პაველ ნედვედი “ჩემი ნორმალური ცხოვრება”

აველ ნედვედი


«ჩემი ნორმალური ცხოვრება»

(ნაწილი XXII)


ეძღვნება ივანას და ბავშვებს


კენჭები …



მანამ სანამ მოგიყვებით იუვენტუსზე და უკანასკნელ, შესანიშნავ წლებზე ჩემი პროფესიონალური კარიერისა, მინდა გამოვიღო ერთი კენჭი ფეხსაცმლის ძირიდან.

კენჭი, რომლის მნიშვნელობაც ფუნდამენტურია – საჭიროა დაზუსტება, რომელიც, იმედი მაქვს, რომ ბიჭებს გამოადგებათ რჩევად, ბიჭებს, რომლებიც იწყებენ ფეხბურთის თამაშს და რისკავენ აყვნენ იოლ გზას: დოპინგი საზიზღრობაა, ეს ძალიან სასირცხვილო მოქმედებაა.

გავიმეორებ – რა შეიძლება შორის იყავით ნებისმიერ მასტიმულირებელი საშუალებისაგან, იმიტომ რომ არანაირი აზრი არ არის საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენებაში, თუნდაც სწრაფი შედეგის მისაღწევად. სწრაფი მაგრამ ბინძური.

ჩემი თამაშის სტილის დამსახურებით, ჩემი გამძლეობისა და ნავარჯიშები მუსკულატურის გამო მე ხშირად ვიყავი ხოლმე ეჭვის ქვეშ და მე არ ვმალავ, რომ ეს მე ძალიან ძალიან არ მსიამოვნებდა.

პირველ სეზონში ლაციოში, მე ამირჩიეს დოპინგ-ტესტისათვის საკმაოდ ბევრჯერ – 17 -ჯერ.

17-ჯერ ერთ სეზონში, და ყველა უარყოფით პასუხით.

ეჭვი აჩენს ახალ ეჭვებს და ყველაზე შეურაცხმყოფელი ჩემთვის იყო ის,რომ საკმარისი იყო უბრაოდ გედევნებინათ თვალი თუ როგორ ვვარჯიშობდი და ყველა ეჭვი გაქრებოდა.

მე მჯერა მხოლოდ მუხლჩაუხრელი შრომის, და მხოლოდ მისი, მჯერა, რომ სპორტსმენი ვალდებულია პატივი სცეს თავის სხეულს, იცოდეს საკუთარი თავი და ეხადოს გადალახოს დაბრკოლებები თავისი ძალებით, ყველანაირი სტიმულატორების დახმარების გარეშე. დაღლილობა – აი ნამდვილი გამზომი დარჩენილი ძალისა, ის გეტყვის როდის უნდა გაჩერდე და როდის უნდა გააორმაგო დატვირთვა.

ვერ გრძნობდე დაღლას – არ არის ჯანმრთელობა, სახიფათოა და სულელური. მე ყოველთვის ვამატებდი გუნდის ვარჯიშებს კიდევ პეროსნალურს და ახლაც კი, კარიერის დასრულების შემდეგ, მე არ შემიძლია უმოძრაობა. დაღლა- შესანიშნავია, გრძნობ კუნთებს, რომლებიც რეაგირებენ დაღლაზე და დუნდები, როდესც ყველაფერი დასრულდება.

მე ვვარჯიშობდი შეკრებებამდე, ვვარჯიშობდი დასვენების დღეებში და ვარჯიში იყო ყოველთვის ერთადერთი დოპინგი, და როგორც კი ვიგრძენი, რომ ჩემი სხეული უკვე ვეღარ უძლებდა დატვირთვებს და რომ მე ვკარგავდი სისწრაფეს და მოქნილობას და რომ თამაშის რიტმი უფრო სწრაფი იყო ვიდრე ჩემი საკუთარი – მე დავნებდი. ყველა შესაძლო ხერხით მარწმუნედბნენ და მირჩევდნენ რომ გამეგრძელებინა კარიერა, და შესაძლოა იტალიური საზომებით მე კიდევ შემეძლო თამაში – უკანასკნელ სეზონში მე სხვებზე მეტი ვითამაშე და არც თუ ცუდი შედეგით, მაგრამ მე – პერფექტიონისტი ვარ, და არ მომწონს მწვერვალს ქვემოთ ყოფნა, მე არ შემიძლია არ ვიბრძოლო უმაღლეს დონეზე და ამიტომაც მე წავედი.

ამჟამად მე დავრბივარ, ვვარჯიშობ და აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რაც მამშვიდებს: მე არ მეშინია, იმისა, რომ მე მივიღე რაღაც ჩემი კარიერის მანძილზე, იმიტომ, რომ მე არაფერი არ მიმიღია. ეს იქნებოდა უპატივცემულობა ივანასა და ჩემი შვიელბის მიმართ – მთელი ცხოვრება ჩაიგდო თავი საფრთხეში ნიშნავდა, რომ მე დავკარგე მათდამი ინტერესი რისი გამკეთებელიც მე არ ვიყავი.

დოპინგი არსებობს ფეხბურთში, ის არსებობს სპორტის ყველა სახეობაში, მაგრამ მე არასდროს არ მინახავს, რომ მის გამოყენებას აძალებდნენ შუბლზე თოფის მიდებით. მე არასდროს არ მიმიღია ის და მე კმაყოფილი ვარ ჩემი კარიერით, შესაძლოა ისინი ვისაც მიუღია ასევე კმაყოფილნი არიან თავისი კარიერით. მაგრამ ვფიქრობ, რომ მე უფრო მშვიდად მძინავს…

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

7 კომენტარი

  1. zazika95 zazika95 says:

    პაველ ნედვედის დამსახურებაა იუვენტუსის ფანი რომ ვარ :)

  2. nako777 says:

    გაყიდვაში არის ეს წიგნი
    ?

  3. gigajoxajuve1897 gigajoxajuve1897 says:

    აუუუუუ ავტორ გთხოვ თარგმნე რა ბოლომდე.ამაზე კარგს ფანებს ვერფაერს გაგვიკეთებ.მაგარი ძმა ხარ(ყველაზე საინტერესოს ველით იუვენტუსის ფანები(პაველას ნედვედის იუვეში ყოფნის წლებს)გთხოვ თუ შეგილია იმედები არ გაგვიცრუო

  4. gigajoxajuve1897 gigajoxajuve1897 says:

    აუ გთხოვთ რა გადათარგმნეთ კიდე ამაზე ჩემი სიცოცხლეა დამოკიდებული ავტორ ძაან მიყვარხარ და ეცადე კიდე გადათარგმნო არ დაგვაღალატო შენსავით სულით იუვენტინოები

  5. TIFOZIIIII TIFOZIIIII says:

    საღოლ გააგრძელეთ რა ამის თარგმნა ბოლომდე..

  6. papuashvili giogio8428 says:

    გამარჯობათ ბიჭებო piero99 da levan1992 მივმართავ თქვენ მონაწილეობთ ბილიარდის ტურნირში და თუ გსურთ მონაწილეობის მიღება დატოვეთ კომენტარის სახიტ ან მომწერეთ სკაიპში giogio8428 თუ არ შემატყობინებთ ავტომატურად ჩაგვეთვლება თქვენი თამაშები წაგებად ამის გამო თქვენს ადგილს დაიკავებენ სხვა მონაწილეები ვისაც სურვილი ექნება ამ საიტიდან. თამაშები გაიმართება პარასკევს ანუ ხვალ 22:00 საათზე და შაბათს ანუ ზეგ 22:00 საათზე

  7. Nachke Nachke says:

    ეეეჰ რა კაცი რა კაცი, კრისტალივით სუფთა :buhee: :cry:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »