” იუვენტუსი ” 2-0 ” მილანი ” ( ტაქტიკური ანალიზი )

სრულიადში შეგიძლიათ იხილოთ , ტურინის ” იუვენტუსის ” და ” მილანის ” შეხვედრის , ტაქტიკური ანალიზი …

არტურო ვიდალი კვლავინდებურად სასტარტო შემადგენლობაშია , თუმცა დაცვის ხაზში მნიშვნელოვანი ცვლილებებია . პირველ რიგში საქმე ლეონარდო ბონუჩის ეხება , რომელიც მიმდინარე სეზონში პირველად მოხვდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში და ანდრეა ბარძალის შეუწყვილდა ცენტრალურ ზონაში . ხოლო მარცხენა ფლანგზე ჯორჯო კიელინიმ გადაიწია , რომელიც ლუიჯი დელ ნერის პერიოდშიდაც , პერიოდულად ასპარეზობდა ამ პოზიციაზე . დაცვის საპირისპირო მხარეს , როგორც მივეჩვიეთ მიმდინარე სეზონში , შვეიცარიელი სტეფან ლიხტშტაინერი ასპარეზობდა .  ნახევარდაცვის ცენტრალურ ზონაში ანდრეა პირლო მოქმედებდა , მისგან მარჯვნივ ვიდალი , ხოლო მარცხნივ მარკიზიო . წინა ხაზში ფლანგებზე კრასიჩი და პეპე , ხოლო გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე მირკო ვუჩინიჩი ირჯებოდა .

რაც შეეხება მილანის სქემას , ალეგრი ძველ ტაქტიკას ენდობა : 4-3-1-2 . აბიატი კარში , დაცვის ფლანგებზე ბონერა და ძამბროტა , ხოლო ცენტრში ნესტა და ტიაგო სილვა . დაცვის ხაზთან ახლოს ასპარეზობდა მარკ ვან ბომელი , მარჯნივ ანტონიო ნოჩერინო , მარცხნივ კი კლარენს ზეედორფი . ტრეკუარტისტას პოზიციაზე კევინ პირს ბოატენგი იდგა , რომელსაც დაევალა , მოემარაგებინა გადაცემებით ორი ფორვარდი : ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ანტონიო კასანი .

მატჩის ტაქტიკური განხილვა …

ამჯერად  ბიანკონერის სათამაშო სქემა , ძალზე ჰგავს 4-3-3 ს , რაც პრინციპში უკვე იყო ადაპტირებული კატანიასთან დაპირისპირებაში .  რაც შეეხება როსონერის სათამაშო სისტემას , მათი განლაგება არ ითხოვს სწრაფ მანევრირებებს და შესაძლოა ალეგრის ჩანაფიქრი სწორედ ეს იყო , რომ ხელი შეეშალა ბიანკონერის სათამაშო რითმისთვის . ვან ბომელის სასახელოდ უნდა ითქვას , რომ საწყის წუთებში , როსონერის შეტევების ორგანიზებას სწორედ ის იწყებდა  . ამას ემატებოდა ტიაგო სილვას ფაქტორიც , რომელსაც შეუძლია შეტევის დაწყება ზუსტი დიაგონალური გადაცემებით .  იმისათვის , რომ კონტეს ხელი შეეშალა ამისთვის , მან არტურო ვიდალი , მისთვის უჩვეულო პოზიციაზე , ცენტრში მარჯვენა მხარეს დააყენა , სადაც ჩილელი არცთუ ისე კომფორტულად გრძნობს თავს .
შემდეგ სურათზე ნათლად ჩანს , თუ რა პოზიციაზე დგას ვიდალი , როდესაც მილანი საკუთარ ნახევარზე იმყოფება , ჩილელი ასეთი მანევრით ხელს უშლის ტიაგო სილვას , რომ თავისუფლად მიიღოს ბურთი . შედეგად აბიატი იძულებულია მოიგერიოს ბურთი .

ასეთი პრესინგის გამო , მილანი ვერ ახერხებს ორგანიზებულად შეტევის დაწყებას . ხშირ შემთხვევაში , როსონერის ფეხბურთელები უბრალოდ იგეირებდნენ ბურთს , იმის იმედით , რომ რომელი ფორვარდი მოახერხებდა ბურთზე კონტროლის დამყარებას . მაგრამ თავის მხრივ , ეს მოასწავებდა იმისკენ , რომ იუვენტუსი ძალზედ სწრაფად ეუფლებოდა ბურთს .

როდესაც იუვენტუსი მარწუხებში აქცევს მილანს და აიძულებს მას დაიხიოს საკუთარ ნახევარზე , ვიდალი მაშინვე ტიაგო სილვას მიმართულებით იწყებს მოძრაობას .

მაგრამ , იმ შემთხვევაში თუ სილვას ზონაში იმყოფებოდა ვუჩინიჩი , მარკიზიო თავის მხრივ ზეწოლას ნესტაზე ახდენდა , ხოლო ვიდალი ვან ბომელის ზურგს უკან მოქმედებდა .

საკმაოდ მაღალ დონეზე შესრულებული პრესინგის შედეგად , რომელშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის ვიდალს და პლიუს რა თქმა უნდა ვუჩინიჩს და მარკიზიოს , მილანის ცენტრალური მცველები ვერ ახდენენ შეტევის დაწყებას და გადაცემების გაკეთებას თავისუფალ რეჟიმში .

მაშინ როდესაც ბიანკონერი დაცვიდან , თავდასხმაში გადადიოდა , ტაქტიკური სქემა , ყოველგვარი პრობლემის გარეშე ინაცვლებდა 4-2-4 ზე  და როდესაც მაქსიმალურ ეფექტს გამოიყენებდა , კვლავინდებურად ბრუნდებოდა 4-3-3 ზე . მიუხედავად იმისა , რომ ეს მოდული ითხოვს , შეტევაში შუა ხაზელების ჩართვას , ბიანკონერის არანაირი პრობლემა არ შექმნია ბურთის ართმევასთან დაკავშირებით , რითაც უმცირებდა მილანს ბურთის ფლობის პროცენტულ მაჩვენებელს . ამას დიდად შეუწყო ხელი იმ გარემოებამ , რომ დაცვის ხაზი , მნიშვნელოვნად ამცირებდა ზონას შუა ხაზთან . შემდეგ სურათზე ხედავთ , თუ როგორ ცდილობენ მილანის ცენტრალური მცველები , რომლებიც არ არიან პრესინგის ქვეშ , გადააწოდონ ბურთი კასანოს ( დააკვირდით რა მაღლა არის ასული ბარძალი ) . კიელინი ამასობაში ჭრის ბურთს და სწრაფად აკეთებს პასს ვიდალზე . ჩილელი თავის მხრივ აგრძელებს შეტევას ვუჩინიჩზე , რომელიც საკმაოდ სახიფათოდ ურტყამს მეტოქე კარის მიმართულებით .


შემდეგ ვიდეოზე ნათლად ჩანს , თუ როგორ ცდილობს ბურთის დაბრუნებას იუვენტუსი , როდესაც შეტევაში წასვლისას კარგავს . მეორე ნაწილში აღნიშნულია შემდეგი სახის ეპიზოდი . როდესაც მილანი ცდილობს სწრაფად გადავიდეს კონტრ შეტევაზე , მაგრამ ბიანკონერის მცველები საკმაოდ ეფექტურად უზღუდავენ მას სივრცეს მანევრირებისთვის .


ეფექტური და საკმაოდ სწრაფი მანევრირებების დამსახურებით , ბიანკონერი ძალზე მალე ართმევს მილანს ბურთს , ხოლო მცველები თავის მხრივ თამაშობენ უშეცდომოდ და სწორედ ამ კომპონენტების წყალობით , შესძლო იუვემ სასურველი შედეგით მატჩის წაყვანა . გუნდი მთლიანად აკონტროლებდა მატჩის რიტმს , ბურთს და ტერიტორიულად სჯაბნიდა მეტოქეს , რომელიც თავის მხრივ , სწორედ ამით იწონებს თავს და სწორედ ასეთი ფეხბურთით ასპარეზობს მეტოქის წინააღმდეგ .

იშვიათ შემთხვევებში , როდესაც მილანი ოდნავ დიდხანს იჭერდა ბურთს , ბიანკონერი 4-3-3 სათამაშო სქემაზე ეწყობოდა, ცენტრში ამ დროს ვიდალი , მარკიზიო და პირლო იმყოფებოდნენ , რომლებიც მჭიდროდ უკავშირებდნენ ერთმანეთს შუა ხაზს და დაცვის ხაზს .

კიდევ ერთი ტაქტიკური უპირატესობა , რაც იუვეს გააჩნდა მილანზე , იყო თავისუფალი სივრცეების გადაკეტვა მარკიზიოსა და ვიდალის მონაწილეობით , რომლებიც საკმაოდ ხშირად მიდიოდნენ წინ და ტოვებდნენ უკანა ხაზს , რითაც რიცხობრივ უპირატესობას ქმნიდნენ : სამი ფეხბურთელი , მილანის ორი ცენტრალური მცველის წინააღმდეგ . მოდით უფრო ღრმად განვიხილოთ ეს ტაქტიკური მანევრი : მილანი ცდილობს იუვენტუსის ცენტრალურ მცველზე ზეწოლის განხორციელებას , რომელიც საკუთარ საჯარიმოში კომბინირებს . თავის მხრივ იუვენტუსის მოთამაშეები , იჭერენ მილანის ფეხბურთელებს საკმაოდ მაღლა ამოსულებს . ბოატენგი პირლოსთან , ორი ფორვარდი , ბიანკონერის ორ ცენტრალურ მცველთან და რაც ყველაზე მთავარია , მილანის ფლანგელი ნახევარმცველების – ზეედორფის და ნოჩერინოს ამოსვლა და პრესინგის განხორციელება ლიხშტაინერზე და კიელინიზე .

მილანისტების ზურგს უკან კი ეულად რჩება ვან ბომელი , რომელსაც გვერდში მარკიზიო და ვიდალი უდგას . სამწუხაროდ როსონერის პრესინგი არ იყო მაღალი დონის , ვან ბომელსაც კი არ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა ვიდალისთვის და მარკიზიოსთვის . შემდეგ ვიდეოზე ნახავთ , თუ როგორ გადადის დაცვიდან – თავდასხმაში იუვენტუსი , როგორ გრძელდება შეტევა ვიდალზე , რომელიც ძალზედ შორს იმყოფება უკვე ვან ბომელისგან .

შემდეგ ვიდეოზე სიტუაცია განსხვავებულია , ვან ბომელი ამჯერად ახლოს არის ვიდალთან , მაგრამ ჩილელს , ჰოლანდიელთან შედარებით გაცილებით უკეთესი საწყისი სიჩქარე გააჩნია , რისი წყალობითაც , თავიდან იცილებს ვან ბომელის პრესინგს .

მილანი პრინციპში საკმაოდ ხშირად ახდენდა ბიანკონერის ფლანგელ მცველებზე ზეწოლას და ძირითადათ , ამას როსონერის შუა ხაზელები ახორციელებდნენ , რითაც საკუთარ ზონას თავისუფალს ტოვებდნენ და პლიუს ამასთან დაცვით მანევრირებაშიც აღარ ღებულობდნენ მონაწილეობას .

ცალკე გამოსაყოფი თემაა ბოატენგის ფუქნცია , რომელიც იდეაში სული და გული უნდა ყოფილიყო მილანის შეტევების . მას პირლოს წინააღმდეგ უწევდა ასპარეზობა და იშვიათად თუ ცდებოდა ხოლმე , რადგან ვერ გრძნობდა მხარდაჭერას ვან ბომელისგან  . შემდეგ სურათზე ნათლად ჩანს , თუ როგორ ინაცვლებენ ცენტრისკენ ზეედორფი და ნოჩერინო , რითაც მანევრირების საშუალებას აძლევენ მარკიზიოს და ვიდალს – ვან ბომელი კი ასეთ შემთხვევაში ყოველთვის მოშორებით იყო როგორც ერთისგან ისე მეორისგან .

პირლოს  ” თავისუფლება ” კი , დამატებითი თავისტკივილია ვან ბომელისთვის . შემდეგ სურათზე აღნიშნულია , თუ როგორ ხვდება ჰოლანდიელი პირლოს , რითაც თავისუფლად ტოვებს ვიდალს და მარკიზიოს , რომლებიც უკვე არიან მზად იმისთვის ,რომ მიიღონ ბურთი და შეტევაში წავიდნენ ვუჩინიჩის დასახმარებლად .

ანალოგიური მაგალითი , დაცვიდან შეტევაში გადასვლა , რიცხობრივი უპირატესობის ფონზე . ვიდალი ვან ბომელის გვერდით იმყოფება , იღებს ბურთს და სწრაფ ტემპში ცდება მას .

მაშინაც კი , როდესაც თითქოს ერთი შეხედვით ვან ბომელი მომგებიან სიტუაციაში იმყოფება ბიანკონერის შუა ხაზელებთან , ეს უკანასკნელები ყოველთვის ცდებიან მას სისწრაფის და მაღალი ტექნიკური არსენალის დახმარებით . შემდეგ მაგალითზე , მარკიზიო იღებს ბურთს , რომელსაც ვან ბომელი უწევს მეთვალყურეობას . კლაუდიო დიბლინგის ხარჯზე ატყუებს მას და შემდეგ უკვე სისწრაფის დახმარებით , უკან იტოვებს საერთოდ , შედეგად წინა ხაზში კვლავინდებურად რიცხობრივი უპირატესობა ექმნება იუვენტუსს .

მილანის მთავარი თავის ტკივილი ,  არის ვიდალი და მარკიზიო , რომლებიც ყოველთვის ცდებიან უპრობლემოდ ვან ბომელს . მარკიზიო და ვიდალი განსხვავებული პოზიციებით იყვნენ მოედანზე : კლაუდიო უფრო მეტად დაცვის ხაზთან იმყოფებოდა , თუმცა უბურთოთ მოქმედების დროს დახმარებას უწევდა ვუჩინიჩს . რაც შეეხება ვიდალს , ის გაცილებით მეტად წინა ხაზის დახმარებით იყო დაკავებული . ჩილელის ეს მოქმედება , განსაკუთრებით მაშინ ჩანდა , როდესაც ტიაგო სილვაზე ახორციელებდა პრესინგს .

შემდეგ ვიდეოზე არის ორი მოქმედება და ყურადღებით დააკვირდით პირველს , რომელზედაც კარგად ჩანს , თუ როგორ გადაადგილდებიან მოედანზე ვიდალი და მარკიზიო , როგორ ახდენენ ისინი წინა ხაზის დახმარებას ვუჩინიჩთან ერთად , რომელიც ნესტას და ტიაგო სილვას ყურადღებას იპყრობს და ამით თავისუფალ სივრცეს უქმნის ბიანკონერის ორ ცენტრალურ ნახევარმცველს მანევრირებისთვის . ვუჩინიჩი თამაშობს მარჯვნივ , ვიდალთან ახლოს , რომელიც ჰორიზონტალურად აგრძელებს მოძრაობას და ეხმარება მარკიზიოს შეტევაში ჩასართვად . მეორე ეპიზოდი კი უკვე საგოლეა , რომელიც ვუჩინიჩის , მარკიზიოსი და ვიდალის შესანიშნავი ასპარეზობის შედეგია , რომლებიც ბრწყინვალედ კომბინირებდნენ მთელი თამაშის განმავლობაში .

ცალკე აღნიშვნის ღირსია ვუჩინიჩის ასპარეზობა , რომელმაც ბრწყინვალედ შეასრულა საკუთარი საქმე , ის შესანიშნავად მოქმედებდა შემტევ მანევრირებებში , ელეგანტურად , ჭკუით და მაღალი საშემსრულებლო ტექნიკით . ის არა მხოლოდ ართმევდა ბურთს და მასთან ერთად მიდიოდა წინ რამდენიმე მეტრით , მირკო საკმაოდ ეფექტურად უმკლავდებოდა როსონერის ორ ცენტრალურ მცველს , იპყრობდა რა მათ ყურადღებას , რითაც პარტნიორებს ზონებს უთავისუფლებდა . შემდეგ ვიდეოზე იხილეთ მირკოს საუკეთესო მომენტები ამ შეხვედრაში .

შედეგი :

გენიალური იუვენტუსი იყო . ციფრებს შეხედეთ ელემენტარულად : 17 კარში დარტყმა ! მილანის მხრიდან კი მხოლოდ 2 ! 57 % ბურთის ფლობა , ხოლო მეორე ნახევარში ეს ციფრი 67 % იყო ! ერთი სიტყვით კონტეს მიერ არჩეულმა ტაქტიკურმა განლაგებამ გაამართლა , როგორც ბურთით ყოფნის პერიოდში და ასევე უბურთოთ მანევრირებაში . გუნდმა მოახერხა მეტოქის მთავარი იარაღის გათიშვა : საკუთარი რითმის , მეტოქისთვის  თავზე მოხვევა . კრასიჩი ! პირველად იხილეს ტურინში ისეთი მილოში , რომელიც ეფექტურად გადაადგილდებოდა მოედანზე უბურთოთ და კარგად მანევრირებდა მოედანზე მთლიან გუნდთან ერთად .  პერიოდულად კრასიჩი ლიხტშტაინერთან ცვლიდა პოზიციას , რომელიც ვიდალის დასახმარებლად ადიოდა წინ . ჯერ ჯერობით ყველაფერი კარგად მიმდინარეობს , გუნდს ჯერ კიდევ არ უჩვენებია ბოლომდე საკუთარი პოტენციალი . პროგრესირება შესაძლებელია და ეს მაშინ , როდესაც კონტეს არ გამოუყენებია იუვენტუსის რესურსის გარკვეული ნაწილი .

წყარო : uccellinodidelpiero.com

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

70 კომენტარი

  1. shota25 says:

    კაი სტატია, არაფერია გაასცორებს დარტყმას ვიდალი და მერე ნახეტ, და კიდეე არც არიან კარგად ერტმანეტში შეტამაშებულები. :juvee:

  2. Di Francesco # 1 1juve says:

    დელნერის კონტე განალახი ხო არ ყავს :lool: რო დაერია, ჯერ ციგლერი გააგდო, მერეკვალის გაყიდვას აპირებს და ტონი განაცხადში არ შეყავს
    მოტაზე აღარ ვლაპარაკობ, ეტყობა დაასრულა კარიერა და გვიმალავენ

  3. avto says:

    ვიდალი მუშაა მაგარი და 5ზე აკეტებს თავის საქმეს.მირკომ გოლი ვერ გაიტანა მარა ყველაზე მეტად დამევასა.ყველამ 5ზე იტამაშა ზოგმა კი 5+ზე

  4. avto says:

    ნაპოლის მეშინია მაგრად..ალბად ასე იქნება ნაპოლი,იუვე,მილანი ან იუვე ნაპოლი,მილანი….ასე დამთავრდება სერია ა

    • Vaxooo Vaxooo says:

      ნაპოლი რო ჩემპიონი გახდეს თავს მოვიკლავ :mrgreen: ცუდი გუნდი კი არაა, პროსტა ვერ გაქაჩავენ სეზონის ბოლომდე (ისე ეგაა სულ იუვეს პრობლემა)

  5. gio_juventino gio_juventino says:

    რა უცებ შემცირდა 54 კომენტი? :lool:
    და ის ვიდალიო პასს ვერ აკეთებსო არა?? სტატია წაიკითხეთ მე ვაღიარებ რომ მარკიზიო კარგი იყო მაგრამ ვიდალიც კარგი იყო და ვაბშე ვიდალი როარა ბურთს ვერ დავიჭრდიტ ასე ადვილად :forza:

  6. snuff-juve snuff-juve says:

    საღოლ საღოლ მაგრად ითამაშა მთელმა გუნდმა რაც მთავარია დამტკიცდა რო ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია იუვეს ლამაზი ფეხბურთის ჩვენება და სასურველი შედეგის მიღწევა და რაც ყველაზე გასახარია კიდე არ უჩვენებია ჩემი აზრით გუნდს თავისი სრული პოტენციალი იმედია ძალებს სწორად გაანაწილებენ მთელი ჩემპიონატის მანძილზე და სკუდეტოც ჩვენი იქნება :forza: :forza: :forza: :forza:

  7. ika..juve..10 ikajuve1011 says:

    abby_condilac
    დათკა
    – ბრატცი შეიძლება მეც ჩავერთო და შემოგიერთდეთ ვიდალის და ნედვედის პარალელების გავლებაზე?? არ ვიცი რატომ, მაგრამ მეც სწორედ პავლიკა გამახსენა ვიდალმა, გასაგებია გარეგნობით კრასიჩი გავს ნედვედს, სამაგიეროდ საქმის კეთებით არტუროს უფრო ვამსგავსებ.
    მე თავიდანვე აღმოვაჩინე რო რაღაც საერთო აქვთ ნედვედსა და ვიდალს.. იგივე ბრძოლისუნარიანობით, სიძლიერით, ულევი ენერგიით, შრომისმოყვარეობით. მაგრამ აქ არ ვამბობდი, ზუსტად იმავე მიზეზით.. არავის ეთქვა რას ბოდავო : ))

  8. Dutch დათკა says:

    1juve

    რაა ბიჭო ? შენ მე ეხლა ჭკუას მარიგებ ? ცოტა მემგონი რომ დაუფქირდე ეხლა რაღაცეებს უკეთესი იქნება ? შენ უნდა შეგეკითხო ბიჭო მე რას დავწერ ? და შენი დასაცანი მე რა მჭირს ? გინდა საფეხბურთო კუთხიდან და გინდა სხვა რამიდან ? ეხლა მემგონი შენ ჯობია კარგად დაუფიქრდე იმას რასაც წერ

  9. avto says:

    ზდაროვა ძმებს.კეტილი იყოს ჩემი მოსვლა იუვეს დიდ ოჯახში..ყველას გეხუტუნეთ იუვეს ტიფოზებს

  10. Dutch დათკა says:

    “პოპულარული ბიჭები”

    ვის გულისხმობ ამაში დააკონკრეტე ერთი )

  11. Dutch დათკა says:

    14-16 წლის ბავშვები არიან, როცა ფეხბურთი არ გესმის მაქსიმალურად უნდა მოერიდო კომენტარების წერა

    მოერიდე მერე

    • Di Francesco # 1 1juve says:

      ვერიდები და რა თემაშიც ვერ ვერკვევი, იმაზე არაფერს ვწერ
      მართალია შეიძლება აქ წერა შენი მოვალეობაც იყოს მარა შენც უნდა გაითვალისწინო, ეს რჩევა

  12. Dutch დათკა says:

    abby_condilac

    ადრეა რა თქმა უნდა) მაგრამ სასიხარულოა ის მომენტი , როგორ იხარჯება გუნდი , როგორ ბრძოლობს) აგერ კრასიჩზე რაც წერია ხო წაიკითხე უკვე ? ტურინში პირველად ნახეს ესეთი მილოშიო )) ვეთნახმები) ვუყურებდი და თვალებს ვერ ვუჯერებდი , ტიპი დაცვაში ჩამოდიოდა და ორთაბრძოლებში არავის არაფერს უთმობდა )) იცის კონტემ რა თქმა უნდა ფეხბურთელებთან როგორი მიდგომაა საჭირო და როგორ უნდა მიიღოს მაქსიმუმი მათგან )) თან ეს მაშინ როცა , სკამიდან რამდენიმე ფეხბურთელი საერთოდ არ ჩაურთია საქმეში ))) ძალიან დიდი რესურსი გვაქვს კიდევ )

  13. abby_condilac says:

    დათკა ;
    აბსოლიტურად გეთანხმები.გახსოვს ნედვედი საერთოდ რთულად შევიდა გუნდში. წლის პირველი ნახევარი მისი თამაში თამაშს არ გავდა.
    _________________________________________________________
    საერთოდ მეშინია ასეთი შედარებების გაკეთება :lool: ვინმე გამოძვრება და მეტყვის რას ბოდავო :chuvak: მაგრამ ფაქტი ფაქტია.

    • Dutch დათკა says:

      არა ნუ ჩვენ პოზიციურად არ ვადარებთ ამ ორს ) უბრალოდ მსგავსებაა რა ) ნედვედი დამასრულებელ ფაზაში ყვავებს ყრიდა ხოლმე და იქამდე იმავე სამუშაოს აკეთებდა ფლანგზე , რასაც ვიდალი ცენტრში აკეთებს ეხლა )))

      სხვათაშორის ნედვედმა თავის პირველ შეხვედრაში კარის ჩარჩოში საერთოდ ვერ მოარტყმა მემგონი ბურთი , ძალიან ბევრჯერ დაარტყა ))) აი ვიდალმა კიდე პირველივე დარტყმით შეაგდო :givi:

      ნეტავ , ისეთIვე ფიგურა გახდეს რაც ნედვედი იყო ))) ოდნავ მიახლოებული მაინც დღევანდელი საფეხბურთო სტანდარტებიდან :juventus:

      • abby_condilac says:

        ვნახოთ, მე კონტეს მიდგომა მომწონს ჯერჯერობით. იცის ფეხბურთელი როგორ ათამაშოს. მილანთან შეხვედრაში ზიდანის სიტყვები გამახსენდა:”ნეტა იუვემ თამაშის საშუალება მოგვცეს…” იუვემ იმენა მილანს თავი არ ააწევინა, და რაღაცით მაგონებს ლიპის გუნდს. მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა, ვნახოთ.

  14. Di Francesco # 1 1juve says:

    abby_condilac
    გეთანხმები და მე ვიდალზე ცუდი აქ არასდროს დამიწერია ზოგადად
    უბრალოდ რაც ჩამოთვალე დადებითი თვისებები, მაქედან რომელი გამოუვიდა მილანთან? და რა პროცენტით?
    მილანთან თამაში ჩააგდო და სხვა ტამაშში იმედია ისეთი იქნება როგორი წარმოდგენაც გაქვთ უმრავლესობას, მე დიდათ არ მჯერა მაგის “მარადონობის”

    • abby_condilac says:

      კაი ბრატ გაიხარე, შენზე ცუდი არაფერი არ მითქვამს. შენი პოზიციაა, ჩვენ კი ჩვენებურად გვესმის..და ასე :smile:
      მე მჯერა რომ ვიდალი პროდუქტიული იქნება ჩვენი გუნდისათვის, იმიტომ რომ ჩემი აზრით უკვე არის პროდუქტიული.
      ვნახოთ…

  15. Di Francesco # 1 1juve says:

    გასული სეზონის მეორე ნახევარში ბონუჩის კი არა მთელი გუბდის თამაში არ მომწონდა, მარა თუ გახსოვს მთელი ზაფხული ვიძახოდი რო ბონუჩის და პეპეს შეუძლია აწყობილ გუნდში, მინიმუმ თავი არ შეირცხვინონთქვა და როგორ გამართლდა, ამას ყველა ხედავს
    არგუმენტი რა გინდა მოედანზე ყველაზე სუსტი იყო ბონერას მერე
    მითხარი იუვეს ფეხბურთელი რომელმაც მაგაზე ცუდად ითამაშა, პეპე არ თქვა ოღონდ, პეპეს კიდე ბევრი მუშაობა უნდა რო შენ რამე სასიკეთო თქვა პეპეზე :chuvak:

  16. abby_condilac says:

    ვიდალი უდაოდ კარგად ჩაერთო გუნდში,ფეხბურთელი ძალიან კარგია მაგრამ აქ ერთი ორი განსაკუთრებული თვისება
    1. ძალიან ელეგანტური პასი, თავისუფლად შეუძლია საგოლე პასის გაკეთება და ეხერხება
    2. მოულოდნელ მომენტსი საგოლო პოზიციაზე ყოფნა: სიენა, მილანი,პარმა . მართალია ყვავებს ერცის ხანდეხან მაგრამ დაამუშავებს და მოგვარდება. ორივე ფეხს ხმარობს
    3. დაუწუნებელი ფიზიკა

    დრო გავა და წლის განმავლობაში ვიდალი უძლიერეს ფეხბურთელად ჩამოყალიბდება. ცოტა დრო ჭირდება, მაგრამ მე უკვე მაკვირვებს

    • Dutch დათკა says:

      გახსოვს ნედვედის პირველი სეზონი იუვეშI ? რამდენს მაზავდა ხოლმე შორიდან ? : ) მაგრამ ვინმე რამეს იტყოდა მის სათამაშო კლასზე ?

      დაიხვეწება აბა რა , ორი აზრი არაა )) რაც უშუალოდ ევალება ნახევარმცველს მოედანზე , ყველაფერს აკეთებს )) დარტყმასთან დაკავშირებით კიდე იმდენი მასწავლებელი ჰყავს ვარჯIშზე , რომ ეგ არ იქნება პრობლემა

      • ika1993 ika1993 says:

        ნედვედმა იუვეში ისწავლაო თამაშიო და ეგეთები არშეილება ითქვას რადგან იმდენ მილიონს მოჯი არ გადაიხდიდა ფეხბურთელში უბრალოდ ჩვეულებრივი ამბავია ის რო გუნდს რო იცვლი თითონ ფეხბურთელი ისეთი ფსიქოლოგიით ხარ რო გინდა ყველას ყველაფერი დაუმტკიცო გინდა დაამტკიცო რო ყველაზე უკეთესი ხარ და ამის შედეგად ხდება ხოლმე ეგ ყვავების ყრა:D რასაც ჭირდება ადაპტაცია.ნედვედს თავიდან სჭირდებოდა ადაპტაცია ვიდალსაც და მეც მეც მჭირდება :D

  17. Dutch დათკა says:

    ika1993

    შენ ალბათ სხვა თამაშს უყურებდი ძმა
    ვიდალს პასი არ გაუკეთებია და საერთოდ 0-ი იყო ტო … ვაფშე

    აწი კარგად უყურე ხოლმე თამაშს

    :loool:

    • ika1993 ika1993 says:

      პეპეც და ვიდალიც ბოლომდე ბრძოლობენ და ბოლომდე იხარჯებიან მოედანზე და შრომისმოყვარეობაც დიდი დაასფასებელია და უფასებს კიდევაც კონტე პეპეს და მაგიტო არის კრასიჩი მეორე ხარისხოვანი დღევანდელ დღეს.

  18. ika1993 ika1993 says:

    მართლა სასაცილოა არტუროზე ან კლაუდიოზე ენა როგორ გიბრუნდებათ, პირლო უდაოდ გამორჩეული ფეხბურთელია მაგრამ ამ ორი ფეხბურთელის გარეშე გაუჭირდება თამაში 32 წლის ნახევარ მცველს და მე ძაან მომეწონა ეს ტაქტიკა 3 ცენტრალური ნახევარ მცველი. ბურთი კარგად გააგორეს და რაც სამივეს თანაბარი დამსახურებაა და და კაი პრესინგიც შესთავაძეს მილანს რაც უფრო მარკიზიოსა და ვიდალის დამსახურება.

  19. Dutch დათკა says:

    შენ ალალად ბონუჩის თამაში გასული სეზონის მეორე ნახევარში მოგწონდა ? პეპე მარტო იმიტო გევასება იტალიელი რო არის , თორე საკმაოდ დაბალი დონის იგროკია და რაც არ უნდა გააკეთოს ყოველთვის ასეთი იქნება და აი შენ , მაგარი სუბიექტური ხარ ერთი და მერე მეორე უაზროდ ამტკიცებ იმენა რაღაცას , მაგარ სისულელეს და არგუმტენტებს ვერ დებ )) ჰაერზე ამბობ ყველაფერს ))) ამ დროს ზევით პირველივე ვიდეოში ჩანს ის არგუმტენტები რასაც მე ვამბობ ))) მაგრამ ნუ )) სუბიექტურობის ზეიმია რა )) აქეთ აქვთ პრეტენზია კიდე ) სასაცილოა )

  20. Di Francesco # 1 1juve says:

    კაი რა რაც აქ პეპეზე და ბონუჩიზე გაქვთ “ნაკადრები” იმის მერე იმ ადამიანებმა იუვეს თამაშს აღარუნდა უყუროს

  21. აკაკი მეტრეველი nedvednedvednedved says:

    სტატია წაიკითხე? მარკიზიომ და ვიდალმა ფასდაუდებელი შრომა გასწიეს გუნდისთვის, ამაზე საუაბრიც ზედემტია

    • აკაკი მეტრეველი nedvednedvednedved says:

      xოდა წაიკითხე სტატია და მერე ვისაუბროთ :forza:

      • Di Francesco # 1 1juve says:

        ესეიგი გუშინ და გუშინწინ ამ თამაშზე არუნდა გვესაუბრა?
        აბიატის თამაშიც გავარჩიოთ იქნება ფურცელზე უკეთესად გამოჩნდეს
        თამაში ისაა რასაც მოედანზე ვხედავთ

      • აკაკი მეტრეველი nedvednedvednedved says:

        მე ვიდალის თამაში მოედანზეც კარგად დავინახე და რახან ვამჩნევ რო შენ ვერ დაინახე, ვცდილობ სტატიიდან გამომდინარე მაინც შეიცვალო აზრი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »