რობერტო ბონისენიას გადამწყვეტი დარტყმა “ნაპოლისთან”

1978 წლის თებერვალში “იუვენტუსი”   “კომუნალეზე”  “ნაპოლის” მასპინძლობდა. მაყურებელს ჯერ კიდევ არ შეევსო ტრიბუნები ბოლომდე და საკუთარი ადგილები არ დაეკავათ ნორმალურად, რომ მატჩის დაწყებიდან 3 წუთში რობერტო ბონისენიამ ბურთი ნეაპოლელთა კარის ბადეში გაახვია და ანგარიში გახსნა. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი არამარტო მატჩისა, არამედ შეიძლება ითქვას მთლიანად ჩემპიონატისა, ვინაიდან ამ გოლის შემდეგ “ბიანკონეროებს” უპირატესობა აღარც მატჩში და აღაც მთლიანად ჩემპიონატში აღარ დაუთმიათ. “ნაპოლისთან” გამარჯვებას ისიც დაემატა, რომ იმავე ტურში “იუვეს” უახლოესმა მდევრებმა და კონკურენტებმა ქულები დაკარგეს. “ვიჩენცა” მილანის “ინტერთან” დამარცხდა, ხოლო “ტორინომ” “პესკარასთან” ვერ იმარჯვა. როგორც აღმოჩნდა, “ნაპოლისთან” ფაქტიურად 180 წამში მიღწეულმა მნიშვნელოვანმა გამარჯვებამ მეტი რწმენა და ძალები შემატა გუნდს, რაც საბოლოო ჯამში გახდა საფუძველი იმისა, რომ “ბებერ ქალბატონს” სამი თვის შემდეგ მისი მე-18 სკუდეტო ეზეიმა.

წყარო: იუვენტუსის ოფიციალური ვებ-გვერდი

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

2 კომენტარი

  1. pintu-ricchio pintu-ricchio says:

    ღადაობაა რა!
    1978 წელს აიღო მე-18 სკუდეტო “იუვემ”, მაშინ როცა “მილანმა” 2011 წელს აიღო მე-18 სკუდეტო და “ინტერს” სამართლიანად ჯერაც არ აქვს 18 სკუდეტო მოპოვებული! ისე იჩუქეს ერთი ოფიციალურად და ისე კი არამხოლოდ ერთი

    :forza:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »