ალექს დელ პიერო – ადამიანი რეკორდი

თქვენს ყურადღებას მივიქცევ, მასალით, რომელიც ეხება კარიერას, იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდისა – ალესანდრო დელ პიერო. ალექსის შესახებ დაწერილია ზღვა წიგნებისა, სტატიები და მეგაბაიტობით ტექსტი ქსელში. ჩვენ უბრალოდ შევხედოთ მის კარიერას, კარიერას პინტურიკიოსი ციფრებისა და სტატისტიკის კუთხით.

დელ პიერო და სკვადრა აძურა

დებიუტი

ალექსის კარიერა სკვადრა აძურაში დაიწყო 1995 წლის 25 მარტს. სალერნოში, სტადიონზე „არეკი“, იტალიელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ხვდებიან ესტონეთს და იგებენ ანგარიშით 4:1. დელ პიერო გამოვიდა ძირითად შემადგენლობაში და ითამაშა 68 წუთი, რის შემდეგაც, 3:0-ზე შეცვალა ნიკოლა ბერტიმ.

თავისი პირველი გოლი ეროვნულ ნაკრებში პინტურიკიომ გაიტანა მეშვიდე მატჩში. 15 ნომბერს იამვე წლისა სტადიონზე „ჯილო“ რეჯიო-ნელ-ემილინში, სადაც სკვადრა აძურა შეხვდა ბალტიისპირეთის კიდევ ერთ წარმომადგენელს – ლიტვას. სწორედ დელ პიეროს გოლი დაეხმარა, პირველი ტაიმის შემდეგ, 52-ე წუთზე, გუნდს მოხსნოდა დაძაბულობა და ეთამაშოთ უფრო რისკიანად. ჰეთთრიქი ჯან ფრანკო ძოლასი და – 4:0.  ზოგიერთ წყაროში მოხსენიებულია, რომ გავიდა ავტოგოლი და გაიტანა სუიკიმ (14 მეტრიდან დელ პიეროს დარტყმის შემდეგ ბურთი ოდნავ შეეხო ლიტველს და შევიდა კარის კუთხეში). და მაინც, უმეტესობა წყაროებისა და მათ შორის უეფაც თვლის რომ გოლი გაიტანა ალესანდრო დელ პიერომ. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ერთადერთი საკამათო გოლი, რომელიც გაიტანა დელ პიერომ ნაკრების შემადგენლობაში. 1997 წლის 22 იანვარს პალერმოში, იტალიელები შეხვდნენ ჩრდილოეთ ირლანდიას – 2:0, და პინტურიკიოს მიერ საჯარიმო დარტყმით გატანილი გოლი ზოგიერთ წყაროში დაფიქსირებულია როგორც მეკარე რაიტის მიერ გატანილი ავტოგოლი. მეკარემ უბრალოდ ვერ შეიკავა ბურთი დელ პიეროს ძლიერი დარტყმუილს შემდეგ.

ეროვნულ ნაკრებში გამოსვლების სტატისტიკა

კარიერა ნაკრებში: 1995-2008 (14 წელი, 12-ე ადგილი ჯამპიერო ბონიპერტის, ჩირო ფერარას და ფაბიო კანავაროსთან ერთად);

ტიტულები ნაკრებთან ერთად: მსოფლიო ჩემპიონი (2006), ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი (2000), საუკეთესო ბომბარდირი ტურნუა დე ფრანსისა (1997) – 3 გოლი. პირველი გვარდიელი ნაკრებში, თავდამსხმელებს შორის.

ტურნირები (7 – რეკორდი პაოლო მალდინისთანე რთად): მჩ-1998 (4/0), მჩ-2002 (3/1), მჩ-2006 (5/1), ეჩ-1996 (1/0), ეჩ-2000 (6/1), ეჩ-2004 (3/0), ეჩ-2008 (3/0).

მატჩები: 91 (მეშვიდე ადგილი ისტორიაში). ყველა მატჩში მონაწილეობდა, როგორც იუვენტუსის წარმომადგენელი, ეს არის მეორე მაჩვენებელი დინო ძოფის შემდეგ (93 მატჩი);

მაჩვენებელი ნაკრებში 51-29-11, ბურთები 143:64;

ძირითადში ჩატარებული მატჩები: 61;

მატჩები შეუცვლელად (პირველიდან უკანასკნელ წუთამდე): 19;

მატჩის მსვლელობისას შეცვლილი: 42 (რეკორდი სკვადრა აძურასი);

გამოვიდა შეცვლაზე: 30 (რეკორდი სკვადრა აძურასი);

გოლები: 27 (მეოთხე შედეგი რობერტო ბაჯოსთან ერთად);

პენალტები: 6-დან 6 (უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ბაჯოს 7-დან 7);

გოლები ნეიტრალურ მოედანზე: 4;

გამარჯვების მომტანი გოლები: 9;

ფრის მომტანი გოლები: 4;

«ჯოკერი»: 5 გოლი სათადარიგოთა სკამიდან (რეკორდი ენრიკო კიეზასთან ერთად);

კაპიტანი: 7 მატჩი;

მსოფლიო ჩემპიონატი: 26 მატჩი (14-შესარჩევი, 12-ფინალური);

დელ პიერო და ფაბრიციო რავანელი (1995 წელი)

ევროპის ჩემპიონატი: 32 მატჩი (19-შესარჩევი, 13-ფინალური);

სახლში გატანილი გოლები: 17;

სტუმრად გატანილი გოლები: 6;

ამხანაგური მატჩი: 29;

ტურნუა დე ფრანსი: 2;

ტურნირი, მიღვნილი 100-წლისტავისადმი შვეიცარიის ფ.ფ: 2.

წლის საუკეთესო ბომბარდირი ნაკრებისა: 1997 (4/2), 2002 (5/0);

ნახევარმცველის პოზიციაზე ჩატარებული მატჩები: 23;

თავდასხმელის პოზიციაზე ჩატარებული მატჩები: 68.

დელ პიეროს მიერ გატანილი გოლები ტაიმების მიხედვით განაწილდა შემდეგნაირად:

პირველი ტაიმი – 8,

მეორე ტაიმი – 18,

მესამე ტაიმი  – 0,

მეოთხე ტაიმი – 1.

დამატებით დროში გატანილი ერთადერთი გოლი გავიდა 120+1 წუთზე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში 2006 წელს გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ. ეს გოლი დღესდღეობითაც რჩება სხვადრა აძურას გატანილ გოლებს შორის ყველაზე გვიანდელად. ამასთან ეს გოლი არის ნაკრებში დელ პიეროს მიერ გატანილი უკანასკნელი გოლი (ჯერ ჯერობით).

ალესანდრომ თავის კარიერაში, მაკრების მაისურით გაიტანა გოლი 18 ნაკრების კარში. ლიტვა და უელსი დაასაჩუქრა 3-3ჯერ. ბრაზილია, გერმანია, საქართველო, ბელგია, შვეიცარია და შვედეთი – 2 ჯერ. აზერბაიჯანი, ბელგია, უნგრეთი, მექსიკა, ჩრ.ირლანდია, სლოვაკეთი, აშშ, საფრანგეთი და იუგოსლავია – თითოჯერ.

19 გოლი ფაიტანა მარჯვენა ფეხით, 4 – მარცხენათი და 4 თავით.

23 გოლი ალექსმა გაიტანა ლურჯი ფორმით (85 %) და 4 – თეთრით (15 %).

12 გოლი (44 %) გაიტანა სტანდარტული მდგომარეობიდან.  6 პენალტით და 6 საჯარიმოდან.

18 გოლი გაიტანა საჯარიმო მოედნის შიგნიდან, ხოლო 9 – საჯარიმოს გარედან.

6 სხვადასხვა ნომერს მაისურზე მოქონდა იღბალი პინტურიკიოსათვის. 8 გოლი გაიტანა 7 ნომრიანი მაისურით,  ორი გოლი № 9 მაისურით, 7 გოლი 10 ნომრით, 5 გოლი 11 ნომრით, ერთი გოლი 18 ნომრით და 4 გოლი 20 ნომრით.

8 გოლი დელ პიერომ გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით  (6 შესარჩევი, 2 ფინალური),

9 გოლი – ევროპის ჩემპიონატზე (8 შესარჩევში, 1 ფინალურ ეტაპზე),

7 გოლი – ამხანაგურ მატჩში

3 გოლი – ტურნუა დე ფრანსზე.

მწვრთნელები, რომელთა ხელმძღავენლობითაც თამაშობდა ნაკრებში დელ პიერო:

არიგო საკი (11 მატჩი, 8-2-1 ბურთები 23:8),

ჩეზარე მალდინი (12 მატჩი, 7-5-0 ბურთები 21:8),

დინო ძოფი (13 მატჩი, 7-2-4 ბურთები 15:10),

ჯოვანი ტრაპატონი (30მატჩ, 15-11-4 ბურთები 46:19),

მარჩელო ლიპი (15მატჩი, 9-6-0 ბურთები 25:10),

რობერტო დონადონი (10 მატჩი, 5-3-2 ბურთები 13:9).

ბომბარდირული სერია: 3 მატჩში – 3 გოლი (1995-1996), 3 მატჩში 3 გოლი (2002).

დელ პიერო და იუვენტუსი

დებიუტი

თავისი პირველი მატჩი ალესანდრომ იუვენტუსში ითამაშა 12 სექტემბერს 1993 წლისა. მეოთხე ტურში სერია ა-სი ფოჯაში. დელ პიერო მოედანზე შევიდა 74-ე წუთზე ფაბრიციო რავანელის ნაცვლად. მატჩი დასრულდა 1:1.

პირველი მატჩი ძირითად შემადგენლობაში სერია ა-ში მოუწია 26-ე ტურში იმავე სეზონისა. 1994 წლის 4 მარტს, ტურინში იუვენტუსმა დათმო შეხვედრა მოქმედ და მომავალ ჩემპიონთან მილანთან 0:1. ალექსი მოედანზე იყო მთელი მატჩის მანძილზე.

პირველი გოლი სერია ა-ში ალესანდრომ გაიტანა 19 სექტემბერს 1993 წელს ტურინში რეჯანას კარში, დაასრულა რა ოპონენტის განადგურება – 4:0.

პირველი მატჩი იტალიის თასზე დელ პიეროს მონაწილობით აგრეთვე 1:1 დასრულდა. 1993 წლის 6 ოქტომბერს მეორე რაუნდში შესარჩევი ეტაპისა ვენეციის წინააღმდეგ, ალექსმა 53-ე წუთზე შეცვალა ზორან ბანა.

პირველი მატჩი ძირითად შემადგენლობაში თასზ ითამაშა 1994/95 წლების სეზონში. იმავე ვერონაში იუვენტუსმა დაამარცხა კიევო 3:1. პინტურიკიომ გაატარა მოედანზე სრული მატჩი, ამასთან გაიტანა თავისი სადებიუტო გოლი თასზე მატჩის პირველ წუთზე.

სადებიუტო მატჩი ევროთასებზე იყო უეფას თასის 1993/94 წლების გათამაშება. 15 სექტემბერს ბოლონიაში იუვენტუსმა დაამარცხა მოსკოვის ლოკომოტივი ანგარიშით – 3:0. ჩვენმა გმირმა 89-ე წუთზე შეცვალა რობერტო ბაჯო, რომელმაც იმ მატჩში დუბლი გაახერხა.

პირველი მატჩი ძირითად შემადგენლობაში ევროთასებზე ალექსმა ითამაშა უეფას თასზე, მაგრამ უკვე მომდევნო სეზონში. 1994 წლის 27 სექტმბერს, ტურინში ბიანკონერებმა დელე ალპიზე უმასპინძლეს სოფიის ცსკ-ს. ეს იყო ფაბრიციო რავანელის დღე – „თეთრი ბუმბული“ გამოირჩა პენტატრიკით, ხოლო იუვემ აღნიშნა გამარჯვება 5:1. დელ პიერო მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოვიდა და 84-ე წუთზე შეცვალა იგი პაულო სოუზამ.

საკამათო და არჩათვლილი გოლები

2003/2004 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, იუვენტუსმა ტურინში მოუგო გალათასარაის 2:1, ორივე გოლი ჩაიწერა დელ პიერომ, მათ შორის მეორე გაიტანა საჯარიმო დარტყმით. გამეორების არაერთხელ ნახვის შემდეგ, მაინც ვერ მიხვდებით შეეხო თუ არა ბურთს ჩირო ფერარა ალექსის დარტყმულის შემდეგ. უეფას ვერსიით გოლი გაიტანა დელ პიერომ, მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთ წყაროში ეს გოლი ჩაეთვალა ჩირო ფერარას. სხვა გოლებთან დაკავშირებით, რომელიც ჩაიწერა დელ პიეროს ანგარიშზე საკამათო არაფერი ყოფილა.

1994/95 წლების უეფას თასის გათამაშებაში 1/32 ფინალის პირველ მატჩში სოფიაში ცსკ-ს წინააღმდეგ, რომელშიც იუვენტუსი დამარცხდა 2:3 (სერჯიო პორინი,35, ალესანდრო დელ პიერო, 75 – მიხტარსკი, 44, 82, რადუკანოვი, 70). თუმცა, მასპინძელთა გუნდში მონაწილეობდა დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი და ამის გამო ეს მატჩი გაუქმდა და იუვენტუსს ჩაეთვალა ტექნიკური გამარჯვება 3:0, თამაშში გატანილი გოლები კი რა თქმა უნდა ანულირდა.

სადებიუტო გოლი ალესანდრომ ევროთასებზე გაიტანა ფრანკფურტის აინტრახტის კარში. 1995 წლის 14 მარტს ტურინში უეფას თასის ¼ ფინალში. პინტურიკიომ დაასრულა გერმანელთა განადგურება – 3:0.

საერთო სტატისტიკა

იუვენტუსში დელ პიერომ ოფიციალურ მატჩებში გაიტანა 284 გოლი, აქედან 240 (84.51%) გოლი გაიტანა შავ-თეთრი მაისურით. 15 (5.28%) – ლურჯი ფორმით,  8 (2.82%) – შავი ფორმით, 7 (2.46 %) – თეთრით, 6 (2.11 %) – რუხი ფერის ფორმით, 3-3 (1,06%) – კი მუქი ლურჯი და წითელი ფორმით, და 2 გოლიც (0,70%) – вყვითელი ფორმით.

210 გოლი (73,94%) – მარჯვენა ფეხით,

58 გოლი (20.42%) – მარცხენათი,

16 გოლი (5.63%) – თავით.

228 გოლი (80,28%) – გაიტანა საჯარიმოს გარედან, ხოლო 56 (19,72%) – საჯარიმოს შიგნიდან.

62 გოლი (21.83%) – გაიტანა პენალტით. 42 (14.79%) – პირდაპირ საჯარიმო დარტყმით.

104 გოლი (36.62%) – გაიტანა სტანდარტებიდან.

სულ 14 გოლი (4.93%) გაიტანა საჯარიმოდან თამაშის დროს. უკანასკნელ სეზონში ასეთი გოლი სულ გაიტანა ერთხე – ლეხის კარში.

იუვენტუსში ალესანდრომ გაიტანა გოლი 10 სხვადასხვა ოფიციალურ ტურნირზე  (!!!) – ეს რეკორდია ბებერი სენიორასი (სერია «А», სერია «В», იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი, ინტერტოტოს თასი, უეფას თასი, ევროპის ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი). ამას გარდა, პინტურიკიომ დატოვა თავისი ავტოგრაფები მოწინააღმდეგეთა კარში ისეთ არაოფიციალურ მატჩებში როგორებიც არის ბერლუსკონის თასი, ბირ მორეტის თასი, ტროფეო TIM და კიდევ სხვებში.

პინტურიკიო არის იუვენტუსის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი – 17 ტროფეიგუნდთან ერთად(ის ორი წართმეული სკუდეტოსა და ინტერტოტოს ჩათვლით).

დელ პიერომ იუვეში თამაშობს 18 სეზონია (1993/1994 – 2010/2011) – ეს რეკორდია.  ჯოვანი ვარლენა – 17 (1929/1930 – 1946/1947).

ალესანდრო დელ პიეროს რეკორდები იუვენტუსის მაისურით

ყველაზე მეტი მატჩი – 677(+ ეს სეზონი), გაეტანო შირეას – 552,

ყველაზე მეტი გოლი – 284, ჯოვანი ბონიპერტის – 179,

ყველაზე მეტი გოლი პენალტით – 62, რობერტო ბაჯოს – 38,

ყველაზე მეტი გოლი საჯარიმოდან – 42,

ყველაზე მეტი დუბლი – 41, ბონიპერტის – 29.

ალექსის ანგარიშზეა 8 ჰეთთრიკი სწორედ ამდენივე აქვთ ბონიპერტის და ფელიჩე ბორელიას. ამ სიის ლიდერია ომარ სივორი 9 ჰეთთრიქით.

ყველაზე მეტი მატჩი სეზონში – 50 (1994/1995).

ყველაზე ნაკლები მატჩი სეზონში – 14 (1993/1994 და 1998/1999).

სეზონში ყველაზე მეტი გატანილი გოლი – 32 (1997/1998 – მესამე მაჩვენებელი ფელიჩე ბორელის შემდეგ – 36, 1933/1934 და ფერენც ჰირცერის – 35, 1926/1927).

სეზონში ყველაზე ცოტა გატანილი გოლი – 3 (1998/1999).

35 გოლი „ჯოკრული“ – რეკორდი «იუვესი».

საშუალო შედეგი – 0.419 გოლი მატჩში.

სულ იუვენტუსში დელ პიერომ დაარტყა 75 პენალტი და გაიტანა 62, 13 – ვერ გაიტანა. რეალიზაციის მაჩვენებლი –  82,67%.

130 გოლი გაიტანა პირველ ტაიმში

153 – მეორე ტაიმში,

0 – მესამეში,

1 – მეოთხეში.

დელ პიეროს გარდა მხოლოდ ორი ფეხბურთელი(იუვენტუსის) გახდა მსოფლიო ჩემპიონი, როგროც ნაკრებში ასევე კლუბებში: ესენი არიან ანტონიო კაბრინი და გაეტაო შირეა (ორივე მჩ-1982  საკონტინენტთაშორისო თასი – 1985).

543 მატჩი დაიწყო ალექსმა ძირითადში, 225 მატჩში შეცვალეს მატჩის მსვლელობისას, 134 ჯერ შემოვიდა შეცვლაზე – რეკორდი «იუვენტუსის », ერთ მატჩში შემოვიდა დელ პიერო შეცვლაზე და შემდეგ კვლავ შეცვალეს თვითონ.  50 მატჩი გაატარა სათადარიგოთა სკამზე.

სულ 319 მატჩი 677-დან ითამაშა (ანუ თითქმის ნახევარ) სასტვენიდან სასტვენამდე

იუვენტუსის რიგებში დელ პიერომ მოედანზე გაატარა 46922 წუთი (+ ეს სეზონი).

მატჩები, რომლებშიც მონაწილეობდა დელ პიერო, იუვენტუსმა მოიგო 317-ჯერ, 186 დასრულდა ფრედ და 120-ში დამარცხდა, ბურთების სხვაობა 1181:641.

ბომბარდირული სერიები (იტალიის ჩემპიონატის გაუთვალისწინებლად):

სამ მატჩში – 3 გოლი (2007/2008) იტალიის თასი,

ხუთ მატჩში – 5 გოლი (1995/1996) ჩემპიონთა ლიგა,

ოთხ მატჩში – 5 გოლი (1997/1998) ჩემპიონთა ლიგა,

სამ მატჩში – 4 გოლი (1997/1998) ჩემპიონთა ლიგა,

სამ მატჩში – 3 გოლი (2001/2002) ჩემპიონთა ლიგა.

ყველაზე მეტი გოლი დელ პიერომ გაიტანა ლაციოს, პარმას და სიენას კარში –

13-13-13. 12ჯერ გაუტანა რომას. 11-11-ჯერ ნაპოლის და ფიორენტინას და 10 გოლი გაუტანა ბრეშიას.

საერთაშორისო არენაზე პინტურიკიო ყველაზე ხშირად ამწუხრებდა რეალის მეკარეს – 5ჯერ. 4 გოლი გაუტანა ვენის რაპიდს და მონაკოს, ხოლო 3 გოლით დაკმაყოფილდა დორტმუნდის ბორუსია.

დელ პიეროს რეკორდები სერია ა-ში

ყველაზე მეტი მატჩი –  455,

ყველაზე მეტი გოლი – 185,

პენალტით გატანილი გოლები – 50.

ბომბარდირული სერიები:

4 მატჩში – 7 გოლი (2007/2008),

3 მატჩში – 5 გოლი (2002/2003),

3 მატჩში – 3 გოლი (1997/1998),

3 მატჩში – 3 გოლი (2002/2003),

3 მატჩში – 3 გოლი (2008/2009).

ბომბარდირთა წყვილები:

41 გოლი სეზონში – ალესანდრო დელ პიერო (21) და დავიდ ტრეზეგე (20) (2007/2008) – მეშვიდე შედეგი იუვეს ისტორიაში. საუკეთესო არის – 51 გოლი სეზონში ომარ სივორი (28) და ჯონ ჩარლზი (23) (1959/1960).

6-ჯერ გახდა ალესანდრო დელ პიერო კლუბის საუკეთესო ბომბარდირი სეზონში – რეკორდი «იუვესი» (ამდენივე აქვს რობერტო ბეტეგას).

2007/2008 წლების სეზონში პინტურიკიომ გაიტანა 14 გოლი სტუმრად – ეს არის ბებერი სენიორას რეკორდი (ამდენივე აქვს გატანილი ჯამპიერო ბონიპერტი (1949/1950) და დავიდ ტრეზეგეს (2005/2006)).

ალექსის აქტივში რეკორდული 50 გატანილი პენალტი 61-დან 61 (81,97 %). რეალიზაციის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა სენტიმენტი – 10-დან 10 (100 %). ამ წერტილი გატანილი გოლების რაოდენობით დელ პიერომ თითქმის ორჯერ გადააჭარბა რობერტო ბაჯოს.

სერია ა-ში შესრულებული დუბლების მიხედვით დელ პიერო ჩამორჩება მხოლოდ ბონიპერტის – 28  29-ის წინააღმდეგ.

რეკორდი სახლში გატანილი გოლების რაოდენობთ ეკუთვნის რა თქმა უნდა ალექსს – 116. ბონიპერტის – 101.

რეკორდი საჯარიმოდან გატანილი გოლებისა – 21, რობერტო ბაჯოს – 20.

კარიერის მანძილზე იუვენტუსში და ნაკრებში ალესანდრო გააძევეს მოედნიდან 2-ჯერ, ორივეჯერ სერია ა-ში, და ორივეჯერ ორი გაფრთხილებით. აგრეთვე ალექსის პასივშია 48 გაფრთხილება – 43 იუვეში და 5 ნაკრებში.

პირადი ტიტულები:

ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი 1997/1998 (10 გოლი 10 მატჩში);

სერია ა-ს ბომბარდირი 2007/2008 (21 გოლი 37მატჩში);

იტალიის თასის საუკეთესო ბომბარდირი 2005/2006 (5 გოლი 4 მატჩში);

სერია ბ-ს საუკეთესო ბომბარდირი 2006/2007 (20 გოლი 35მატჩში);

წლის ფეხბურთელი იტალიის: 1998, 2008;

იტალიის წლის სპორტსმენი: 2008;

გაეტანო შირეას სახელობის პრემიის ლაურეატი: 2008;

მფლობელი «Golden Foot»: 2007;

შედის ფიფას 100-ში.

როგორც ვხედავთ, ალესანდრო დელ პიერო – ეს არის უკვე ეპოქა იუვენტუსისა. მისი რეკორდები უახლოეს მომავალში, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოუხსნელი იქნება. და თან ალექსი, დარწმუნებული ვარ, რომ ჯერ კიდევ არ დასრულებულა და კიდევ იტყვის სიტყვას შავ-თეთრი მაისურით. სასურველი იქნებოდა თუ პინტურიქიო დაასრულებს თავის კარიერას მაჟორულ ნოტზე და მოიგებს კიდევ ერთ ტიტულს გუნდთან ერთად. შესაძლოა ალექსისათვის ეს სეზონი საბოლოო იყოს იუვეს რიგებში, და ვისურვებდით, რომ ჩვენმა კიდევ გაგვახაროს კარგი თამაშით ერთი ორი სეზონიც . თუ არა ის, მაშინ ვინ გადალახავს 300 გოლიან ზღვარს და ვინ შესძლებს ჩაატაროს 700 მატჩზე მეტი ტურინელთა რიგებში?

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

33 კომენტარი

  1. ანონიმური says:

    ის ნამდვილად ლეგენდააა :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee:

  2. la bella signora la bella signora says:

    ჩემი კაპიტანი , საუკეთესოო… იუვეს და მთელი ფეხბურთის ლეგენდა <3 :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

  3. ale100 ale100 says:

    აქ კომენტარიც კი ზედმეტია.. ლეგენდა!

  4. soni 10 soni 10 says:

    Del pierooooooo :forza: :forza: msoplios erterti sauketeso pegburteli :forza:

  5. ir.ak.li. says:

    დელ პიერო იყო არის და იქნება მსოფლიოს 5 საუკეტესო ფეხბურთელსშორის. დელ პიერო. მარადონა. ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო, კრუიფი და ზიდანი :forza: :forza: :forza:

  6. bususa44 says:

    პინტურიჩიო ყოველთვის გაახსენდება იუვესფანებს :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »