოლო მეორემ 17 – ჯერ , ხოლო გამებრინის არ ჰქონდა საშიშროება რომ დისკვალიფიკაციას მიიღებდა . ჩვენ მოვუსმინეთ პიროდინის ასისტენტს , სადაც ის ამბობს , რომ მსაჯობა უმაღლეს დონეზე განხორციელდა . ავღწერ მოჯისა და მელის კონტაქტს , სადაც ლუჩიანო ცოფებს ჰყრიდა დე სანტისის მსაჯობაზე , მაგრამ უმჯობესი იქნება თუ სატელეფონო საუბარს მოვუსმენთ , სადაც დამაშელი მოჯის ურეკავს : ” ჩვენ , სამი ბოლონიელი მცველი გვყავს დისკვალიფიცირებული ” – მოჯი კი ამასობაში საერთოდ ვერ ხვდება რაზე მიდის საუბარი . და აქ ეს ჟურნალისტი ამბობს ამ სისულელეს ტელეფონში , რომელსაც შემდგომ იყენებენ ბრალდების ერთ ერთ პუნქტად . არ გრცხვენიათ ასეთი სილელეებით , რომ მოდიხართ სასამართლო დარბაზში ?

” ბოლონია ” – ” იუვენტუსი ”

ყველა დაინტერესებულ პიროვნებას მოვუსმინეთ , მაგრამ ნეგატიური არავის არაფერი არ უთქვამს . მხოლოდ იმან შეამჩნია რაღაც ვინც აკვირდებოდა მატჩს , რომელმაც მსაჯს დაბალი შეფასება დაუწერა იმის გამო , რომ ბოლონიას ფეხბურთელები მისგან პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ . ამასთანავე ვიპოვნეთ სატელეფონო საუბარი , რომელიც განხორციელდა ბერგამოსა და პაირეტოს შორის და პიერი – პაირეტოს შორის . ამას არც კი წაგიკითხავთ , უმჯობესი იქნება თავად გადაიკითხოთ . აქ ნათლად ჩანს , თუ როგორ ინანიებს მსაჯი და იხდის ბოდიშს შეცდომის დაშვებისთვის . ამ მატჩის შემდეგ კი , პიერი ორი თვით იქნა დისკვალიფიცირებული . აი ეს არის მოჯის ” მაფიოზური კლანის ” საქმიანობა …

” იუვენტუსი ” – ” მილანი ”

პრინციპში ამ მატჩს უკვე შევეხეთ – იყო კონტაქტი 14-იდან 20 დეკემბრის ჩათვლით და აქაც იგივე ქვე ტექსტია , როგორიც ბერტინის შემთხვევაში . აურიკიოს არც ეხლა შეუძლია რაიმეს თქმა , რადგან მას არ ჩაუტარებია გამოძიება . ჩვენ აქ პისაკრეტა და ივალდი დავკითხეთ ( გვერდითი არბიტრები ) . ხო , აქ მოჯიმ ჯელტმენობა გამოჩინა და ფრედ დაასრულა შეხვედრა : 0-0 . ალბათ მოჯიმ ასეთი რამ თქვა  : ” ძალიან გთხოვ , იქნებეს მატჩი ფრედ დავასრულოთ ” – ბეტრინიმ კიდე თავის მხრივ , ალბათ ასე უპასუხა : ” კი მაგრამ მე გამარჯვებაზე ვიყავი ორიენტირებული  ” …

” რომა ” 5-1 ” პარმა ”

აქ დანაშაული არა სატელეფონო საუბრებს , არამედ გაფრთხილებებს დაედო , რომელიც პიზანომ და კორტინიმ მიიღეს . ფეხბურთელებში განახორციელეს გამოძიება და ნახეს , რომ მათ არ ემუქრებოდათ დისკვალიფიკაცია და პლიუს რადგან რაკალბუტო მსაჯობდა , აგორდა კიდევ ერთი ტალღა . მორიგი მარაზმი აურიკიოს შესრულებით .

” კალიარი ” 1-1 ” იუვენტუსი ”

არსებობს ასეთი ვერსია , როდესაც წინასწარ არის დაგეგმილი ფრე , მიდის გაუთვაბელი საუბარი და დადგმული სპექტაკლები . მატჩის შემდეგ ჩელინო , კალიარის პრეზიდენტი , ცუდ მსაჯობაზე აკეთებდა განცხადებებს . ჩვენის მხრივ მოვიძიეთ სატელეფონო საუბრები , რომლებიც განხორციელდა ბერგამო – პაირეტო , რაკალბუტო – პაირეტო , რაკალბუტო – ბერგამო , საიდანაც კარგად ჩანს , რომ რაკალბუტოს არცერთი მხარის სასარგებლოდ არ უმსაჯია . შედეგად , აურიკიოს მორიგი ბრალდება , რომელიც ჭორის დონეზე იქნა მოსმენილი სადმე , სპორტულ ბარში .

” იუვენტუსი ” – ” უდინეზე ”

თაღლითობა კენჭისყრის დროს , ვითომ და მოჯი ფაჩის მდივანს შეხვდა რომში . მორიგი ბრალდება ჭორის დონეზე . არ არსებობს არანაიტი მტკიცებულება არა სწორი მსაჯობის შესახებ . და რა დავიცვა მითხარით ?

” რომა ” – ” იუვენტუსი ”

მოჯი , ჯირაუდო , რაკალბუტო … არანაირი მტკიცებულება , არანაირი გამოძიება . ამ მატჩის შემდეგ , რაკალბუტოს 8 მატჩიან დისკვალიფიკაციას აძლევენ . ამბობენ , რომ მსაჯებს მისცეს უფლება ეტარებინათ ტელეფონი , რომ ესაუბრათ ერთმანეთში მატჩის დროს . სინამდვილეში კი გაბრიელი იღებს შეტყობინებას ბერგამოსგან , რომელშიც ეწერა : ” ყურადღება მიაქციეთ , იუვენტუსმა გოლი თამაშგარედან გაიტანა ” – ამ მესიჯის წყალობით , ბრალდება ანულირებულია ! ამ მატჩის მთავარი მოქმედი გმირები , ჩვენ უკვე დავკითხეთ და ლაინსმენმა აღიარა , რომ შეცდა იმ ეპიზოდში . შემდეგ ჩვენ სატელეფონო საუბრები ვიპოვნეთ , სადაც ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა , რომ რაკალბუტო სუფთა სინდისით და სამართლიანად მსაჯობდა , მაგრამ ეს ყველაფერი ვიღაცამ გააქრო …

” ლეჩე ” – ” პარმა ”

აქ მოჯი საერთოდ არ არის ნახსენები . მაშინ რა ჯანდაბად შეგვატენეს ეს მატჩი ? პროკურორს 15 სატელეფონო საუბარი მოაქვს და არცერთში , ვიმეორებ არცერთ მათგანში არ ფიგურირებს მოჯი ! დაერეკა მაინცაა მოჯის მატჩის შემდეგ და მადლობა მოეხადა მომსახურებისთვის . მაგრამ არა , არ ფიგურირებს ასეთი ზარიც კი !

ვასრულებ ამით ჩემს გამოსვლას ! ვითხოვ დაუყონებლივ გაუქმდეს შვეიცარიული სიმ ბარათების საკითხი 191 , 696 , 729  სისხლის სამართლის პუნქტების გამო და პლიუს იტალო – შვეიცარიული შეთანხმების საფუძველზე . ვითხოვ ასევე მოუხსნან ყველანაირი ბრალდება მოჯის იმის გამო , რომ მის საწინააღმდეგოდ არ არსებობს არანაირი ნივთ მტკიცება . ვითხოვთ ასევე გადაეცეს ნეაპოლის პროკურატურას ბალდინის , ნუჩიას და აურეკიოს გაყალბებული საუბრები , რომლებმაც იცრუეს დაკითხვის დროს . დამატებით , ვითხოვ რომის პროკურატორის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე , ნივთ მტკიცებების ფალსიფიცირების გამო , რომელიც უშუალოდ იყო მიმართული ლუჩიანო მოჯის წინააღმდეგ .

წყარო : ju29ro.it

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

12 კომენტარი

  1. ika..juve..10 ikajuve1011 says:

    დიდი იმედი მაქვს თავისას მიაღწევს მოჯი.. სამართალი უნდა აღსდგეს. ყველამ უნდა აგოს პასუხი თუ რამე მიქარული აქვს(ინტერის და მილანის ხელმძღვანელების ჩათვლით)

    • mamuka1313 says:

      სანამ ბერლუსკონი არ ცაძაღლდება არაფერი გაირკვევა არ მჯერა რომ მორატისთან ერტად ბერლუსკონი არ ურევია მაგ საქმეში

  2. NEDVEDA11.. NEDVEDA11.. says:

    27ში იყო ეს ))

    ბოლომდე ლუჩიანო :juvee:

  3. OMAR SIVORI OMAR SIVORI says:

    მოჯი ბოლომდეეეეეეეეეეეეეეეეე!! :forza: :forza:

  4. r.baggio r.baggio says:

    საგოლ ადვოკატს და მოჯის მაგარი უმუშავიათ ბოლომდე მიაწექი მოჯიიიი :love: :love: :juvee: :forza: :juventus:

  5. Nachke Nachke says:

    დათკა -> დათკა ფეისბუქზე სტატიის დამატებისას სურათს გარჩევნებს? :loool: მე ბანერის სურათებს მიგდებს :blin:

  6. დათო ჯიშკარიანი დათკა says:

    უახლესი

  7. tifoza tifoza says:

    ეს ძველია თუ ახალი?

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »