“იუვენტუსი”: 1995-96 წლების სეზონი

1995-96 წლის სეზონი “იუვენტუსისათვის” შესაძლებელია ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სეზონად ჩაითვალოს გუნდის ისტორიაში, განსაკუთრებით კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიღწევებში. 1994-95 წლის იტალიის ჩემპიონი აქცენტს ევროპისა და მსოფლიოს დალაშქვრაზე აკეთებს, რასაც წარმატებით ახორციელებს კიდეც მოგვიანებით.  სეზონი პირველი ტრიუმფი “პარმას” დამარცხება და იტალიის სუპერ თასის მოპოვება გახდა.  როგორც იცით, იტალიის სუპერთასზე ტრადიციულად ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი უპირისპირდება. შესაბამისად 1994-95 წლის სეზონის სკუდეტოს მფლობელი ტურინის “იუვენტუსი” 1994-95 წლის სეზონის კოპა იტალიას მფლობელ  “პარმას” დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა 1996 წლის 17 იანვარს…

მანამდე კი 1995-96 წლის სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე “იუვენტუსმა” ჯგუფური ეტაპი წარმატებით, პირველ ადგილზე დაასრულა (ტურინის “იუვენტუსი”,  დორტმუნდის “ბორუსია”, ბუქარესტის “სტიაუა”, გლაზგოს “რეინჯერსი”)  და პლეიოფებში გავიდა.  წილისყრის შედეგად მეოთხედ ფინალში (მაშინ ლიგაზე მერვედფინალები არ ტარდებოდა) “ბებერი ქალბატონის” მეტოქე მადრიდის “რეალი” აღმოჩნდა და ორი მატჩის ჯამში (1:0 დამარცხდა მადრიდში, 2:0 გაიმარჯვა ტურინში) ნახევარფინალში გავიდა, სადაც მას ფრანგული “ნანტი” ელოდა.  ნახევარფინალური ბარიერი “იუვემ” შედარებით ადვილად გადალახა (ტურინში 2:0 იმარჯვა, ხოლო ნანტში 3:2 დამარცხდა)  და ფინალში იმ დროისათვის ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონს – ამსტერდამის “აიაქსს” დაუპირისპირდა. ფავორიტად “იუვენტუსი” მიიჩნეოდა, გარდა იმისა, რომ ლიპის შეგირდები ქვას ქვაზე არ ტოვებდნენ, ფინალი იტალიაში, რომის ოლიმპიურ სტადიონზე უნდა გამართულიყო, რაც ერთგვარი უპირატესობა იყო შავ-თეთრებისთვის.  1996 წლის 22 მაისს, რომში ფინალი შედგა. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. ხოლო დამატებით 11 მეტრიან დარტყმებში გამარჯვება “იუვენტუსმა” მოიპოვა (იხილეთ ვიდეო N1 და N2).

ამასთან უნდა აღინიშნოს რომ 1995-96 წლის სეზონში იტალიის ჩემპიონი “მილანი” გახდა, ვინაიდან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ტურინელებმა იმ წელს ძირითადი აქცენტი ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე გააკეთეს, რაც გამოუვიდათ კიდეც.

“იუვენტუსი” როგორც ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი და ევროპის ჩემპიონი კლუბი, საკონტინენტთაშორისო თასზე სამხრეთ ამერიკის ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულს არგენტინულ “რივერპლეიტს” დაუპირისპირდა ტოკიოში (იაპონია) 1996 წლის 26 ნოემბერს. მატჩი ალესანდრო დელ პიეროს ერთადერთი გოლის წყალობის “ბებერმა ქალბატონმა” 1:0 მოიგო და საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად რა თქმა უნდა ალესანდრო დელ პიერო დასახელდა და მან იაპონელებისაგან საჩუქრად ახალი “ტოიოტაც” მიიღო.  (იხილეთ ვიდეო N3).

ამის შემდეგ კი “იუვენტუსი” როგორც ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი, ევროპის სუპერთასის მოსაპოვებლად ფრანგულ “პსჟ-ს” დაუპირისპირდა. ფრანგები იმ დროისათვის ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახლდათ და სწორედ ამ ორი ტურნირის გამარჯვებულები უპირსპირებდებოდნენ ერთმანეთს ევროპის სუპერთასის მფლობელის გასარკვევად. გამარჯვებული ორ თამაშს უნდა გამოევლინა.  იტალიელებმა ფრანგები პირწმინდად დაამარცხეს.  პარიზში მატჩი ტურინელებმა ანგარიშით 1:6 გაიმარჯვეს 1997 წლის 15 იანვარს,  ხოლო განმეორებით მატჩში 1997 წლის 5 თებერვალს, რომელიც პალერმოში ჩატარდა და არა ტურინში, “იუვენტუსმა”  “პსჟ” ანგარიშით 3:1 დაამარცხა და საერთო ჯამში 9:2 ევროპის სუპერთასის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება იზეიმა. (იხილეთ ვიდეო N4 და N5)

ვიდეო N1

http://www.youtube.com/watch?v=fUXzgAZS58k

ვიდეო N2

ვიდეო N3

http://www.youtube.com/watch?v=H-Bt5MNhJEQ

ვიდეო N4

ვიდეო N5

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

20 კომენტარი

  1. ბენიამინ Juve London says:

    კარაგ არის ერთად თავმოყილი ვიდეობი. კაი სტატიაა :forza:

  2. ika..juve..10 ikajuve1011 says:

    საღოლ მაგარი ვისიამოვნე.. დიდებული პერიოდი იყო

  3. d a v i d d a v i d says:

    მაგარი სტატიაა :up: :forza:

  4. BrainWasheR BrainWasheR says:

    ხო მარა რად უნდოდა გაქუცული ტოიოტა :lool: თან 96 იანი ))))))))))) კაცი ფერარის ქალაქში ცხოვრობს :lool:

  5. BrainWasheR BrainWasheR says:

    საჩუქრად ახალი “ტოიოტაც” მიიღო. :lool: :lool:

  6. ძალიან კარგი იყო <3

  7. DeL_PieRoOo DeL_PieRoOo says:

    sagolll magari videoebia ra mogonebebia :D:D genacvaleeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee raaaa juveeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee :forza:

  8. DeL_PieRoOo DeL_PieRoOo says:

    ზიზუს როგორ ეძინა :mrgreen:

  9. kirsona kirsona says:

    იუვენტუსის ასპროცენტიანი საღამო
    სუფთა საფეხბურთო შესაძლებლობებს და (მანდილოსნებს გულს ნუ დავწყვეტთ) გარეგნობასაც რომ თავი დავანებოთ, მას სახელი და გვარიც კი ხელს უწყობს იმაში, რომ ძალიან პოპულარული და ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელი იყოს – აბა, კიდევ, ერთხელ დაფიქრდით, რაოდენ მუსიკალურად ჟღერს: ალესანდრო დელ პიერო. დაგვეთანხმეთ, სულ რომ არაფერი იყოს, ჯერ მარტო სახელი და გვარი აქვს ისეთი, გინდა, ხშირად იმეორო.

    ამ ყველაფერთან ერთად, მისი ხასიათის (მელანქოლიური, ცოტათი სენტიმენტალური, თავმდაბალი, უმეტესად ჩუმი, თავის საქმეზე შეყვარებული, ერთგული…) დამსახურებაცაა ის, რომ ალექსი ისეთი ფეხბურთელების კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც არავის სძულს – ასეთები კი, მოგეხსენებათ, ძალიან ცოტანი არიან…

    ტურინული გრანდის თავკაც ანტონიო კონტეს კარგი ყნოსვა ჰქონია: დელ პიეროს მთელი სეზონის მანძილზე უმეტესად სათადარიგოთა სკამზე აყურყუტებს, “ინტერთან” კი მოედანზე საოცრად ადრე, 53-ე წუთზე შეუშვა და “ბებერმა მელამაც” მაინცდამაინც “იუვეს” ქომაგებისთვის ყველაზე საძულველ მეტოქეს, “ინტერს” გაუტანა გოლი, რაც “იუვეს” “ტიფოზერიისთვის” ბედნიერების პიკი გახლდათ. ამიტომაც ქუხდა “ბებერი ქალბატონის” სტადიონი სულ სხვანაირად: ალესსსანდროოო – ყვიროდა გამომცხადებელი; დელ პიერო – პირდაპირ გულიდან აღმოხდებოდათ “იუვეს” ტიფოზებს.

    “იუვენტუსის” 37 წლის “კაპიტანომ” 317-ე გოლი გაიტანა და ტურინული გრანდის ტიფოზერიას არ უნდა, რომ დელ პიერო დაბერდეს. დაბერებას ვინ ჩივის, უკვე არაერთხელ ითქვა, რომ ეს სეზონი მისთვის “იუვენტუსში” უკანასკნელი იქნება – არადა, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება არ უნდა და არც ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ითხოვს.

    მართალია, “იუვეს” გადაბმბულწარბებიან პატრონ ანდრეა ანიელის ისეთი გამომეტყველება აქვს, რომ დიდი ჭკუა არ მოეკითხება, მაგრამ ისეთი უჭკუო როგორ იქნება, თუნდაც ერთი წამით რომ არ გაეფიქრა, ეს კაცი “იუვენტუსში” უნდა დარჩესო…

  10. kirsona kirsona says:

    “ინტერთან” გამარჯვებამ “იუვენტუსი” ბრწყინვალე ხასიათზე კი დააყენა, მაგრამ ტურინელები “მილანს” ისევ 4 ქულით ჩამორჩებიან.

    “სკუდეტოსთან” ერთად, მილანელები ტურინელებს წვრილმანი სტატისტიკების გამოც ებრძვიან. კერძოდ, “მილანმა” იტალიის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ არა მარტო “ლეგა კალჩოს”, არამედ “უეფასაც” მიმართა, ტურინში გამართული მატჩის ძირითადი დრო 2:1 რომ მოვიგეთ, ვფიქრობთ, ეს “იუვენტუსს” ამ სეზონში პირველ წაგებად უნდა ჩაეთვალოსო.

    მილანელებმა ზემდგომი ინსტანციებიდან დამცინავი პასუხი მიიღეს: უეფასთან ყოველი შემთხვევისთვის გავლილი კონსულტაციის შემდეგ, “ლეგა კალჩომ” მილანელები საბოლოოდ დაარწმუნა, რომ როცა საფეხბურთი მატჩში დამატებითი ტაიმები ინიშნება, ძირითად 90 წუთში დაფიქსირებულ შედეგს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც, მაგალითად, კალენდარული შეხვედრის დროს პირველ 45 წუთში დაფიქსირებულს.

    როგორც ხედავთ, ეს ზედმეტად ჩახლართული, ტიპურ იტალიური პასუხია და უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მილანელებს უთხრეს, ნეტაი თქვენ, საქმე გამოგლევიათო…
    es ise mainc milanelebmi gaskdnen gulze ro ar cagvigia tamashi :) :forza:

  11. pintu-ricchio pintu-ricchio says:

    მესამე ვიდეოში დილივიო სიგარეტს ეწევა ხო? :mrgreen:

  12. pintu-ricchio pintu-ricchio says:

    დათკა
    nedvednedvednedved

    გაიხარეთ! :forza:

  13. აკაკი მეტრეველი nedvednedvednedved says:

    pintu-ricchio

    ძალიან მაგარი სტატიაა :up: :kiss: :)

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »