ტარდელი: ” “იუვეს” შეუძლია “სკუდეტოს” მოგება! “

მარკო ტარდელის აზრით “იუვენტუსს” გასული წარუმატებელი სეზონი წელს “სკუდეტოს” მოგებაში დაეხმარება. შეგახსენებთ, 2010/2011 წლების სეზონი “ბებერმა ქალბატონმა” მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა და ყველანაირი ევროპული პირველობის მიღმა დარჩა. შედეგად, გუნდი მხოლოდ “სერია ა” -ზეა კონცენტრირებული. “იუვენტუსის” ლეგენდაც ყოფილი გუნდის მთავარ უპირატესობადაც სწორედ ამას მიიჩნევს: ” “იუვენტუსს” შეუძლია “სკუდეტო” მოიგოს. ის, რომ ეს გუნდი ახლა არცერთ ევროპულ პირველობაზე არ თამაშობს, დიდი უპირატესობაა. “მილანი” და “ინტერი” გაუგებრობაში არიან, როცა “ნაპოლი” “ჩემპიონთა ლიგაზეა” გადართული. ამასთან, “უდინეზე” არ უნდა დავივიწყოთ, ეს გუნდი ყურადღების ღირსია. მარკიზიო? ტექნიკის კუთხით ძალიან მგავს, სირბილითა და მიზანდასახულობითაც ვამსგავსებ საკუთარ თავს, თუმცა მოდით, ვაცალოთ ამ ახალგაზრდა ტალანტს მშვიდად გააგრძელოს ჩამოყალიბება. რაც შეეხება კონტეს, მასაც საკუთარი ტაქტიკური იდეების დასახვეწად სიმშვიდე სჭირდება. ” -შეგახსენებთ, კონტემ უკვე მეექვსე ტურისათვის სამი ტქტიკური წყობის გამოცდა მოასწრო.

წყარო: football italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

8 კომენტარი

  1. OMAR SIVORI OMAR SIVORI says:

    ავოეეე მაგარი კაცი-ტარდელი გენიალური იგროკი იყო, რა ითამაშა 1982 წელს-უძლიერესი ფეხბურთელი-იცოცხლე მარკო, მარკიზიოზე რა კარგად იბაზრა!!

  2. kod999 kod999 says:

    აი ტევესი რომ გვყავდეს მაშინ მოჟნა 4-4-2 გამოყენება თორე ისე ვიჩინიჩს ვის შეუწყვილებ? მატრის? რომელსაც საგოლე მომენტი სხვა უნდა შეუქმნას… იგივეა ტონი… კვარიალერა ფორმაში ვერ შევიდა და არ ეგა ექსტრა კალასის ფორვარდი… აი დელპიერო მოჟნა კიდე რომ შეუწყვილო მაგრამ მაშინ ერთი 6-7 წელი უნდა ჩამოაკლო და მერე ბაზარი არა! :yeah:

  3. kod999 kod999 says:

    ხოდა ყველაზე მაგარი ეგ სქემა გამოდგა რა 4-5-1. ამ სქემით ბურთისა და ცენტრის ბატონ პატრონიხარ! ანუ აქედან გამომდინარე თამაშსაც აკონტროლებ… :chuk:

  4. NEDVEDA11.. NEDVEDA11.. says:

    მარკიზიო გაიჩითა :givi: :love:

    მაგარი კაცია ტარდელი :love:

  5. juve_alex juve_alex says:

    ეე წინა წელსაც ესე იყო, მეშინია იგივე არ გამეორდეს

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »