პაველ ნედვედი “ჩემი ნორმალური ცხოვრება”

აველ ნედვედი


«ჩემი ნორმალური ცხოვრება»

(ნაწილი XX)


ეძღვნება ივანას და ბავშვებს


გამარჯვება როგორც განთავისუფლება


არსებობს გუნდები და ქალაქები, სადაც გამარჯვებები აღინიშნება დინჯად და არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულს.

რომი არ არის ასეთი, რომში თითოეული გამარჯვება აღინიშნება გრანდიოზულად, ღამის საცობებით და ხმაურით. გამარჯვება რომში გიტოვებს შეგრძნებას, რომ შენ მარაც რაღაც გააკეთე და ვიღაც გააბედნიერე.

ლაციოში გატარებული წლების მანძილზე  მომიწია განმეცადა მარცხებიც და გამარჯვებებიც. ჩვენ წავაგეთ უეფას თასის ფინალი იტერთან 1998 წელს, მაგრამ იმ გუნდში თამაშობდა ფეხბურთელი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა ცხოვრებაში. რონალდო შეუდარებელი იყო, ის ყველას აგიჟებდა, რადგან მისი მეურვეობა შეუძლებელი იყო, და სიჩქარეზე ხომ საერთოდ…  მისი თამაშის სტილი გამოირჩეოდა უნიკალური სილამაზით;  მახსოვს, რაღაც მომენტში როგორ გაბრაზდა ალესანდრო ნესტა და დაიწყო მისი ლანძღვა, ამბობდა, რომ მორჩენილიყო ის დაცინვას, მაგრამ რონალდომ წრფელად უპასუხა, რომ არაფერს ცუდს არ აკეთებს, რომ ის ასე თამაშობს. სანახაობრივი, ზუსტი, ყოველთვის მხიარული და თამაშის წყურვილით სავსე, ეს ბიჭი იყო საჩუქარი მთელი ფეხბურთისათვის.

როდესაც ერთი წლის შემდეგ მან მიღო ტრავმა,  ძალიან მეწყინა, იმიტომ, რომ მიუხედავად მის მიერ მომავალში მიღწეულმა გამარჯვებებმა მსოფლიოს უძილერესი კლუბებში, რაღაც მაინც დაკარგა მისმა მაგიამ –  ასეთი რამ ხშირად ხდება და ხშირად ემართებათ მათ ვინც ძლიერი ტრავმა მიიღო ახალგაზრდობის დროს. ისინი ისეთი სწრაფები ვეღარ არიან, ნაკლებად თავდაჯერებულნი ხდებიან, ნაკლებად მხიარულნი და ცოტა მეტად პროფესიონალები. მაგრამ ეს ცხოვრებაა და მე მართლა ბედნიერი ვარ, რომ მომიწია შეხვედრა მასთან მის საუკეთესო წლებში, ბიედნიერი ვარ, რომ ვიგრძენი ქარი, რომელიც ამოვარდა მისი ჩემს გვერდზე სწრაფად ჩარბენის გამო.

ჩვენ წავაგეთ აგრეთვე სკუდეტოსათვის ბრძლა უკანასკნელ ტურებში 1998/99 წლების სეზონში, ეს საშინელება იყო, და  ეხლაც ვთვლი, რომ ის ლაციო ბევრად ძლიერი იყო თავის მოწინააღმდეგეებზე.

ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავდა და გვხელმძღვანელობდა შესანიშნავი მწვრთნელი, ნამდვილი ჯენტლმენი, რომელსაც შესწევდა ძალა სირთულეების გადალახვისა მისთვის დამახასიათებელი სიმშვიდით და სულის სიძლიერით, თუმცა ტრავმების რიგმა და ზედმეტმა სიფრთხილემ მიზნის მიუღწევობის გამო და თანაც ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში გახდა მიზეზი კრახისა. მაგრამ ჩვენ შევძელით ფიორენტინას დევნა მთელი პირველი წრის მანძილზე ჩამოურჩენლად, იანვარში გავასწარით მას და შევიქმენით 7 ქულიანი უპირატესობა ჩემპიონატის დასრულებამდე კი სულ ცოტა რჩებოდა. პირადი შეხვედრა, რომელშიც იყო ვიერის არ ჩათვლილი გოლი, დავასრულეთ ფრედ და თითქოს ამოცანა შევასრულეთ. დავმარცხდით დერბიში, აბსურდული მარცხი განვიცადეთ იუვესთან მატჩში და ჩვენი უპრატესობა შემცირდა 1 ქულამდე.

ბოლო მატჩის წინა მატჩი ფატალური აღმოჩნდა, მილანმა ითამაშა ფრე ემპოლისთან, ხოლო ჩვენ ვერ მოვახერხეთ ფიორენტინას დამარცხება – 0-0 ძალიან ცუდი მსაჯობით.

მე არასდროს არ ვსაუბრობ მსაჯებზე, პრაღის სპარტაში ვისწავლე სიმშვიდის შენარჩუნება, იმიტომ, რომ  იოალდ მეშლებოდა ნერვები და არა ენაზე კბილის დაჭერა. მე გამუდმებით ვიკიდებდი დისკვალიფიკაციებს, ერთერთ ჩემპიონატში  დავიმსახურე გაძევება მეექვსე ტურში, შემდეგ მეათეში და მეცამეტეში.  არ ვიყავი უხეში (არ ვცელავდი მოწინააღმდეგეებს, მიუხედავად იმისა, რომ სპარტაში ჩემი მეგობრები თხოვდნენ ივანას ჩემს დაწყნარებას, რადგან ვარჯიშებზეც კი ხისტად ვთამაშობდი), საქმე მხოლოდ იმაშია, რომ მე არ შემეძლო მსაჯის გადაწყვეტილებების მიღება, და თუ გინდა დასერიოზულდე, გახდე ძლიერი მოთამაშე, მაშინ ასეთი რამ არ უნდა აკეთო. იოლად ვღელვდებოდი, ამის გამო არ შემეძლო მოსმენა და მუშაობა ჩემი ხასიათის გამოსასწორებლად.

ცოტას გადავუხვევ თემიდან, იმისათვის, რომ მოგითხროთ ერთ განსაკუთრებულ ადამიანზე, რომელიც  ძალიან  დამეხმარა, და ამას დიდი მოთმინებით აკეთებდა – ირჟი ნემეცი. როგორც უკვე ვთქვი, ის იყო ჩემი აბსოლიტური კუმირი, ის თამაშობდა მარცხენა ფლანგზე, ისევე როგორც მე,  და გამიმართლა მასთან მეგობრობით სპარტაში, ეროვნულ ნაკრებში და ოთახში. ირჟის არ ჭირდებოდა ბევრი სიტყვები ჩემთვის, ის ჭკვიანია და ყურადღებიანი იმაში, რაც ეხება ადამინაურ ურთიერთობებს. მახსოვს, შეკრებაზე ან დაუსრულებელ საღამოებზე მატჩის წინა საღამოობით, ის ატარებდა ბევრ დროს თავის ლოგინზე წამოწოლილი და კითხულობდა, ისე გამოიყურებოდა თითქოს ვერაფერს ამჩნევდა და ვერც მე, მაგრამ სინამდვილეში თვალის კუთხით მაკვირდებოდა მე და რასაც ვაკეთებდი ყველაფერს. თუ  დაულაგებელი მქონდა ოთახი, დავტოვებდი ჩემს ნივთებს იატაკზე ან დავყრიდი ნაგავს, ის დებდა თავის წიგნს და ამბობდა: „ბიჭუნი,  არ მჭირდება ბარდაგი, დაალაგე“, ან: «ბიჭუნი, ძალიან ხმაურობ, მე კიდე არ მიყვარს ხმაური“. წვრილმანები, რომლებიც უსასრულოდ მეორდებოდა, მაიძულებდნენ  უკეთესი გავმხდარიყავი და მესწავლა დისციპლინის დაფასება და ირგვლილ მყოფი ხალხისაც.

მასზე დაკვირვებით,  გავიგე, თუ როგორ იქცევა ის მოედანზე და მსაჯებთან, ის პატარა წვრილმანები, რომელსაც მხოლოდ გამოცდილება თუ გასწავლის.

მსაჯი – თამაშის ნაწილია და მისი ამოცანაა – მიიღოს მატჩის მსვლელობისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებები და ყურადღება მიაქციოს წესების დაცვას. მისი არსებობა ფუნდამენტურია ისევე როგორც მისი შეცდომებშია, რომლებიც გარდაუვალია; ეშმაკობა იმაშია, რომ უნდა ისწავლო მისი მიღება, მიხედავად იმისა ის შენს სასიკეთოდ არის თუ არა.

ირჟი იყო კაპიტანი ეროვნული ნაკრებისა, ხოლო როდესაც მან დატოვე ეს პოსტი 2001 წელს (35 წლისამ, 6 წლით ჩემზე უფროსმა) და გადმომცა მე კაპიტნის სამკლაური, ჩემთვის ეს იყო დიდი პატივი ახალი გამოცდის გამო, რომლისთვის მე მზად ვიყავი და ამ მზადყოფნამ სრულიად სხვა ურთიერთობები ჩამომიყალიბა მსაჯებთან. რა თქმა უნდა იყო შემთხვევები, როდესაც  არ მყოფნიდა მოთმინება, არ ვიღებდი მსაჯის გადაწყვეტილებებს და ამისათვის ვისჯებოდი დისკვალიფიკაციებს, მაგრამ ამას აღარ ვუყურებდი როგორც პრობელმას, მე ვცდილობდი დავხმარებოდი მათ და გამომესწორებინა ჩემი შეცდომები და აღარ დამეშვა მაინც.

დავუბრუნდეთ 1998/1999 წლების ჩემპიონატს. ამგვარად მისი წაგება ჩვეთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო, მაგრამ კრანიოტი არ ნებდებოდა, პირიქით. მან გადაწყვიტა კიდევ გაეძლიერებინა გუნდი და მოვიდნენ ისეთი დიდი ფეხბურთელები როგორებიც იყვნენ ვერონი, სიმეონე, სენსინი და ინძაგი.

შემადგენლობა უკვე ძლიერი იყო, ხოლო ხელმძღვანელობის დამსახურება იყო, რომ მოახერხეს მისი გაძლიერება და ამასთან არ დახარჯულან დიდად. ვიერის გაყიდვამ ცოტა დაარღვია ატმოსფერო გუნდში, მაგრამ სიმეონემ მაშინვე გამოიჩინა თავი, ხოლო ვერონმა აამაღლა ნახევარდაცვა – ყველაზე ძიერი ნახევარდაცვა, რაც კი მე მითამაშია. სიმეონე იყო ხისტი ფეხბურთელი და შესანიშნავი მეგობარი მოედანზე, ყოველთვის ყურადღებიანი და კონცენტრირებული, ის სულ მზად იყო დასახმარებლად და არ იკარგებოდა რთულ სიტუაციებში.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

6 კომენტარი

  1. დათო ჯიშკარიანი დათკა says:

    პავლიკ ) ნუთუ ამ ფორმაციის ლაციოს ნახევარდაცვა იყო საუკეთესო შენს კარიერაში ? ) არ მჯერა )))

  2. Vlad Vlad says:

    მე ყველა დავდე წესით უნდა იყოს 1-20 ჯერ ჯერობით

  3. amamio amamio says:

    ამ წიგნის I და II ნაწილი არ დევს აქ?
    მე ვერ ვიპოვნე.

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »