პაველ ნედვედი “ჩემი ნორმალური ცხოვრება”

აველ ნედვედი


«ჩემი ნორმალური ცხოვრება»

(ნაწილი XIX)


ეძღვნება ივანას და ბავშვებს


დერბი

კიდევ უფრო სასიამოვნოა გახსენება იმისა, თუ რამდენ დერბიში მომიწია თამაში და რა წვლილი შემქონდა ამ მატჩებში.

რომაული დერბი არ საჭიროებს დამატებით ეპითეტებს. საკმარისია ვთქვათ, რომ ის უნიკალურია, რომ ეს არის ყველაზე ცხელი მატჩი, რომელშიც მე ოდესმე მიმიღია მონაწილეობა, ხოლო მონაყოლები იმის თაობაზე, რომ მატჩამდე ორი კვირით ადრე და მატჩის შემდგომ კიდევ ორი კვირა სახლიდან ვერ გამოხვალ – წმინდა წყლის სიმართლეა…

ამ მატჩზე ამარებენ ძალიან დიდ იმედებს და ორივე გუნდის ტიფოზები დაძაბულნი არიან. მოედანზე გამოსვლისას ხვდები, რომ შენ წარმოადგენ ბევრად უფრო ემტს, ვიდრე სპორტული კლუბია, იმ მომენტში შენ ხარ რაღაც დიადის ნაწილი, როდესაც იცმევ კლუბის ფორმას, რომლის გულისთვისაც გულშეამტკივრები მზად არიან ყველაფერზე. წარმოდგენა, რომელსაც ისინი აწყობენ, შესანიშნავია, გულშეამტკივრობის სული დერბის დროს უნიკალურია, და სანამ არ გაჩნდა პრობლემები სამართლისდარღვევასთან მატჩებზე, რომაუილი დერბი ეჭვს გარეშე იყო ერთერთი საუკეთესო მსოფლიოში.

როდესაც ვხედავ შეჯახებებს, ყველაფერ იამს, რაც ხდება სტადიონზე და მის გარეთ, მე მტკივა, ეს გულისამრევი სანახაობაა.

ნუთუ არ შეიძლება გაიგონ, რომ შეხვედრა – მოედანზეა და რომ ეს სპორტია? ნუთუ არ შეიძლება იმის გააზრება, რომ ჩვენ გამოვდივართ ნებისმიერი ხერხით გამარჯვების მოსაპოვებლად მოედანზე?

ძალადობაზე მე ვიტყვი: ძალადობა – არ შეიძლება, მის გამო ხალხი აღარ დადის სტადიონზე, მე გარწმუნებთ, რომ ფეხბურთელისათვის არაფერი არ არის იმაზე უარესი, ვიდრე ცარიელ ტრიბუნებიან სტადიონზე თამაში. არსებობს მრავალი ხერხი, რომ გამოთქვა საკუთარი პატივისცემა ტიფოზერიის, ერთერთი მათგანია – არ უღალატო მას.

რომაული დერბი

როდესაც ზემანი გადავიდა რომაში, მან შემომთავაზა გავყოლოდი მას, და მიუხედავად მისი წინადადების ხიბლისა, მე ვუპასუხე, რომ მე ამას ვერ შევძლებდი. მე ვიყავი ლაციალე და არის საგნები, რომლებიც ჯობია რომ არ გააკეთო.

რომას გულშემატკივრებთან ყოველთვის მქონდა ლოიალური ურთიერთობა, მოედანზე ისინი ყოველთვის მიფსტვენდნენ და ილანძღებოდნენ, ქუჩაში კი იყვნენ კორექტულები და ზრდილობიანები, თითქმის ყოველთვსი გამოხატავდნენ პატივისცემას ჩემი თამაშისა და ქცევის მიმართ.

დერბისთან დაკავშირბულია ორი განსხვავებული მოგონება, ერთი არასასიამოვნო, ხოლო მეორე – მშვენიერი.

დავიწყებ უსიამოვნებით, ვიცი, რომ ყველა ელის სწორედ ამას (უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ ბევრი ჩათვლიდა, რომ მე არ მსურს ამაზე საუბარი – აი ესეც თქვენ, გთხოვთ…. სამმაგი სომბრერო*, რომლითაც მე მაჯობა მარკოს კაფუმ… ასეთი რამის დავიწყება შეუძლებელია!

თუ თქვენ არ გინახავთ კაფუს თამაში, მაშინ ბევრი დაგიკარგავთ, გეტყვით მე.

მაიკონთან ერთად ის იყო ერთერთი საუკეთესო ტერცინო ყველა დროისა, იდეალური შერწყმა ძალისა და ბრაზილიური ტექნიკის. ყველაფერთან ერთად კაფუ იყო ნამდვილი გამარჯვებული, ითამაშა სამი ფინალი ჩემპიონთა ლიგისა და ორი მოიგო, ის ბურთთან „შენობით“ არის, ყოველთვის ღიმილით და არტყავს ძალიან მტკივნეულად. ეს მათთვის ვისაც ის არ უნახავს.

თუმაც თუ თქვენ არ გითამაშიათ მის წინააღმდეგ, ესეიგი გაგიმართლათ, რადგან კაფუ იყო გამოუცნობი, ასრულებდა ნებისმიერ მოქმედებას წარმოუდგენელი სისწრაფით. მე ძალიან კარგად მახსოვს მისი თამაში, ნამდვილი კოშმარი ეხლაც კი, 10 წლის შემდეგ.

კაფუმ მიიღო ბურთი არც თუ კარგი გადაცემით, და გადაწყვიტა ერთი შეხებით ჩაეკიდა ბურთი, რომლის შემდეგაც ბურთი აღმოჩნდა პირდაპირ ჩემს წინ, მე შემოვბრუნდი რომ მიმეღო ის ზურგით. მე არ ვცდილობ თავის მართლებას მიღებული სომბრეროსაგან, მაგრამ სწორედ ასე იყო – მე თავიდანვე ავირჩიე არასწორი მიმართულება სირბილისა. მოკლედ, მან ჩემს თავზე გადაატარა ბურთი და მანამ სანამ ის შეეხებოდა მინდორს მიიო იგი მკერდზე და სანამ მივრბოდი წინ, იმისათვის რომ მიმეღო ბურთი,მან კიდევ ერთხელ გადამატარა თავზე ბურთი, მაგრამ უკვე უკან. მე ძალიან დაბნეული ვიყავი – სად არის ბურთი? როგორ შეძლო მან ამის გაკეთება ასეთი სისწრაფით? მე კვლავ შემოვბრუნდი და დავინახე, რომ ის ბურთს კენწლავს მუხლით, იმისათვის რომ იგივე გაიმეოროს… 5 წამში სამჯერ გადამიგდო ბურთი თავზე და გაიჭრა ფლანგზე. სიმეონე გაცილებით ჩემზე ეშმაკი იყო და იმის მაგივრად, რომ ეცადა ბურთის წართმევა და წასულიყო რისკზე ჩემსავით, მან ჩაუარა გვერდზე კაფუს და მოისროლა გაზონზე და ამით ბოლო მოუღო ჩემს კორიდას.

რა უნდა ვთქვა… არასდროს, ჩემს კარიერაში მე ასეთი რამ არ მომსვლია, და ასეთი გაკვეთილის მიღება დერბიში ძალიან მწარე იყო, მაგრამ იყო კაცი ნიშნავს შეგეძლოს წაგება, აღიარო მარცხი, როდესაც თამაშობ ნამდვილი ფენომენის წინააღმდეგ. კაფუ იყო ფენომენი, ასეთი ფებხურთელი ძალიან ცოტაა, და რაღაც გაგებით პატივიც კი იყო მისგან სომბრეროს მიღება, პატივი, რომელსაც მე სიამოვნებით ავარიდებდი თავს, მაგრამ მიუხედავად ამისა ის მაინც არის თამაშის ნაწილი

მარკოს კაფუ და პაველ ნედვედი

ყველაზე სასიამოვნო კი დაკავშირბულია გოლთან, რომელიც მე გავიტანე 1997 წლის 1 ნოემბერს მატჩის, რომელსაც რომა ატარებდა სახლში ზემანის ხელმძღვანელობით და რომელი დასრულდა ჩვენი გამარჯვებით 3-1.

იმ სეზონში ჩვენ მოვიგეთ 4 დერბი (3 თასზე და 2 ჩემპიონატში) და ამჯერად უკვე მე გავუკეთე სომბრერო და ჩაკიდება ერთ შეტევაში, მოვატყუე სერვიდია და გადავუსწარი კონსელიას, ერთერთი ურთულესი და ულამაზესი გოლი, რომელიც მე ოდესმე გამიტანია, ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში მუდმივ მოწინააღმდეგესთან.

დერბისთან ირიბად კავშირშია მოგონება, ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩზე ჩემს კარიერაში. მე და დამიანო ტომაზი, ლაციალე და რომანისტი, აგვირჩიეს, რომ შევხვედროდით რომის პაპს ვატიკანში  და მიგვემართა ახალგაზრდობისათვის. იოან პავლე II ყოველთვის იყო ერთერთი ჩემი იმედი და როდესაც მან მკითხა ჩემს ბავშვობაზე, მე გაკვირვებული ვიყავი იმ ყურადღებით და დელიკატურობით, რომლითაც ისტორიულმა პიროვნებამ მომმართა მე, ახალგაზრდა ფეხბურთელს. მე ძალიან გამიმართლა, რომ მას შევხვდი კიდევ, და ემოციები, რომელიც მე მავსებდა, იყო ისეთივე ამაღელვებელი… ეს რთული გადმოსაცემია. ჩემი პროფესია და ის, რომ მე ვარ საქვეყნო პერსონა, მაძლევდა შესაძლებლობას გამეცნო ყველაზე არაჩვეულებრივი ადამიანები, მაგრამ სწორედ ამ შემთხვევაში ვიყავი ყველაზე მეტად ბედნიერი რომში ცხოვრებით და დიდ კლუბში თამაშით.

იოანე პავლე II და პაველ ნედვედი

დავუბრუნდეთ ფეხბურთს, თუმცა, ყველაზე დაუვიწყარი დღე ლაციალეს რანგში მაინც იყო 2000 წლის 14 მაისი, როდესაც მე იუვენტუსს დავაკარგვინე ის რაც მომდევნო წლებში ვაშოვნინე. სკუდეტო…

*ეს ფინტი სრუდლება შემდეგ სიტუაციაში: ფეხბურთელი, რომელიც ასრულებს სომბრეროს, არის ბურთის წინ და დგას იმ მოწინააღმდეგესთან ზურგით, რომლის მოტყუებასაც აპირებს; ბურთი უნდა იყოს ჰაერში და არა მინდორზე; ფეხბურთელი აგდებს ბურთს უკან იმგვარად, რომ ბურთი გადააფრინდეს მასასც და მის მოწინააღდმეგესაც თავზე; ფეხბურთელი ბურთის დარტყმისთანავე ბრუნდება და სირბილით შემოუვლის მოწინააღმდეგეს რათა კვლავ მიასწროს ბურთზე. ეს ფინტი მუშაობს, როდესაც დრიბლიორი ასრულებს ამას და იჭერს მოწინააღმდეგეს გაურკვევლობაში, რადგან თუ მოწინააღდემე მიუხვდა ჩანაფიქრს მაშინ ბურთი აუცილებლად დაკარგულია, რადგან ის მოასწრებს ბურთზე მისვლას. ეს ფინტი შეიძლება გამოყენებულ იქნას მოძრაობაშიც პირისპირ მოწინააღმდეგესთან თუ გამოიყენებს სირბილის უპირატესობას კონტრშეტევაზე. დასახელებეა „სომბრერო“ მოდის ბურთის ტრაექტორიიდან, რომელსაც ის ხაზავს პარაბოლას მოტყუებული მოწინააღმდეგის თავზე და მოგვაგონებს მექსკელი ხალხის ტრადიციული ქუდის ფორმას.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »