კონტეს ეფექტი…

სამწვრთნელო კაბინიდან იმდენად შორს იყო – თითქოს სხვა პლანეტიდან ადევნებდა თვალს საკუთარი შეგირდების თამაშს.პეკინის ოლიმპიური სტადიონის მწვანე მინდვრიდან რამდენიმე მეტრი უნდა გაიაროთ რომ მიხვიდეთ იმ ადგილზე, სადაც დისკვალიფიცირებული ანტონიო კონტე იმყოფებოდა უშუალოდ იტალიის სუპერთასისთვის მატჩის მიმდინარეობისას, ანჯელო ალესიოსთან და ფაბიო პარატიჩისთან ერთად.პირით ხაზთან მასიმო კარერა ფეხბურთელებს აძლევს მითითებს, მთავარი ბოსი კი ვერაფრით ისვენებს, წამოდგება, ისევ დაჯდება, სიგნალიზირებს, ყვირის, განიცდის.ალესიოს, ფაბიოსა და კონტეს 120 წუთიანი ტანჯვა, ფეხბურთელებისგან ოდნავ მოშორებით.

პირველად ანტონიო კონტეს აშკარა დანაკლისი მე – 13 წუთზე გამოჩნდა.შტეფან ლიხტშტაინერმა მარჯვენა ხაზთან მიირბინა, იქვე მივიდა გუნდის მენეჯერი მატეო ფაბრისიც, რაღაცას საუბრობენ მასიმო კარერასთან ერთად.რა იყო საუბრის თემა – რთულია გაარკვიო.მერე რა, რომ “ნაპოლიმ” ორი გოლის გატანა შესძლო, მისი მოწინააღმდეგე ხომ “იუვენტუსია”, გუნდი გამარჯვების წყურვილითა და ხასიათით, ტურინელები შეტევებს იწყებენ.შესვენებისას ანტონიო მის ძმასთან, დანიელე კონტესთან მივიდა, რომელიც ჩინეთში სპეციალურად იმიტომ ჩაფრინდა, რომ ძმის გვერდით ყოფილიყო.მშვენიერი მიგნებაა, დანიელე იქ მყოფებს ემშვიდობება, რამდენიმე წუთში დაკავებულ ადგილს უბრუნდება.

ფაბიო პარატიჩიმ კი სამწვრთნელო შტაბს მირკო ვუჩინიჩის თამაშში ჩართვის აუცილებლობის შესახებ შეატყობინა.მონტენეგროელმა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო, ამ პერიოდში საოცრად ნერვიულობდა კონტე, მუშტებს იქნეოდა, ვერ ისვენებდა, წინ და უკან მოძრაობდა, გოლებს საოცრად აღნიშნავდა და პრესისკენ იშვერდა ხელს, ნაცნობ სახეებს მიაგნო ალბათ.ავტობუსში კოლეგებთან ერთად : მაროტა, კარერა და სხვები.ვახშამი პეკინის შერატონში – ბედნიერის დღის ლამაზი დასასრული.საღამოს საუბარი ანდრეა ანიელისთან – მილოცვა, ბედნიერი სახე, სიხარული.ჩინეთში ხმა გავარდა, მსოფლიო დაუმარცხებელ “იუვენტუსს” ელოდებაო, გვჯერა, წარმატება ასე ახლოს ჯერ არასდროს ყოფილა, მერე რა, რომ ნამდვილი ლიდერი ოდნავ მოშორებითაა.”იუვეს” აქვს მთავარი, სული, რომელიც დიდი მეგობრების, ანდრეა ანიელისა და ანტონიო კონტეს სხეულში სუფევს, შავ-თეთრი ფერები რომ უყვარს ის სული, ბოლომდე დაუმარცხებლად, ბოლომდე…

 

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

4 კომენტარი

  1. გიო დარჯანია Darja says:

    ყველაზე დიდი გულშემატკივარი ტრიბუნებზე რომ გვყავს, ეგეც დიდი პლიუსია :)) დადებითი მხრიდან შევხედე დისკვალიფიკაციას..

    :juvee:

  2. pintu10 pintu10 says:

    ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ არააქ მნისჰვნელობა ტრიბუნებზე იქნება ტუ სათადარიგოზე ის სულით სულ ჩვენთანაა გაუმარჯოს ამ ერთ მთლიან ოჯახს ფორზა იუვეეე :forza: :forza:

  3. king_arturo king_arturo says:

    კარგი სტატია არის !

  4. Del alex says:

    კონტე რა კაციააა :love: უეჭველი თავისმა ძმამ მიიტანა პარატიჩამდე მონახაძი, რომელმაც გადასცა კარერას… გენაცვალე კონტე, მაგარი კაცი ხარ! :kiss:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »