ბიანკონერის წინასასეზონო გეგმები …

უახლოესი სამი წლის მანძილზე , ბებერი ქალბატონი წინასასეზონო შეკრებას ვალ’დასოტაში გაივლის , მას შემდეგ რაც მიღწეულ იქნა შეთანხმება კლუბსა და რეგიონის ადგილობრივ ხელმძღვანელობას შორის. შეხვედრა უშუალოდ ბიანკონერის გენერალურ დირექტორს ჯუზეპე მაროტასა და რეგიონის ტურიზმის მმართველს მარგერეზეტას შორის შესდგა . შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ბიანკონერის კომერციული დირექტორი ფრანჩესკო კალვიო რეგიონის პრეზიდენტის აუგუსტო როლანდინი და მისი მრჩეველი ალბერტო ზუჩი . კონტეს შეგირდებს ბაზა შატიონეში ექნებათ , სანტ ვინსეტის რაიონში . შეკრების პერიოდში დაგეგმილია რამდენიმე ამხანაგური დაპირისპირებაც . სხვათაშორის ეს შეთანხმება შეიძლება მოვნათლოთ , როგორც კლუბის ” შინ დაბრუნება ” , რადგან 1995-2003 წლების მანძილზე , ტურინელებმა 9 წინასასეზონი შეკრება სწორედ აქ გაიარეს . ეს ის პერიოდია , როდესაც ბიანკონერიმ არა ერთი ჯილდო მოიპოვა და დიდი გამარჯვებები ჩაიწერა საკუთარ ისტორიაში .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »