წამი, როდესაც დედამიწა გაჩერდა…

Many legends left us and we felt sad, living in their memories, but what if the legend of the legends said goodbye to us.How our feelings would be..? – ალესანდრო დელ პიერო – დიდი ეპოქის დასასრული…

და როგორც ფენომენო რონალდოს წასვლამ დაწყვიტა გული სელესაოს გულშემატკივრებს, და როგორც რაულ გონსალეს ბლანკოს წასვლამ დაწყვიტა გული მადრიდის “რეალის” ფანებს, და როგორც ფილიპო ინძაგის, ჯენარო გატუზოს, კლარენს ზეედორფის, ალესანდრო ნესტას, პაოლო მალდინის წასვლამ დაწყვიტა გული როსონერის თავგადაკლულ ტიფოზებს, და როგორც ზინედინ ზიდანის ვერცხის მედალმა დაწყვიტა გული ფრანგებს, და როგორც ტიერი ანრი ენატრებათ მეთოფეებს, და როგორც დევიდ ბექჰემი უყვართ “წითელ ეშმაკებს”, და როგორც კობი ბრაიანტი უყვართ ოკეანეთს გაღმა ამერიკელებს, ზუსტად ასე, მეც ზუსტად, ასე – არა, ამაზე მეტად, ამაზე მეტად მენატრება, მიყვარს და ვაფასებ ადამიანს სახელად – ალესანდრო დელ პიერო.

2002 წლიდან “იუვენტუსის” გულშემატკივარი ვარ და რას მოვესწარი, ტიტულიან ბიანკონერებს ვის გარეშე ვხედავ, ვაცეცებ თვალებს მწვანე ეკრანზე და აშკარაა, რაღაც გვაკლია, რაღაც არა – უფრო ვიღაც, დიდი ათიანი, შეუდარებელი ლიდერი, სისხლით ბიანკონერო და ნამდვილი კაპიტანი..წამი, როდესაც დედამიწა გაჩერდა..ასე დავარქმევდი ჩემი ცხოვრების ამ ნაწილს მე, ერთი რიგითი “იუვენტინო”. შავ-თეთრი სამყარო ალეს გარეშე ზეიმობს, დაუჯერებელი და ოდნავ უცნაურია, ძალიან ემოციური.

ადამიანმა, რომელმაც საკუთარი ისტორიის წერა 1993 წლისს 12 სექტემბერს დაიწყო და 2012 წლამდე ისე წერა, ერთხელაც არ უფიქრია გაჩერება.მის გონებაში არასდროს ყოფილა მომენტი, როცა რაღაცის შეცვლის დროა, როცა რაღაც საკმარისია, როცა ახალი სწყურია ორგანიზმს – არა, ბოლომდე დარჩა და 19 წელი ემსახურა ბიანკონერების შავ-თეთრ არმიას, ისე რომ, რიგითიც იყო, ასმეთაურიც, მთავარსარდალიც და მეფეც..ჩვენთვის ეხლაც მეფეა, უგვირგვინო მეფე.

დრონი მეფობენ და არა მეფენიო..ყველაზე მწარე რეალობის შესატყვისია ალბათ, სამართლიანობა რომ არსებობდეს, არ უნდა ბერდებოდეს ისეთი ადამიანი, როგორიც დელ პიეროა.ნუთუ შეიძლება, 19 წელი საოცარი სიხარული მიანიჭო მილიონობით ადამიანს, ხელოვნების დონეზე აიყვანო სპორტის ეს შეუდარებელი სახეობა, 53 553 წუთი გაატარო მწვანე მინდორზე, 796 მატჩი ჩაატარო, 320 გოლი გაიტანო, 4 – ჯერ გახდე სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, 21 ტიტული მოიგო, გახდე მსოფლიო ჩემპიონი და ერთ დღეს, ყველაფერი დასრულდეს.ჰო, ასე უბრალოდ დასრულდეს…გუშინ იყო და დღეს არ არის, არ არის მხოლოდ რეალურად, ისე კი, შენ ჩვენს გულებში სუნთქავ, ალექს..

ბოლოს, იმ სიტყვებით დავასრულებ, რომლის წარმომავლობაც ვერაფრით გაიხსენა მისმა მთქმელმა : “როდესაც დიდ დროს ატარებ ერთ ადგილას, თავად ხდები ის” – ალე თავად “იუვენტუსია”.

One Love…

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

26 კომენტარი

  1. marchisio alex del piero says:

    გეთანხმები ძმა delpiero_10 რომ ისევ ჩვენებურად გავატრაკებთ რაც არ უნდა მოხდეს და ვინც არ უნდა დაგვაკლდეს :forza: :juvee:

  2. marchisio alex del piero says:

    დელ პიერო ძან მაგარი ფეღბურთელია და იქნედა კიდეც მთელი ცხოვრების განმავლობაში. ის მსოფლიოში No:1 . :forza: :juvee: :juventus: :juvee:

  3. delpiero_10 delpiero_10 says:

    დელპიერო იტალიის და იუვენტუსის ლეგენდა მსოფლიოში უძლიერესი ფეხბურთელი დაგვაკლდა ბიჯებო მაგრამ მაინც გავატრაკებთ ისე როგორც ჩვენ შეგვეფერება ;))

  4. datogafo datogafo says:

    :forza: დელ პიერო N1 ფეხბურთელი მსოფლიოში.ყველასთვის მისაბაძი პიროვნებაა. გუნდის ეთგული უნდაა იყო ადამიანი.იუვენტუსში დარჩა მისი სახელი,რასაც ბევრი ვერ ახერხებს.ისე იუვეში ერთი ფეხბურთელი კიდევ არის ალექსისნაირი ერთგული ესაა :up: BUFFONI :up: ნამდვილი ვარსკვლავი დაგუნდის სიმბოლო.რაც შეეხება მესის და რონალდოს ისინი დელ პიეროსთან ვერც მივლენ. :forza: :juventus: :juventus:

  5. mezgvauriii mezgvauriii says:

    გაიხარეეე ავტოოორ ჯიგარიიი ხაარ…
    შეუდზლებელიააა ადამიანს დელ პიერო არ უყვარდეს<3
    ავტორ ცჰვენიი ტხოვნაა იქნებ როგორმეე დელ პიეროს სმილი დაამაატოთ რააა :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  6. giortgi juveeeeee datkaa says:

    ავტორ საგოლ :up: ჯიგარი ხარ დამბურძგლა ამას რო ვკითხულობდი ალე ალე ჩემთვის ყოველთვის დარჩები ნომერ პირველი იგროკი ფეხბურთში შენ ხარ ადმიან რომელმაც შემაყვარა ფეხბურთი 1995-1996-წლიდნ ყოველთვის როცა ფეხბურთ ვთამაშობდი და ვთამაშობ ყოველთვის ვბაძვ როგორც შემიძლია ალემ შემაყვარა იტალია ეს ქვეყანა მისი კულტურა ხალხი და რაც მთავარია იუვენტუსი რომელიც არა ნაკლებ მიყვარს ალეხ დელ პიერო ყველთვის დარჩები ჩემ მეხსერებაში გულში შენი ლამაზი ფეხბურთის თამაშით შენი ადამიანრი თავ მდაბლობით როგორც კაცი და მაგარი ადამიანი შეილება მოვიდნენ ვამ პერსები ნეიმარები მარა ალესანდრო დელ პიერო დარჩება იუვეს ლეგენდათ :up: :up: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :love: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :juventus: :juventus: :juventus: :italy: :italy: :italy: :italy: :italy:

  7. LabaJuve LabaJuve says:

    არაფერი არ იცით რხდება დელპიეროზე?

  8. mikajuve says:

    მამაზე მეტად მიყვარს ეს ((

  9. გიო დარჯანია Darja says:

    16 აგვისტოს პრიმავერასთან და 19 აგვისტოს მილანთან ბერლუსკონის თასი გვაქვს პარმამდე :))

  10. bebero bebero says:

    იუვეს რამდენი ამხანაგური ქონდა წელს??????

    • Q a s r a Qasrinio says:

      1. ვიღაც ც1-ის გუნდთან დიდი ანგარიშით მოვიგეთ
      2. ტიმ ქაფზე ინტერმა მოგვიგო 1-0, მერე მილანს მოვუგეთ 1-0
      3. ჰერტას 2-0 მოვუგეთ
      4. ბენფიკასთან 1-1
      5. მალაგასთან 2-0 ვიმარჯვეთ

      ზედ სუპერ თასი მივაყოლეთ და ეხლა 25-ში შაბათს, 22:45 წთ-ზე პარმასთან გამარჯვებით დავიწყებთ სეზონს :forza:

  11. გიო დარჯანია Darja says:

    Qasrinio

    აქ ვარ, სკაიპი არ მაქვს და მანდ ვერ გამომიგზავნი :))

  12. bero-juve10 says:

    პრესის მიმოხილვას რატომ არ დებთ ბოლობოლო ვინ მოდის და ვინ მიდის
    ცოტა დროზე ადრე მოიყვანონ თავდამსხმელი რომ ადაპტაცია არ გაუჭირდეს 10 დღე მაინც ხომ უნდა იყოს გუნდთან ერთად.

  13. მაქს Murghulia says:

    მიყვარხარ დელ პიერო გმერტი ხარ ფეხბურტთის

  14. Q a s r a Qasrinio says:

    მშვენიერ კომენტარს წავაწყდი იუვე ნაპოლის მატჩთან დაკავშირებით…

    მე თამაშს ვუყურე და თამამად შემიძლია ვთქვა რო 2 კაცს კი არა მარტო მეკარეს დავუტოვებდი ნაპოლს აი პანდევს რაც შეეხება ეგ არ ვიცი რატო გააგდო არადა არაფერი გაუკთებია კი ამბობენ რო შეაგინაო მარა მაგის შესახებ არ დაწერილა არაფერი ამიტომ არაფერს ვიტყვი პანდევზე ცუნიგაო თუ ზუნიგაო თუ ვიღაც როა მაგას ზედიზედ 9 წითელს მივცემდი ნაპოლი ფეხბურთს არ თამაშობდა ალბათ თავი ოლიმპიადაზე როა ჭიდაობა მანდ ეგონათ = ))) მთელი იუვე დაამტვრიეს მიკვირს ვინმემ სერიოზული ტრამვა არ მიიღო = )))) ნაპოლის თამაშს თამაში არ ერქვა და ჩემი აზრით მაგ თამაშს თვალი უნდა გადაავლოს იტალიის ფეხბურთის ფედერაციას და რამე მოუხერხოს ნაპოლის ამ საქციელს პირველად ვუყურე თამაშს სადაც მარტო ჩეხვაზე თამაშობენ = ))) ბარსა – რეალის შორის არ მიდის ხოლმე ესეთი იგრა ტო :D

  15. მაქს Murghulia says:

    ხო და იმედია დელ პიეროც კონტეს მსგავსად მაფიოზი არ გახდება და ტამაAებ არ გაყიდის (ვიცი რას იტყვით შეტენესო კონტესო …რატო პირლოს მარკიზიოს,ბუფფონს,ვიდალს…და აშ არ შეტენეს????)ესაა ძმა ფეხბურთი იტალიიით იწყება და იტალიამ გაააპუჩა …

  16. JuventinoToko JuventinoToko says:

    მიყვარს კონტე მაგრამ იმედი მაქვს ალე მწვრთნელად დაგვიბრუნდება. ის რომ ალექსა დაბრუნდება ამაზე ორი აზრი არაა მემგონი. მიყვარს სიგიჟემდე ეგ ადამიანი :juventus: :juventus: :juventus: :love: :love: :love:

  17. Q a s r a Qasrinio says:

    მწერლებო შემეხმიანეეეეეეეეეეთ :kiss:

  18. piero99 piero99 says:

    ცოტაც და ვიტირებდი :( სგ ავტორ :*

  19. Del alex says:

    ალეეეეეეეეეეეეეე :loool:

  20. Q a s r a Qasrinio says:

    გიო გენაცვალე, ჩემს გულში ზიხარ ძმა :love:
    იმ დღეს რომ გწერდი აქ, სტატია მაქვს გამზადებული და მინდა გადმოგიგზავნო და დადე აქ… მოგეწონებათ, თქვენ გეძღვნებათ იუვენტინოებს და დადე ძმუად :kiss:

  21. ალეკო კოკაია Alex Juventino says:

    ალე დიდი მხატვარია,ის 1993 წლიდან ლამაზ ფერებში ხატავდა ბიანკონერის,არაერთი შედევრი შექმნა,არაერთხელ დაგვამახსოვრა თავი
    ის წავიდა მაგრამ დროებით
    ის აუცილებლად დაბრუნდება
    თვითონ ალეა იუვე
    და იუვე ალეს გარეშე?
    ეს შეუძლებელია
    პინტურიჩიო იყო არის და იქნება
    და კიდევ ბევჯერ დახატავს განუმეორებელ შედევრებს!
    PS:1993 წლიდან მიყვარს იუვე,მიყვარს კიდევ რბილი ნათქვამია
    ალემ დამანახა რომ იუვე ეს ხელოვნებაა,დიდი შედევრია,და ასე იქნება სულ! :forza: :forza: :forza:

  22. juventino3969 juventino3969 says:

    forza alex! per sempre!
    :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  23. un-stop-able says:

    ძალიან მაგარი სტატიაა, ყოჩაღ დარჯა!

    უკლებრივ ყველას შეგვტკივა გული მის წასვლაზე, მაგრამ დადგა დღე როდესაც მასაც უნდა დავეტოვებინეთ…იმედია მალე დაგვიბრუნდება ნედვედის მსგავსად…

    19 წელი, One Love… :euf:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »