ემოცია სახელად ”იუვენტუსი”

ემოცია სახელად ”იუვენტუსი”  …

რატი ცაცკრიალაშვილი, 18 წლის რიგითი ”იუვენტინო”, რომელიც უიკენდიდან უიკენდამდე ცხოვრობს და ელის მთელი კვირის განმავლობაში ნანატრ საათ-ნახევარს, კიდევ ერთ ჩემთვის საფეხბურთო შედევრს, სადაც ჩემი კუმირები თამაშობენ, მე მინდა ჩემი ფიქრები და აზრები გავაზიარო, თუმცა რთულია ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში გაუზიარო ვინმეს, რადგან პირადად ჩემი ნაცნობებიდან, ნამდვილი იუვენტინო არავინაა, სწორედ ამისთვის არსებობს ეს საიტი, საიტი რომლითაც იწყება ერთი ჩვეულებრივი დღე ჩემ ცხოვრებაში, რომლის უდიდესი ნაწილი ”იუვეს” უკავია, ხოდა სწორედ ჩემი ცხოვრების ნაწილის შესახებ ნახული ინფოები მაძლევს ძალას გადავიტანო ის მძიმე გრაფიკი, რომელიც წინ მელის, მთელი დღის განმავლობაში, როდესაც წინ სამი ვარჯიში და ლექციები მელის, თუმცა როდესაც კითხულობ ინფორმაციას შენი გუნდის შესახებ და როდესაც შედიხარ საიტზე და შავ-თეთრი ფერები გხვდება გავიწყდება ყველაფერი, რაც წინ შეიძლება გელოდებოდეს, აი ასე გრძელდება 5 სამუშაო დღე, მაგრამ როდესაც გეღვიძება ფიქრობ რა მელის დღეს საინტერესო, კარგი, რაც გამახარებს, და გაგახსენდება, რომ დღეს საღამოს ”იუვენტუსი” თამაშობს, ეს უბრალოდ ყველაფერია, არ ვიცი რამ უნდა გამახაროს ისე როგორც ამას დღევანდელი ”იუვენტუსი” აკეთებს. ეს ყველაფერი მხოლოდ 1 წელზე ნაკლებია რაც გრძელდება, იმ საშინელი პერიოდის შემდეგ, რომელსაც სახელად კრიზისს უწოდებენ, ძალიან ძნელი გადასატანია, როცა გესმის ყოველდღე 4 წლის განმავლობაში: აი ეს არის იუვენტუსის ნამდვილი სახე, ამაზე მეტი მათ არ ეკუთვნით, და სხვათაშორის ეს ერთერთი იმ გუნდის ფანების სიტყვებია, რომლებიც არაერთხელ გაგვიმწარებია და კალჩოპოლის შემდეგაც კი, იმ გუნდის ფანების სიტყვები რომლის სტადიონიდანაც ჩვენი საამაყო 10-იანი (უბრალოდ), აპლოდისმენტებით გააცილეს. და სამწუხაროა ასეთი ხალხისგან, რომ ისმენ ყოველთვის შენი საყვარელი გუნდის დამცირებას, შეუძლებელია ეს საშინელი პერიოდი დაივიწყო, კალჩოპოლისშემდგომი პერიოდი, ეს ხომ იუვეს ლამაზ და შეუდარებელ ისტორიაში შავი ლაფით იქნება ამოსვრილი. ესაა ჩემი ჩვეულებრივი აზრები რომელიც იუვენტუსზე მაქვს და იდეები, რომლებიც მაწუხებს და ვცდილობ იუვენტინოებს გაგიზიაროთ.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მამა, მეუბნებოდა: დღეს თამაში გვაქვს მამიკო, ალბათ რთულად გასაგები იყო და არასაკმარისი არგუმენტი 5-6 წლის ბავშვისთვის ეს სიტყვები, ბავშვისთვის, რომლისთვისაც ფეხბურთი, მხოლოდ რიგითი გასართობი იყო ეზოში, შემდგომ კი პროფესიად გადაიქცა, და ეს მხოლოდ იმ გენიოსის დამსახურებაა, რომლის სახელი და გვარიც ალესანდრო დელ პიეროა, დღემდე ფეხბურთელი ვარ და იმ დროიდან დღემდე ვცდილობ დელ პიეროს სტილში თამაშს, დღემდე ვცდილობ ისევე შევასრულო სტანდარტული დარტყმები, როგორც ამას დიდი ალე აკეტებდა და დღემდე აგრძელებს.
ალბათ ყველა ჩემსავით ფიქრობს, ალბათ კი არა, ვისაც კი შავ-თეთრი გული აქვს ყველა, აფსულუტურად ყველას ამოუტივტივდება თავში: ეს ხომ ჩემი ყოველდღიური ფიქრებია, ალბათ ავტორი ჩემ აზრებს კითხულობს, ეს ემოცია და აზრები გვაერთიანებს ჩვენ ტურინული გიგანტის ფანებს, შეიძლება ყველას უკვირდეს ასეთი რამ, მაგრამ ჩვენ სხვა გუნდის ფანებისაგან განვსხვავდებით, ჩვენ არავისი გვშურს, ყველას წარმატებებს ვუსურვებთ, მაგრამ ჩვენს გუნდს ჭირში და ლხინშიც გვერდში ვუდგავართ. ძალიან მიხარია, რომ ამ საიტის ადმინებმა ერთიანი, დიდი კოლექტივი ჩამოაყალიბეს, ამ საიტის დაარსებიდან, ჯერ კიდევ როდესაც საიტს forzajuve.clan.su ერქვა იმ პერიოდიდან ამ საიტზე ვარ და ვხედავ როგორ ვითარდება და წინ მიდის დღითი-დღე ჩოხოსანი ტურინელების თავშეყრის ადგილი, ვხედავ, როგორ უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ აზრებს, ახდენენ ხელმძღვანელობისა და ზოგადად მთელი იუვენტუსის, როგორც თავიანთი ცხოვრების ნაწილის კრიტიკას, და ეს ყველაფერი ძალიან მიხარია, მოკლედ მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ საიტის დამაარსებლებსა და მთელ საიტის მომსახურე და საორგანიზაციო კოლექტივს, რომლებსაც წინ მიყავთ საიტი, და ასევე მომხმარებლებს, რომლებიც წერენ თავიანთ აზრებს და აქტიურობენ საიტზე, რომელიც გვაერთიანებს.
რატი ცაცკრიალაშვილი, 18 წლის – PINTURICHIO-10

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

12 კომენტარი

  1. nika-juve nika-juve says:

    ძაან მაგარი სტატიაა. რომ დავიწყე კითხვა, მართლა ვიფიქრე ჩემი აზრები წერია მეთქი და როდესაც იმ წინადადსება წავიკითხე,ყველა შავ-თეტრი გულის მქონე ადამიანი ამას იფიქრებსო გამეცინე. forza juve!!!! :forza:

  2. irakla1001 irakla1001 says:

    კარგი სტატიაა და რათქმაუნდა ყველა იუვენტინო თავის თავს ამოიცნობდა ამ სტატიაშI :oldman: :oldman:

  3. PINTURICHIO10 says:

    შემოგევლეთ ძმები, ეს სტატია მთელ ფორცაიუვეს გეძღვნებათ, 1 წელზე მეტია ესეთი რამის დაწერას ვფიქრობდი, მაგრამ უბრალოდ ვერ გავრისკე აქამდე. :forza:

  4. zura 3003 zura 3003 says:

    ყოჩაღ, მართლა სულისშემძვრელი სტატიაა, ჩემთვის იუვე და ეს საიტი მეორე სახლივითაა, ხშირდ ხდება, რომ ათასი ცხოვრებისეული პრობლემის მოძალებისას, ეს ერთი ნათელი წერტილი ჩანს ხოლმე, მე არცერთი თქვენგანი არ მყავს ნანახი, მაგრამ ყველა მიყვარს და ძალიან მიხარია, რომ ამდენს გხედავთ, 2006 წლის შემდეგ იუვეს თუ ამდენი და ესეთი ხარისხიანი გულშემატკივარი შერჩებოდა, არ მეგონა, მე უკვე 33 წლის ვარ, და 1993 წლიდან, უფრო ბაჯოს გამო ვგულშემატკივრობ ამ გუნდს, ჩემზე სტაჟიანი აქ მგონი მხოლოდ OMAR SIVORI–ა, ყოველდღე რომ არ შემოვიხედო აქ, ვერ მოვისვენებ, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურიც და ოჯახიც საკმაოდ დატვირთული მაქვს, სამსახურში საერთოდ სპორტული და გასართობი საიტები დაბლოკილია, მაგრამ ეს გამორჩათ, რატომღაც, ჩემდა საბედნიეროდ, ხშირად არ ვდებ ხოლმე კომენტებს, მარა ახლა რომ არ დამეწერა რამე, ვერ გავძლებდი, გაიხარეთ და იმრავლეთ… :forza:

  5. |)uch[e] |)uch[e] says:

    უბრალოდ მიყვარს ეს შავ-თეთრი სამყარო..სხვა სიტყვას ვერც მივუსადაგებ.. უბრალოდ მიყვარს :)

  6. d a v i d d a v i d says:

    :up: გაიხარე რატი :kiss:

  7. საგოლ მაგარია :forza: და ისე ყველა წავიკითხე რა თქმა უნდა აქ რაც დაიწერა სტატიები და ყველაში აღმოვაჩინე ის ემოციები და გრძნობები რაც იუვეს მიმართ მაქვს.. იუვე რომ არა ალბათ აქ მყოფთA უმეტესობის ცხოვრება ძAლიან უფერული და კიდევ უფრო უინტერესო იქნებოდა ამ უმეტესობაშI კი პირველი მე შევდივარ… ძააან ბევრჯერ ყოფილა რომ ყველაფერს გაუმწარებივარ გარშემო აქ შემოვსულვარ და აქ მიპოვნია ცხოვრების გაგრძელებისთვისაც კი საჭირო მუხტი… :forza: მიყვარხართ ბავშვებო მართლა ყველა გულით რადგან უკვე სამი წელია აქ ვარ ყოველდღე და ჩემს მეორე ოჯახად მიგიჩნევთ მიუხედავად იმისა რომ უმეტესობა თქვენგანი ნანახიც არ მყავს

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »