ეპოქის დასასრული

დელ პიერო მხატვარია – პატარა პინტურიკიო, ფეხბურთელი, რომელიც უკვე მცხრამეტე წელია, იუვენტუსში ხატავს.

იუვეს წელს საუკეთესო სეზონი ჰქონდა. წაუგებლად ითამაშა პირველიდან ბოლო მატჩამდე და სკუდეტოც ხელში აქვს. მომავალ წელს, სამწლიანი შესვენების შემდეგ ჩემპიონთა ლიგასაც დავუბრუნდებით… თუმცა კაპიტნის გარეშე.

ათი წელი იქნება, უკვე, შეიძლება, მეტიც, რაც იუვეს ვგულშემატკივრობ. მე და ალესა გუნდში ერთად ვთამაშობდით: მე, ალესა და ბებერი ქალბატონის კიდევ მილიონობით სხვა გულშემატკივარი. ჩვენ ერთად წავაგეთ მილანთან 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი; ერთად ვუხდიდით მადლობას იმ ესპანელ ფანებს, რომლებიც სანტიაგო ბერნაბეუზე სასწაულმოქმედ დელ პიეროს ფეხზე წამომდგარები უკრავდნენ ტაშს – პატივისცემას გამოხატავდნენ იმ ფეხბურთელის მიმართ, რომელმაც მათი სათაყვანებელი გუნდის კარში სამი გოლი გაიტანა და ჩემპიონატის მიღმა დატოვა;

ჩვენ ერთად ვთამაშობდით სერია B-შიც, თუმცა უკვე ცოტანი ვიყავით დარჩენილები. მაშინ ერთ პატარა სექტად ჩამოვყალიბდით და თუ სადმე იუვეს კიდევ ერთ გულშემატკივარს შემთხვევით გადავაწყდებოდით, მაშინვე ჩვენი საუკეთესო მეგობარი ხდებოდა. იქიდანაც ამოვძვერით, კრიზისი გადავლახეთ და დღემდე მოვედით, როდესაც ჩვენმა გუნდმა წლების შემდეგ ისევ აღიდგინა ფორმა.

მთელი ეს დრო ერთად ვთამაშობდით მე, დელ პიერო და იუვეს სხვა გულშემატკივრები მანამ, სანამ ატალანტასთან მატჩში, 57-ე წუთზე კონტემ ალესა მოედნიდან არ გაიყვანა.

ეს არ იყო ჩვეულებრივი ცვლილება: ჩვეულებრივი ცვლილების დროს ფეხბურთელებს ასე არ აცილებენ ხოლმე. პინტურიკიო მოედნის ცენტრში დგას, სათითაოდ ემშვიდობება ყველა ტრიბუნას; ამ დროს კი მას გარს ერტყმება დარჩენილი ოცდაერთივე ფეხბურთელი, რომ დიდ კაპიტანს ხელი ჩამოართვან, სანამ მოედანს საბოლოოდ დატოვებს.

დელ პიერო მოედნიდან გადის. თამაში გრძელდება, თუმცა მატჩი აღარავის აინტერესებს. არც მე, არც სხვა გულშემატკივრებს, არც რეჟისორებს: გახურებული თამაშის დროს ყველა კამერა მიმართულია კაპიტნისკენ, რომელიც ტრიბუნებს უახლოვდება. ეს კადრი, დაახლოებით, იმ ფილმებს ჰგავს, მთავარი გმირი რომ სიკვდილის წინ ცდილობს, ბოლოჯერ ჩახედოს თვალებში საყვარელ ადამიანს.

ჩვენ დელ პიეროს თვალებში ვუყურებთ. მას წასვლა არ უნდა. პინტურიკიო ხატვით ვერ გაძღა. ცრემლს იწმნედს, რაც კამერებს არ გამორჩენიათ: მათ რამდენიმე აცრემლებული ჩვენგანიც დააფიქსირეს.

ტრიბუნებიდან შარფებს ვისვრით. შავ-თეთრ შარფებს, წარწერით  JUVENTUS. ეს დამშვიდობებაცაა და ერთგვარი სიმბოლოც იმისა, რომ კაპიტანი არ ბერდება. Juventus ხომ ლათინურად ახალგაზრდობას ნიშნავს. ის ამ შარფებს სათითაოდ აგროვებს და ტრიბუნაზე თავის ადგილს უბრუნდება. ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა.

ცოტა ხნის წინ ანიელი ამბობდა, იუვეს გულშემატკივრისთვის სიურპრიზი მაქვსო. იმედია, მან იცის, რომ ერთადერთი სიურპრიზი, რომელიც გულშემატკივრას სჭირდება, დელ პიეროა. კაპიტანი, რომელიც მომავალი წლის ჩემპიონთა ლიგაზე გუნდს მოედანზე გაუძღვება.

დელ პიერო შეიძლება წავიდეს, ოღონდ არა სხვა გუნდში. ეს ნამდვილად იცის ანიელიმ.

კაპიტანი ყოველთვის ამბობდა, რომ კარიერის ბებერ ქალბატონში დასრულება უნდოდა. იგი წელს კარიერას არ ასრულებს – მას იუვენტუსიდან უშვებენ.

სამი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგას ვერ ვუყურებდი – იქ იუვენტუსი არ თამაშობდა.

ვუყურებ თუ არა ლიგას მომავალ წელს? – არ ვიცი, იქ დელ პიერო არ ითამაშებს.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

9 კომენტარი

  1. George-10 George-10 says:

    :forza: :forza: :forza: ALEX and JUVENTUS FOREVER…

  2. mesdel mesdel says:

    გაიხარე ძმაო…ცრემლ მორეული კაპიტანი ატირებული ტიფოზების წინაშე…ჩემიშემოვიდა შენი სტატია ..მეც არ ვუყურებდი ლიგას იუვე არ იყო დაიმიტო)))…პიტნორიკიო ჩვენს გულებსჰი იუვეს არსებობის ბოლომდე დარჩება ლეგენდა ფენომენ ადამიანად….იუვე კი მარადიულია :forza:

  3. del piero italy del piero italy says:

    მეც ვფიკრობ რო ერთ წლიან სიურპრიზს გაგვიკეტებს ალიელი და დელპის დაგვიბრუნებს ტუნდაც იმისტვს რომ უფრო მეტად შეაყვაროს ხალხს ჟუვენტუსიიიიი

  4. marukashvili92 marukashvili92 says:

    ადმინ, ძმურად იქნებ ამ კაცის სიყვარულით, ერთი სმაილი დავამატოთ რა. ალექს და გული ან რაიმე მასეთი რა:) მე ნამდვილად ყველა კომენტაარის მერე მაგ სმაილს დავწერდი. :forza: :juvee: :oldman: :love: :kenwvla: :oldman: ასეთი დელპიეროს თამაშიც კი :wow: ასეთ შთაბეჭდილებას მიტოვებდა ყოველთვის.

  5. snuff-juve snuff-juve says:

    კიდე 1 წელი რა იქნებოდა ჩვენთან ყოფილიყო :blin: :love:

  6. Meko-Forza Milan Meko-Forza Milan says:

    ეს კაცი გაშვებას მართლა არ იმსახურებს :X:X იმედია მისცემენ საშუალებას იუვეში დაასრულოოოს…

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »