” ჩეზენა ” 0-1 ” იუვენტუსი ( ტაქტიკური ანალიზი )

გთავაზობთ , ” ჩეზენა ” – ” იუვენტუსის ” შეხვედრის ტაქტიკურ ანალიზს …

როგორც მოსალოდნელი იყო , ანტონიო კონტემ უპირატესობა 3-5-2 ტაქტიკურ მონახაზს მიანიჭა . ერთადერთი მოულოდნელობა სასტარტო შემადგენლობაში იყო სტეფან ლიხტშტაინერის ნაცვლად , მარტინ კასერესის გამოჩენა . ხოლო დისკვალიფიცირებული ფაბიო კუალიარელა , ალესანდრო მატრიმ ჩაანაცვლა .

ჩეზენამ საპასუხოდ 5-3-1-1 აირჩია . კარში ანტონიოლი , ცენტრალური მცველების ტრიო – ბენალუანი , მორასი და როდრიგესი – ფლანგებზე ჩეკარდელი და ჯოკოვიჩი . მოედნის ცენტრში მცველებთან ახლოს მოქმედებდა კოლუჩი . მის მარჯვნივ სანტანა ასპარეზობდა , ხოლო მარცხნივ პაროლო . დელ ნერო ასპარეზობდა ცენტრალური თავდამსხმელის რანელის უკან .

მატჩის ტაქტიკური ანალიზი …

ჩეზენას ტაქტიკური მონახაზი მიზნად ისახავდა იუვენტუსისთვის მაქსიმალურად ხელის შეშლას საჯარიმოს მისადგომებთან . სხვათაშორის სწორედ ეს არის ანტონიო კონტეს ჯერ ჯერობით , საკმაოდ რთულად გადასაწყვეტი საკითხი . გუნდს რეალურად უჭირს მეტოქესთან რომელიც თავს ფაქტიურად მთელი გუნდით იცავს და კეტავს ყველა არსებულ სიცარიელეს არა მაღალი საშემსრულებლო კლასით , არამედ სწორედ რიცხობრივი უპირატესობით . ბიანკონერი პრობლემებს ზონებს შორის არსებული სიმჭიდროვით აწყდებოდა . ხუთი მცველი კი რომელიც საკუთარ საჯარიმოსთან მოქმედებდა ხელს უშლიდა ტურინელთა ფორვარდებს ჰორიზონტალურ გადაადგილებებში და მანევრირებაში . უბურთოდ მოქმედების დროს კი დელ ნერო ! ასპარეზობდა პირლოს ზონაში , თავის მხრივ რანელა ბონუჩისაში .

მიმდინარე სეზონში ყველას კარგად მოგეხსენებათ , რომ ბიანკონერის მთავარი პლიუსი გახლავთ გუნდური ასპარეზობა რომელშიც მონაწილეობას მთელი გუნდი იღებს . ანალოგიური ტაქტიკური მონახაზი რა თქმა უნდა არც მატჩში შეცვლილა , მაგრამ ბონუჩის და კიელინის რომლებიც ყოველთვის აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ შეტევის დაწყებისას , უჭირდათ სწორი გადაწყვეტილებების მიღება , რადგან მეტოქის შუა ხაზელები აგრესიულად მოქმედებდნენ ბარძალი კიელინის წინააღმდეგ . შემდეგ სურათზე ეს კარგად ჩანს , ბონუჩი აკეთებს გადაცემას ჯორჯოზე , რომლისკენაც სანტანა უკვე მზადაა გასასვლელად.

მიუხედავად სირთულეებისა , ფაქტია რომ იუვე დომინირებდა როგორც ყოველთვის . ძირითადათ მიმდინარე სეზონში ეს ისახება ბურთის ცირკულაციაში ნახევარმცველებს შორის , რომლებიც წნეხის ქვეშ ამყოფებენ მეტოქეს . ჩეზენასთან , სურათი იგივეა და მხოლოდ რამდენიმეჯერ განხორციელდა გრძელი დიაგონალური ჩაკიდებები მეტოქის საჯარიმოში , ესეც იმიტომ რომ რაიმენაირად გაეწელათ მოკრძალებული კლუბის დაცვის ხაზი . ყურადღება მივაქციოთ ტურინელთა ფლანგელ ფეხბურთელებს – დე ჩელიეს და კასერეს , რომლებიც საკმაოდ ხშირად რჩებოდნენ ხოლმე ცარიელში , თუ არ ჩავთვლით მომენტებს როდესაც საკუთარ ნახევარზე უწევდათ ხოლმე ჩასვლა ბურთის მისაღებად . ბიანკონერის სამი მცველის და პლიუს ანდრეა პირლოს იდეალური ქმედებების შედეგად საწყის ეტაპში , ჩემპიონატის ლიდერი ახერხებს სახიფათო მომენტების შექმნას . განსხვავებული დავალება ჰქონდათ მიცემული ვიდალს და მარკიზიოს , რომლებიც მეტოქის ფლანგელი მცველების და საყრდენი ნახევარმცველების ზონებში მოქმედებდნენ და ბურთისთვის ბოლომდე იბრძოდნენ . პლიუს ამასთან – განსაკუთრებით მარკიზიო , ცდილობდა ვერტიკალურად შეექმნა სიღრმე ფორვარდებისთვის .

სწორედ ამ ტაქტიკურ წყობას , ანუ ნახემარცველების თამაშს ფორვარდებზე მოაქვს დადებითი შედეგი , რადგან ასეთ სიტუაციაში მთელი დარტმა ჩეზენას ცენტრალურ მცველებზე მოდის , რაც ხელ ფეხს უხსნის ბიანკონერის .

მოდით ანალიზი გავუკეთოთ რამდენიმე სახიფათო მომენტს . პირველ რიგში ალბათ პენალტის ეპიზოდია გასარკვევი . მანევრი იწყება მარკიზიოს პასით ვუჩინიჩზე . აღვნიშნოთ რომ მარკიზიო იმყოფება ცენტრალურ ზონაში , ხოლო ვუჩინიჩი იწყებს მოძრაობას მის შესახვედრად , რითაც თავისუფლდება ცენტრალური მცველების მარწუხებისგან .

ვუჩინიჩმა საკმაოდ ეფექტურად მიიღო ბურთი და ერთი მოძრაობით პირით კარისკენ დადგა , შემდგომ ხდება გადაცემა მატრიზე . მიუხედავად იმისა მორასი აგრესიულად ეთამაშება მატრის , ალესანდრო მაინც ახორციელებს ჩერგნორიელზე საპასუხო გადაცემას.

ყველა საუკეთესო მომენტი იქმნება მხოლოდ მაშინ როდესაც ნახევარმცველები თამაშობენ ფორვარდებზე : დაცვა იწევს წინ და გაცილებით დიდი სივრცე რჩება მანევრირებისთვის .

კიდევ ორი ეპიზოდი განვიხილოთ

პირველ მათგანში ვიდალი , რომელიც ცენტრალურ ზონაში მდებარეობს , აკეთებს გადაცემას მირკოზე . ასეთი მანევრი იძულებულს ხდის მორას გავიდეს მასსზე და დატოვოს საკუთარი პოზიცია . შედეგად როდრიგესი ცენტრისკენ იწევს . ვუჩინიჩი უტოვებს უკან ბურთს მარკიზიო , მაშინ როცა მატრი უკვე თავისუფალ ზონას უტევს , რომელიც მეტოქის მცველებმა შეუქმნეს მანევრირების გამო . მარკიზიო უკეთებს მატრის პასს , მაგრამ ალესანდრო ვერ აჩერებს ბურთს .

მეორე ეპიზოდში , პირლო აკეთებს ვერტიკალურ გადაცემას მატრიზე . კვლავინდებურად მორასია იძულებული თავდამსხმელზე გავიდეს , ცენტრში კი ამჯერად ბენალუანი იწევს , რომელიც კეტავს კიდევაც ზონას რომელიც პარტნიორმა დატოვა . მატრი უბრუნებს პირლოს , რომელიც აკეთებს გადაცემას წინ გახსნილ მარკიზიოს . ბენალუანი ვერ ასწრებს კლაუდიოს დაკტევას , რადგან იძულებული იყო მორასის ზონა დაეზღვია . შედეგად ბიანკონერის მერვე ნომერს იდეალური პოზიციიდან კარგი დარტყმა გამოუვიდა .

სამაგიეროდ , იუვე სერიოზულ პრობლემებს ფლანგებზე განიცდის . ჩეზენამ მოახერხა და მთლიანად გადაკეტა საკუთარ საჯარიმოსთან 20 მეტრიანი რადიუსი , რითაც არ მისცა არანაირი მანევრის საშუალება მრისხანე მეტოქეს . შემდგომი სურათები ამ სირთულეებს რეალურად ასახავს . ბურთი მარჯვენა ფლანგზეა , რომელსაც ვიდალი და კასერესი აკონტროლებენ – მათთან კი უმალ ჩნდებიან ჯოკოვიჩი და პაროლო . კოლუჩი ცენტრიდან იწევს რითაც მთლიანად კეტავს მოედნის შუახაზს და ქმნის რიცხობრივ უპირატესობას .

კარგად ჩანს , რომ თავისუფალი ზონები თითქმის არ არის და შეტევის წამოწყება რთულია .

დაცვითი თამაშის გარდა , რომელიც ჩეზენას 9 ფეხბურთელით საკმაოდ კარგად გამოსდიოდა , აღსანიშნავია ისიც რომ შეტევაშიც არ იჯდნენ საქმის გარეშე . ერთ ეპიზოდში რანელამ საკმაოდ სახიფათოდაც დაარტყა ბუფონის კარის მიმართულებით . კომბინირება რა თქმა უნდა ჩეზენას ბიანკონერის ნახევარზე არ გამოსდიოდა , ეგ კი არა სულ რამდენიმეჯერ გამოჩნდნენ ტურინელთა მხარეს , მათი ტაქტიკური ჩანაფიქრი იყო გრძელი ვერტიკალური პასები ერთადერთ ფორვარდზე რომელიც მოედანზე ჰყავდათ . თუმცა , მიუხედავად ასეთი სურათისა ჩეზენამ 7 ჯერ მოახერხა ჯიჯის კარის მიმართულებით ბურთის გაგზავნა , მაშინ როცა იუვემ 10-ჯერ დაარტყა .

მეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა , პირიქით ჩეზენა ვეღარ უძლებდა იუვეს პრესინგს და უფრო და უფრო უკან იხედავდა საკუთარი კარისკენ . გუნდი ფაქტიურად 25 მეტრიან ზონაში იდგა . იუვე კი თავის მხრივ მთელი თავისი შუახაზით უტევდა . მარცხენა ფლანგზე კიელინი ხშირად იწევდა შეტევაში დე ჩელიემდე , რითაც რიცხობრივ უპირატესობას ქმნიდა თავისი გუნდისთვის გარკვეულ პერიმეტრზე .

შემდეგ სურათზე კარგად ჩანს ეს – ბარძალი და კიელინი იმდენად მაღლა არიან აწეულნი რომ თავისთავად იქმნება რიცხობრივი უპირატესობა მეტოქეზე .

ქვედა სურათზე კარგად ჩანს მეორე ტაიმის იდეა , სადაც მხოლოდ ბონუჩიღა რჩება ცენტრ ბექის პოზიციაზე .

იუვენტუსი უტევს გუნდს რომელიც მთელი გუნდით იცავს თავს უშუალოდ საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს , რითაც პრესინგის დონე მინიმუმამდეა დაყვანილი . მიუხედავად იმისა , რომ ბურთი ტურინელებს აქვთ ,  მოედანზეც ისინი ბატონობენ და მეტოქისგან ცენტრში პრესინგს პრინციპში არ იღებენ საერთოდ , საკმაოდ რთულია იპოვნო კარისკენ სწორი გზა .

პოზიცია სადაც მეტ ნაკლებად იქმნებოდა სიცარიელე  იყო მეტოქის მარჯვენა ფლანგი , სადაც ჯოკოვიჩი როდრიგესთან საკმაოდ ახლოს მოქმედებდა , რაც მეტ დროს და სივრცეს უქმნიდა მარტინ კასერეს .

შემდეგ სურათზე ნახავთ გადაცემას რომელსაც ვუჩინიჩი აკეთებს ურუგვაელზე , რომელიც ჯოკოვიჩის არეალში საერთოდ არ არის და თავისუფლად შეუძლია შედეგიანი შეტევის წამოწყება .

შემდეგი სიტუაციაც ანალოგიურია . კვლავინდებურად ვუჩინიჩის გადაცემა კასერესზე , რომელიც ისევ გახსნილია ბურთის მისაღებად და შეტევის გასავითარებლად .

სამწუხაროდ ამას არ მოუცია დიდი შედეგი , რადგან უშუალოდ კასერესის მარგი ქმედების კოეფიციენტი ამ მატჩში არ იყო მაღალი .

სწორედ ამიტომაც კონტემ შეცვალა კასერესი და მოედანზე შეუშვა ჯიაკერინი , რომელსაც უნდა გამოეყენებინა ის სისუსტე რაც ჩეზენას დაცვის ზღუდეებში იყო გაჩენილი .

ხუთ წუთში კონტე სხვა ზონაშიც ახორციელებს შეცვლებს – მატრი და დე ჩელიეს – ბორიელო , დელ პიერო ცვლის . იუვენტუსი 3-4-1-2 ტაქტიკურ სქემაზე გადადის , სადაც ვიდალი და პირლო თამაშობენ ცენტრალურ პოზიციაზე , მარკიზიო და ჯიაკერინი ფლანგებზე , ხოლო მირკოს და ბორიელოს უკან ალესანდრო მოქმედებდა .

კაპიტნის გამოყვანამ გუნდს ტექნიკა და ხარისხი მისცა . იუვე უფრო სწრაფად მოქმედებდა რამაც დადებითად იმოქმედა გუნდდთან რომელიც საკუთარ კარებს იყო მიჯაჭვული . დელ პიეროს გენიალურმა მოქმედებებმა და ცოდნამ ითამაშოს ზურგით კარისკენ ჭკვიანურად , მოაპოვებინა ბიანკონერის სახიფათო ჯარიმა , ხოლო შემდეგ უკვე გატანილი გოლიც .

უპირატესობა კონტემ 4-3-3 ზე , სადაც ბარძალი და ჯიაკერინი ფაქტიურად ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ასპარეზობდნენ , ხოლო დელ პიერო მარცხენა თავდამსხმელის ზონაში მოქმედებდა .

80 წუთიანი თავდაცვის შემდეგ , ჩეზენას უბრალოდ ძალა აღარ ჰქონდა რაც ბუნებრივია . მათ ვერაფერი ვერ დაუპირისპირეს იუვენტუსს , რომელმაც მშვიდად მიიყვანა მატჩი გამარჯვებამდე .

კომენტარი …

იუვე იგებს მატჩს კვლავინდებურად მეორე ტაიმში . გუნდთან რომელიც საკუთარ ნახევარზე იკეტება თან . საგულისხმოა ის , რომ ტურინელები ისეთ მატჩში სადაც დომინირებენ , აწყდებიან პრობლემას თავისუფალი ზონის მოძებნაში . ასეთ ვითარებაში და ასეთ იუვენტუსსთან , მეტოქე რა თქმა უნდა კმაყოფილი დარჩება . მეორეს მხრივ ბიანკონერი როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა , მათ ფაქტიურად არაფრის უფლება არ მისცეს მეტოქეს . ხაზი მინდა გავუსვა – ჯიაკერინის და განსაკუთრებით დელ პიეროს მოედანზე გამოსვლამ გუნდს სიახლე და ფანტაზია შემმატა . მათი დამსახურებით გუნდმა შეუტია ჩეზენას მიერ გამაგრებულ ზღუდეებს ტექნიკურად და ჭკვიანურად . საკუთარი დუმილი დაარღვია ბორიელომ , რომელმაც უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა იუვენტუსისთვის .

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

9 კომენტარი

  1. ika..juve..10 ikajuve1011 says:

    ბრავო კონტე.. გუნდი თითქმის ყველა მატჩში დომინირებს, იმედია ნოვარა ჩეზენასავით არ ჩაჯდება დაცვაში და ცოტა რისკზე წავა : )) სხვა არც არაფერი დარჩენიათ პრინციპში

  2. მე ძაან მომწონს წლევანდელი იუვე ტაქტიკურად ძაან მაგრები არიან, ბურთის კონტროლი და რამე!

  3. IDIOTEQUE IDIOTEQUE says:

    საინტერესო სტატია იყო :) სიამოვნებით წავიკითხე :) მადლობა

  4. irakla1001 irakla1001 says:

    აი ძამო კონტე მეტად გამბვედავად მოქმედებს უკვე და ეს მომწონს

  5. Ladika Ladika says:

    ვაააახ დავით როგორ გამიხარდა ეს სტატიაა. მომეწონა მაგრად.

    ფორცა იუვეეეეეეეეეეეე

  6. mishka mishka says:

    რამდენი ხანია ეს არ დადებულა სგ ავტორ მაგრად მევასებოდა ამის კითხვა ახლა ერთი 5_ჯერ წავიკითხავ ამას :D
    :forza:

  7. d a v i d d a v i d says:

    დავით დიდი მადლობა ჯიარი ხაარ :up:

  8. Nachke Nachke says:

    ვაახ, ძაან საინტერესო იყო. ამიტოა იტალიაში ადვილი თამაში არ არსებობს, მწვრთნელების სკოლა ძალიან ძლიერია.

    ისე ბოლო თამაშებში რისკზე წასვლისგან აღარ იკავებს თავს. ერთი პერიოდი ფრთხილობდა, მერე თქვა უნდა გავრისკოთ ხოლმეო და ეგრეცაა. 80 წუთის მერე ვა ბანკზე მივდივართ ხოლმე.

  9. ika..juve..10 ikajuve1011 says:

    გაიხარე სპასიბა დავით ამხელა შრიმისთვის.. ეხლა გავრბივარ და საღამოზე დიდი სიაოვნებით ჩავუჯდები და წავიკითხავ )))

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »