დედა, ნახე რა ფორმა გიყიდე…

იმდენად იმოქმედა ჩვენმა იუვენტინოების სტატიებმა, რომ ცრემლს ვერ ვიკავებდი, მბურძგლავდა და გამიჩნდა სურვილი, რომ მეც დამეწერა…

ფეხბურთის გულშემატკივრობა 1998-ში დავიწყე და მაშინ ბრაზილიას ვქომაგობდი, რადგან მამა ბრაზილიის ფანია. საკლუბო ფეხბურთზე კი არაფერი არ ვიცოდი.

ფეხბურთს ბავშვობიდან ვთამაშობდი და ერთხელ ხელი მოვიტეხე, რის გამოც მინი ტურნირის გამოტოვებამ მომიწია, 2000 წელი იყო, დედამ კი ჩემთვის ტელევიზორი იყიდა და ჩემს ოთახში დამიდგა, რომ ფეხბურთით დავმტკბარიყავი. ევროპის ჩემპიონატი იყო და აბა ბრაზილიას აქ რა უნდოდა? ხოდა მეც ძიება დავუწყე გუნდს, თუ ვისთვის უნდა მეგულშემატკივრა.

მე-2 დღეს დედა მოვიდა სახლში და ჩანთიდან ფეხბურთის ფორმა ამოიღო და მითხა: დედა ნახე რა ფორმა გიყიდე? – ეს იყო იტალიის 10 ნომრიანი მაისური…
იმ მომენტიდან იტალიის მატჩს ველოდი, რათა გამერკვია ვინ თამაშობდა.

10-ზე და აი გამოჩნდა დელ პიერო რომელიც იმ დღიდან ჩემი კუმირი გახდა. ეზოში ყველა რონალდოს და ოუენის ფორმებში იყო გამოწყობილი, მე კი ალექსას 10 ნომრიანი მაისური მეცვა და დამცინოდნენ. შვედეთთან ულამაზესი გოლი გაიტანა და მეც ხმა ავიმაღლე, მაგრამ ფინალურ მატჩზე რაც მოხდა აღარ გავიხსენებ, მას მერე ისევ დასაცინი გავხდი.

როდესაც ტურნირი დასრულდა 2002 წელს ველოდი, მაგრამ ერთ დღეს მეზობელმა მთხოვა ბილეთი მიწერია და თამაშს ვუყურებ შენთანო. ჩემპიონთა ლიგის ჰიმნმა დიდად იმოქმედა ჩემზე. დეტალებში აღარ მოვყვები და მოკლედ ვიტყვი, მეზობელმა ამიხსნა, რომ არსებობს ნაკრებები და კლუბები. გამომდინარე იქედან რომ იტალია მიყვარდა და თან თამაში იუვენტუსი-პორტუ მიმდინარეობდა მეც იუვეს დავუწყე ქომაგობა და აი ვხედავ დელპიეროს ისევ 10 ნომრიანი მაისური… ბავშვურად გამკრა გულში და ვთქვი: ,,აი სად გიპოვე” იმ დღეს იუვემ მოიგო და დელპიერომ აქაც გაიტანა. შემდეგ მთელი ისტორიები წავიკითხე დელპიეროზე და უზომოდ გამეხარდა რომ დელპოც ჰოროსკოპით მორიელი აღმოჩნდა (მე 15.11.88). გამეხარდა რომ ახალგაზრდა იყო და დიდი ხნით დავტკბებოდი მისი თამაშების ყურებით. ბედნიერი ვიყავი, რომ დელპო თავისი ისტორიით რონალდოს არამც თუ ჩამოუვარდებოდა, არამედ მასზე დიდიც იყო.

შემდეგ კი თანდათან ჩაინერგა და ჩემში გაიჟღენთა იუვენტუსის სიყვარული, რადგან ბედნიერების და წარუმატებლობის ცრემლები მდიოდა მის გამო, გეფიცებით ეხლაც ვტირი, რატომ? დიდი ბიჭი ვარ, მაგრამ იუვე ჩემი ცხოვრების ნაწილია. 2003 წლის ფინალი უდიდესი დარტყმა მივიღე. 1 კვირა სახლიდან ვერ გამიყვანეს მშობლებმა, იუვეს ფორმით ვიძინებდი. შემდეგ კი თავს მოვერიე და ყველას თვალებში ვუყურებდი. 2006 წელს გაგვწირეს, მაგრამ დღემდე ვერ ვივიწყებ გაზეთის პირველ გვერდზე სტატიის სათაურს ,,ჩაძირული გემი კაპიტანმა არ მიატოვა” მეც როგორც თქვენ ჩემო იუვენტინოები სერია-ბ ში გავყევი გუნდს და მისი სიყვარულის გამო ჩემპიონთა ლიგის არცერთ თამაშს არ ვუყურე, რადგან ეს ჰიმნი უზომოდ მიყვარს და აქ იუვეს ვერ დავინახავდი.

მადლობა დედას, რომ დელპიეროს 10 ნომიანი მაისური მიყიდა…

ეს რომ არა რონალდოს შემყურე დღეს ალბათ ან ბარსას ანაც რეალის ფანი ვიქნებოდი…

მე კი მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ იუვეს გულშემატკივარი ვარ, მიხარია რომ თქვენნაირი ემოციური ვარ, მიხარია რომ მეც თქვენი ნაწილი ვარ!!!

მადლობა ყველას, ვინმაც არ დაიზარა და ჩემი ცრემლიც მორწყული და გულიდან ამოსული სიტყვებით დაწერილი სტატია წაიკითხა…

ავტორი: გიორგი კასრაშვილი (Gi0vinc0)

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

71 კომენტარი

  1. Roma1986 says:

    გამარჯოოობა,ვინმემ იცის ეს საიტი ვისია?

  2. pablito pablito says:

    აუუ რა მაგარია მეც მაგ თამაშის შემდეგ ვბალეშიკობ იუვეს : ))) კაპიტანი კიდე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია !!!

  3. |)uch[e] |)uch[e] says:

    საღოლ ავტორ.. მაგარი სტატიაა. თან რაც ყველაზე მთავარია ზუსტად ის ეწერა რასაც მეც განვიცდი.. სტატიის სათაური და ტიტოეულ დელპოს დანახვაზე ტანში დავლილი ჟრუანტელი.. კარგია რო იუვეს გულშემატკივრებს.. ნუ ნაწილს მაინც ესმის ვის და რატო გულშემატკივრობს და არა ახალგამოჩეკილ ვითომ-გრანდებს.. უბრალოდ გიხაროდეთ და იამაყეთ რომ დიდი სიყვარულის ისტორია გაკავშირებთ ერთმანეთთანაც და იუვესთანაც :) :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  4. depozita depozita says:

    მაგარი სტატიაა :)) გაიხარე … იუვე და დელ პი მარადჟამს…………..

  5. mazara mazara says:

    ყველაზე მაგრად ის მიხარია და მისწორდება რომ პატარებს ესე გიყვართ იუვე და ალექსა :) წავიკითხე თქვენი პოსტები ზოგი 95 წელს დაბდებულია ზოგმა 2003 წელს დაიწყეთ ბალეშიკობა გაიხარეთ დიდ გუნდს ბალეშიკობთ და უბალეშიკეთ ყოველთვის. ეხლა რო უყურებ ის იუვე მახსენდება კონტე კაპიტნის რვიანით და დღეს გასახდელში კოსტუმით. მართლა სიამაყეა გიყვარდეს ფეხბურთი და ბალეშიკობდე გუნდს რომელასაც იუვენტუსი ქვია, ქვია ახალგარზდობა, ქვია ბურთი, ქვია სტადიონი, ქვია კაპიტანი, ქვია ფეხბურთი და ქვია ალესანდრო :juvee:

  6. lovejuve says:

    ეეეჰ მე მახსოვს 2008წელს იუვე რეალის თამაში. როცა ჩემი კლასელები დამცინოდნენ იუვეს დაერხევა ეხლაო რეალი გადაუვილისო. მაშინ იუვემ 2-1 მოიგო და ძალიან გახარებული ვიყავი და ამაყად მივედი სკოლაში. რათქმა უნდა რეალის ფანებმა დაიწყეს სანტიაგო ბერნაბეუზე მოგივლით თქვენო მაგრამ განმეორებით თამაშში რაც დელპიმ გააკეთა ეხლაც მახსოვს ისეთი გახარებული ვიყავი. იმის მერე აღარავის აღარ ამოუღIა ხმა მაშინ 11 წლის ვიყავი. ახლაც ყოველთვის მაქვს დელპის იმედი რო შემოდის მოედანზე სათამაშოდ :juvee:

  7. delpieronedved juve-juve-97 says:

    მე იუვეს 14 წლის ფანი ვარ 2006 წლიდან მახსოვს ჩემი ბიძაშვილი ამბობდა იუვე B-ში გადდაგდესო და ძალიან ნერვიულობდა მაშინ მე 8-9 წლის ვიყავი ყველა სპორტულ ჟურნალში იწერებოდა იუვეზე მამაჩემმა ალეს ფორმა მომიტანა დიდი მომივიდა მაფრამ მე ის სახელი რაც ეწერა არ დამავიწყდა და მისი სახელი გამახსენდა როცა ჩემმა ბიძაშვილმა თქვა იუვე დელ პიერომ ნედვედმა და ჯიჯიმ არ დატოვესო მე ძალიან მომეწონა დე პიეროს საქციელი და იუვეს მაშინაც ვგულშემატკივრობდი როცა B-ში იყო მართალია იუვეს თამაშEბს ვერ ვუყურებდი,შემდეგ ჩემმა ბიძაშვილმმა მახარა იუვე ბრუნდებაო და მთელი დღე მიხაროდა ყველაზე მეტად ის გამიხარდა B-დან დაბრუნებულმა იუვემ მილანი რომ დაამარცხა მოგვიანებით იუვე რომ ლიგაზე გავიდა იუვეს თამაშებს იქ ვუყურებდი.მე იუვეს ვგულშემატკივრობ და ყველა ჩემ ძმაკაცს უკვირს რატომ ეგ გუნდიო მე კი ვეუბნევი ვინც ბარსელონას რეალს და სხვა გუნდების ფანები ხართ ფეხბურთის საერთოდ არ გაგეგებატ მეთქი :forza: :forza: :forza:

  8. irakla1001 irakla1001 says:

    მოკლედ მე 95 წელს ვარ დაბადებული 15 აპრილს ხვალ 17 წლის ვხვდები ერთობ საინტერესოა რადგან ჩემი ტოლები ინგლისის ან ესპანეთის გრანდების გულშემატკივრები არიან მე საკლუბო ფეხბურთამდე 2002 წლის მსოფლიო ვნახე თურქეთის სენსაცია და ფენოენის გალაღება საერთოდ ბუნებით ისეთI ვარ რომ ყოველთვის თუ არა ძირითადად სუსტის მხარეს ვიჭრ ყველაფერში ამიტომაც ბრზილიის ნაკრები არ მიყვარდა მაშინ იტალიაც ნანახი არ მყავდა.. აი როცცა იმედზე დაიწყეს სერიAლის ჩვენება მეც როგორც ფეხბურთის მოყვარული ვუყურებდუ თამაშებს რათქმაუნდა საინტერესო თამაშები ღამღამობით იყო არადა ამ დროს ტველას ეძინა მე მხოლოდ 8-9 წლის ვიქნებოდი და ამიტომ მეც ვწვებოდი დასაძინებლად მაგრამ ჩემს ოთახში ჩემს უფროს დას პატარა ტელევიზორს შემოვატანინებდი და ყურებას დავიწყებდი მაგრამ გაგებაში არ ვიყავი რახდებოდა შუაა თამაშის დროს რათქმაუნდა ყოველთვის ვიძინებდი,, ისე თუ ლოგინში არ ვიწექი ხშირად ჩემი დაც ჩემთან ერთად უყურებდა ფეხბურთს იუვეს თამაშებს ხშირად აცVენებდნენ და მეც მომეწონა ეს შავ-თეთრი ფორმა თან მაშინ ჩემმა დამაც იცოდა რაღაც ხომ იცით გოგოების ცოდნა ფეხბურთში მხოლოდ ყველაზე პოპულარი ფეხბურთელი რომ იციან და მანაც მაჩვენა თამაშისას შავ-თეთრი 10 ნომერი გვარად დელ პიერო, მე გვარი ძალზედ მომეწონა და საერთოდაც იმ დღიდან იტალიური ყველაფერი მიზიდავდა და მიყვარდა ხოლო როცა იუვეს თამაშები იყო მათ წაგებაზე გული მტკიოდა მათ მოგებაზე კი მიხაროდა. შემდეგ იყო 2004 საბეძნეთის საოცრება დაე ფეხბურთს იშვიაათად ვუყურებდი იმ ზაფხულის მერე , სე კი მე სახში კაბელური არ მქონდა და შემდგომ სერიAლს აღარც იმედი აჩვენებდა ისე კი რათქმაუნდა მახსოვდა დავიდსი ნედვედ ტრეზეგე ჯიჯი და დელ პიერო. ერთხელ ახლობელთან ვიყავი და ვნახე ტელეკანაი ფუტბოლი სადაც იუვეს მატში გადიოდა თუ არვცდები სიენას ეთამაშებოდა მეც გამახსენდა რომ ეს ის გნდი იყო რომელიც მე მომწონდა.მაგრამ მოედანზე არ იყო 10 ნომერი კაპიტანი კი პაველ ნედვედ იყო რომელმაც შორეუი დარტYმით გოლი გიტანა და იუვემ 1-0 მოიგო,, შემდეგ ისევ აღარ მიყურებია ფეხბურთისთვის მაგრამ მეზობელი ბიჭებისგან რომლეიც უფროსები იყვნენ და კროკოს თამაშობდნენ მესმოდა იუვეზე ლაპარაკი რომ მეორე დივიზიონში გადააგდესო.. მე რათქმაუნდა გული დამწყდა მაგრამ დიდათ არა რადგან ფეხბრთი ჩემტვის (ყურება) დიდი რამე არ იყო ისეკი თამაში ყოველთვის მიყვარდა.. უფრო მოგვიანებით ლიგის ყურება დავიწყე მაგრამ აქ იუვენტუსი არ იყო მაშინ საკლუბო ტურნირებში კარად გარკვეული არ ვიყავი მაგრამ იუვენტუსი ყოველთვის მახსოვდა,, ჩემი ძმაკაცები რეგულარულად უყრებდნენ ფეხბურთს და იყვნენ ბარსას არსენალის ჩელსის და მილანიშ ფანები მე ლიგაზე იუვეს ვერ ვხედავდი მაგრამ ჩელსი მმწონდა რადგან ვიცოდი მათძლიერი გუნდი და მწვრთნელი უავდათ.. ჩემი ძმაკაცები ყოველთვის ლიგაზე ლაპარაკობდნენ მეც ვუსმენდი და და ვერთვებოდი მათ საუბარში მახსოვს 06-07-08 ლიგის თამაშები მეგობრებმა იცოდნენ რომ მე ლიგაზე ჩელში მომწონდა.. ერთხელაც მეგობარმა მკითხა შენ ვისი გულეშემატკივარი ხარო მე კარგად დავფიქრდი მაშინ ყველას არსენალი ჩელსი და სხვა გუნდები მოსწონდათ მაგრამ მე გამახსენდა იუვენტუსი და მეც ვუთხარი მე იუვენტუსი მიყვარს მეთქი, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი იუვეში რახდებოდა მე მახსოვდა დავიდსი დელ პიერო ნედვდი ტრეზეგე და ნომერო უნო ჯიჯი… ჰოდა ძმაკაცმაც რათქმაუდა ცოტა ირონიულად დამცინა იუვე 2-0 იგებდა და 5-2 წააგო ამ ბოლოს თამაში მოკლედ იმის შემდეგ ხშირადაც დამცინოდნენ ისე ირონიულად ძმეკაცაბე მაგრამ მე მაინც მაშინ სუსტისკენ ვიყავი გადახრილი და იუვე მომწონდა რათქმაუნდა იმდროიდან ბარსას ვერ ვიტან მოკლედ შემდეგ საკაბელო ჩავრთე სახლში დავეყენე ჩემს ტელევიზორზე კანალები. ერთ დღესაც გადავაწყდი სსპორტულ კანალს ფუტბოლს სადაც რათქმაუნდა ფეხბურთი გდიოდა და თამაშობდა შავ-თეთრი გუნდი კარგად დავაკვირდი დავინახე ტუინის იუვენტუსი და მისი 10-იანი რათქმაუნდა გავიხსენე დელ პიერო და მის შემდეგ იუვესთვის თვალი აღარც მომიწყვეტია… :forza: :forza: :forza:

  9. Godo Godo says:

    მე შედარებით უფრო პატარა იუვენტინო ვარ; 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან… მე და მამაჩემი ნათესავთან ვიყავით ფინალის საყურებლად; ყველას ერთად უნდა შეგვექმნა საფეხბურთო გარემო, მე კი არ ვიცოდი ვისი თამაშისთვის უნდა მეყურებინა, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ კალაძე იქნებოდა და ჩვენც ეს გარემო მის საქომაგოთ უნდა შეგვექმნა. მაშინ ერთი კითხვა ამეკვიატა, რატომ უნდა მექომაგა კალაძისთვის, ქართველი რომ იყო იმიტომ, თუ სხვების აზრი უნდა გამეზიარებინა და იმიტომ? ეს კითხვა მომენტალური იყო, მალევე გაქრა, მაგრამ საოცრად ძლიერი პროტესტი ჩამინერგა, გადამაწყვეტინა, რომ იმ საღამოს კალაძის წინააღმდეგი უნდა ვყოფილიყავი, ან ჩემ გარშემო შექმნილი ერთსულოვნების. . .

    თამაში დაიწყო… იუვეს შეტევებზე მარტო მე ვყვიროდი, დანარჩენების ღრიალზე გული მეკუმშებოდა… კაპიტანმა და სათვალეებიანმა მომხიბლეს განსაკუთრებით. მაშინ ჩემთვის უცნობები იყვნენ . . . არსებობდა მხოლოდ ჩემი ბიძაშვილის აკვიატებული წითელი მანჩესტერი და ბექჰემი! ეს იყო მატჩი რომელსაც პირველად ვუყურე ემოციურად, თანაც დიდხანს გაიწელა. . . მაინცდამაინც მაშინ დაემთხვა ფეხბურთის ყველაზე დრამატული ნაწილი – პენალტების სერია, რომელმაც კიდევ უფრო გაამძაფრა ჭიდილი ჩემსა და დანარჩენებს შორის. მაშინ ვიგრძენი რომ დავმარცხდებოდი… ერთ მომენტში ძალიან გავმხნევდი და ისევ ჩემმა მეტოქეებმა გამამხნევეს; ბურთთან თვალჩალურჯებული კაპიტანი მივიდა და რომელიღაცამ წამოიძახა: -ეჰ, ეს მაგარია, გაგვიტანს!… და, მართლაც, ამ ნათქვამივით დამარწმუნებელმა გატანილმა პენალტმა ისევ გამაძლიერა ფსიქოლოგიურად. . . ბოლოს შევჩენკო მივიდა და მის დარტყმასაც ისეთივე დამაჯერებელი კომენტარი უძღოდა წინ, ოღონდ არ მახსოვს ზუსტი შინაარსი. . . შევჩენკომ გაიტანა, ყველა წამოხტა, შეიშალა, აღრიალდა; წავიდა ხვევნა-კოცნა, სიხარულით წამოსროლილი და საერთო ღრიანცელში ჩაკარგული უაზრო ფრაზები, რომლებსაც ვერ გებულობ და გაუაზრებლად ილექება მეხსიერების სანაგვეზე. . . ამ დროს თავი მარტო ვიგრძენი, მივხვდი, რომ დავმარცხდი და ტირილი ამივარდა. . . მაშინ ყურადღება მომაქციეს და გაუკვირდათ, რამ გადარია ეს ბავშვიო. მამშვიდებდნენ, მაგრამ მათი საქციელი პირიქით მოქმედებდა; ძალიან ცინიკურები და ყალბები მეჩვენებოდნენ და უფრო ვცოფდებოდი…

    რამდენიმე დღე ძალიან განვიცდიდი და ეს ემოცია იმდენად ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში, რომ დღემდე გამომყვა. ახლა ისევ იუვენტინო ვარ და ველოდები ფინალს, რომლის მერეც გამარჯვებულები დავრჩებით… და ძალიან მინდა ამ გამარჯვებაში კაპიტანმაც მიიღოს მონაწილეობა ისე, როგორც ფეხბურთელმა. :forza:

  10. tazojuve says:

    2003 წელს .15 აპრილს იყო 1 რეპორტაჯი მემგონი. და როგორ მიხაროდააა !!!

  11. irakla1001 irakla1001 says:

    მე მგონი ასეით სტატიის დაწერა ყველას შეუძლია მეტ ეილკად რადგან ყველას აქვს განსაჯუთრებული ისტორია როგორ გახდა იუვენტინო.. ისე ხო არ გახსოვთ იმედის ტელევიზიაზე იტალიის სერია ზუსტად რომელ წლებში გადიოდა,, აი ის გეგელია რო მიყავდა ხშირად

  12. irakli irakli says:

    ღმერთისგან მიმადლებულმა ქარიზმა ადამიანმა სამუდამოდ ცეცხლი დაანთო გულში, ისეთი რომ ვეზებოთ აწი ბევრი ვერსად ვიპოვით..ამაა დელ პიერო ჰქვია….ბედნიერები ვართ რომ მას მოვესწარით…ჩემთვის პელეც, მარადონაც, პლატინიც დიდი ფეხბურთელები არიან მაგრამ ალექსი ყველას მირჩევნია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში…….

  13. nugo1387 nugo1387 says:

    იუვეს ფანების უმრავლესობას ვისაც ვიცნობ ყველას დელპიერომ შეაყვარა იუვე და ასე ცუდად ასეთი კაცის გაშვება უდიდესი შეცდომაა.სტადიონი ბოლომდე რომ ივსება მეტწილად ალექსას დამსახურებაა

    • Del_Gogua Del_Gogua says:

      მე დავიდსმა შემაყვარა იუვე… დელ პიერო არც ვიცოდი ჰოლანდიის თამაშს რო ვუყურე…

  14. little Pirlo little Pirlo says:

    ჩემი ისტორია რო დავწერო როგორ გავხდი იტალიის და იუვეს გულშემატკივარი დაგხოცავთ სიცილით :chuvak: :chuvak: :chuvak: :chuk: :chuk: :chuk:

  15. kv@shi kv@shi says:

    წელს ალექსა არსადა არ მიდის და ვსიო! აი მომავალი წლიდან კი ჯოვინკო? იყოს რატომაც არა, კარგი ტექნიკა აქვს დარტყმაც და პატარა იუვენტინოა რაც მთავარია

  16. Don zoLa Don zoLa says:

    არასდროს არ დამავიწყდება ეს დღე და წამები….

    ვარ მე-7 კლასში, 1998 წლის 9 ნოემბერია, ჩვეულებრივად ჩაიარა დღის პირველმა ნახევარმა… სკოლიდან სახლში ვბრუნდები და გზად შემხვდა მეზობელი ბიჭი (ჩემზე უფროსი გაცილებით და ბაჯოს ფანი) და მეუბნება, დამელოდე ჩემ კორპუსთან რაღაცა უნდა წაგაკითხოო… გადის 2-3 წუთი და ხელში რომელიღაცა გაზეთის ერთი გვერდი უჭირავს და ღიმილიანი სახით მიუთითა ქვედა კუთხეში და მეუბნება წაიკითხეო… გაყინული სახით ვკითხულობ (ზუსტად არ მახსოვს სიტყვები მაგრამ დაახლოებით შინაარსი ასეთი იყო): იტალიის ოქროს ბიჭმა ალესანდრო დელპიერომ გუშინ უდინეზესთან შეხვედრაში, სრულიად უწყინარ სიტუაციაში მიიღო ტრავმა. ექიმების ვარაუდით ძალიან გაუჭირდება დელ პიეროს აწი ფეხბურთის თამაში………………

    :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  17. Don zoLa Don zoLa says:

    რა ხალხი ხართ, თქვენ გენაცვალეთ… :love: :kiss:

    კიდევ ერთი საერთო გვაქვს მე და შენ გიორგი… სება ჯოვინკო :love:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »