ტრეზეგე – ”იუვეს” დიადი წარსული

საკამოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა tuttojuve – მ დავიდ ტრეზეგეზე…

ანიელისა და მაროტას ”იუვენტუსის” ეპოქაში ცოტაა ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც შეგიძლია უწოდო საუკეთესო. ცოტაა იმიტომ, რომ ტურინული გრანდი ჩემპიონობისთვის შექმნილი გუნდია და მის საუკეთესესო ფეხბურთელს ყოველთვის უნდა შეეძლოს ნებისმიერი სიტუაციიდან თამაშის ”იუვენტუსის” სასიკეთოდ შეცვლა.
მიუხედავად ამ სეზონში მოგებული სკუდეტოსი, მაინც არსებობს ერთი პრობლემა: ეს არის სტაბილური თავდამსხმელის არ ყოფნა გუნდში. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია. გუნდი შეტევაში ყოველთვის უნდა იყოს მისი ფორვარდის იმედზე და რომელიმე სხვა პოზიციის ფეხბურთელზე.
სტაბილური ფორვარდის ხსენებისას ”იუვეს” გულშემატკივრებს ყოვეთვის თვალზე ცრელმომდგრებს გაახსენდებათ დაუვიწყარი ფრანგი: დავიდ ტრეზეგე. ფორვარდი, რომელსაც საშუალოდ 1.77 გოლი გაჰქონდა და რომელმაც დელ პიეროს იდეალური მეწყვილეობა გაუწია. სწორედ დელ პიერო – ტრეზეგეს დუეტმა დაწერა ტურინული კლუბის ახალი და დიადი ისტორია და ორივე ფეხბურთელი ამ დიადი წარსულის ღირსეული ”იუვენტინოა”.
ტრეზეგს არაერთხელ გაუტანია ”იუვენტუსისთვის” სასარგებლო და ”სასიცოცხლო” მნიშვნელობის გოლი. ამ ყველაფრის ფონზე მაინც გამორჩეულია 2005 წლის 8 მაისს ”მილანის” კარში გატანილი საჩემპიონო გოლი. გულშემატკივარს არასდროს დაავიწყდება დელ პიეროს დიდებული მაკრატელა და ტრეზეგეს პროფესიონალური შესრულება თავით… თითქოს ისეთი არაფერი, გოლს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ ის მაინც გავიდა. ”იუვენტუსმა” კი კიდევ ერთხელ მოიგო ღირსეულად და  სამართლიანად მორიგი სკუდეტო.
სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ წარსულში დარჩა და ტრეზეგესგან მხოლოდ ტკბილი მოგონებებიღა შემოგვრჩა. სამწუახაროა, მაგრამ ფაქტია: კლუბმა მასთან თანამშრომლობა არ ისურვა. და ეს მაშინ, როდესაც ფრანგ გოლეადორს მსურველების რიგი ედგა კალჩოპოლის დროს, მაგრამ მან ”იუვესთან” ერთად სერია B -ში თამაში ამჯობინა ყველაფერს. ტიფოსებისგან მას სიყვარული არასდროს აკლდა, მაგრამ ამ ფაქტმა ხალხს გაუორმაგა მისდამი სიყვარული. ფაქტია, რომ მისი და დელ პიეროს ტანდემი იუვეს ყველა დროის საუკეთესო თავდასხმა იყო… ისეთი, რომელიც ამჟამად გუნდს არ ჰყავს…

წყარო:  tuttojuve

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

8 კომენტარი

  1. misha shayulashvili misha shayulashvili says:

    ტრეზე ლეგენდარული ფრანგი მოიერიშე იუვეს ლეგენდა იქნება ყოველთვის :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :juvee:

  2. shota25 says:

    ეე ტრეზეგე და დელლპო ახალგაზრდები გვყავდესს აგარც გვინდა ტავდამსხმელიი არავინნ

  3. mesdel mesdel says:

    სამწუხაროა თუცა ფაქტი….არამგონია ეს დუეტი კიარადა ტრიო ნედვედ პინტორიკიო და ტრეზეგეს დუეტი განმეორდეს….

  4. seba seba says:

    ტრეზეგოლი. მისი გოლებით ამოვიდა რივერპლეიტი პრიმერა დივიზიონში. არგენტინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდება დავითა. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. ეს კაცი გოლების მანქანადაა დაბადებული. მე რასაც იმობილეს თამაშებს ვუყურე, იმედი მომეა რო ეს ბიჭი ღირსეულად შეცვლის ტრეზეგეს. საგოლე ალღოს ნამდვილად არ უჩივის და ტრეზეგეზე ტექნიკურიც არის. ახლა მთავარია შანსი არ მოუკლან იუვეში, თორე ისევ ჩვენთვის იქნება ცუდი, თორე იმობილე ნამდვილად ითამაშებს დიდი ფეხბურთს.

  5. delpieronedved juve-juve-97 says:

    ეჰ ტრეზეგე მატრიზე 2 ჯერ მეტს გაიტანდა :loool: :euf: :vaime: :cry: ცაო დამსეტყვე შემტევის დამასრულებელი არავინაა იუვეში წესიერი მატრის თამაშს მე 17 წლის ბიჭს ვათამაშებდი პრიმავერას ბიჭს და მგელს გავზრდიდი გეფიცებით თუ ეგრე არ მექნა მწვრთვნელი რო ვიყო

  6. ika..juve..10 ikajuve1011 says:

    ისე მართლა რა უსამართლობაა.. ის ვარსკვლავები რომლებიც იუვენტუსს სერია B ში გადაყვნენ, არცერთი არ იმსახურებდა გუნდიდან გაშვებას.. გაშვებას კი არა სულ რო კასტილებით ეთამაშათ ვერავის უნდა გაებედა მაგათთვის გაშვება. მაგრამ რა გამოვიდა, ჯერ ტრეზეგე გაუშვეს, ეხლა კი დელ პიერო

    არადა 2006 წელი არც ისე შორს იყო :euf: წესით უნდა ხსომებოდათ

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »