დე ჩელიე : ” მე მიყვარს ” იუვენტუსი ” ”

” ყოველი მატჩი ” ინტერის ” წინააღმდეგ , არის გამორჩეული და მნიშვნელოვანი . შესაბამისად მოტივაცია რაც ამ ეტაპზე გაგვაჩნია , სრულებით საკმარისია რათა დავამარცხოთ ნერიაძური . როდესაც ჩვენს წინააღმდეგ ისტორიული მეტოქე ასპარეზობს , მოტივაციასთან პრობლემა არასოდეს გვიჩნდება . ყველაფერთან ერთად , საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვეცდებით შესაძლებლობების სრული მაქსიმუმი ვაჩვენოთ . მათი მხარდაჭერა შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს “ – აცხადებს პაოლო დე ჩელიე . ” ჩემპიონატი თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება და ფინიში რეალურად დაგვანახებს ჩვენს მიერ განვლილ გზას . მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და დარჩენილ 10 შეხვედრაში მეტოქეებს საკუთარი თამაში მოვახვიოთ თავზე . უკვე ამის შემდეგ შევხედავთ , რისი მიღწევა შევძელით . ახალი კონტრაქტი ? სასიმოვნოა , რომ ჩემი ოცნებები კვლავ განაგრძობს ახდენას . ამ გუნდის მაისურის ტარება , ყოველთვის დიდ შესაძლებლობებს მანიჭებდა . მე მიყვარს იუვენტუსი – გუნდი რომელიც იტალიის ჩემპიონატის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ! ენით აუღწერელი ემოციებით ვივსები , როდესაც მოედანზე ბიანკონერის მაისურით მიწევს ასპარეზობა … ”

წყარო : Football Italia

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

8 კომენტარი

  1. bakajuve777 bakajuve777 says:

    რა ტორესი ჩემი ძმა თუ ხარ!!!
    ექსერიმენტების დრო გვაქ ეხლა.
    სუარესი კი მაგრა გაასწორებდა ხო იცი :lool: :forza: :forza: :forza:

  2. sandro sandro says:

    რა დროს დე ჩელიეა ხალხნო!!! SALE – ზე როსი იყიდება! მაგრამ რად გინდა ამათ უფრო გენიალური ნიჭი აქვთ ფორვარდების მოძებნის და მგონი ბორიელოს გამოისყიდიან, ერთი მაღალი დონის თავდამსხმელსაც მოიყვანენ (კრაუჩს ან პოდოლსკის ან ადებაიორს ან არ ვიცი ვისაც აგდებენ გუნდიდან) და ავეწყობით!

    პ.ს. არ უთხრათ რა არავის ინძაგის რომ კონტრაქტი ეწურება მილანთან თორემ მოიყვანენ :(

  3. trezeguet88 trezeguet88 says:

    აუ ძაან მოვუგებთ ინტერს დარწმუნებული ვარ

  4. d a v i d d a v i d says:

    აბა რა პაოლო, ინტერი უნდა გაბურღოთ :forza:

  5. juve_alex juve_alex says:

    კაი კაცია ეს.

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »